საქმეები ადმინისტრაციული სამართალი საკონსტიტუციო სამართალი

რესპუბლიკა, პარლამენტის იდეა XII საუკუნის საქართველოში – თამარ მეფე და ყუთლუ არსლანის დასის ისტორიული გამოსვლა.

18-05-2025 4 086


რესპუბლიკა, პარლამენტის იდეა XII საუკუნეში საქართველოში – თამარ მეფე და ყუთლუ არსლანის დასის ისტორიული გამოსვლა!
  • თუ სტატიის დასახელებამ დაგაფიქრა ე.ი. სწორად მიხვდი, რომ პარლამენტის შექმნაზე ჩვენმა წინაპრებმა ჯერ კიდევ XII საუკუნის დასასრულს იფიქრეს. თანამედროვე პარლამენტარიზმის დასაწყისად მიიჩნევა „თავისუფლების დიდ ქარტიის“ გაფორმება რომელიც გაფორმდა ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოსა და ბარონებს შორის 1215 წელს, ხოლო ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას და „კარავის“ მოთხოვნები კი 1188 წელს დაიწყო. „კარავის“ იდეა სხვა არაფერი იყო თუ არა „პარლამენტის“ მოთხოვნა მეფის მიმართ და საყოველთაოდ ცნობილ ინგლისურ თავისუფლების ქარტიას 27 წლით გაუსწრო, ასევე სასამართლო ხელისუფლების მისთვის გადაცემა. ეს სტატია არ ეხება თამარის მეფობას რომელიც მისი ავტორისთვისე სათაყვანოა, ეს სტატია ეხება რესპუბლიკური წყობის ჩანასახს/მოთხოვნას რომელიც ჯერ კიდევ XII საუკუნის დასასრულს ქართველებში არსებობდა და მის უმნიშვნელოვანესს ბოძს „პარლამენტარიზმს“;
  • რესპუბლიკა ლათინურად res publica - საერთო საქმე, სახელმწიფოს მმართველობის ისეთი ფორმაა როცა უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის წარმომადგენლობით ორგანოებს რომელიც გარკვეული პერიოდით ირჩევენ ამ სახელმწიფოს მოქალაქეები. ხელისუფლების დანაწილების პრინციპები კაცობრიობისათვის უცხო არ იყო და ის გარკვეულ წილად არსებობდა კიდევაც რესპუბლიკურ რომში. ხელისუფლების დანაწილების კლასიკურ იდეას საფუძველი ჩაუყარა ჯონ ლოკმა (მე-17 საუკუნის მიწურულს) და მონტესკიემ (მე-18 საუკუნის დასაწყისში) ძირითადი შინაარსი ხელისუფლების სამი ძირითადი ფუნქციის განმახორციელებელ შტოდ დაყოფას, მათ შორის განსხვავებას, ერთამნეთისაგან დამოუკიდებლობას და წონასწორობას ეფუძვნება. შარლ ლუი დე მონტესკიემ მოახერხა სასამართლო ხელისულების მესამე შტოდ გამოყოფა. იგი მიიჩნევდა, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში არის სამი სახის ხელისუფლება: საკანონმდებლო, აღმსარულებელი და სასამართლო თავის მხრივ კი პარლამენტზე / პარლამენტარიზმზე კი მიუთითებდა, რომ „საკანონმდებლო ხელისუფლება მთელ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ვინაიდან ხალხს უშუალოდ არ შეუძლია განახორცილეოს საკანონმდებლო ხელისუფლება საჭიროა საკანონმდებლო წარმომადგენლობა“;
  • ეხლა კი დავუბრუნდეთ და ავღწეროთ XII საუკუნის დამლევს რა ფაქტორები უძღოდა წინ ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლას;              
    1 ფაქტორი: ერთი შეხედვით მაშინდელი ქართული სახელმწიფო არ ჩამოუვარდება განვითარებით არც ინგლისს და არც საფრანგეთს (ამას ადასტურებს შემოსავლები, მაგალითად სახელმწიფო სალაროს შემოსავალი 3 მილიონ 750 ათას ოქროს მანეთს უდრიდა. არაბეთის ერაყის 2 250 000 ოქროს მანეთს უდრიდა. ინგლისის მეფის შემოსავალი 1300 წელს 4 მილიონ ოქროს ფრანკს, ხოლო საფრანგეთის 1311 წელს 3 მილიონ ფრანკს არ აღემატებოდა) ეს მნიშვნელოვანია ფაქტორია ისტორიული პასაჟის გასაგებად რადგანაც ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს და მომავალშიც აღნიშნავს, რომ მოსახლეობა სავაჭრო სფეროში ანუ ფინანსებში დამოუკიდებელია ე.ი. საშუალო კლასი წყვეტს ბევრ რამეს ქვეყანაში მაშინდელი უგვარონი ანუ მესამე წოდების მქონენი;                                    
    2 ფაქტორი: ამ პერიოდში ქალაქ თბილისს განსაკუთრებული საქალაქო წყობილება ჰქონდა, რამაც ყველაზე თვალსაჩინოდ მისი დამოუკიდებელი არსებობის უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში იჩინა თავი, როდესაც არაბი ისტორიკოსის ალ-ფარიკის ცნობით, რესპუბლიკურ პრინციპებზე აგებული „ხალხის (ბერების) მმართველობა ჩამოყალიბდა“;         
    3 ფაქტორი: ყუთლუ-არსლანის დასის იდეური წყარო შეიძლება ყოფილიყო შოთა რუსთაველის გენიალური „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პირველი ნაწილი დემნა უფლისწულის აჯანყების მერეა დაწერილი 1177-79 წლებში; 
  • ვინ  იყო ყუთლუ არსლანი XII საუკუნის დამლევს თამარ მეფის კარზე? 
    ყუთლუ არსლანი - თამარის კარზე იყო ერთ-ერთი საყრდენი ვაზირი მეჭურჭლეთუხუცესი, ანუ ფინანსთა მინისტრი, რომელიც თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით ძალიან ახლოს იყო სავაჭრო და საფინანსო წრეებთან, ასევე სავარაუდოდ უნდა ჰქონოდა კავშირი ქალაქის დაბალი წარმოშობის სოციალურ ფენებთან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი უმაღლესი არისტოკრატიის წრეს არ ეკუთვნოდა, უფრო დაბალი (ან საშუალო) ფენის წარმომადგენელი იყო, რომელიც განსაკუთრებული ნიჭისა და უნარის, ან დამსახურების გამო გიორგი III-ემ გაავაზირა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ყუთლუს საკმაოდ კარგი კავშირები ჰქონდა, ის ერთგვარი გამტარი უნდა ყოფილიყო ვაჭრებს (ვისაც ფული ჰქონდა) საფინანსო წრეებსა (ვინც ამ ვაჭრებთან ან ხელოსნებთან იყო დასაქმებული) და ხელისუფლებას (თამარ მეფეს) შორის. ეს ერთგვარად მას აძლევდა საშუალებას ყოფილიყო არა დიდგვაროვან აზნაურთა წარმომადგენელი არამედ მესამე გვარისა. ამასთანავე დღევანდელი გაგებით მას ეცოდინებოდა ყველა ნიუანსი რაც აწუხებს ბიზნესს. დღევანდელ დღეს თუ ბიზნესი იხდის ყველაზე მაღალ გადასახადებს და ამით არსებობს სახელმწიფო მაშინ ვაჭრები იყვნენ რომლებიც ავსებდნენ მეფის სალაროს. ბიზნესზეა დამოკიდებული სახელმწიფო როგორი ავტორიტარულიც არ უნდა იყოს. დღევანდელი ბიზნესმენებისგან განსხვავებით მაშინდელ ფინანსურად დამოუკიდებელ პირებს შესაძლოა გაუჩნდათ უფრო მეტი ძალაუფლების სურვილი, რადგანაც „მეფე თუ თვითმპყრობელია“ მეფობის შენახვას სწორედ ვაჭრები უზრუნველყოფდნენ; 
  • ვისგან შედგებოდა ყუთლუ არსლანი დასი?                         
    როგორც ივანე ჯავახიშვილი მიუთითებს ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასი შედგებოდა როგორც დაბალი და საშუალო სოციალური წარმოშობის საქალაქო წრეებისაგან (ანუ „სიმდიდრით ალაღებულთაგან“), ისე განსაკუთრებული ნიჭისა და უნარის წყალობით სამეფო ხელისუფლების მიერ ყუთლუ არსლანივით აღზევებულთაგან რომლებიც ამ აჯანყების მეთაურის საიმედო თანაშემწენი და თანაშეფიცულნი იყვნენ. ეს დღევანდელი გაგებით ვინები შეიძლება იყვნენ? დამოუკიდებელი საშუალო კლასის პირები, რომელთაც აქვთ იმდენი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან, რომ ხელისუფლებას უკარნახონ თუ რა უნდა გააკეთოს. დემოკრატიაში საშუალო კლასი არის ის, ვინც დამოუკიდებელია და შეუძლია შეცვალოს ხელისუფლება თავისი არჩევანით. შესაბამისად XII საუკუნის დამლევს ყუთლუ არსლანის დასის შემადგენლობაში იყვნენ ის პირები რომელთაც არა გვარიშვილობით არამედ „საკუთარი საქმითა და ნიჭით“ მიაღწიეს ფინანსურ დამოუკიდებლობას და სურთ მეტი ძალაუფლება.                
  • რა მოთხოვნები ჰქონდა ყუთლუ არსლანის დასს?                             
    სიტყვა სიტყვით მემატიანე მოთხოვნას ასე აყალიბებს ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისანისასა და სანახებსა საღოდებლისასა და თქვა: დასხდომილნი მუნ შიგა, გამგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვჰკადრებდთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა; მაშინღა სრულ იქმნებოდეს განგებულნი ჩვენი“ დამატებით კი ერთგან უცნობი მემატიანე ამატებს, რომ ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა შემოღებას „წესსა რასამე სპარსთა განაგისსა“. დღევანდელი ქართველისათვის ცოტათი ძნელად გასაგებია თითოეული ტერმინი ამიტომაც თითოეულს უნდა გავყვეთ თანმიმდევრულად;
  • რას ნიშნავდა კარავი თუ უკვე არსებობდა დარბაზი?                         
    „ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისანისასა და სანახებსა საღოდებლისასა“ ყუთლუ არსლანის დასის გამოსვლამდე და მერეც არსებობდა სახელმწიფო დარბაზი, სათათბირო ორგანო, რომელზეც მეფის თაოსნობით იხილებოდა უმნიშვნელოვანესი საშინაო თუ საგარეო საკითხები. დარბაზობას ესწრებოდნენ თანამდებობის პირები და უმაღლესი საღვმდელოება. დარბაზს ჰქონდა სათათბირო უფლება და იგი თავს ვერ მოახვევდა მეფეს რაიმე გადაწყვეტილებას. ყუთლუ-არსლანის დასი, როგორც ჩანს, დარბაზს ხელუხლებლად ტოვებდა და იგი ითხოვდა ახალი, საგანგებო დაწესებულების „კარვის“ შექმნას, რომელშიც არ შევიდოდნენ დარბაზის წევრნი. ეს ნიშნავს იმას, რომ „კარავში“ წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ყველა მნიშვნელოვანი ჯგუფი თუ ფენა (მათ შორის ოპოზიციურიც), რომელთა მიერ მიღებულ დადგენილებას მეფე ვეტოს ვერ დაადებდა, ანუ ვერ დაბლოკავდა და, სავარაუდოდ, ვერც დაითხოვდა, ეს კი დაახლოებით სენატის, ანუ პარლამენტის მთავარი ზედა პალატის მსგავსი რამაა, რომელიც გაცილებით მოგვიანებით ჩნდება ევროპასა და მთელ მსოფლიოში.                                                     
    დღევანდელი ქართული კონსტიტუცია ამბობს შემდეგს მუხლი 37 „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში იქნება ორი პალატა: რესპუბლიკის საბჭო და სენატი. რესპუბლიკის საბჭო შედგება პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. სენატი შედგება აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს სხვა ტერიტორიულ ერთეულებში არჩეული წევრებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული 5 წევრისაგან“. ეს რას ნიშნავს? საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ტერიტორიული მთლიანობა აღდგება იარსებებს პარლამენტის ორი წყება ზედა და ქვედა პალატა;
  • ზედა პალატა: ტერიტორიული ერთეულების ინტერესების გამომხატველი იქნება ანუ აფხაზეთი, აჭარა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულებიდან პირდაპირ აირჩევა.      
    ქვედა პალატა: არა რეგიონალი ნიშნით არამედ სავარაუდოდ სიის მიხედვით იქნება არჩეული;                                                     
  • საიდან ჩნდება იდეა ორ პალატიანი პარლამენტის?                         
    დემოკრატიულ ბრიტანეთის პარლამენტს აქვს ორპალატიანი სტრუქტურა და შედგება ზედა პალატისგან, რომელსაც ლორდთა პალატა ეწოდება და ქვედა პალატისგან, რომელსაც თემთა პალატა ეწოდება.                                             
    ლორდთა პალატა: ლორდთა პალატის წევრები არ ირჩევიან და შედგება: სასულიერი პირებ ლორდებისგან (ინგლისის ეკლესიის უმაღლესი სასულიერო პირებისგან), სატიტულო ლორდებისგან და სააპელაციო ლორდებისგან (სააპელაციო ლორდთა სია), რომელთაგან ბევრმა ძალაუფლება მემკვიდრეობით მიიღო. ეს არის ზედა პალატა;  
    თემთა პალატა: თემთა პალატა, პირიქით, დემოკრატიულად არჩეული პალატაა, რომელიც შედგება 650 წევრისგან, რომლებიც ერთმანდატიან ოლქებში ირჩევიან. პირდაპირი დემოკრატიული გზით არიან არჩეულები. ეს კი ქვედა პალატაა პარლამენტის; თემთა პალატა: თემთა პალატა, პირიქით, დემოკრატიულად არჩეული პალატაა, რომელიც შედგება 650 წევრისგან, რომლებიც ერთმანდატიან ოლქებში ირჩევიან. პირდაპირი დემოკრატიული გზით არიან არჩეულები. ეს კი ქვედა პალატაა პარლამენტის; 
  • ვინ ყოფილიყივნენ დარბაზის წევრები ანუ ქვედა პალატის? 
    ყუთლუ არსლანი მოითხოვდა კარვის დადგმას ანუ ახალი ხელისუფლების განხორციელების ადგილის შექმნას. მან იცის, რომ არსებობს დარბაზი მაგრამ ითხოვს ახალი სათათბირო ორგანოს შექმნას. ეს სხვა არაფერია თუ არა ის რაც ავღწერეთ ზედა და ქვედა პალატა პარლამენტის. ერთ მათგანს რომელიც სათათბირო ორგანოა ეწოდებოდა დარბაზი, სადაც მეფეს შეეძლო არ გაეთვალისწინებინა დარბაზის რჩევა შეიძლება ვუწოდოთ ქვედა პალატა, ხოლო ყუთლუ მოითხოვდა შექმნილიყო ზედა პალატა ანუ კარავი იგივე რაც მაგალითად ეხლა არის აშშ-ი სენატი. არსობრივად ეს ნიშნავდა, რომ მეფის სათათბირო ორგანო უნდა ყოფილიყო ორი: ერთი რომელიც მას მისცემდა რჩევებს ხოლო მეორე რომელსაც გაუყოფდა ძალაუფლებას. დარბაზის წევრები ძირითად გვარეულობით აირჩეოდნენ რაც ამსგავსებს მათ ბრიტანეთის ლორდთა პალატას ჩვენს ენაზე თავად აზნაურობა;
  • რას ნიშნავდა რას ნიშნავდა დასხდომილნი მუნ შიგა და ვინ უნდა ყოფილიყვნენ ამ ქართული სენატის ანუ კარავის წერვები? 
    საგულისხმოა, რომ თუ კარვის წევრებს მეფე ვერ დანიშნავდა და ვერ დაბლოკავდა, ეს ნიშნავს იმას, რომ წევრები იქ, სავარაუდოდ, არჩევნების ან რაღაც ფართოდ შეთანხმებული წესით უნდა არჩეულიყვნენ გარკვეული ვადის განმავლობაში. ეს კი მეფის ხელისუფლების სერიოზული შეზღუდვა და კონსტიტუციური მონარქიის ჩამოყალიბების წანამძღვარია და XII საუკუნისათვის ძალიან უნიკალური და მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენასთან გვაქვს საქმე. დღევანდელ დღეს ეს სხვა არაფერია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის გამოძახილი „საქართველოში ხელსისუფლების წყაროა ხალხი“ ანუ მონარქს XII საუკუნის ქართული საშუალო კლასი სთხოვს მას მიეცეს მისი წილი ხელისუფლება, ეს ნიშნავდა მეფის განუსაზღვრელი უფლების შეზღუდვას დღევანდელ დღეს ეს ასევე ნიშნავს „ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით"; 
  • რას ნიშნავდა „დასხდომილნი მუნ შიგა, გამგებელნი მიცემისა და მოღებისა"?
    თუ უნდა შექმნილიყო ახალი საწარმომადგენლო ორგანო მას რაღაც უფლებები უნდა ჰქონოდა. ეს უფლებები მემატინეს მითითებით პირველი ეს არის „გამგებელნი მიცემისა და მოღებისა“ ივანე ჯავახიშვილის აზრით და ალბათ გასაზიარებელია ეს ნიშნავდა საკანონმდებლო ხელისუფლებას. მაშინდელი XII საუკუნის სამყარო სულ სხვა იყო, მაშინდელ კანონს მაგალითად ადგენდა მეფე და არა პარლამენტი, დღესაც კი ნებისმიერ დემოკრატიაში კანონის მისაღებად არსებობს პარლამენტი. შესაბამისად ყუთლუ არსლანი მოითხოვდა, რომ მეფის ხელისუფლება ანუ „კანონის მიღება“ არა მას არამედ წარმომადგენლობით ორგანოს სახელმწიფო კარავს ჰქონოდა. ეს იქნებოდა გადასახადები, ცხოვრების წესი თუ რა არის კანონი ან რა არ არის დაადგენდა არა მეფე არამედ კარავი. დღევანდელ დღეს ეს ასე გამოითქმის „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლება“ მეტიც XII საუკუნის ამ იდეას ეხმიანება 2016 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შემდეგი განმარტებით ,,სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი მიმართულია სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრაციისა და ბოროტად გამოყენების რისკების თავიდან აცილებისკენ“ ყუთლუს და მისი დასის სურვილი სხვა არაფერია თუ არა ჯონ ლოკის შემდგომში თქმული „პარლამენტს გააჩნია პოლიტიკური ძალაუფლება, პოლიტიკურ ძალაუფლებაში იგი მოიაზრებდა კანონების შექმნის უფლებას, რომლებიც ზეგავლენას მოახდენენ საკუთრების მოწესრიგებაზე და მის დაცვაზე, ასევე მისი თქმით პოლიტიკური ძალაუფლების საშუალებით შესაძლებელი იქნება ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც ყოველთვის იზრუნებს საზოგადეობრივი სიკეთის შესაქმნელად“;    
  • რას ნიშნავდა „წყალობისა და შერისხვისანი“?
    წყალობა და შერისხვა ნიშნავდა სასამართლო ხელისუფლებას. ანუ ამ ორგანოს უნდა მიეღო გადაწყვეტილებები იმ პირების დანიშვნაზე რომელთაც მეფის სახელით უნდა გადაეწყვიტათ სიმართლე და ტყუილი. ანუ სასამართლო ხელისუფლებაში ვინ უნდა დანიშნულიყო სრულიად იმორჩილებდა კარავი. დავითის რეფორმის შედაგად მას სააჯო კარგი ანუ - სამსჯავრო ანუ სასამართლო დაწესებულება ეწოდება. იხსენიება შიომღვიმის მონასტრის 893-918 საბუთსა (ე. წ. დაწერილი შიომღვიმისა ბეგრის დადების შესახებ) და ხელმწიფის კარის გარიგებაში (XIV საუკუნე). მართლმსაჯულების დარგში დავით აღმაშენებლის სარეფორმო მოღვაწეობის შედეგად სააჯო კარს უმაღლესი სასამართლოს ფუნქციები დაეკისრა (მანამდე უზენაეს მართლმსაჯულებას თვით მეფე ახორციელებდა). აქ განიხილებოდა ქვედა საფეხურის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მომჩივნის აჯა. სააჯო კარს ექვემდებარებოდა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი საქმეები, საჩივრები ფეოდალთა თუ მოხელეთა მოძალადეობის შესახებ. სააჯო კარი მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი და კოლეგიური ორგანო იყო, რომლის საერთო საქმიანობას XII საუკუნის ათიანი წლებიდან მეფის უპირველესი მოხელე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი წარმართავდა. ორშაბათობით იგი პირადად იყო სააჯო კარში, თავისი უახლოესი ხელქვეითი მოხელეების — მეფის საწოლისა და ზარდახნის ანუ სამხედრო საწყობის მწიგნობრების თანხლებით საქმიანობდა, „ობოლთა და ქვრივთა და მიმძავრებულთა მოჩივართა“ განიკითხავდა. კვირის დანარჩენ დღეებში სააჯო კარი სხვა მსაჯულთა შემადგენლობით მოქმედებდა. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ მწიგნობარუხუცეს-ჭყონდიდელი შეიძლება გამხდარიყო არჩევითი თანამდებობა რომელიც უნდა აერჩია კარავს ანუ პარლამენტს. დღევანდელ დღეს კი ამას ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციის 59 მუხლი „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები და უფრო კი 61 მუხლი რომელიც მიუთითებს, რომ „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი“ XII საუკუნის მაშინდელი კარავის იდეა იყო, რომ სწორედ მას უნდა აერჩია ის პირები რომლებიც დაადგენდნენ რა იყო მართალი და რა არა. ხელისუფლების დანაწილების პრინციპიდან გამომდონარე, ხელისუფლება გამიჯნულია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის. მონტესკიეს აზრით, ხელისუფლების მესამე შტო სასამართლო ხელისუფლება დამსჯელობითი უფლებამოსილების გამო ყველაზე მეტად ემუქრება მოქალაქეთა თავისუფლებას. ამიტომ ეს ხელისუფლება უნდა ჩაბარდეს არა მუდმივად დანიშნულ არამედ ხალხისაგან გარკვეული ვადით არჩეულ პირს. თუ მანამდე მონარქი ადგენდა ვინ არის მართალი ან/და ვინ არის მტყუანი ამის უფლებამოსილებაც მიჰქონდა კარავს და სწორედ ის დაადგენდა მართალსა და მტყუანს. ერთის მხრივ შემდგომში მონტესკიეს წყალობით სამწვეროვანი დაყოფა გამოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ XII საუკუნის საქართველოში იყვნენ ადამიანები რომლებიც მოითხოვდნენ, რომ არა მეფეს არამედ კარავში არჩეულ პირებს განერჩიათ „წყალობა და რისხვა“;     
  • რას ნიშნავდა ვჰკადრებდთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა; მაშინღა სრულ იქმნებოდეს განგებულნი ჩვენი? 
    ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა ისანში სამეფო ხელისუფლების რეზიდენციის გვერდით სრულიად ახალი დაწესებულების „კარვის“ ჩამოყალიბებას, რომელიც საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას გააკონტროლებდა, ხოლო მეფეს რჩებოდა მათი აღსრულების მოვალეობა, ანუ მათი დადგენილის აღსრულება. ვ. აბაშმაძის აზრით, ყუთლუ-არსლანის პოლიტიკურ პროგრამაში მთავარია არა პარლამენტის მსგავსი დაწესებულების შექმნა, არამედ სახელმწიფოებრივი ხელისუფლების დანაწილება და მისი განხორციელება სხვადასხვა ორგანოების მიერ. ყუთლუ-არსლანის დასის მოთხოვნით, მეფეს „კარავთან“ არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონოდა, იგი არ უნდა დასწრებოდა „კარვის“ სხდომებს, მას არ უნდა ჰქონოდა „კარვის“ დადგენილების შეჩერების უფლება. მეფეს მხოლოდ ევალებოდა „კარვის“ წევრთა მიღებული დადგენილებების სისრულეში მოყვანა, ანუ აღსრულება. ეს სხვა არაფერია თუ არა დღევანდელი საქართველოს კონსტიტუციის მითითება, რომ „საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“ მეფეს რჩებოდა უზენაესის უფლება მაგრამ მეფე „ხდებოდა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის ანუ კარავის ანუ ზედა პალატის წინაშე“. ერთის მხრივ პარლამენტის ზედა პალატა ანუ კარავი მოითხოვდა, რომ მას მიეღო კანონები და მოითხოვდა რომ მას დაენიშნა მოსამართლეები, ის ამ კანონის აღსრულებასა და ასევე მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას სთხოვდა მეფეს;
  • რას ნიშნავდა უცნობი მემატიანეს შეფასება „წესსა რასამე სპარსთა განაგისსა“? 
    თბილისს სწორედ ბიჭები მართავდნენ, ორმოცი წელი, 1122 წლამდე, დავითი სწორედ თბილისელ ბიჭებს დაუპირისპირდა და ქალაქის აღების შემდეგ ისინი სასტიკად დასაჯა. მემატინე უთითებს, რომ „ვითარ მისცემს ბიჭთა გონებისა მზაკუარება" მე-12-საუკუნეში აღმოსავლეთში მოხდა შემდეგი რამ - ქალაქის დაბალი ფენების მასობრივმა აჯანყებებმა და ხელისუფლების ხელში ჩაგდებამ. მუსლიმური წყაროები ამ დაბალი სოციალური წრიდან გამოსულ ადამიანებს უბრალოდ ,,ხალხად" მოიხსენიებენ, არისტოკრატია და არისტოკრატული წრიდან გამოსული ავტორები მათ ზემოდან, ზიზღით ,,ბიჭებს" მე-12 საუკუნეში, ალ ჯაუზის ცნობით, ერთ ხანს ბაღდადში ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს ბიჭებმა - ხალხმა.  შეიძლება თუ არა ერთგვარ თვითმართველობას მოითხოვდა ყუთლუ? თუ კი ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით სავარაუდოდ უნდა იყოს, მაგრამ ეს მოსაზრებაც ასევე გაკრიტიკებულია. საინტერესოა ასევე ისიც, ამ გამოსვლამ რამდენამ იქონია გავლება უკვე შოთა რუსთაველზე რადგანაც „ესე ამბავი სპარსული“ სხვა არაფერია, თუ არა ცნება იმ ყოფისა, რაზეც ლაპარაკი ხელისუფალთაგან ნებადართული ყოფილა, ანუ ის რაც არ არის დაცენზურებული. „ვეფხისტყაოსანში“ ავტორის მიერ მოხმობილ „ესე ამბავი სპარსულზე“ - მკვლევართათვის საკვლევ-საძიებოდ ქცეულზე - თუ რისთვის ან ვისთვის იყო ნათქვამი. ცხადზე ცხადია, რომ ისევე როგორც პოემა არავითარ სპარსულ ამბავს არ ეფუძნება, ყუთლუ-არსლანის დასის პოლიტიკური პროგრამაც არავითარ სპარსულ წესს სავარაუდოდ არ შეიცავს. მათი სადაურობის გზა კი მხოლოდ ქართული სოციალური ბრძოლის განვითარებაში სუფევს ეს უფრო ხელისუფალთაგან „კარვისელთა“ ჯგუფის სახელის გასატეხად მოგონილი ტერმინია, რომელიც მემატიანემაც გაიმეორა და რაზეც რუსთაველმაც გაკვრით მიანიშნა;
  • რა ბედი ეწია თავისი დროის ქართველ მონტესკიეს? 
    იდუმალებით მოცული ყუთლუ ამის შემდგომ ქრება ისტორიული წყაროებიდან. მისი დროის მისი პოლიტიკურ ფილოსოფიური იდეა ხელისუფლების დანაწილების თაობაზე სრულიად ესადაგება დღევანდელ სახელმწიფოს რესპუბლიკური წყობას, უფრორე კი სამართლებრივი სახელმწიფოს მნიშვნელობას. ჩვენ ქართველებს უბრალოდ გვჭირდება საკუთარ წარსულში დაბრუნება და იმის ძიება, რომ დემოკრატია ან/და რესპუბლიკა ან ეს იდეები არა უცნობი არამედ შეიძლება ერთ-ერთი პირველები ვართ ვინც ეს არათუ მოიგონა არამედ სცადა განხორციელება; 
    სრული საადვოკატო და იურიდიული მომსახურება 👨‍⚖️                
    ადვოკატი გურამ კონტუაძე არა სისტემური ადვოკატი                        
    პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ! არასისტემურიადვოკატი #პრეცედენტებსვქმნითჩვენ
    #არასისტემურიადვოკატი #ადვოკატი #ყუთლუარსლანი #თამარმეფე #პარლამენტი #კარავი                         
    #დარბაზი #რესპუბლიკა #რესპუბლიკურიიდეები #დასი #ყურთუსდასი

    ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი სურამში ადვოკატი გლდანში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი  ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება საქართველოში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება  ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი  თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი   ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თბილისში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  თბილისში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი რუსთავში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული  საქმის ადვოკატი  თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი რუსთავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ბათუმში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი  მარნეულში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი  მარნეულში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საგარეჯოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო  საქართველოში საადვოკატო ბიურო  რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  თბილისში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო   ბათუმში საადვოკატო ბიურო   საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati marneulshi advokati dmanisshi advokati bolnisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა