სესხის დროს გადახდისუუნარო გახდი?! - კანონი შენს წინააღმდეგაა?
06-11-2025 1 430- კანონი ან მისი დანიშნულება განსაკუთრებით კი სამოქალაქო კოდექსისა არის თამაშის წესებზე შეთანხმება რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი და შემდგომში ეს წესები უნდა ამკვიდრებდეს საზოგადოების შიგნით და მის წევრებს შორის „სამართლიანი თამაშის წესებს“. სამართლიანი თამაშის წესები ვერასოდეს მიიღწევა ყველა მოცემულობაში, მთელი არსი მისკენ სწრაფვაშია, მის დამკვიდრებაშია.
- სწორედ ამისათვის არსებობს სხვა და სხვა ტერმინები მათ შორის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი არ ნიშნავს კანონის უზენაესობას მისი ფართო გაგებით, ის ნიშნავს სამართლიანობის უზენაეს პრინციპად აღიარებას. არ არსებობს არადემოკრატიული სახელმწიფო რომელიც არ ირჩევს კანონის უზენაესობას, მეტიც არადემოკრატიულობა სწორედ კანონიერების გამოყენებაა სამართლიანობის წინააღმდეგ, ამის საწინააღმდეგოდ უნდა იარსებოს პარლამენტმა რომელიც იდეათა ჭიდილის ადგილია სადაც როგორც ჩვენი ქართველი შოთა ამბობდა „გვაქვს უთვალავი ფერითა“ აღნიშნული არა ფერთა პალიტრად არამედ სხვა და სხვა აზროვნებათა ჭიდილს აღნიშნავს, სადაც უნდა დაიბადოს გადამუშავებული „თამაშის წესები“ სადაც მხოლოდ უმრავლესობა არ არის მმართველი არამედ უმცირესის არგუმენტირებული აზრი თუ ის უპირატესია მისაღები და გასატარებელია.
- ამდენსაც არ დავწერდი, ეს არც არის ჩემი როგორც ადვოკატის დანიშნულება მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში დემოკრატია ჩვენთან აღქმებით პირობებში რჩება როცა კი დემოკრატია ქართულ ენაზე კეთილსინდისიერებას ნიშნავს, კეთილსინდისიერ მმართველობას ამ მმართველის მიერ მიღებულ „სამართლიანი თამაშის წესებს“ ნიშნავს, სადაც სამართლებრივად ძლიერ მხარეს არა იძულებით არამედ დადგენილად არ ენიჭება უპირატესობა, არა იმითი რომ „სუსტი კანონის ძალით გავუთანაბროთ ძლიერს“ არამედ წესები იყოს ისეთი, რომ ძლიერს არ მოუნდეს წესების თავის თავზე მორგება.
- კეთილსინდისიერი მმართველობა დღევანდელ დღეს კი დემოკრატია, თავის მხრივ მართალ სამართალს ნიშნავს რომელსაც დასაწყისი აქვს ხოლო დასასრული არ უნდა ჰქონდეს. მართალი სამართალი არ ნიშნავს სუბიექტურ აღქმას არამედ ობიექტურია, ისევე როგორც ბევრ რამ რომელიც უნდა გვაძლევდეს საშუალებას სამართლიანი საზოგადოების არსებობის და არა პირიქით.
- პარლამენტის ან/და საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულება ამ საკითხებზე ფოკუსირებაა თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ საკანონმდებლო ორგანო მხოლოდ „ვიტყვი და სიტყვებზე არ ვარ პასუხისმგებელი ორგანოა“ ძალიანაც შემცდარა მის წარმოდგენაში. წარმოდგენები რომელიც თან ახლავს საჯაროობას ისეთივე ფუჭია როგორც იმის მტკიცება, რომ წყალი უფერო არ უნდა იყოს.
- პარლამენტი სასამართლოს აძლევს კანონს, აძლევს კანონს როგორც ძლიერს ასევე სუსტსაც (სამართლებრივად) შესაბამისად თუ ჩვენ როგორც საზოგადოება ვერ ვხედავთ მთელი პრობლემის არსს, რომ „გვაქვს უთვალავი ფერითა“ პრაქტიკაში გვჭირდება, მხოლოდ მიმართება ხელისუფლების აღმასრულებელ ან/და სასამართლო სისტემისადმი კრიტიკით, არაფერი იცვლება.
- ჩვენი სამოქალაქო კოდექსი მიღებულ იქნა 1997 წელს, როცა ციფრული ეპოქა ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი ამასთანავე მაშინდელი მოცემულობით ის მოწინავე იყო მაგრამ მასვე არ უნდა ჰქონდეს სტატიკური მდგომარეობა, ეს კი სტატის სათაურში გამოტანილი კითხვის არსით აიხსნება, რადგანაც საბაზრო ეკონომიკას როგორც ახასიათებს სესხი, მასვე ახასიათებს უკუეფექტები ისეთი როგორიცაა სესხის შემდგომ ვერ გადახდა, გადახდისუუნარობა და ა.შ. სწორედ აქ იწყება ის საკითხი რომელსაც ავხსნი.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 367 მუხლი მიუთითებს/ამბობს ასეთ რამეს „თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა, კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება, თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა, ან შეპირებული უზრუნველყოფა შეამცირა, ანდა იგი საერთოდ ვერ წარმოადგინა.“
- ა) ვთქვათ გიორგი მუშაობს ანუ დასაქმებულია, მან იმისათვის რომ შექმნას ოჯახი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ბანკთან გააფორმოს იპოთეკური სესხი რაც ნიშნავს სესხის სანაცვლოდ ის აიღებს გარკვეულ თანხას ხოლო ამ სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკითვე დატვირთავს მომავალს საცხოვრებელს;
ბ) სესხის ხელშეკრულება ვთქვათ არის 10 წლის ვადით გაცემული/გაფორმებული და გიორგიმ აიღო ვალდებულება, რომ თვეში გადაიხადოს 950 ლარი იპოთეკური სესხის დასაფარად. აქვე საგულისხმოა რომ მაგალითს დავუმატოთ, რომ გიორგი უვადოდ არის დასაქმებული მაგალითად 5 წელია უკვე მუშაობს ერთი და იგივე დამსაქმებელთან;
გ) მაგალითისთვის სესხის აღებიდან 2 წლის შემდეგ დამსაქმებელი უსაფუძვლოდ წყვეტს გიორგისთან შრომით ხელშეკრულებას, უფრო მძიმედ აღსაქმელად მივუდგეთ საკითხს და გიორგის უკანონოდ ანთავისუფლებენ (რაც მომავალში დამტკიცდება კიდევაც სასამართლოს მიერ);
დ) გიორგის 2 წელია ერთი ვადაგადაცილება არ აქვს სესხთან დაკავშირებით, მიღებული შრომითი ანაზღაურების 25% იხდის კეთილსინდისიერად. გიორგი გადაწყვეტს, რომ რადგანაც მას ერთი დარღვევა არ აქვს მიმართოს ბანკს და უთხრას, რომ „სამსახურიდან გაანთავისუფლეს“ ამიტომაც დროებით ვერ შეძლებს თანხის გადახდას და ამიტომაც მისცენ რამდენიმე თვე რომ არ გადაიხადოს, შეღავათი მისცენ, დამატებითი დრო და ა.შ. - ალბათ ადვილად წარმოსადგენია თუ რამდენი გიორგი მოხვედრილა მსგავს სიტუაციაში და რამდენს მიუმართავს ასეთი ცნობით ბანკისთვის (იქნება ეს სამსახურის დაკარგვა, ბიზნესის გაჩერება ან სხვა ობიექტური მიზეზი). აი აქ იწყება ამ მუხლის მოქმედება. მუხლში მითითებულია, რომ „თუკი მოვალე გადახდისუუნარო გახდა“ (აქვე რას ნიშნავს შეპირებული უზრუნველყოფის შემცირება ან/და წარუდგენლობა ეს სხვა სამართლებრივი სიბრტყეა და მაგაზე სხვა დროს ავხსნი). საგულისხმოა, რომ „გადახდისუუნარობა“ ფიზიკურ პირზე აღარ არსებობს მაგრამ სამოქალაქო კოდექსის დღევანდელ რედაქციაში მაინც არის ჩარჩენილი, თუმცაღა დღევანდელი სასამართლო პრაქტიკა თითქმის ტოლობის ნიშანს სვავს ამ ტერმინსა და სამსახურიდან განთავისუფლებას შორის.
- დავუბრუნდეთ გიორგის, გიორგიმ მიმართა ბანკს და მოითხოვა, რომ რადგანაც ის გაანთავისუფლეს სამსახურიდან ბანკი „შევიდეს მის მდგომარეობაში“. ამ დროს კანონი ამბობს შემდეგს: „თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა, კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება“ ეს კი მარტივი ენით გიორგი მაგალითზე ნიშნავს შემდეგს:
- 10 წლიანი სესხი ხომ იყო გაფორმებული გიორგისა და ბანკს შორის, რაც ნიშნავდა რომ გიორგის 10 წელი უნდა ეხადა თვეში 950 ლარი რაც სამართლის ენაზე ნიშნავს „თუ ვალდებულების შესრულებისათვის მოვალის სასარგებლოდ დადგენილია რაიმე ვადა“.
- ბანკს შეუძლია აღარ დაელოდოს მაგალითად გიორგი ორჯერ ან სამჯერ დაარღვევს თუ არა სესხს, მეტიც წარდგენილი განცხადებისა საფუძველზე რადგანაც გიორგიმ აცნობა ბანკს რომ ის სამსახურიდან გაანთავისუფლეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ხელშეკრულება გიორგისთან და არ დაელოდოს დარჩენილ 8 წელში მისაღებს რადგანაც გიორგი გახდა გადახდისუუნარო (კრედიტორს შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს შესრულება).
- კანონის ეს მიმართება დიახ ასეთია, ერთის მხრივ პირი არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, მას არ აქვს სესხის ანუ ვალდებულების ერთი შეუსრულებლობაც კი, მაგრამ რადგანაც ის გაანთავისუფლეს დასაქმების ადგილიდან ბანკს ეძლევა უფლებამოსილება, რომ მოშალოს ხელშეკრულება ამ მიზეზის გამო და მოითხოვოს მთლიანი შესრულება. ეს ნიშნავს უფრორე სასამართლოს, სანამ გიორგი თავისთვის დავობს მის უკანონო განთავისუფლებაზე ამ დროს ბანკი მოითხოვს, რომ უძრავი ქონება გასხვიდეს, ნიშნავს, რომ ვადაც აღარ აქვს გიორგის...
- სასამართლო პრაქტიკა დიახ ასე უყურებს რადგანაც კანონში ეს ასე იკითხება პირდაპირ რადგანაც ასეთ შემთხვევაში კანონი რომელიც ძლიერ მხარეს ემხრობა, რომ სამართლებრივად ძლიერმა მხარემ დაიცვას თავისი ინტერესები სრულად, მერე რა რომ ძლიერ მხარეს გარდა ამ უფლებისა ასეთ შემთხვევაში არ აქვს ვალდებულება. მართალი სამართალი არ ნიშნავს წესთა უბრალო წყობას, წესთა წყობა ნიშნავს სადაც არსებობს უფლება იქვე უნდა იარსებოს ვალდებულებამ, უფლება ვალდებულების გარეშე ძლიერის მიერ სუსტის უფრო მეტად ჩაგვრის ინსტრუმენტად იქცევა.
- ბევრი ან ამის წამკითხველი ალბათ იფიქრებს, რომ მაშინ ფორს მაჟორია და ა.შ. მათაც გავაწბილებ თუ ვიტყვი, რომ ქართული სამოქალაოქ კოდექსი არ იცნობს მას კლასიკური გაგებით რადგანაც ფორს მაჟორი არა ვალდებულებისგან განთავისუფლებას არამედ გადავადებას იწვევს და არა მის გაუქმებას, ჩვენს კოდექსს ეს პრინციპი ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ყველაფრის ფასად, ლაიტ მოტივად გაზდევს. საპირისპიროდ, სამოქალაქო კოდექსი იცნობს მაგალითად 399 მუხლის 1 ნაწილს „ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად.
- პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე“ (აქაც უნდა აღინიშნოს ბევრისთვის გაუგებარია ტერმინი გრძელვადიანი რაც ვადიან ხელშეკრულებას ნიშნავს და ყველა ხელშეკრულებას ერგება, მაგრამ აქაც თარგმანის პრობლემაა რომელსაც ასევე არავინ ასწორებს).
- ამასთანავე ამავე მუხლს სასამართლო პრაქტიკა ან თეორია არ უდგენს 369 მუხლის გამოყენებისათვის და რომ შეფასდეს რამდენად არის პატივსადები არის თუ არა მიზეზი უფრორე კი იმავე კოდექსის 398 მუხლს (ქართულ ფორს მაჟორს) არ ადგენს გამოყენების წინაპირობად „თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.“ რადგანაც გარემოებებს მიიჩნევს ობიექტურ გარემოებად რომელიც დამოკიდებული არაა გიორგიზე და დამოკიდებულია დამსაქმებელზე (მაიცნ არ ითვლება ობიექტურ გარემოებად) დანარჩენზე კი ამაზე ნათელ პასუხს არ იძლევა სასამართლო პრაქტიკა.
- საბოლოოდ კი კანონის კონკრეტული მუხლი რომელიც დამოუკიდებელი საფუძველია ვალდებულების ვადამდე შესრულების მოთხოვნის, იქცევა როგორც „მას სურს“ ისე, რომ მისი გამოყენების დროს არ ხდება მისი სხვა მუხლის მეშვეობით თანაბრად გამოყენების შესაძლებლობა, ერთის მხრივ კანონი ამბობს ამას, მეორეს მხრივ სასამართლო მიყვება კანონს, მესამეს მხრივ კი ჩვენი გიორგი რჩება თავის პრობლემებთან მარტო, და საბოლოოდ ვინ არის ამაში მთავარი მოქმედი ანტიგმირი?! პასუხი ამაზე მე არ მაქვს, არც უნდა მქონდეს რადგანაც მუხლი შეუძლებელია იყოს კარგი თუ ცუდი, რადგანაც მუხლს ქმნის ადამიანი და ადამიანის შექმნილზე ადამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა. მაგალითისათვის თუ კი ამ მუხლს დაემატება მეორე მუხლი რომელიც მაგალითად მოიცავს, რომ ასეთ შემთხვევაში კრედიტორმა ანუ ბანკმა უნდა უზრუნველყოფს ან მიმართოს ძალისხმევა შეცვლილ გარემოებებისადამი მისადაგების თაობაზე ამით სამართლებრივ ჭრილში ვის რა დააკლდება?! ვალდებულება რომ უნდა შესრულდეს ამას არც ერთი კეთილსინდისიერი მოვალე არ უარყოფს, მაგრამ მთავარი კითხვაა რა პირობებით?! თუ კი სამართლებრივად სუსტი მხარე ვარ ასეთ შემთხვევაში კანონი რა დაცვის საშუალებას მაძლევს?! ბოლოს და ბოლოს განა მხოლოდ და მხოლოდ ადვოკატებს ევალებათ ასეთი საკითხების პრობლემატურობა სტატიების სახით ვაქვეყნოთ თუ პარლამენტი ანუ საკანონმდებლო ორგანო უნდა აკეთებდეს ამას?!
- სტატიის დასაწყისში ის შესავალი იმიტომაც დავწერე, რომ გვაქვს უთვალავი ფერითა სწორედ ამას ნიშნავს, რადგანაც ერთის მხრივ აქ მემარცხენე აუცილებლად მეტყოდა, რომ კრედიტორის უფლებები მაქსიმალურად უნდა შეიკვეცოს, მემარჯვენე მეტყოდა, რომ აქ კრედიტორის უფლებები ასე რომ არის ძალიან კარგია მათი არგუმენტირება და დებატი კი მოგვცემდა საშუალებას საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი, რომელი სჯობს, საბოლოოდ ორივე მხარის დარწმუნებული ვარ სამართლიანი არგუმენტები მოგვცემდა იმის თქმის საშუალებას, რომ ეს მუხლი მისი ცვლილებებით მეტნაკლებად სამართლიანი თამაშის წესია, რაც სადღაც გიორგის რომელიც რომელმაც სამსახური „დაკარგა“ მისცემდა იმის საშუალებას, რომ დროის მონაკვეთი მოიგოს და ახალი სამსახური იშოვოს რათა გააგრძელოს მისი საქმიანობა.
- დემოკრატია ამაში ვლინდება და არა სხვა რამეში, მისი ქართული სიტყვა კი კეთილსინდისიერი მმართველობა კი სწორედაც ამას ნიშნავს, მაშინ როცა პარლამენტის წევრი რომელსაც ერთხელაც კი არ გაუგია არამედ არც უნახავს გიორგი, გიორგისთვის სხვისთვის, უცნობისთვის მაგრამ საქართველოს მოქალაქისთვის ესეიგი ქართველისთვის ცდილობს კეთილსინდისიერი თამაშის წესის დამყარებას და კი ეს არის ჩემთვის ქართული, ჩემი ტრადაიცია როცა უცხოსთვის მაგრამ მოყვასისთვის ცდილობ ამას როცა კი დაგძახის საკუთარი ტრადიცია ვეფხისტყაოსნიდან და არა მხოლოდ მისგან, უფრორე „ქმნა მართლისა სიმართლისა, ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“.
- რჩევების სახით კი, აპრიორი გიორგის ვურჩევდი: თუ კი დასაქმების ადგილიდან გაგანთავისუფლეს ან/და სხვა გარემეობის გამო ვერ ახერხებ სესხის იგივე პირობებით გადახდას ნუ იჩქარებ მიმართოს ბანკს ან სესხი გამცემს რადგანაც ასეთ შემთხვევაში ისევე შენთვის უარესი საფუძველი შეიძლება მისცე მას, რადგანაც კანონი ასე უყურებს შენს მოცემულობას.
📲 თუ გაქვს კითხვები — დამიკავშირდი tel/viber/WhatsApp/telegram/signal: +995591976764
პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი სურამში ადვოკატი გლდანში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება საქართველოში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თბილისში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თბილისში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი რუსთავში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი რუსთავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ბათუმში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი მარნეულში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი მარნეულში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საგარეჯოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საქართველოში საადვოკატო ბიურო რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო ბათუმში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati marneulshi advokati dmanisshi advokati bolnisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში


