საქმეები საკონსტიტუციო სამართალი

კონფედერაცია: რუსული სატყუარა, ქართული სახელმწიფოსათვის

26-05-2024 3 045

კონფედერაცია: რუსული სატყუარა, ქართული სახელმწიფოსათვის!
  • იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის მთავარმა, საქართველოს სახელმწიფომ განაგრძოს არსებობა, უწყვეტი განვითარება, პროფესიულ წრეებს, უპირველესად კი იურისტებს არათუ უფლება, არამედ ვალდებულება გააჩნიათ თქვან/ისაუბრონ არსებულ გამოწვევებზე რომლის წინაშეც დგას სახელმწიფო, ამასთანავე არგუმენტირებულად აიმაღლონ ხმა იმ საფრთხეებზე რომელიც შესაძლებელია უახლოეს მომავალში, თუნდაც რამდენიმე თვეში ან/და რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია საქართველოს სახელმწიფოს დაუდგეს წინ. საქართველოს სახელმწიფოს დღევანდელი და უკანასკნელი 34 წლის მთავარი გამოწვევა: ოკუპირებული ტერიტორიები, ოკუპირებული ტერიტორიები თავის მხრივ ანგრევს ნებისმიერი სახელმწიფოს რამდენიმე პრინციპს, ესენია: საზღვრების ურღვევობის პრინციპი, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპები. აღნიშნულს ჩვენს მიმართ, ქართული სახელმწიფოს მიმართ ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, სხვაგვარად თანამედროვე რაშიზმი, რომელიც ცდილობს ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნდეს საზღვრები, მეორეს მხრივ განლაგებული ყავს თავისი სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში,  ხოლო მესამეს მხრივ კი ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს სუვერენიტეტს;  
  • „ის რაც არ გამოდის სამხედრო გზით, შესაძლებელია გამოვიდეს პროპაგანდის გზით“ შესაბამისად მტერს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, მისთვის მიზნის მიღწევის საშუალებები შეიძლება იყოს ბევრი, თუმცაღა მისთვის მიზანი არ იცვლება „არ არსებობდეს, დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს სახელმწიფო, რომელიც იქნება ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის წევრი“. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ის იყენებს როგორც სამხედრო გზას, ასევე უკანასკნელი პერიოდია აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის მთავარ იარაღს, ეს კი რა თქმა უნდა „პროპაგანდაა“. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ჩემი ღრმა რწმენით, რუსეთის ფედერაცია ანუ რაშიზმი, გამოიყენებს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ახალ ე.წ. პროპაგანდის იარაღს, შემოთავაზებას „საქართველოს კონფედერაციის თაობაზე“ შესაბამისად, იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა მიზანი აქვს მტერს, ჩვენ როგორც თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები ვალდებულები ვართ, შევიარაღდეთ ცოდნით, ვიცოდეთ საკითხის შინაარსი და გამოვიტანოთ ზუსტი დასკვნები, რამეთუ „ცოდნითა და განათლებით შეიარაღებული თავისუფალი მოქალაქეები უზრუნველყოფენ სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, ხოლო ეს უკანასკნელნი სძაგს მტერს“. დავიწყოთ რამდენიმე განსხვავებით, რომელიც მარტივად გაგვიკვალავს გზას სამართლებრივ ზღვაში;
  • საერთოდ სახელმწიფოები მისი ფორმების მიხედვით თითქმის არ გვანან ერთმანეთს, ორი, ერთი და იგივე მსგავსი სახელმწიფო შეუძლებელია არსებობდეს, თუმცაღა სამართლის თეორიაში მაინც გამოიყენება პირობითი დაყოფის ოთხი მცნება, ესენია: უნიტარული, ფედერაციული, რეგიონალური და კონფედერაციული სახელმწიფოები. ესენიც პირობითი მცნებებია, დღევანდელ დღეს არ არსებობს კლასიკური უნიტარული ან კლასიკური ფედერაციული  სახელმწიფო, მაგრამ მათი მიახლოებითი შინაარსი მაინც გვაძლევს საშუალებას ისინი განვასხვავოთ ერთმანეთისგან;      
  • უნიტარული სახელმწიფო - უნიტარიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „unitas” და სიტყვასიტყვით აღნიშნავს ერთობას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო იმართება ერთიანი ძლიერი ცენტრიდან, ხოლო დარჩენილ ნაწილებს ცენტრის გარეთ არ აქვთ პოლიტიკური დამოუკიდებლობა, მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული ფორმალური ნაწილია მათ ხელში, საქართველოს მაგალითზე, რომ ავხსნა შემდეგია:
    ბათუმში ან ჭიათურაში დასაქმებული პირის შემოსავლები ირიცხება თბილისის ანუ ცენტრის ერთიან საგადასახადო სისტემაში, ბათუმში ან აჭარაში ვინც ცხოვრობს ან რა შემოსავალიც იქ არსებობს, ამ შემოსავლის ოპერირებას ცენტრის მეშვეობით ახდენს სახელმწიფო, შესაბამისად თუ ადგილზე მაგალითად ეკონომიკიდან, 1 მილიონი იქნა მიღებული სახელმწიფოს მიერ, ის ადგილზე არ განიკარგება, არამედ ეს 1 მილიონი მიდის ცენტრში ანუ თბილისში და შემდგომში, ცენტრი წყვეტს დააბრუნოს იქ ნახევარი მილიონი თუ საერთოდ არ დააბრუნოს. პოლიტიკური დამოუკიდებლობა თვითმართველობის თითქმის არ არსებობს ხოლმე ასეთი მოწყობის სახელმწიფოებში, იქ მხოლოდ ფორმალიზებულია თვითმართველობა, თვითმართველობა ასეთი მოწყობის დროს ორიენტირებულია ხეების დარგვაზე, ასფალტის დაგებაზე და იმის გადაწყვეტაზე, ეს მიწის ნაკვეთი ეკუთვნის თუ არა მაგალითად ფიზიკურ პირს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი საქართველოს სახელმწიფოში, რომც დაადასტუროს თვითმართველობამ საკუთრების უფლების არსებობა, ცენტრი ამ შემთხვევაში კი საჯარო რეესტრი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას;
    უნიტარულ სახელმწიფოს უდიდესი დადებითი მხარეა, სახელმწიფოს ერთიანი სწრაფი ნაბიჯები, მოქნილობა, სწრაფად გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების მექანიზმები ცენტრიდან რეგიონში, მაგრამ ამას აქვს თავისი დიდი მინუსები, მათ შორის მყიფე დემოკრატიის პირობებში ვერ ხერხდება ადგილზე ადამიანთა დამაგრება, გადინება დიდია რეგიონიდან ცენტრში, ცენტრის აბსოლუტური ძალაუფლების და გამო რეგიონში მცხოვრები რჩება უფლების გარეშე, შესაბამისად უნიტარული სახელმწიფო სრულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას აცლის რეგიონებს, აქვე: პოლიტიკური დამოუკიდებლობა ნურავის წარმოუდგენია ე.წ. სეპარატიზმად, სეპარატიზმი ეს სულ სხვა მცნებაა უნიტარულ სახელმწიფოში, ამასთანავე პოლიტიკურ დამოუკიდებლობაში არ იგულისხმება, რეგიონის ან/და ადგილის დამოუკიდებლობა, პირიქით პოლიტიკურ დამოუკიდებლობაში იგულისხმება შემდეგი, რომ ადგილზე იღებს ხალხი მისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას, მაგალითად გადასახადების რა ნაწილი წავიდეს ცენტრში, რა უნდა დარჩეს და ა.შ.;
  • რეგიონალური სახელმწიფო - რეგიონალური სახელმწიფო ეს ერთგვარი სინთეზია უნიტარული და ფედერაციულ სახელმწიფოებს შორის, თუმცაღა რეგიონალური სახელმწიფო მაინც გარკვეული ეტაპია სახელმწიფოსი, როცა ის უნიტარულიდან გადადის ფედერაციულში. რეგიონალური სახელმწიფოს დროს, ფორმალურად რჩება უნიტარულ სახელმწიფოდ მაგრამ აქვს მრავალი მახასიათებელი ფედერაციული სახელმწიფოსი, თუმცაღა გარკვეული საკანონმდებლო აქტებით ის მაინც რჩება ცენტრზე მიჯაჭვულად. ისევ ბათუმისა და ჭიათურის მაგალითს თუ მოვიყვანთ, რეგიონალური სახელმწიფოს დროს, ბათუმი და ჭიათურა გამომუშავებული 1 მილიონიდან ნახევარ მილიონს აგზავნის ცენტრში, მაგრამ დარჩენილს თვითონ განაგებს, რომელსაც ცენტრი ფორმალურად ეთანხმება, თუმცაღა დაუთანხმებლობის შემთხვევაში ეს უკანასკნელი მაინც ისე განაგებს როგორც მას სურს. ამასთანავე რეგიონალური სახელმწიფოს დროს, მიწის ნაკვეთი ვის ეკუთვნი წყვეტს, მერია, საკრებულო ან მაგალითად გუბერნატორი, ხოლო საჯარო რეესტრი მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად არეგისტრირებს ამ მიწის ნაკვეთს ვისაც უფლება მიანიჭა მერმა, სხვაგვარად ცენტრი რჩება ძალაუფლების მფლობელად, მაგრამ ამასთანავე ის იძულებულია დაემორჩილოს კონკრეტულად იმ რეგიონის მოსახლეობის სურვილებს. ასეთი ტერიტორიული მომწყობის დროს, რეგიონებს შესაძლებელია ჰქონდეთ რეგიონალური პარლამენტის არჩევის უფლებაც კი, არსებობდეს კონკრეტულად იმ რეგიონში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი, მაგრამ ეს სისხლის სამართლის კოდექსი უნდა ეყრდნობოდეს ცენტრის სისხლის სამართლის კოდექსს; 
    შესაძლებელია არსებობდეს მაგალითად უფლება რეგიონმა აირჩიოს მოსამართლეები ან/და პოლიციის უფროსი ამ რეგიონის, მაგრამ არჩევის შემდგომ მისი დამტკიცების უფლებას იტოვებდეს ცენტრი. შესაძლებელია რეგიონს ასევე ჰქონდეს, სხვა და სხვა საკითხების დარეგულირების მექანიზმები, მაგალითად როგორ უნდა გაიხსნას ახალი მაღაზია, რა საგადასახადო განაკვეთი უნდა არსებობდეს ამას წყვეტდეს ცენტრის გარეშე თვითმართველობა, მაგრამ მიუხედავად ამისა ასეთი რეგიონი მაინც ეყრდნობა ცენტრის მიერ გამოცემულ საკვანძო კანონებს. ასეთი სახის სახელმწიფოს ასევე შეიძლება ჰქონდეს უფლება, მიიღოს საკუთარი კონსტიტუცია, მაგრამ ამ კონსტიტუციის მიღების დროსაც კი ის უნდა ეყრდნობოდეს ცენტრის ძირითად კონსტიტუციას. ასეთი სახელმწიფოების მაგალითია ესპანეთი, თუმცაღა თეორიაში მაინც მიჩნეულია, რომ რეგიონალური სახელმწიფო მაინც გარდამავალი ეტაპია ფედერაციულ სახელმწიფომდე და ის პოლიტიკური კრიზისების შემთხვევაში ვერ უძლებს კრიზისებს, რადგანაც არ არსებობს ერთიანი ე.წ. საკანონმდებლო ბაზა, აღნიშნულში იგულისხმება ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, შესაბამისად ბევრი დაპირისპირებაა ცენტრსა და რეგიონს შორის, რომლის დროსაც იურისტებიც კი იბნევიან საბოლოოდ, რომელიც კანონი მოქმედებს ამ რეგიონში და რომელი არა, რომელს ენიჭება უპირატესობა და რომელს არა;
    რეგიონალური სახელმწიფოს დროს დადებითია, რომ რეგიონები ცენტრთან ერთად ვითარდებიან, შესაბამისად ასეთ სახელმწიფოში არ დგას პრობლემა მხოლოდ ცენტრის განვითარების ხოლო რეგიონის ჩამორჩენის, თუმცაღა მისი სუსტი მხარეა, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფის დაბალი დონე, ასევე მუდმივი თუ არა მორიგი დაპირისპირება ცენტრსა და რეგიონს შორის, რომელიც პოლიტიკურ კრიზისების მართვის დროს ღიად იჩენს თავს. რეგიონალური სახელმწიფო თავისი არსით მაინც ფედერაციული მოწყობისკენ მიისწრაფვის, სწორედ ეს ნიშანი, უნდა თუ მას  ეს არა აშორებს ცენტრს, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ერთადერთ ცენტრს. ამასთანავე, რეგიონალური სახელმწიფოებში უმეტეს შემთხვევაში ჩნდება სეპარატიზმი, თუმცაღა ის გამოხატული არაა ხოლმე შეიარაღებულ ამბოხებაში, უფრორე საკანონმდებლო პაექრობაა ცენტრსა და რეგიონს, ვიდრე საზღვრების გავლება ან/და ეთნიკური ნიშნით გამოყოფა; 
  • ფედერაციული სახელმწიფო - ფედერაციული სახელმწიფო უკვე უნიტარული სახელმწიფოდან, რეგიონალური სახელმწიფოს იდეა გამოვლილი სახელმწიფოა, რომლის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ერთიანი დეცენტრალიზაცია, პოლიტიკური ძალაუფლების დაყოფა და ერთიანი სახელმწიფოს გრძელვადიანი განვითარება ძალაუფლების დანაწილების მიხედვით. ასეთი სახელმწიფოები უმეტეს შემთხვევაში ერთიანი სივრცითი განვითარებით გამოირჩევიან, ეს ნიშნავს შემდეგს: ისეთივე განვითარებულია კახეთის რეგიონი როგორც მაგალითად ზღვისპირა სამეგრელო, განვითარების დროს კი ამ თითოეულ რეგიონს აქვს/ყავს საკუთარი პარლამენტი, რომელიც ადგილობრივ საზღვრებში ახორციელებს მაგალითად საკანონმდებლო უფლებამოსილებას, იღებს იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე ისეთი სახის აქტებს, რომელიც განსაზღვრავს მაგალითად რა არის დანაშაული, რა ითვლება დანაშაულად ან რა არ ითვლება. ეს შეიძლება იყოს სისხლის სამართლის კოდექსი, ან მაგალითად თვითონვე აწესებს ამ რეგიონისათვის მოქალაქეების მიერ ურთიერთობის წესს თავის თავთან, ადმინისტრაციული კოდექსის მეშვეობით და ა.შ. იგივე ბათუმისა და ჭიათურის მაგალითზე თუ დავალთ, გამომუშავებული მილიონიდან თვითონ წყვეტს ორივე რეგიონი რამდენი უნდა გადარიცხოს ცენტრში და რამდენი არა, თუ თვლის, რომ ის უნდა დარჩეს რეგიონში ის რჩება, ამასთანავე ის მოქმედებს თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით მაგალითად მას შეუძლია მთლიანად გადარიცხოს მთლიანი თანხა, მაგრამ სულ რომ დაიტოვოს ამისათვის სჭირდება ცენტრის თანხმობა; 
    დეცენტრალიზაცია ფედერაციულ სახელმწიფოში იმდენად დიდია, რომ ის მიიჩნევა ყველაზე დემოკრატიულ წყობად, პირველი მისი დემოკრატიული ფედერალიზმის სახე იყო ამერიკის შეერთებული შტატები, მისი ჩამოყალიბება მოხდა ერთგვარი საერთო თამაშის წესებზე შეთახმების შედეგად, რომელსაც ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ეწოდება. ასეთი სახის ფედერალიზმი გამოწვეული იყო ორი პირობით, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა კოლონიებმა გადაწყვიტეს საკუთარი გზა აერჩიათ განვითარებისათვის და არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულები ცენტრზე, ამასთანავე იმის გააზრებაც არსებობდა, რომ მათ უნდა შეენარჩუნებინათ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არსებული თითოეულ შტატის იდენტობა, ამ შტატებში არსებული წესრიგის შესაბამისად რომელიც გამოიხატებოდა დამკვიდრებული ტრადიციით, მმართველობის განსხვავებული წესებით. დღევანდელი ფედერალიზმი პრაქტიკულად ასეთი სახითაა წარმოდგენილი, არსებობს ორი ხელისუფლება ერთი ადგილობრივი ანუ ადგილობრივი პარლამენტი განაგებს ამ ერთეულში არსებულ მმართველობას, ამასთანავე იგივე სუბიექტის მიერ არჩევნების გზით ხდება პირის წარგზავნა სადაც ის წარმოადგენს კონკრეტული ერთეულის ინტერესებს, ამასთანავე კანონმდებლობა მკვეთრად გამიჯნულია ერთმანეთისგან, ადგილობრივი კანონმდებლობის საკითხები რეგულირებულია ადგილობრივი პარლამენტის მიერ მიღებული აქტებით, ამასთანავე წარგზავნილების მიერ მიღებული კანონმდებლობაც ვრცელდება ამ სუბიექტზე, ფედერალურ სისტემაში ფედერაციის სუბიექტი მონაწილეობს საერთო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ფედერაციის სუბიექტის მოცულობისა და მოსახლეობის რაოდენობის მიუხედავად, ეს ნიშნავს, რომ მის ხმას თუნდაც ერთი მილიონი იყოს მოსახლეობა იგივე მნიშვნელობა აქვს სხვა ერთეულის მსგავსად, თუნდაც ეს უკანასკნელი იყოს ათეული მილიონობით ოდენობის მქონე მოსახლეობის მხრივ;
    ეს გახლავთ ფედერაციის სუბიექტების ყველაზე ეფექტური მონაწილეობა საკანონმდებლო ძალაუფლების განხორციელებაში. ისევ ბათუმისა და ჭიათურის მაგალითზე, ბათუმი და ჭიათურა ადგილზევე ირჩევს მათი წესრიგის პირობებს საკანონმდებლო აქტების მიხედვით, ადგილობრივი პარლამენტის მეშვეობით, ამასთანავე იგივე ბათუმი და აჭარა მის წარმომადგენელს აგზავნის ცენტრში მისი ინტერესების დაცვისათვის, ამასთანავე ფედერაციის შემთხვევაში ცენტრი განაგებს რამდენიმე ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, ესენია: მაგალითად თავდაცვა/ჯარი, აღნიშნული მხოლოდ ცენტრიდან იმართება და არა ფედერაციული სუბიექტის მიერ, ანუ იქნება ეს ჯარი თუ გვარდია, მკაცრად ცენტრალიზებულია ცენტრზე დაქვემდებარებით, ასევე საგარეო პოლიტიკის ექსკლუზივი აქვს ცენტრს, ამ ცენტრის ფორმირება კი ფედერაციის სუბიექტების მიერ წარგზავნილების მეშვეობით ხორციელდება;  
    ამასთანავე შეიძლება არსებობდეს ფედერალური ხელისუფლების ორგანიზაციები მაგალითად FBI, ასევე შეიძლება იყოს მკაცრად ცენტრალიზებული საკრედიტო პოლიტიკა ან/და ცენტრს ეკუთვნოდეს საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები (ანუ თავიდანვე ცენტრი თანხმდება სუბიექტთან, რომ ერთეულს შეუძლია გადასახადი ასწიოს თვითონვე, მაგრამ არ იყოს ნაკლები მაგალითად ბათუმსა და ჭიათურას უფლება აქვთ ასწიოს ან დასწიოს საშემოსავლო 20%-დან მაგრამ არ უნდა იყოს 10% ნაკლები ან 30% მეტი, ხოლო აქედან თავიდანვე განსაზღვრულია, რომ 5% მიდის ცენტრში დარჩენილს განაგებს თვითონ სუბიექტი, ანუ შემოსულობების გარკვეული ნაწილი მიდის ცენტრში მინიმალური დანარჩენი რჩება ადგილზე და ა.შ.). რაც შეეხება ფედერაციის ექსკლუზიური უფლებები ადგილზე, ესენია: საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცება, განათლება, ჯანდაცვა, სპორტი, ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანიზაცია. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ფედერაციის სუბიექტები გამოსცემენ კანონებს, ამ კანონებს აღასრულებენ ცენტრისგან დამოუკიდებლად და ა.შ.
    ფედერაციის უდიდესი პლიუსია ერთიანი განვითარება, ამასთანავე ფედერაციის დროს სწრაფი განვითარება ხდება არამარტო ცენტრის არამედ ყველა სუბიექტის, სუბიექტთა კონკურენცია თუნდაც საგადასახადო რეჟიმების მხრივ მოსახლეობას უჩენს სურვილს თუნდაც განვითარებულიდან გადავიდეს ნაკლებად განვითარებულ რეგიონში და უფრო მეტი დაიტოვოს შემოსავლებიდან, ამასთანავე ეს იწვევს უკვე განვითარებულის მიერ შეშფოთებას და მის მიერ კვლავ გადასახადების დაწევას, ეს კი ნიშნავს მეტი ფული მოსახლეობას, ეს კი სხვა პირობებს იწვევს, თავისუფალი მოქალაქეების გამრავლებას რომელნიც დამოკიდებულები არ არიან ბიუჯეტზე, პირიქით ბიუჯეტი ხდება მათზე დამოკიდებული და ა.შ. მინუსის მხრივ, რა თქმა უნდა საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესის სისწრაფეა, მაგრამ მიღების შემდგომ ეს გადაწყვეტილება, თუნდაც საგარეო პოლიტიკის აღარ იცვლება.
  • მას შემდეგ ასე თუ შემოკლებით აღვწერე სამივე ტიპის სახელმწიფოთა ძირითადი მახასიათებელი, ეხლა გადავიდეთ კონფედერაციული სახელმწიფოს, უფრორე სახელმწიფოთა კავშირის მცნებაზე და შემდგომში რატომაა ის რუსული სატყუარა საქართველოს სახელმწიფოსათვის.
  • კონფედერაციული სახელმწიფო - ეს არის ორი ან/და ორზე მეტი სახელმწიფოს კავშირი, როდესაც ასეთი კავშირის დროს მთლიანად ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს ეს ორი ან მეტი სახელმწიფოები და რჩებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად. კონფედერაცია შეიძლება მონაწილეობდეს როგორც სუბიექტი საერთაშორისო ურთიერთობებში, ამასთანავე მასში შემავალი სუბიექტებიც მონაწილეობენ საერთაშორისო ურთიერთობებში, შეზღუდული სახით შეიძლება მონაწილეობს მაგრამ ზღვარის გავლება მონაწილეობასა და აღიარების შორის თითქმის აღარ არსებობს. ბევრი განსხვავებული ან მსგავსი მაგალითი შეიძლება იყოს კონფედერაციებს შორის, მაგალითად გააჩნდეთ ერთიანი საგადასახადო პოლიტიკა, იყოს ერთიანი საზღვრები ან/და ერთიანი სამხედრო ჯარი, მაგრამ ამასთანავე კონფედერაციის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ: კონფედერაციაში გაწევრიანება ან/და შექმნა ნებაყოფლობითია ისევე როგორც მისგან გასვლა. კონფედერაციებს აქვთ ან იგონებენ რაღაც საერთო ორგანოს, რომელიც განაგებს მათ საერთო საგარეო პოლიტიკას მაგრამ ამასთანავე ეს ორგანო მოქმედებს მათი სუვერენული უფლებების მხრივ, შესაბამისად შეუთანხმებლობის შემთხვევაში არსებულ სუბიექტს აქვს, აუცილებლად აქვს უფლება დატოვოს კონფედერაცია, კონფედერაციის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია, ნებაყოფლობითობა მასში ყოფნის, შესაბამისად კონფედერაციის შემთხვევაში არ არსებობს ამ სუბიექტის არსებობის გამგრძელებელი დამცავი/ჩამკეტი მექანიზმი, ის უმეტეს შემთხვევაში დროის გარკვეულ მონაკვეთში არსებობს, როცა კი ორ ან ორზე მეტ სახელმწიფოს აქვს გადასაწყვეტი მის წინაშე მდგარი გარკვეული პრობლემები, ამ პრობლემის გადაწყვეტის შემდგომ კი ხორციელდება უფლების გამოყენება:
    ცალკე სახელმწიფოდ არსებობის გაგრძელება. კონფედერაციის დროს, საერთო უმაღლესი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას, რომ როგორც ერთ სახელმწიფოში ასევე მეორე სახელმწიფოში საგადასახადო კანონმდებლობაზე, ვთქვათ საშემოსავლო უნდა გახდეს 10%, მაგრამ ეს ძალაში შედის მხოლოდ და მხოლოდ ორივე სახელმწიფოს მიერ შემდგომში პარლამენტის თანხმობის გაცემის შემთხვევაში, და თუ თანხმობა არ გაიცემა, მერე რა ხდება? პასუხი ერთია: გადაწყვეტილებები მიიღება კონსესუსის მხრივ, და თუ კონსესუსი არ შედგა? ან მაგალითად კონფედერაცია შეთანხმდა, რომ საგარეო კურსი უნდა იყოს: პრო ჩინური, მაგალითად კონფედერაციის ერთი მონაწილე ამას მხარს უჭერს მეორე საკუთარი პარლამენტის მეშვეობით უარს აცხადებს, კონსესუსი ვერ დგება, ასეთ დროს რა ხდება?
    საგულისხმოა, რომ კონფედერაცია არ უნდა აღვიქვათ როგორც სახელმწიფო ის უფრო გაერთიანებაა კონკრეტული გამოწვევის წინაშე წარმოშობილი, ამ გამოწვევის გადალახვის ან გადაულახველობის შემთხვევაში კი კონფედერაცია არსებობას ასრულებს, კონფედერაციის არსებობა გრძელვადიან არსებობაში გამორიცხულია, ის ან ფედერაციად გარდაიქმნება ან/და ალიანსად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ერთიან სახელმწიფოდ, მაგალითისათვის კმარა ჩეხოსლოვაკია (მაგალითისთვის კმარა ისიც, რომ არც ჩეხეთს და არც სლოვაკეთს არ განუცხადებიათ ჩეხოსლოვაკიის მემკვიდრეობაზე, 1993 წელს გაეროში შეწყდა წევრობა იმავდროულად კი ორივე ქვეყანამ დამოუკიდებლად განაგრძო გაეროში არსებობა ორ სახელმწიფოდ);    
    მაინც ყველაზე მთავარს უნდა დავუბრუნდეთ, რომ კონფედერაცია არ არის სახელმწიფოს ფორმა, კონფედერაცია არის ორი ან ორზე მეტი სახელმწიფოს კავშირი სადაც წევრთა ყოფნა დამოკიდებულია მისი წევრების თანხმობაზე, ხოლო ამ კავშირიდან გასვლა ნებაყოფლობითია;
    აქ კი იწყება მთავარი სატყუარა, რომელსაც თავისი სახელი უნდა დაერქვას, რუსული სატყუარა ქართული სახელმწიფოსათვის. დღევანდელ დღემდე, რუსეთი ანუ რაშიზმი საქართველოს სახელმწიფოსგან მოითხოვს თავდაუსხმელობის აქტზე ხელმოწერას როგორც აფხაზეთთან ასევე მისივე თქმით სამხრეთ ოსეთთან ამ უკანასკნელს კი ჩვენ ვუწოდებთ სამაჩაბლოს, რომელიც დღევანდელი კანონით არის ოკუპირებული. არც ერთი დიდი სახელმწიფო მსოფლიოში არ აღიარებს არც აფხაზეთის, არც სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას როგორც ამას აკეთებს რაშიზმი, შესაბამისად არაფრის მომცემი ვითომდა მოთხოვნა, თავდაუსხმებლობის შესახებ აქვს სხვა განზომილება: 
    თუ საქართველო აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას, და ამასვე აღიარებს გაერო, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არაა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის ეფექტური გამგებლობის ქვეშაა რუსეთის, ამასთანავე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არაა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, ამ აქტის მოთხოვნა არის არა „თავდაუსხმებლობის უზრუნველყოფა“ არამედ დე ფაქტოდ: საქართველოს მხრიდან, მისივე ტერიტორიის დე ფაქტოდ, დამოუკიდებლად აღიარება, რადგანაც მარტივი ლოგიკაა: თავდაუსხმელობას თუ აღიარებ ე.ი. აღიარებ, რომ მეორე მხარე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნია, შესაბამისად შენვე ცნობ ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას და დე ფაქტოდ აღიარებ მათ საერთაშორისო სამართლის სუბიექტურობას. ეხლა გადავიდეთ კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან მიმართებაში, ერთის მხრივ უნდა ველოდოთ შემოთავაზებას, დაახლოებით ასეთი ფორმულირებით: ნებაყოფლობითი გაერთიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და საერთო კონფედერაციაში ცხოვრების მიზნით, მეორე მხრივ ეს კონფედერაციის შემოთავაზება ნიშნავს, რომ: ამ გაერთიანებით ან მასში საქართველოს წევრობა საქართველოს მხრიდან უკვე დე იურედ ცნობაა: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად!
    ამას აუცილებლად მოყვება პროპაგანდის ხაზი ჩვეულებრივი რუსული მეთოდებით, რომ მაგალითისათვის შვეიცარია არის კონფედერაციული სახელმწიფო და თუ შვეიცარიაში კარგია, საქართველოში რატომ იქნება ცუდი?! პასუხია: შვეიცარიის კონფედერაციისაგან მხოლოდ ტერმინი კონფედერაციაა დარჩენილი და 1848 წლის მერე შვეიცარია არის არა კონფედერაცია არამედ ფედერაცია, დღევანდელ დღეს სრულიად სამყაროა შეთანხმებული, რომ კონფედერაცია არაა შვეიცარია, რადგანაც მასში შემავალ არც ერთ 26 კანტონს (ფედერაციულ სუბიექტს) არ აქვს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ან/და გასვლის უფლება, შესაბამისად თუ სუბიექტს არა აქვს გასვლის უფლება ის როგორ შეიძლება იყოს კონფედერაცია? შესაბამისად კონფედერაციის გაერთიანების შემოთავაზება შვეიცარიის მაგალითით ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდის ხრიკია, მხოლოდ სახელწოდება ამოიჩემოს და არა შინაარსი;
    მეორე მთავარი მახასიათებელი შვეიცარიის ფედერაციულობის არის ის, რომ არსებობს საერთო ორ პალატიანი საპარლამენტო სისტემა, რომელიც იწოდება ნაციონალური საბჭო და კანტონთა საბჭო. შვეიცარიის ფედერაციული მოწყობა 1999 წლის კონსტიტუციითაც კი არის აღიარებული/დეკლარირებული, ამ კონსტიტუციაში ვერ ნახავთ ჩანაწერს რომელიმე კანტონის დამოუკიდებლობის ან/და წევრობიდან გასვლის;      
    ცენტრის ხელშია აუცილებელი ატრიბუტები ფედერაციისათვის, ესენია: საკითხები მშვიდობისა და ომისა, საგარეო პოლიტიკა, ფულად საკრედიტო სისტემა, ბიუჯეტის დამტკიცება და ასევე ჯარი. შესაბამისად შვეიცარია არ არის კონფედერაცია მისი ოფიციალური სახელწოდების და მიუხედავად;
    კონფედერაციის შემოთავაზების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო მასში გაწევრიანების სანაცვლოდ ასევე მოსთხოვენ მთავარ პირობას, რომელიც აქილევსის ქუსლია ჩვენისთანა პატარა ქვეყნებისათვის საგარეო პოლიტიკაში, ეს არის ნეიტრალიტეტი. იგივე შვეიცარიის მაგალითზე, შვეიცარია, რომ ნეიტრალური ქვეყანაა ამით წააგო თუ მოიგო? იქნება პროპაგანდის ხაზი, მაგალითისათვის შეიქნება ტერმინები: ნეიტრალიტეტით გადაურჩა მეორე მსოფლიო ომს, ნეიტრალიტეტითაა, რომ ბოლო რამდენიმე საუკუნე არ ჰქონია და ა.შ. უპირველესად ნეიტრალიტეტი იქაა შესაძლებელი სადაც მეზობლად შენ შეიძლება გყავდეს დემოკრატიული ქვეყნები, ყველა თუ არა მინიმუმ უმრავლესობა მაინც, მეორე მხრივ ნეიტრალიტეტი იქაა შესაძლებელი სადაც ყველა დიდი წამყვანი ქვეყანა ამაზე თანხმდება, ანუ გარანტორი ხდება ნეიტრალიტეტის დიდი მოთამაშეები, სხვაგვარად ნეიტრალიტეტი ქვეყნის დაპყრობის მაგალითია (გავიხსენოთ 1921 წელი რუსეთის მიერ ხელშეკრულების გაფორმება ქართულ სახელმწიფოსთან, და ზუსტად 6 თვეში ნეიტრალიტეტის ფაქტიური გამოცხადებიდან საქართველოს ანექსია) შესაბამისად ნეიტრალიტეტს არამარტო თვითონ ქვეყანა არამედ სხვა სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, მესამე მხრივ შეუძლებელია არსებობდეს ნეიტრალიტეტი თუ ქვეყანა არ არის ფაქტიურად მილიტარისტული, ნებაყოფლობითად მილიტარისტული, საპასუხოდ ნაცისტური გერმანია იმისა გამო კი არ დაესხა თავს შვეიცარიას რომ ეს უკანასკნელი ნეიტრალური  იყო, არამედ იმის გამო, რომ შვეიცარია მილიტარისტული სახელმწიფოა და სამხედრო სავალდებულო სამსახური სავალდებულოა და აყვანილია უმაღლეს ხარისხში, მათ შორის რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ზოგისთვის, საკმაოდ ძლიერი შეირაღებული ჯარები ყავს თავისი რეზერვის სისტემით, ასევე ერთ-ერთი მოწინავეა კაცზე იარაღის ქონით და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას ბოლო პერიოდამდე ფინეთის ნეიტრალიტეტზე;
    აქედან გამომდინარე ქართულ სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაც ოკუპირებული აქვს რუსეთს ანუ დიდ მოთამაშეს რომელიც თავის თავს დაარქმევს „გარანტორს“, გარანტორი იქნება ნეიტრალიტეტის? პასუხი ცალსახად უარყოფითია, ეს უბრალოდ მარტივი ხრიკია მოკავშირეების გარეშე დარჩეს საქართველო და არც ნეიტრალიტეტით შევძლებთ თავიდან ავიცილოთ სამხედრო დაპირისპირება;
    კონფედერაციაზე შემოთავაზებით აუცილებლად, აუცილებლად იქნება „იქნებ დავფიქრდეთ“ მაგრამ ეს სამართლებრივი სატყუარაა, რადგანაც ამ შემოთავაზებაში ზეპირად ალბათ არა, მაგრამ წერილობითში აუცილებლად იქნება როგორც აფხაზეთის ასევე სამაჩაბლოს მიმართ კონფედერაციის დატოვების უფლების მინიჭება, ეს კი ნიშნავს, რომც დათანხმდე მაგალითად კონფედერაციას, ხელოვნური კრიზისის მეშვეობით რამდენიმე წელიწადში ეძლევა უფლება სამაჩაბლოს კონფედერაციის დატოვების და ის ამავდროულად გახდება გაეროს წევრი ანუ იქნება საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, ხოლო ეს კი საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ვერ იქნება შეჩერებული რადგანაც კვლავაც და კვლავაც: კონფედერაცია ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ვერ აღდგება თავის ტერიტორიებში, ეს ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო თვითონვე იტყვის უარს მისივე ტერიტორიებზე.     
    კონფედერაციის რაიმე ფორმაზე თანხმობა ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ცნობს აფხაზეთის ან/და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, რადგანაც კონფედერაცია არის სახელმწიფოების ერთობა წინამდებარე შემთხვევაში სამი სახელწმიფოს ერთობა,  კონფედერაცია ნიშნავს ნეიტრალიტეტს, რათა საქართველოს მოკავშირეების გარეშე დატოვებას შემდგომი იურიდიული თუ სამხედრო აგრესიის გზით მის მიერთებას რუსეთის რაშიზმთან, კონფედერაცია ნიშნავს: ქართული ჯარის გაქრობას საქართველოს სახელმწიფოში;
  • შემოთავაზებაში შეიძლება იყოს გარკვეული პერიოდი კონფედერაციის და შემდგომში მისი ფედერაციად გადაქცევა, თუმცაღა ესეც სამართლებრივი სატყუარაა, რადგანაც ეფექტურ კონტროლს ორივე ოკუპირებულ რეგიონზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, შესაბამისად კონფედერაციის ნებისმიერი სახით არსებობა ან/და მასზე თანხმობა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ნიშნავს, ქართული სახელმწიფოს დასასრულს.    
    ჩვენ როგორც თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები ვალდებულები ვართ, შევიარაღდეთ ცოდნით, ვიცოდეთ საკითხის შინაარსი და გამოვიტანოთ ზუსტი დასკვნები, რამეთუ
  • „ცოდნითა და განათლებით შეიარაღებული თავისუფალი მოქალაქეები უზრუნველყოფენ სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, ხოლო ეს უკანასკნელნი სძაგს მტერს“.
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო
    მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
    tel/vibe/WhatsApp:+995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com;
    facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
    ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი  ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება  ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი  თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი   ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო  საქართველოში საადვოკატო ბიურო  რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა