შვილად აყვანის პროცედურები
09-05-2020 6 524საქართველოში შვილად აყვანა და მისი პროცედურები განეკუთვნება საოჯახო სამართლის სფეროს და მას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი კანონი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური მინისტრის რამდენიმე შემავსებელი ბრძანება, თემა წინამდებარე სტატიით სრულებით არ ამოიწურება და გამოვყოფთ მთავარ ასპექტებს შვილად აყვანის პროცედურების შესახებ და ვეცდები ადვოკატის და კანონის კუთხით იქნეს დანახული აღნიშნული პროცედურა.
როგორიც სხვა დროს, აქაც ცენტრალური ადგილი უჭირავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და შესაბამისად სახელმწიფო კერძო ურთიერთობაში უფრო მეტი მაშსტაბით ერევა.
ვინ შეიძლება ვიშვილოთ? – შვილება შეიძლება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის მისი კეთილდღეობისა და ინტერესების გათვალისწინებით, თუ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის, ამასთანავე არის გამონაკლისი როცა სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა შეიძლება თუმცა ამ შემთხვევაში მთავარია თუ უკვე არსებობს ფაქტობრივი ურთიერთობა მშვილებლსა და შვილად ასაყვან პირს შორის არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან/და შვილად ასაყვანის ინტერესებს და ის ზნეობრივად გამართლებულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს თუ რა არის ზნეობრივად გაუმართლებელი, თუმცაღა ივარაუდება, რომ ეს ნიშნავს ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადეობაში დამკვირდებულ მინიმალურ სტანდარტებს, მაგალითად ასაკით უმცროსმა იშვილოს ასაკით უფროსი და ა.შ.
ბავშვს გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზედაც გასაშვილებელი ბავშვი რეგისტრირდება რეესტრში კერძოდ:
გასაშვილებელი ბავშვის სტატუსი ენიჭება ბავშვს: ა ) რომლის მშობელი (მშობლები ) სასამართლომ უგზო -უკვლოდ დაკარგულად აღიარა;
ბ ) რომელიც არის ობოლი;
გ ) რომელიც სასამართლომ მიტოვებულად აღიარა;
დ ) რომლის მშობელს (მშობლებს ) სასამართლომ ჩამოართვა მშობლის უფლება;
ე ) რომლის ყველა კანონიერი წარმომადგენელი აცხადებს თანხმობას მის გაშვილებაზე მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ 10 წელზე მეტი ბავშვის გაშვილების დროს აუციელებელია მისი წერილობითი თანხმობა, ხოლო 10 წლამდე მიიღება მისი სურვილი მისი ასაკის გათვალისწინებით. ვინ შეიძლება იშვილოს ბავშვი? - მშვილებელი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირი რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პირობებს, ამასთნავე რეგისტრირებულია ერთიან ბაზაში. ამასთანავე პირმა , რომელსაც სურს საქართველოში ან /და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა , უნდა გაიაროს სავალდებულო მოსამზადებელი კურსი , რომლის მიზანია შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ -ჩვევების შეძენა.
შვილება შეუძლიათ - დაქორწინებულ პირებს; - ერთ-ერთმა მეუღლეს თუ ის ბავშვის ნათესავია და გააჩნია ბავშვის შვილების უპირატესი უფლება.
- დაუქორწინებელმა პირმა.
- დაქორწინებულმა პირებმა ბავშვი შვილად ერთობლივად უნდა აიყვანონ - არ შეიძლება ერთი ბავშვი შვილად აიყვანოს ორმა პირმა, გარდა მეუღლეებისა.
- პირი , რომელსაც შვილად თავისი მეუღლის შვილი აჰყავს , ვალდებულია მშვილებლად რეგისტრირების შესახებ განაცხადს დაურთოს შვილად ასაყვანი ბავშვის დაბადების მოწმობა , ბავშვის წერილობითი თანხმობა (თუ იგი 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა ), ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების ) თანხმობა ამ პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანაზე ან დოკუმენტი. ასევე შვილად აყავნის მსურველი უნდა ის უნდა იყოს რეგისტრირებულ სპეციალურ რეესტრში რომ მას სურს ბავშვის შვილად აყვანა.
ამასთანავე მშვილებელი არ უნდა იყოს პირი:
-რომელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება ან ადრე ჰყავდა შვილად აყვანილი ბავშვი , იყო არასრულწლოვანი პირის მეურვე /მზრუნველი ან მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ჰყავდა მინდობით აღსაზრდელი , მაგრამ ეს ურთიერთობა გაუქმდა მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო;
- რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეეზღუდა მშობლის უფლება -მოვალეობები მშობლის უფლებების განუხორციელებლობისა და მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო;
- რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის (მინისტრის მიერ დამტკიცებული დაავადებათა ნუსხის მიხედვით ) გამო მშობლის მოვალეობებს ჯეროვნად ვერ ასრულებს; - რომლის ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს. - რომელსაც სასამართლომ მსჯავრი დასდო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მშვილების რეესტრში რეგისტრაცია - იმისათვის, რომ ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა პირიმა შეძლოს ბავშვის შვილება უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურები:
- უნდა მიმართოს მეურვეობისა და მზრუნველბის ორგანოს - წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი – ქორწინების შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო -ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი , რომლითაც დასტურდება მშვილებლად რეგისტრაციის მსურველი პირის/ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, ნასამართლობის შესახებ ცნობა, შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი, ზოგიერთ შემთხვევაში ასეთის ჩამონათვალის გამო მიწევს პირების ადვოკატირება/საადვოკატო მომსახურების მიწოდება თუმცა მინდა დაგარწმუნოთ არც თუ ისე ძნელი ჩამონათვალია.
- განაცხადი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სასურველი შვილად ასაყვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის , ასაკის , სქესისა და წარმომავლობის შესახებ და სხვა მონაცემებს. აღნიშნულის შემდგომ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილბრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მსურველი პირის განაცხადის დაკამყოფილების შესახებ და არეგისტრირებს პირს/პირებს და აცნობებს მას. მშვილებელთა შესაბამისი რეესტრში რიგითობა და ბავშვის შეთავაზება მშვილებლისათვის - შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, ეს ნიშნავას ბავშვსა და მშვილებელს შორის თავსებადობას.
ამასთანავე იმ შემთხვევაში თუ ორჯერ იტყვის უარს შეთავაზებულ ბავშზე მას ამოიღებს რეესტრიდან. რეესტრს აწარმოებს სააგენტო, სააგენტო კი არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო). მშვილებელს გასაშვილებელ ბავშვს შესთავაზებენ რეესტრში არსებული რიგითობის , მშვილებლის მიერ განაცხადში ბავშვის შესახებ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მშვილებელი ვალდებულია შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წერილობით დაადასტუროს საკუთარი პოზიცია (თანხმობა /უარი ) შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანის შესახებ, შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირის მიმართ არ მოქმედებს რიგითობის პრინციპი ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ბავშვის ნათესავს კერძოდ მშვილებელს , რომელსაც სურს შვილად თავისი მეუღლის შვილი აიყვანოს, არის გასაშვილებელი ბავშვის ნათესავი, მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს შვილად გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი.
მინდობით აღმზრდელს, რომელსაც ბოლო 6 თვის განმავლობაში მინდობით აღსაზრდელად ჰყავდა გადაცემული მინდობით აღსაზრდელი. შვილად აყვანის თავსებადობის დასკვნა - თუ მშვილებელი შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე თანხმობას განაცხადებს , მისი თანხმობის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ამზადებს დასკვნას შვილად აყვანის შესახებმ დასკვნა თავის მხრივ შეიცვას შემდეგ მონაცემებს:
მშვილებლის შესახებ მონაცემები, გასაშვილებელი ბავშვის შესახებ მონაცემები,ბავშვისთვის გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მინიჭების საფუძველი, მშვილებლისა და ბავშვის თავსებადობის შესახებ დასკვნა და ა.შ. და ეს დასკვნა მომზადებიდან 1 კვირის ვადაში წარედგინება შესაბამის რაიონულ (საქალაქო ) სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. რაც შეეხება ვადებს აქაც მოლოდინის რეჟიმია უმეტეს წილად.
შვილად აყვანის რეგისტრაცია - მშვილებლებს (მშვილებელს ) შვილად აყვანის შესახებ განცხადება შეაქვთ (შეაქვს ) სასამართლოში თავიანთი (თავისი ) ან გასაშვილებელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შვილად აყვანის საქმე დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილება, განცხადების შეტანის შემდგეგ სასმართლო მას უდავო წარმოების წესით განიხილავს, სააგენტო მას უგზავნის დასკვნას ამასთანავე სასამართლო უფლებამოსილია მოითხოვოს სხვა დამატებითი დოკუმენტაცია მტკიცებულებები და ა.შ. განცხადებაში შვილად აყვანის შესახებ მითითებული უნდა იყოს მონაცემები შვილად ასაყვანისა და მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ, აგრეთვე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შვილება ხდება ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის. ბავშვის ინეტერესებს იცავს ასეთ შემთხვევაში სააგენტო, ამასთან ერთად აღნიშნული მიმდინარეობს უკვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. თუ სასამართლო ცნობს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება შვილად ასაყვანის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ, რომელიც განმცხადებლის თხოვნით საჯაროდ არ გამოცხადდება.შვილად აყვანა ძალაში შედის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შევლის მომენტიდან.
რაც შეეხება ვადებს ეს უკვე დამოკიდებულია სასამართლოზე თუმცა გამომდინარე იქედან რომ ამ შემთხვევაში მოდავე მხარე არ არსეობს უფრო ნაკლები დრო სჭირდება. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული წარმოადგენს საიდუმლოს და მისი გამჟღავნება ისჯება სისხლის სამართლის წესით. სასამართლო ვალდებულია შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გაუგზავნოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების მიღების ადგილის მიხედვით და სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს აღნიშნული გადაწყვტილება ამასთანავე, მშვილებლის (მშვილებლების) მოთხოვნით კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მოტივით:
ბავშვს შეიძლება შეეცვალოს სახელი , გვარი,პირადი ნომერი , დაბადების ადგილი და დაბადების თარიღი (დაბადების თვის ფარგლებში. ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მშვილებელი (მშვილებლები) მიეთითება (მიეთითებიან) შვილად აყვანილი ბავშვის მშობლად (მშობლებად). შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა (ბიოლოგიური მშობლებისა) და წარმოშობით ნათესავების მიმართ. ეს არის მოკლე მიმოხილვა შვილად აყვანის პროცედურების შესახებ, ამასთანავე არის უამრავი დეტალი რომელიც შვილების დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული, შესაბამისად დამატებითი ინფორმაციის ან/და მომსახურებისათვის უკვე ყოველი კონკრეტული შემთხვევაა გასათვალისწინებელი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურებისათვისმომმართეთ ადვოკატი გურამ კონტუაძე, პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ
facebook-ზე, ან შემდეგ მისამართებზე: ტელ: +995591976764;
Viber/Whatsapp: +995591976764; ელ.ფოსტა: guram.kontuadze@gmail.com;
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი სურამში ადვოკატი გლდანში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება საქართველოში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თბილისში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თბილისში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი რუსთავში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი რუსთავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ბათუმში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი მარნეულში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი მარნეულში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საგარეჯოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საქართველოში საადვოკატო ბიურო რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო ბათუმში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati marneulshi advokati dmanisshi advokati bolnisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში



