საქმეები ადმინისტრაციული სამართალი

სამართალდარღვევათა კოდექსი ანუ როგორ გვსჯის სახელმწიფო Vol-2

17-02-2024 2 570

  • სახელმწიფო რომლის აშენებასაც ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები უნდა შეესაბამებოდეს იმ პრინციპებს, რომელიც მთავარია თვითონ სახელმწიფოსათვის. ერთის მხრივ სახელმწიფოს ვალდებულებაა არ ჩაერიოს მოქალაქეების/თავისუფალი ინდივიდების საქმიანობაში გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, მეორეს მხრივ კი, სახელმწიფო ვალდებულია ჩაურევლობასთან ერთად უზრუნველყოს ინდივიდის უსაფრთხოება (პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულება). სასამართლოს არსებობა გამოწვეული არა მხოლოდ იმითი, რომ „არსებობდეს როგორც მართლისა და მტყუანის გამრჩევი“ არამედ, სასამართლო თავის არსებობაში უნდა იყოს ქმედითი, ქმედითობა არ ნიშნავს მხოლოდ შესაბამის სტატუსს, მანტიას, საკანონმდებლო გარანტიებს, ქმედითობა ნიშნავს, რომ ერთი ინდივიდიც კი იმაზე ღირებული უნდა იყოს, ვიდრე დანარჩენი მატერიალური სამყარო ან/და ე.წ. სახელწიფო ინტერესი, სჯობს ასი დამნაშავე გარეთ ვიდრე ერთი უდანაშაულო იყოს სასჯელით. აღნიშნულ პრინციპი არაა არარეალური ან/და უტოპია, თუ ეს პრინციპი არაა დამკვიდრებული სახელმწიფოში განსაკუთრებით კი მართლმსაჯულებაში, უსამართლობა სჭამს ინდივიდს;
  • ინდივიდის დაჩაგვრა სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა იყოს ჩვეულებრივი მოვლენა, ამის წინააღმდეგ სასამართლოს უნდა ჰქონდეს არათუ უფლება არამედ ვალდებულება, რადგანაც რაც არ უნდა მკაცრი იყოს სახელმწიფო თუ ის სიმკაცრესთან ერთად არ არის სამართლიანი, ირღვევა ბალანსი, ბალანსი რომლის არსებობაც განაპირობებს როგორც სახელმწიფოს ასევე თითოეული ინდივიდის განვითარებას. სახელმწიფო როგორც მოცემულობა ან/და რეალობა, მუდმივად ცდილობს იყოს ინდივიდისთვის დედა ან მამა, რომელიც ცდილობს აღზარდოს მოქალაქეები, არადა ყველაზე ნაკლებად ეს ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოს, სახელმწიფოს ვალდებულებაა არ შექმნას ის წესრიგი რომელიც „დაჩაგრავს ინდივიდს“ თუნდაც ინდივიდი დამნაშავე იყოს. თუ ინდივიდი არღვევს დადგენილ წესრიგს (წესრიგი კი თავის მხრივ უნდა იყოს სამართლიანი, ხოლო დარღვევა უნდა იწვევდეს სამართლიანობის დარღვევას, სხვაგვარად უსამართლო წესრიგი იმსახურებს დარღვევას) ის იმსახურებს საზღაურს, მაგრამ თუ საზღაურს და ქმედებას შორის არაა დაცული პროპორცია, საზღაური (პასუხისმგებლობის ფარგლები, საკუთარი ქმედების გამო) აუცილებლად გადაიქცევა სასჯელად, როცა კი სასჯელი ან სასჯელის სიყვარულს სახელმწიფოს მხრიდან, კვლავ მივყავართ სახელმწიფოს დედის ან მამის მდგომარეობამდე, ხოლო ინდივიდი ბავშვის მდგომარეობამდე, ერთადერთი განსხვავებით: სახელმწიფოს არ შეუძლია სიყვარული (რადგანაც აღზრდა ეს მორალური კატეგორიაა და არა სამართლებრივი); 
  • ასეთ შესავალსაც არ დავწერდი, ან სხვა სახის სტატიას მოუხდებოდა ეს შესავალი, რომ არა ის მოცემულობა, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ თითქოს უმნიშვნელოა საზოგადოებისათვის, როცა კი ეს მოცემულობა ყოველ წუთს, ყოველ საათსა და ყოველდღე ჩვენს გარშემო ცოცხლობს და ამ რეალობას სახელმწიფო ახორციელებს თავისი ე.წ. 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (ძალიან გავს, ძალიან კარგი წიგნის 1984 წლის სათაურს, თუნდაც მისი დასახელებით);
  • წარმოიდგინეთ 1984 წლის სამართალდარღვევათა კოდექსი ანუ საბჭოთა კოდექსი დღევანდელ დღემდე მოქმედებს, მართალია მასზე მეტი ცვლილება არც ერთ კანონს არ განუცდია, მაგრამ ის მაინც სახელმწიფოს ხელში იყო და რჩება „დასჯის მექანიზმად“. მართალია 1984 წლის კოდექსის დანიშნულება შემდგომში შეიცვალა მაგრამ ის თავის დროზე ასეთი სახით იწყებოდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კანონმდებლობის ამოცანაა სსრ კავშირის საზოგადოებრივი წესწყობილების, სოციალისტური საკუთრების, მოქალაქეთა სოციალისტურ-ეკონომიკური“ თითქოს უმნიშვნელო ჩანაწერია თუმცაღა აქაც ჩანს ნიშანი წითელი უსამართლობის, როცა კი: პირველ ადგილზე/კოდექსი დანიშნულად მიიჩნევს საზოგადოებრივი წესწყობილების დაცვას, შემდეგ სოციალისტურ საკუთრებას და შემდგომში არის ადამიანი. თუ სახელმწიფოსთვის პირველი რიგში ადამიანი არ არის უზენაესი ღირებულება ის სახელმწიფო უსამართლოა, ადამიანები „ადამიანის/ინდივიდის“ გამო ვქმნით სახელმწიფოს და არა მინისტრისთვის, არა მერისთვის, არა დეპარტამენტის უფროსისთვის, არა პრემიერ მინისტრისთვის. სახელმწიფოს დანიშნულება ადამიანის ცენტრად გახდომისკენ სწრაფვაა, ამ სწრაფვაში სახელმწიფომ უნდა შექმნას ის საკანონმდებლო ბაზა რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის დავის შემთხვევაში „სამართლიანი წესების არსებობას“ ხოლო სამართლიანი წესებით განსჯილი საქმე კი სასამართლოს მხრიდან აღარ ტოვებს განცდას, რომ „სახელმწიფო უსამართლოა“.
  •  არავინ ამბობს, რომ სახელმწიფოს უფლებები არ უნდა ჰქონდეს, პირიქით სახელმწიფოს სამართლებრივ ჩარჩოში შემოსაზღვრულობა სახელმწიფოსთვისვეა კარგი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სწრაფვას განაგრძობს და ეს სწრაფვა არ ჩერდება, ამიტომაც თუ კი ადამიანი არ დგას ცენტრში ნებისმიერი კანონის ის კანონი არ იმსახურებს არსებობას, თუნდაც მასში ათასობით ცვლილება იყოს შესული, რადგანაც წითელი ტერორის ნაყოფი უნდა დაინგრეს და მის ადგილას ახალი აღმოცენდეს. დღევანდელ დღესაც კი ადამიანის მაგივრად ცენტრში კოდექსი საკუთრებას ადგენს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ამოცანაა საკუთრების, მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და პირადი უფლებებისა და თავისუფლებების“ საკუთრება არსებობს ადამიანისათვის და არა პირიქით, ადამიანი არ არსებობს საკუთრებისთვის, პირველად სიტყვებს აქვს მნიშვნელობა, სიტყვას მითუმეტეს წერილობითს აქვს მნიშვნელობა ამიტომაც: ამ კოდექსის ცენტრი რატომ არ არის ადამიანი? და რატომ იწყება საკუთრებით? თუ კი კაცობრიობა საკუთრების უფლებას ადამიანის უფლებად მიიჩნევს, შეიძლება კი უფლება აღემატებოდეს ადამიანს? უფლება ხომ ადამიანის გარეშე ვერ ცოცხლობს და ვერც იცოცხლებს;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განსხვავდება სისხლის სამართლებრივი დევნისგან, რადგანაც ასეთ შემთხვევაში „დარღვევის“ ხასიათს არ მიუღწევია ისეთ მოცულობას რომელიც შეიძლება იყოს დასჯადი, ამასთანავე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის განხილვას ისევე როგორც სხვა ყველა სასამართლო დავას აქვს თავისი პრინციპები, პრინციპები სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს მიერ დადგენილი „თამაშის წესები“ უფრო მარტივად კი, წესები იმის თაობაზე ვინ რა უნდა ამტკიცოს. სისხლის სამართლის პროცესუალური ნაწილის წამყვანი თეზა „თამაშის წესებზე შეთანხმებისა“ არის  კონსტიტუციური პრინციპი, თანახმად საქართველოს კონსტიტუციის 31.6. მუხლისა „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“ აღნიშნული განსაზღვრავს კიდევაც შესაძლებლობას, რომ „პირი არ იდევნებოდეს უკანონოდ“ ამასთანავე აღნიშნული თეზა იმდენად მრავლის მომცველია, რომ ბრალდებული თავისუფლდება იმის მტკიცებისგან რაც „მას არ ჩაუდენია“ პირიქით სახელმწიფო მისი ინკვიზიციით ცდილობს დაადასტუროს, რომ „ ინდივიდმა ჩაიდინა“.
  •  აღნიშნული არ არის უბრალოდ სადღაც რომელიღაცა კოდექსში გაწერილი დებულება, აღნიშნული იცავს ნებისმიერ ინდივიდს სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს თვითნებობისგან და თანასწორ საწყისზე აბრუნებს სახელმწიფოსა და ინდივიდს, რადგანაც თუ კი ინდივიდს დაეკისრება მტკიცება იმისა, რომ „ რაც მას არ ჩაუდენია“ საბოლოოდ ვერავინ იქნება გამართლებული სისხლის სამართლის პროცესში. ეს თავდაცვითი მექანიზმი არ არის სახელმწიფო მიერ შემოთავაზებული, რამეთუ როცა ინდივიდმა სახელმწიფოს გადასცა თვითსამართლის განხორციელების დაუშვებლობა სანაცვლოდ სახელმწიფომ აიღო ეს ვალდებულება, ისევე როგორც ნებისმიერი ურთიერთობა იქნება ეს ინდივიდსა და ინდივიდს შორის, თუ ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის, მუდმივად არსებობს უფლების სანაცვლოდ სხვა  უფლების გადაცემა, როცა ორივე მხარე „უნდა დარჩეს მოგებული“ იმითი, რომ ურთიერთობა არსებობს. კონსტიტუცია როგორც მეტაფიზიკური წიგნი, სწორედ ამის გამოა მეტაფიზიკური, რომ მასში დადასტურებელი (და არა ასახული, ადამიანს ადამიანობით აქვს უფლებები და არა პირიქით) უფლებები არ არის ამომწურავი, რადგანაც ის უნდა ვრცელდებოდეს და უნდა ფარავდეს ყველა ურთიერთობას რომელიც კი შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოშივე ან რომელმაც შეიძლება იარსებოს მომავალში;
  • სწორედ ამიტომაც საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის ჩანაწერი „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“  არამარტო დღევანდელი დღეს მოქმედი ჩანაწერია (ან უნდა იყოს) არამედ ეს ჩანაწერი უზრუნველყოფს მომავალში „საქმის სამართლიან“ განხილვას. უმეტესად სამართლიანობა როგორც მოცემულობა ძნელია განიმარტოს, მაგრამ ერთი მარტივი პრინციპი კი ნამდვილად მოქმედებს სამართლიანობის განმარტების დროს, სამართლიანია ის რაც დაშორებულია უსამართლობას, სხვაგვარად სამართლიანობა არ შეიძლება იყოს უსამართლო, კიდევ უფრო სხვაგვარად სახელმწიფოს დადგენილი წესები მაშინ არის სამართლიანი როცა ის არ არის უსამართლო. უსამართლობა კანონის ყველაზე დიდი უღირსება შეიძლება იყოს, ამასთანავე უსამართლო კანონი არსებობას არ იმსახურებს, თუ სახელმწიფო უსამართლო კანონს აძლევს მოქმედების საშუალებას, შეიძლება კი სამართლიანობამ დაისადგუროს სასამართლოში? შეიძლება კი უსამართლობის შემყურე თუნდაც ლეგიტიმირებული პარლამენტი იყოს სამართლიანი? შეიძლება კი კანონმდებელმა, რომელმაც იცის, რომ უსამართლოა კანონი, მას არ ცვლიდეს? და თუ კანონმდებელმა იცის და არ ცვლის უსამართლო კანონს, მაშინ რას იმსახურებს თუნდაც კანონმდებელი? და უსამართლო კანონი შეიძლება კი ავალდებულებდეს ინდივიდს დაემორჩილოს მას? ვალდებულია კი ინდივიდი დაემორჩილოს უსამართლო კანონს? აქვს კი ინდივიდს უფლება უსამართლო კანონის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს? და თუ მოსამართლემაც იცის, რომ კანონი უსამართლოა (გასაგებია, რომ მორალით არ უნდა იხელმძღვანელოს) უსამართლობით უნდა განსაჯოს თუ სამართლიანობით, თუ მაინც მთავარი კანონიერებაა? რახან ასე წერია ე.ი. კანონიერი აპრიორი სამართლიანია?! თუ კანონიერებაა პირველი, მაშინ კონსტიტუცია რატომ აცხადებს „სამართლიანს“ მთავარ პრინციპად და არა კანონიერებას? ეს არ არის დამწყები ფილოსოფოსის კითხვები, ეს უფრო ის არის რაზედაც უნდა იყოს მსჯელობა ყველა ადგილას სადაც სამართლიანობა უნდა იჭედებოდეს იქნება ეს პარლამენტი, სასამართლო თუ სხვა ადგილი... 
  • სწორედ ამიტომაც არის ის, რომ თანამედროვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ვერც ერთი მკითხველი / იურისტი / სახდელ დადებული თუ დასადები / იურისტი / სტუდენტი / ადვოკატი / მოსამართლე, მოკლედ ვერავინ ვერ იპოვის:  „უდანაშაულობის პრეზუმფციას“ „მტკიცების ტვირთის განაწილების მოდულს“ „პროცესის სტადიებს“ „დასაშვებ და დაუშვებელ მტკიცებულებას“ „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტს“ „სამართლიანი პროცესის უფლებას“ და ა.შ. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელსაც უკვე აქვს ევროკავშირის კანდიდატი სტატუსი და რომელიც სარგებლობს / თავის ინდივიდებს სჯის 1984 წლის ბოროტული კანონმდებლობით. სანაცვლოდ რას გვთავაზობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი? 
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 7.1. მუხლი შემდეგი სახითაა ჩამოყალიბებული „სახელმწიფო ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებულობისა და დისციპლინის, კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს.“ წარმოიდგინეთ კანონის მიზანია აღზარდოს ინდივიდი, როცა კი კანონის მიზანი ამის გარდა ყველაფერია გარდა ამ მნიშვნელობის მინიჭებისა, რომ მან აღზარდოს ინდივიდი, თუმცაღა ესეც კი შეიძლება დასაშვები იყოს, რომ არა, ერთადერთი მაგრამ (ყველა იურიდიულ წიაღსვლას რომ შევეშვათ): ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ირჩევს კანონს ხოლო საქართველოს კონსტიტუცია ირჩევს სამართლიანობას, ამასთანავე, დისციპლინა შეიძლება იყოს დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი? პირიქით რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დისციპლინა ეს ავტოკრატიის ნიშანია, დისციპლინის ადგილი დემოკრატიაში არაა, რადგანაც არ არსებობს ერთი ცენტრი რომელსაც ემორჩილება ყველა, ამასთანავე „კანონის დაცვა“ ზოგჯერ იმაზე დიდი უკანონობაა ვიდრე თვით უსამართლობა, რადგანაც კანონის მიღების დროს მის ლეგიტიმაციას იძლევა ინდივიდი მაგრამ არა პირიქით;
  • რადგანაც ასეთივე წარმატებით თუ ამავე კოდექსის არსს გავყვებით, 1989 წლის პროტესტი „სამართალდარღვევათა კოდექსის დისციპლინას“ გაცდენილი იყო თუ არა? ვთანხმდებით, რომ საბჭოთა წარმოდგენით დიახაც იყო, მაგრამ სწორედ ამ კანონის შეფასებით „უდისციპლინობამ“, ხოლო ჩვენთვის საქართველოს თავისუფალი მოქალაქეებისათვის კი თავისუფლებისთვის ბრძოლამ, მოიტანა ის თავისუფლება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს აღნიშნავს, ამასთანავე 1989 წლის 9 აპრილი საბჭოთა კავშირის და მისი „სამართალდარღვევათა კოდექსის“ წარმოდგენით იყო „უკანონო“ მაგრამ ის ჩვენთვის, საქართველოს თავისუფალი მოქალაქეებისთვის არის და იქნება სამართლიანი, ეს მარტივი მაგალითიც კი გვაჩვენებს, რომ სამართლიანობას თუ პირველ საწყისად არ აღიარებს კანონი და ის არ ემორჩილება კონსტიტუციურ მართლწესრიგს, კანონი არ იმსახურებს არსებობას, რადგანაც ასეთ დროს კანონი ემორჩილება დიქტატს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში „სამართლიან წესრიგს“;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი მხოლოდ და მხოლოდ 31-ე მუხლში ახსენებს პირველად მოსამართლეს, მანამდე კი იგივე კოდექსი 8 მუხლის საშუალებით გვამცნობს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე“ კანონიერება გასაგებია, მაგრამ დღევანდელ დღემდე მაინტერესებს რას უნდა ნიშნავდეს „მკაცრი კანონიერება“ მხოლოდ კანონიერება რომ ეწეროს, ამით კანონი თავის კანონობას დაკარგავს, თუ კანონად არ ჩაითვლება? თუმცაღა აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩანაწერი მოითხოვდა ყველასგან მორჩილებას, მათ შორის მოსამართლისგან. მოსამართლე კანონის მიმართ იყო არა „განმმარტებელი“ არამედ იყო „შემფარდებელი“ ამით კი ის სივრცე დახშულ იქნა, რომელსაც კანონი უნდა ანიჭებდეს მოსამართლეს, რათა ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს სამართლიანი წესრიგი;  
  • ზემორედ ვახსენეთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ცნობს ისეთი სახის ყოვლისმომცველ მცნებას როგორიც არის მაგალითად „უდანაშაულობის პრეზუმფციას“ საპირისპიროდ კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „უდანაშაულობის პრეზუმფცია „წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2);
  • მართალია აღნიშნული მიემართება სისხლის სამართლებრივივ დევნის ასპექტს, მაგრამ ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის თვისობრივი ხასიათიდან გამომდინარე აღნიშნული ასევე უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარვევებზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე ეხმიანება საქართველოს უზენაესი სასამართლოს, ჯერ კიდევ 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილება (ბს-1635-1589(კ-08) მიღების თარიღი 30 ივნისი, 2009 წელი) სადაც სასამართლო უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება“ უფრო მარტივად, რომ ითქვას, სახელმწიფომ უნდა ამტკიცოს, რომ ინდივიდმა ჩაიდინა სამართალდარღვევა მაგრამ ინდივიდმა არ უნდა ამტკიცოს, რომ არ ჩაუდენია სამართალდარღვევა, სამართლიანი წესრიგის არსებობის პირობებში იბადება თავისუფალი საზოგადოება, რადგანაც „აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43);
  • საპირისპიროდ კი 2023 წელს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს მიერ, ერთ-ერთ საქმეზე დადგენილებაში (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე გადაწყვეტილებას ასე ეწოდება) ჩაიწერა შემდეგი მოტივაცია „სასამართლოს აქვე მნიშვნელოვნად მიაჩნია განმარტოს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაა კოდექსის ნორმები არ ადგენს სამართალწარმოების პროცესში სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანზე დაკისრებას“ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ: სასამართლომ ინდივიდს დააკისრა იმის მტკიცება, რომ ის „დამნაშავე“ არაა, ინდივიდს მიუთითა, რომ „მან უნდა ამტკიცოს უდანაშაულობა“ ინდივიდს დაურღვია „სამართლიანი წესრიგი“ რადგანაც ინდივიდი მარტოდ დარჩა სახელმწიფოს წინაშე, საკითხავია ამ დროს სად ქრება ის ჩანაწერი, რომლითაც ინდივიდი ყველაზე ღირებული უნდა იყოს ამ სახელმწიფოში რადგანაც საქართველოს კონსტიტუციის 31.6. მუხლის თანახმად „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“  და უსამართლო კანონი შეიძლება კი ავალდებულებდეს ინდივიდს დაემორჩილოს მას? ვალდებულია კი ინდივიდი დაემორჩილოს უსამართლო კანონს? აქვს კი ინდივიდს უფლება უსამართლო კანონის წინააღმდეგ დაუმორჩილებლობა გამოაცხადოს? და თუ მოსამართლემაც იცის, რომ კანონი უსამართლოა (გასაგებია, რომ მორალით არ უნდა იხელმძღვანელოს) უსამართლობით უნდა განსაჯოს თუ სამართლიანობით, თუ მაინც მთავარი კანონიერებაა? რახან ასე წერია ე.ი. კანონიერი აპრიორი სამართლიანია?! თუ კანონიერებაა პირველი, მაშინ კონსტიტუცია რატომ აცხადებს „სამართლიანს“ მთავარ პრინციპად და არა კანონიერებას? 
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება     
  • საქართველოს მთელ ტერიტორიაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;         
  • mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!

    ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი  ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება  ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი  თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი   ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო  საქართველოში საადვოკატო ბიურო  რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში    
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა