თავდებობა – სხვის ვალზე პასუხისმგებლობა?!
22-09-2025 1 314- ალბათ ყველას ერთხელ მაინც გაგვიგია თავდებობის ხელშეკრულების შესახებ და მის თანმდევ შედეგებზე, შედეგი ან/და შედეგები თავდებობის ხელშეკრულების უმეტეს შემთხვევაში არის უარყოფითი, მთელი პრობლემა ან/და პრობლემის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თავდებობის ხელშეკრულების თაობაზე არ მოიპოვება სრული ინფორმაცია ან/და პირი რომელიც ხელს აწერს თავდებობის ხელშეკრულებას ვერ აცნობიერებს თანმდევ შედეგებს:
- 1.ა. კითხვა: რა არის თავდებობის ხელშეკრულება?
1.ბ.პასუხი: მარტივი ენით, X აფორმებს Y-თან სესხის ხელშეკრულებას, Y-ი ითხოვს თავდებობის ხელშეკრულებას, X-ი კი თავდებად წარადგენს A-ს, იმ შემთხვევაში თუ კი X-ი არ შეასრულებს ვალდებულებას Y-ის წინაშე მაშინ, Y-ს უფლება აქვს თანხის დაკისრება მოითხოვოს როგორც X-სგან ასევე A-სგან;
- თავდებობის ხელშეკრულება ორი სახისაა, თუმცაღა 100 შემთხვევიდან 100-ვეზე თავდებობა სოლიდარული პასუხისმგებლობის შესახებ მინახავს; - 2.ა. კითხვა: ვრცელდება თუ არა თავდებზე ყველა ვალდებულება რაც აქვს მოვალეს?
2.ბ.პასუხი: თუ კი მხარეებს შორის გაფორმებულია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება მაშინ ვრცელდება მთლიანად, მაგალითად: X-მა თუ არ შეასრულა ვალდებულება A-ს გარეშე არა მარტო თავდებს დაეკისრება თანხის გადახდა არამედ აღსრულება შეიძლება მიექცეს ასევე A-ს ნებისმიერ ქონებაზე (ავტომობილზე, საბანკო ანგარიშებზე, ბინაზე მიწაზე და ა.შ.) მარტივ ენაზე, რომ ითქვას: თავდები მისი ქონებით აგებს პასუხს იმ თანხაზე ან/და ვალდებულებაზე რომლის შესრულება იკისრა X-მა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვალდებულების შესრულება ან/და სარგებელი არ მიუღია A-ს; - 3.ა.კითხვა: არსებობს თუ პასუხისმგებლობის საზღვარი თავდებობაზე?
3.ბ.პასუხი: არსებობს და ეს აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული თავდებობის ხელშეკრულებაში, ის ციფრობრივად უნდა იყოს ასახული, დასაშვებია მოთხოვნის ოდენობის გაზრდამდე მაგრამ აქაც უნდა არსებობდეს სპეციალური ჩანაწერი. უმეტეს შემთხვევაში თავდების პასუხისმგებლობა სრულად ებმის მოვალის ანუ X-ს სრულ ვალდებულებას; - 4.ა.კითხვა: ვრცელდება თუ არა ყველა მომდევნო ხელშეკრულებაზე თავდებობა?
4.ბ.პასუხი: რთული საკითხია და მოითხოვს, რომ კონკრეტული ფაქტი კონკრეტულ პასუხები იქნეს გაცემული მაგრამ თუ კი ავიღებ მაგალითს მაშინ ავხსნი, რომ. მაგალითად X-მა გააფორმა Y-თან 10 000 აშშ დოლარზე სესხის ხელშეკრულება 2025 წლის 01 იანვარს ამასთანავე A-მ იკისრა ვალდებულება 10 000 აშშ დოლარზე. მიუხედავად იმისა ჩანაწერი იარსებებს თუ არა რომ თავდებობა ასევე გრძელდება სხვა შემდგომში დამატებით შეთანხმებაზე, იმ შემთხვევაში თუ კი X-ი და A გააფორმებენ დამატებით შეთანხმებას და არა 10 000 აშშ დოლარზე არამედ 20 000 აშშ დოლარზე და A დამატებით გადასცემს X-ს 10 000 აშშ დოლარს, თავდებობა არ და ვერ იარსებებს სრულ 20 000 აშშ დოლარზე, არამედ თავდებობა გავრცელდება 10 000 აშშ დოლარზე; - 5.ა.კითხვა: თავდებობის ხელშეკრულების გარდა ფორმდება თუ არა სხვა გარიგება?
5.ბ.პასუხი: თავდებობის ხელშეკრულების გარდა ასევე კანონი ითვალისწინებს, რომ A-მ Y-ის წინაშე უნდა წარადგინოს ასევე განცხადება, რომ ის თანახმაა პასუხისმგებლობა აიღოს X-ის მიერ ვალდებულების შესრლებაზე. კანონი მას უწოდებს „წერილობით განცხადებას“, კანონის მიზანი სავარაუდოდ არის, რომ გარდა იმისა, რომ ხელშეკრულებით მხარე A-მ ვალდებულება აიღოს შესრულებაზე ისე, რომ სარგებელს არ იღებს კიდევ ერთხელ დაფიქრდეს A უღირს თუ არა აიღო ვალდებულება იქ სადაც არ არსებობს მისთვის სარგებლის მიღება. უმეტეს შემთხვევაში კი როგორც თავდებობის ხელშეკრულება ან/და წერილობით განცხადებას ამზადებს Y-ი ანუ სამართლებრივად ძლიერი მხარე (ბანკი, მიკრო საფინანსო ორგანიზაცია ან/და კომერციული პირი); - 6.ა.კითხვა: თუ კი X-მა არ შეასრულა Y-ის წინაშე ვალდებულება და ის შეასრულა A-მ, რისი უფლება აქვს A-ს?
6.ბ.პასუხი: ასეთ შემთხვევაში ის ვალდებულება რაც შეასრულა A-ს, სრული უფლება აქვს მოითხოვოს X-გან. მარტივი მაგალითიდ ეს გამოიყურება ასეთი სახით: A-მ X-ს სანაცვლოდ Y-ს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი და შეასრულა X-ს სანაცვლოდ. ამ 10 000 აშშ დოლარი გადახდის მოთხოვნის უფლება აქვს A-ს X-სთვის, ამას რეგრესის უფლება ეწოდება; - 7.ა.კითხვა: თუ სასამართლო დავა მიმდინარეობს და X-ი ან არ მონაწილეობს ან არაფერს არ წარადგენს A-ს რისი უფლება აქვს?
7.ბ.პასუხი: A-ს აქვს უფლება არა მარტო საკუთარი შესაგებელი (საპროცესო ტერმინია და აღნიშნავს წერილობით ფორმით წარდგენილ მოსაზრებას რომელსაც მოპასუხე წარადგენს სასამართლოში სარჩელის საპასუხოდ) არამედ ასევე X-ს შესაგებელიც, ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად არა მარტო საკუთარი თავის ხმით ასევე X-ს სანაცვლოდაც იდავოს, ძირითადი ხელშეკრულების მაგალითად გაფორმებაზე (ბათილობაზე) პროცენტის ოდენობაზე, პირგასამტეხლოზე და ა.შ; - 8.ა.კითხვა: როდის სრულდება თავდებობის ხელშეკრულება?
8.ა.პასუხი: თავდებობის ხელშეკრულება არის აქსცესორული ხელშეკრულება, რაც მარტივ ენაზე ნიშნავს, რომ ძირითადი ხელშეკრულების, უმეტეს შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება რა ვადითაც მოქმედებს, ცალკე თავდებობის ხელშეკრულება არ და ვერ იარსებებს თუ არ იარსებებს ძირითადი ხელშეკრულება, შესაბამისად მის ბედს განსაზღვრას სხვა ხელშეკრულება რომელსაც ის ებმის; - პრაქტიკაში ასევე არის დამატებით სხვა და სხვა საკითხები, არის გამოწვევები როცა კი მაგალითად თავდებობაა თუ მოვალის გარანტიაა წმინდა სამოსამართლეო განმარტების საკითხია, ასევე როდის წყდება თავდებობა თუ ძირითადი ხელშეკრულების ვადა მთავრდება ან/და იცვლება თავდების თანხმობის გარეშე და ა.შ. შესაბამისად თითოეულ გამოწვევას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, მიდგომა ნიშნავს რომ უნდა მიმართოს ადვოკატს და ასევე სანამ გაფორმდება ან/და გააფორმებ თავდებობის ხელშეკრულებას დაფიქრდე ღირს თუ არა ეს სამართლებრივი რისკი;
თუ გაქვს კითხვები — დამიკავშირდი: 591976764; facebook;- პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ; guram.kontuadze@gmail.com;


