ევროსაბჭოს დასკვნა ანუ დელეგიტიმიზაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების
25-12-2024 401
- PACE - (Parliamentary Assembly of the Council of Europe) დასკვნა საპარლამენტო არჩევნებზე. ეს ორგანო არაა ევროკავშირის პარლამენტი, ყველაზე ძველი ორგანიზაციაა ევროპის მასშტაბით და 1949 წლიდან მუშაობს. მასში ევროპის ყველა სახელმწიფოს საპარლამენტო ჯგუფია წარმოდგენილი. სამი ძირითადი მიმართულებაა აქ მთავარი ესენია, პოლიტიკური საკითხების კომისია, ადამიანის უფლებების კომისია და სახელმწიფოების მიერ აღებული ვალდებულებების შემოწმების კომისია. მნიშვნელოვანი როლი ამ ასამბლეას უკავია აი სტრასბურგის სასამართლოს რომ ეძახიან მის არჩევაში / მოსამართლეები აქ აირჩევიან (ასევე აქვს მონიტორინგის უფლება და ა.შ.) თუმცაღა პოლიტიკური გავლენების მხრივ ან ამინდის შექმნას უწყობს ხელს. 2022 წლიდან რუსეთი აღარაა ანსამბელის წევრი, რაც შეეხება დასკვნას, დაახლოებით ეუთოსნაირი დასკვნაა მაგრამ შუალედია ეუთოს დასკვნასა და IRI-ს დასკვნას შორის, ნუ ესეც გასაგებია რადგანაც არსებობს მათ შორის განსხვავებები:
- ა) ელექტრონულ ტექნოლოგიაზე - კანონი არ ითვალისწინებს გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების დამოუკიდებელ შემოწმებას ან სერტიფიცირებას (მუხლი 20) იქვე: ძირითად დაინტერესებული მხარეებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს და მოქალაქე დამკვირვებლებს, არ მიეცათ აუდიტის პროცესზე წვდომა და ჰქონდათ შეზღუდული წვდომა შესაბამის დოკუმენტაციაზე, რაც ზღუდავდა გამჭვირვალობას;
- ბ) ემიგრანტებზე - წინასაარჩევნო დელეგაციის ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე წვდომა - 67 უბანი 42 ქვეყანაში - არასაკმარისად იქნა მიჩნეული. ეს უბნები შემოიფარგლებოდა საელჩოების შიგნით მდებარე ადგილებში, რაც ზღუდავდა დიასპორის ხმის მიცემის შესაძლებლობას (მუხლი 22);
- გ) რეკომენდაციების შეუსრულებლობა - წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საარჩევნო კოდექსი 20-ჯერ შეიცვალა, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები 2022 და 2024 წლებში მოხდა. ვენეციის კომისიამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში საარჩევნო კანონმდებლობის ხშირმა ცვლილებებმა შეიძლება შეარყიოს ქვეყნის ერთიანობა, საარჩევნო პროცესი და ხელს შეუშალოს ქვეყნის მცდელობებს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის (მუხლი 24);
- დ) ცეესკოზე და დაშინებაზე - 2023 და 2024 წლებში მიღებულმა ცვლილებებმა საარჩევნო კოდექსში, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის ან ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, შეცვალა ცესკოს თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების საარჩევნო დანიშვნის პროცედურები (მუხლი 27) მუხლი 28-ე დაშინებაზე: გარდა ამისა, 2024 წლის 16 აგვისტოს ცესკომ გამოსცა განკარგულება, რომელიც ავალდებულებდა თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კენჭისყრამდე ერთი კვირით ადრე გაენაწილებინა მოვალეობები კომისიის წევრებს შორის. ამან გააჩინა შეშფოთება არჩევნების დღეს საარჩევნო ადმინისტრაციაზე არასათანადო ზეწოლის შესახებ;
- ე) გენდერული კვოტების გაუქმება როგორც დემოკრატიული უკუსვლა - გენდერული კვოტების გაუქმებამ, უარყოფითი გავლენა მოახდინა ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე და წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს და კიდევ ერთ მინიშნებას ქვეყნის დემოკრატიული უკანდახევის შესახებ (მუხლი 29);
- ვ) არჩევნების მნიშვნელობა - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც ლეგიტიმურად უნდა ყოფილიყო მიჩნეული ყველა დაინტერესებული მხარის მიერ, არსებითი მნიშვნელობის იყო ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ქვეყნის კანონიერი ადგილის დასაკავებლად;
- ზ) ოპოზიციის აკრძალვა - შეგვაშფოთა ქართული ოცნების საჯარო განცხადებებმა, რომლითაც საკონსტიტუციო უმრავლესობას ოპოზიციის აკრძალვისკენ მოუწოდებდა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ასეთი რიტორიკისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს (მუხლი 34);
- თ) რუსული კანონის ეფექტზე და ანტიკოროუფციულ ბიუროზე - 34 და 35 მუხლები "ჩვენ ასევე დავაკვირდით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მსუსხავ ეფექტს აქტივისტებსა და ადგილობრივ დამკვირვებლებზე. ამას დაემატა დემონსტრაციების დარბევა და განსხვავებული აზრის გამოხატვასთან ბრძოლა, ბრალდებები შევიწროებისა და დაშინების შესახებ; და სიძულვილის ენა ოპოზიციის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ." ასევე "ამ კონტექსტში, ანტიკორუფციული ბიუროს (ACB) გადაწყვეტილება, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების - მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) ჩათვლით - აღრიცხოს როგორც „დეკლარირებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტები“, რითაც ისინი დაექვემდებარონ იგივე ფინანსურ ზედამხედველობას და შეზღუდვებს როგორც პოლიტიკური პარტიებს აქვთ ღრმად შემაშფოთებელი იყო.";
- ი) საჯარო მოხელეების ზეწოლაზე - ჩვენი შეხვედრების დროს გამოითქვა შეშფოთება ადმინისტრაციული რესურსის პოტენციური ბოროტად გამოყენებისა და საჯარო მოხელეებზე განხორციელებული ზეწოლის, ასევე ქართული დიასპორის საარჩევნო უბნებზე შეზღუდული წვდომის შესახებ მუხლი 36;
- კ) მარეგულირებელ კომისიაზე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (ComCom), რომელიც ზედამხედველობს სამაუწყებლო მედიას, აქვს გადაჭარბებული სანქციების უფლება და მისი წევრების დანიშვნის პროცესი არ უზრუნველყოფს მის დამოუკიდებლობას;
- ლ) დელეგატების დანიშვნის და 5% ზღვარის კრიტიკა - 5%-იანი ბარიერისა და საარჩევნო ბლოკებზე აკრძალვის ერთობლივმა ეფექტებმა შეიძლება შეარყიოს პროპორციული სისტემის გადამწყვეტი მნიშვნელობა, გარდა ამისა, 2024 წლის მაისის ცვლილებებმა, რომელიც პარტიებს საშუალებას აძლევს, დანიშნონ კანდიდატი 30 ოლქიდან ერთ-ერთში, შეამცირა სრულად პროპორციული სისტემის ჩამოყალიბების განზრახვა;
- მ) პარტიული კონტროლი არჩევნებზე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების უმეტესობა თანხმდება, რომ სხვა საკითხებთან ერთად, არჩევნების დღე დაფუძნებული იყო პარტიის (იგულიხმება ქართული ოცნება) მიერ ამომრჩეველზე ძლიერ ზეწოლასა და ამომრჩევლის დაშინებაზე (მუხლი 43) იქვე 44: დამკვირებლების რამდენიმე ჯგუფმა, განსაკუთრებით სოფლებში, დააფიქსირა ამომრჩეველთა დაშინების გავრცელებული მეთოდი, როდესაც ისინი საარჩევნო უბნებში შედიოდნენ მმართველი პარტიის გავლენიან ჯგუფებთან ერთად;
- ნ) ე.წ. ვითომ დამკვირებლებზე - გაკრიტიებულია 46, 47, 48 მუხლებით "გაირკვა, რომ ისინი, ფაქტობრივად, მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული. ზოგიერთმა ამ „დამკვირვებელმა“ უარი თქვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებთან საუბარზე და აგრესიული ქცევა გამოავლინა." ამომრჩევლის მოსყიდვა: ხმების მოსყიდვის მოწმე იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთი ჯგუფი, ხოლო მეორე ჯგუფმა მიიღო სანდო ანგარიშები ხმების ორგანიზებული შესყიდვის შესახებ მთელი დღის განმავლობაში, მმართველი პარტიისთვის თითო ხმა - 50 ლარის ღირებულებით;
- ო) ფარულობის დარღვევა - უფრო მეტიც, კენჭისყრის საიდუმლოება პოტენციურად დაირღვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების მიერ გაკეთებული დაკვირვებების 24%-ში, ხმების დამთვლელ მოწყობილობებში ბიულეტენების ჩასმის წესის ან საარჩევნო უბნების არაადეკვატური განლაგების გამო. მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოქალაქის, ისე პარტიის დამკვირვებლების ყოფნამ ხელი შეუწყო პროცესის გამჭვირვალობას, ბევრი მოქალაქე დამკვირვებელი, როგორც ჩანს, მოქმედებდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის სახელით (მუხლი 54) ფარულობა მუხლი 50: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდი აკვირდებოდა ამომრჩევლებს, რომლებიც ფოტოს უღებდნენ თავიანთ ბიულეტენებს, რაც არღვევდა ხმის მიცემის საიდუმლოებას და ხმის მიცემის პროცესის ფარულობას;
- ჟ) მუხლი 78 უბრალოდ განადგურება არჩევნების -
- ჟ.ა.) ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საკითხი იყო კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა, რომელიც დაფიქსირდა იმ საარჩევნო უბნების თითქმის მეოთხედში, რომლებიც მოინახულეს დამკვირვებლებმა. ამ საკითხმა შეარყია არჩევნების მიმართ ნდობა, რადგან ფარული ხმის უფლება ევროპული საარჩევნო მემკვიდრეობის მთავარი მახასიათებელია;
- ჟ.ბ.) ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობის, „პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტებად“ გამოცხადების შესახებ მიუღებელი ნაბიჯი იყო. გარდა ამისა, ცესკოს შემადგენლობაში შეტანილმა ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა გააჩინა კითხვები ცესკოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით და შეარყია ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ;
- ჟ.გ.) არათანაბარი გარემო - არჩევნების სამართლიანობას არღვევდა პოლიტიკურ პარტიებს შორის არათანაბარი კონკურენციის პირობები და აშკარა უპირატესობა მიენიჭა მმართველ პარტიას;
- ჟ.დ.) ადმინისტრაციული რესურზე - ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რითაც შეიქმნა არათანაბარი სათამაშო მოედანი;
- ჟ.ე.) მედია გარემოზე - მედია საშუალებებთან არათანაბარი ხელმისაწვდომობა და მედიის პოლარიზაცია კიდევ უფრო აფერხებდა დაბალანსებულ წარმომადგენლობას და ინფორმაციის გავრცელებას, რაც ართულებდა ამომრჩევლებს გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი;
- ჟ.ვ.) ზეწოლა - დაშინებისა და ზეწოლის ფართოდ გავრცელებული კლიმატი მიზნად ისახავდა როგორც ამომრჩევლების ასევე აქტივისტების დაშინებას. ამომრჩეველთა დაშინების, იძულების და არასათანადო ზეწოლის შესახებ ცნობები განსაკუთრებით გავრცელებული იყო საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებს შორის;
- ჟ.ზ.) რუსულ კანონზე - კანონმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, დამოუკიდებელი მედიისა და განსხვავებული ხმების სტიგმატიზაციას;
- ჟ.თ.) კვლავ დაშინება - არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების შიგნით და გარეთ დაშინებამ შეარყია ამომრჩევლების უსაფრთხოების გრძნობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ჟურნალისტები განიცდიდნენ მნიშვნელოვან ზეწოლას და შევიწროებას;
- ჟ.ი.) კონტროლირებადი გარემოს შექმნა - მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო უბნებზე კამერების დაყენებით შეიქმნა „დიდი ძმა გიყურებს“ ატმოსფერო, რაც ხშირად არღვევდა ხმის მიცემის საიდუმლოებას. ამან გამოიწვია ამომრჩევლებსა და აქტივისტებში მეთვალყურეობის/დევნის შეგრძნების გავრცელება, რაც ხელს უწყობს ამომრჩეველთა პოტენციურ კონტროლის გარემოს შექმნას და ძირს უთხრის ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ;
- ჟ.კ.) დემოკრატიული უკანდახევა - ბოლოდროინდელმა კანონმდებლობამ, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და გაერთიანების თავისუფლებას, განსაკუთრებით არჩევნებამდე და მის დროს, გენდერული კვოტების შესახებ კანონის გაუქმების ნეგატიურ გავლენასთან ერთად, კიდევ უფრო შეუწყო ხელი ქვეყნის დემოკრატიულ უკანდახევას;
- ჟ.ლ.) მოწოდება გამოძიებისკენ - უზრუნველყოს სწრაფი, სანდო და გამჭვირვალე გამოძიება ყველა დარღვევებისა და ხმის მანიპულირების შესახებ ბრალდებებზე, რომლებიც განხორციელდება დამოუკიდებელი ორგანოების მიერ, რომლებიც სარგებლობენ ყველა არჩევნებში მონაწილე მხარის ნდობით. ეს აუცილებელია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად;
- ჟ.მ.) დამატებით უზრუნველყოს საარჩევნო მონაცემებზე სრული წვდომა (პერსონალური მონაცემების დაცვით) და ხელი შეუწყოს ყოვლისმომცველ საარჩევნო აუდიტს. ეს გააძლიერებს გამჭვირვალობას და გააძლიერებს ნდობას საარჩევნო სისტემის მიმართ;
- რ) არსად არ არის ნახსენები ან ლეგიტიმაცია, ან თავისუფალი ან/და სამართლიანი გარემოს თაობაზე, ეს ერთ-ერთი ყველაზე უარესი დასკვნაა არჩევნებზე, პირიქით მოწოდებაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაზე "encourage democratic participation at all levels through free and fair elections” მუხლი 82; მათ შორის მისიის თავმჯდომარის განცხადება "He underscored that free and fair elections, that are accepted as legitimate by all stakeholders, are essential to safeguard the country’s rightful place in European structures." რაც უზრუნველყოფდა/უზრუნველყოფს კუთვნილი ადგილის დაკავებას დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად;
- ლეგიტიმაცია ასეთი სახის დასკვნებით არ და ვერ მიიღწევა, შესაბამისად იგივე დადასტურდა 2025 წლის იანვრის თვეში PACE-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ;
ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო
მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
tel/vibe/WhatsApp:+995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com;
facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საქართველოში საადვოკატო ბიურო რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში


