საქმეები საკონსტიტუციო სამართალი

1921 წლის კონსტიტუცია VS 1978 წლის კონსტიტუცია - Vol 7 - ადამიანის უფლებები

20-09-2023 8 990

1921 წლის კონსტიტუცია VS 1978 წლის კონსტიტუცია - Vol 7 - ადამიანის უფლებები
  • როცა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვსაუბრობთ საქართველოს დღევანდელ კონსტიტუციაზე ზოგიერთ შემთხვევაში ეს კანონთა უმაღლესი კრებულ იმ წიგნად წარმოგვიდგენია რომელსაც გავლენა არ აქვს ჩვენს ცხოვრებაზე, სინამდვილეში კი სამართლებრივი გავლენა იმდენად დიდია კონსტიტუციის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პირდაპირ მისი გავლენა უზრუნველყოფს ან ჩვენს თავისუფლებას ან/და უზრუნველყოფს ჩვენს როგორც საბჭოთა პერიოდში კოლექტივის დანამატად ქცევას. კონსტიტუცია რომელიც უნდა აერთიანებდეს ერს და მის მოქალაქეებს არ შეიძლება იყოს უცხო საქართველოს მოქალაქეებისათვის, რამეთუ მოქალაქე სწორედაც რომ ნიშნავს პირს რომელსაც კონსტიტუცია იცავს და უდასტურებს უფლებების მთელ რიგ წყებასა თუ წყებებს. საბჭოეთი იმიტომაც იყო ის ბოროტება რა ბოროტებადაც დღეს მოსჩანს, რომ ინდივიდს ართმევდა უფლებებს და ტოვებდა მარტო სახელმწიფოს წინაშე, შესაბამისად ადრეული დემოკრატიის ქვეყნისთვის აუცილებელია გაითავისოს, რომ დემოკრატია ან/და კონსტიტუცია ეს მისი მონაპოვარია და მისი ისტორიაა, საბჭოეთი არის ის კი რამაც მას მომავალი წაართვა 70 წლით.  
  • 1921 წლის კონსტიტუცია მიღებულ იქნა ანექსიამდე რამდენიმე დღით ადრე, მანამდე მოქმედებდა დეკრეტები, მართალია თვითონ კონსტიტუციას არ უმოქმედია დიდი ხანი მაგრამ წარმოსადგენი შეიძლება იყოს ასევე ისიც თუ რა სახელმწიფო შენდებოდა რომ არა საბჭოთა უსამართლობა. 1921 წლის კონსტიტუციის 3 თავს ეწოდებოდა მოქალაქის უფლებანი, მას ეთმობოდა 16-ე მუხლიდან 45-ე მუხლის ჩათვლით თავები, რაც შეეხება 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუციას მას ეთმობოდა 6-ე თავი და ეწოდებოდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეების ძირითადი უფლებები, თავისუფლებები და მოვალეობები, საგულისხმოა ასევე ისიც, რომ აღნიშნულს ეთმობოდა 37-ე მუხლიდან 67 მუხლის ჩათვლით. პირველი რაც საგულისხმოა არის ის, რომ საბჭოთა კონსტიტუცია იცნობდა მოქალაქის მოვალეობებს, ხოლო 1921 წლის კონსტიტუცია იცნობდა მხოლოდ უფლებებს, ესეც კი მნიშვნელოვანი ზღვარია მათ შორის, რადგანაც ინდივიდს სახელმწიფოს წინაშე აქვს კი რამე ვალდებულებები? ინდივიდს შეუძლებელია ჰქონდეს ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფოს წინაშე ვალდებულება არსებობს მაშინ როცა არსებობს ამ ინდივიდის სურვილი ემსახუროს სახელმწიფოს, ჩვეულებრივი ინდივიდის ვალდებულება არ წარმოადგენს ცენტრს კონსტიტუციის, პირიქით ინდივიდი უფლებამოსილია არც ჰქონდეს ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე, რადგანაც ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციის დანიშნულება უზრუნველყოს ინდივიდის თავისუფლება იკარგება და შემოდის ვალდებულება იმის წინაშე რომელიც მას ართმევს უფლებებს. ეს ერთი ფრაზაც კი შემდგომში ილექება საზოგადოებაში, რადგანაც გამოდის რომ ინდივიდი დაბადებიდან ვალდებულია იურიდიული ფანტომის წინაშე არადა საპირისპიროდაა, რამეთუ უპირველესად ინდივიდის წინაშეა ვალდებული სახელმწიფო; 
  • ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსახურება 1921-ი წლის კონსტიტუციის იყო და არის 19-ე მუხლი  „სიკვდილით დასჯა გაუქმებულია“. ეს უდავოდ პროგრესული გადაწყვეტილება იყო კონსტიტუციის რომელიც იცავს სიცოცხლის უფლებას და მეორეს მხრივ უარყოფს სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული სასჯელის ასეთი სახით გამოყენებას. 1921 წლის კონსტიტუცია ცენტრში აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, აი რაც შეეხება 1978 კონსტიტუციას, კონსტიტუცია იძლეოდა მაგალითად დასვენების უფლებას, იძლეოდა ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, საცხოვრებლის უფლებას მაგრამ არ კრძალავდა სიკვდილის დასჯას, შესაბამისად საბჭოთა კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნევდა სიკვდილით დასჯის შესაძლებლობას, აღნიშნული კი რა თქმა უნდა ხელისუფლების ხელში და მითუმეტეს იმ ხელისუფლების ხელში რომელიც არ არის დემოკრატიული იყო და იქნება კიდევაც დასჯის საშუალება;
  • იმ ვითარებაში როცა კი 1983 წლის აპრილში ევროპის საბჭომ მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის №6 ოქმი, რომლის ძალითაც სიკვდილით დასჯა გაუქმდა. ამას მოჰყვა 2002 წლის მაისში №13 ოქმის მიღებაც, რომელიც კრძალავს სიკვდილით დასჯას, 1921 წლის კონსტიტუციამ ეს კი თქვა 81 წლის ადრე! სიკვდილით დასჯის გაუქმება ევროპის საბჭომ დათქვა, როგორც აუცილებელი წინაპირობა ორგანიზაციასთან მიერთებისათვის. 1997 წლის შემდეგ ორგანიზაციის 46 წევრ სახელმწიფოში არავინ დაუსჯიათ სიკვდილით. სიკვდილით დასჯის გაუქმება არ არის ჰუმანური აქტი, რადგანაც სხვა თუ არაფერი მართლმსაჯულება არ არის შეუცდომელი, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო არ უნდა წყვეტდეს ვინ უნდა იცოცხლოს ან ვინ არ უნდა იცოცხლოს არ გამოირიცხება უდანაშაულოს დასჯაც კი, შესაბამისად სიკვდილით დასჯის გაუქმება რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო 1921 წლის კონსტიტუციის;
  • საინტერესო იყო ასევე 1921 წლის კონსტიტუციის 16 მუხლი „მოქალაქენი კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი არიან“ და  17-ე მუხლი „წოდებრივი განსხვავება არ არსებობს“ თითქმის იგივეს იმეორებდა მაგალითად საბჭოთა კონსტიტუციის 32 მუხლი რომელიც უარს აცხადებდა განესხვავებინა მოქალაქეები კანონის წინაშე, მაგრამ ჩამონათვალს უფრო გვთავაზობდა, ვინ მიიჩნევიან თანასწორად, არა "ყველანი" არამედ ჩამონათვალის მეშვეობით. საინტერესო იყო მაგალითად 1978 წლის კონსტიტუციის 45 მუხლი რომელიც უთითებდა, რომ „საქართველოს საბჭოთა მოქალაქეებს კომუნიზმის მიზნებთან შესაბამისად გარანტირებული აქვთ თავისუფლება სამეცნიერო, ტექნიკურ და სახელოვნებო შემოქმედებაში“ აღნიშნული ჩანაწერი ერთის მხრივ მიუთითებდა თავისუფლებაზე, მეორეს მხრივ თავისუფლებას აქცევდა ჩარჩოში რომელიც ექცეოდა კომუნიზმში, შესაბამისად თუ კი თავისუფლება ექცევა რომელიმე პოლიტიკური მიმდინარეობის ჩარჩოში, შეიძლება კი ის იყოს თავისუფალი? რა თქმა უნდა არა, არ შეიძლება,  რადგანაც ასეთ შემთხვევაში შემოსაზღვრა ხდება თვითონ თავისუფლების, შემოქმედების თავისუფლება სწორედ იმაშია, რომ ის შეეწინააღმდეგოს მაგალითად კომუნიზმს და თუ კომუნიზმის მიზნით იძლევა თავისუფლება ეს ნიშნავს, რომ ხელოვნება თუ შემოქმედება მორჩილი ხდება თვითონ კომუნიზმისა;
  • 1921 წლის კონსტიტუცია 36-ე მუხლით კი აცხადებდა, რომ „გონებრივი, სავაჭრო და სამეურნეო-სამრეწველო პროფესიის თავისუფალი განვითარება უზრუნველყოფილია რესპუბლიკის კანონებით“ შესაბამისად 1978 წლის კონსტიტუცია როგორც სამართლებრივ ასევე თვითონ ადამიანის განვითარებისათვის ტოვებდა იმ სივრცეს რომელი სივრცეც აუცილებელია რათა ინდივიდი ინდივიდად იქცეს სახელმწიფოში. დღევანდელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფრო შორს მიდის და უთითებს, რომ „თავისუფალი მეწარმეობის დაცვა და კონკურენციის განვითარება უზრუნველყოფს ბაზარზე სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკური აგენტების საქმიანობას, რაც თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების არსებითი წინაპირობაა. აღნიშნულის მისაღწევად სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას სათანადო საკანონმდებლო მოწესრიგება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-2) დამატებით „პიროვნების განვითარებისთვის არსებითია, თავი იგრძნოს საზოგადოების სრულფასოვან, საჭირო წევრად, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის პიროვნებას. შესაბამისად, ეს უფლება გადაჯაჭვულია პიროვნული განვითარების უფლებასთან. შრომის თავისუფლების განხორციელება, ბუნებრივია, არა ერთადერთი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პირის დამოუკიდებლობისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35).“
  • ერთის მხრივ 1978 წლის კონსტიტუცია პირდაპირ უთითებდა თუ როგორ უნდა განვითარებულიყო საზოგადოება და სხვა არჩევანი დატოვებული არ იყო, მეორეს მხრივ კი არსებობს 1921 წლის კონსტიტუცია რომელიც სრულად დაცლილი იყო  ნებისმიერი დაძალებული იდეოლოგიისგან და ადამიანის განვითარების საფუძვლად თვლიდა თავისუფლებას, რომელიც შემოსაზღვრული არ იყო არც ერთი იდეოლოგიით. 1921 წლის კონსტიტუცია აღიარებდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას თავისი 32-ე მუხლის მეშვეობით "ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრები გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად. ყოველი დანაშაულისათვის, რომელსაც იგი ასეთ შემთხვევაში ჩაიდენს, პასუხს აგებს მხოლოდ სასამართლოს წინაშე.“
  • ხოლო 1978 წლის კონსტიტუცია კი თავისი 48-ე მუხლით კი უთითებდა „ხალხის ინტერესების შესაბამისად და სოციალისტური წყობის განმტკიცებისა და განვითარებისათვის სსრ მოქალაქეებს გარანტირებული აქვთ: სიტყვის, გამოცემის, შეკრების, მიტინგის, ქუჩაში მსვლელობისა და დემონსტრაციის უფლება“ აქაც იგივე საკითხი შემოდის, თუ კი ინდივიდს არ მოსწონდა კომუნისტური წყობა, მაშინ კონსტიტუცია აძლევდა მას დემონსტრაციის უფლებას? რადგანაც მუხლი იწყება არა პირდაპირი თავისუფლების უფლებით არამედ უთითებს, რომ მხოლოდ ამ მიზნით არსებობს უფლება „სოციალისტური წყობის განმტკიცებისა და განვითარებისათვის“ და თუ კი ინდივიდი უარს იტყოდა დამორჩილებოდა სახელმწიფოს დიქტატს? ასეთ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ადამიანის ბუნებითი უფლება ის იქცეოდა როგორც კანონდამრღვევი, განსხვავებით 1921 წლის კონსტიტუციისა რომელიც არ ავალდებულებდა პირს რაიმე მიზეზით ჰქონოდა თავისუფლება, პირიქით, თავისუფლება იმიტომაც უნდა ჰქონოდა ადამიანს, რომ ის არ ყოფილიყო სახელმწიფოს უმნიშვნელო ჭანჭიკი, რამეთუ "ფუძე სახელმწიფოსი ადამიანია"
  • დღევანდელ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ განმარტებებსაც გვთავაზობს „იდეათა თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ სისტემებში, საზოგადოების ფართო ფენებისათვის შესაძლოა, ყოველთვის არ იყოს მისაღები ცალკეული ინდივიდების გამოხატვა, თუმცა აღნიშნული გარემოება გამოხატვას კონსტიტუციურ სამართლებრივი დაცვის მიღმა მყოფად არ გადააქცევს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7) დამატებით „მიუხედავად ამისა, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ იმგვარი იდეებისა და ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეესაბამება სოციუმში გაბატონებულ შეხედულებებს ან საზოგადოებისათვის სასარგებლოდ, მისაღებად ან/და უვნებლად მიიჩნევა და მიმართულია საზოგადოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე დებატების წახალისებისკენ, არამედ, მათ შორის, განიხილება როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მიუღებელ, შეურაცხმყოფელ, შემაწუხებელ ან/და შოკისმომგვრელ ინფორმაციად.“(იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7) შესაბამისად დღევანდელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ეხმიანება და ერთხმიანობაშია 1921 წლის კონსტიტუციასთან და არა 1978 წლის კონსტიტუციასთან, ჩვენი როგორც ერისა და სახელმწიფოს ისტორია დღეს ეფუძნება 1921 წლის კონსტიტუციას და არა ერთ პარტიულობას, ერთ პარტიულობა რომელიც ინდივიდს უუფლებოს ტოვებს სახელმწიფოს წინაშე როგორც 1978 წლის კონსტიტუცია ; 
  • 1921 წლის კონსტიტუციის 35-ე მუხლი მიუთითებდა, რომ „საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად დააარსონ საპროფესიო და სხვა ყოველგვარი კავშირი, თუ მისი მიზანი კანონით არ არის აკრძალული" "კავშირის გაუქმება მხოლოდ სასამართლოს დადგენილებით შეიძლება“. ამის საპირისპიროდ 1978 წლის კონსტიტუცია კი მისი 49-ე მუხლით ისევე იმეორებდა, რომ „სოციალისტური წყობის განვითარებისათვის სსრ მოქალაქეებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ საზოგადოებრივ კავშირებში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს პოლიტიკური აქტიურობის განვითარებას“ და ა.შ. გრძელდება აღნიშნული მუხლი. 1978 წლის კონსტიტუცია უთითებს თუ რატომ უნდა გაერთიანდნენ ადამიანები და შემდგომ იძლევა უფლებას გაერთიანების, განსხვავებით 1921 წლის კონსტიტუციისა, რომელიც მიზანს არც იძლევა და არც უნდა იძლეოდეს, რადგანაც მიზნის მიცემა არ არის კონსტიტუციის დანიშნულება ეკეთუ  "დემოკრატიისა" განსხვავებით კომუნიზმისგან, თუ პირთა წრეს სურს გაერთიანება სუ რათა შექმნან პოლიტიკური პარტია, ასეთ შემთხვევაში ირღვეოდა 1978 წლის კონსტიტუცია.
  • წარმოიდგინეთ ვითარება როცა გაქვთ ბუნებითი უფლება და ამ ბუნებით უფლებას იყენებთ გამოდის, რომ ეწინააღმდეგებით 1978 წლის კონსტიტუციას, ასეთი კონსტიტუცია შეიძლება იყოს სამართლიანი? შეიძლება გამოხატავდეს ერის ნებას? შეიძლება კი ის იქცეს წარმატებული საზოგადოების საფუძვლად? ასეთმა კონსტიტუციამ შეიძლება დაბადოს თავისუფალი ინდივიდი? რა თქმა უნდა არა, რადგანაც ასეთი კონსტიტუცია მხოლოდ ქმნის მორჩილ ინდივიდებს რომელთაც განვითარების ერთი გზა აქვთ, ისიც კი სახელმწიფო დიქტატზე „დაყრდნობილი“; 
  • დღევანდელი დღეს არსებული სამართალი სულ სხვა სახით უყურებს როგორც საზოგადოებას ასევე თვითონ კონსტიტუციასაც, მათ შორის ასეთი სახის განმარტება შეუთავსებელი იქნებოდა 1978 წლის კონსტიტუციასთან მაგრამ თავსებადია 1921 წლის კონსტიტუციასთან „იმის სავალდებულოდ დადგენა, თუ რისი ჭამა, დალევა, მოწევა შეიძლება და ამ ქმედებისათვის სასჯელის დაწესება, წარმოადგენს პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში ჩარევის ისეთ ფორმას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ საჯარო ინტერესების დასაცავად. პიროვნების დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-50)“ რადგანაც კონსტიტუციის დანიშნულება არ არის დაადგინოს რა შეიძლება და რა არ შეიძლება ინდივიდისთვის ან უფრო შორს თუ წავალთ მისი ანუ კონსტიტუციის დანიშნულება არცაა განსაზღვროს როგორ უნდა განვითარდეს ინდივიდი თუ გინდ კულტურისა თუ გინდ იდეოლოგიურ ჭრილში; 
  • 1921 წლის კონსტიტუცია აღიარებდა, რომ „მუხლი 38. მუშათა გაფიცვა თავისუფალია.“ ანუ ნებისმიერი პირს უფლება ჰქონდა გაფიცულიყო და ამით გამოეხატა პროტესტი, 1978 წლის კონსტიტუციის მიხედვით კი 3-ე მუხლი აღიარებდა მუშაობის უფლებას, ამასთანვე იგივე კონსტიტუცია უარყოფდა და არ ახსენებდა პროტესტის ან/და გაფიცვის უფლებას, თითქოს უკმაყოფილო არავინ არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფოში, ძირითად შემთხვევაში ასეთი მუხლის არ ასახვა სწორედ რომ მუშებს უფლებებს ლახავდა რადგანაც პროტესტის შემთხვევაში გადიოდნენ მუშები გადიოდნენ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს იდეოლოგიის გავლენა იყო კონსტიტუციაზე რამეთუ კონსტიტუციას არ უნდა დაეშვა, დაშვებულიყო დაშვებადაც კი „გაფიცვა“ „უკმაყოფილება“ „პროტესტი“ მუშების მხრიდან;     
  • სინამდვილეში პროტესტი და გაფიცვა არის ის რითაც საზოგადოება და ინდივიდი აღწევს დანიშნულს მიზანს, უკეთეს სახელმწიფოს, პროტესტი აუცილებელია არამარტო რეაგირებისათვის არამედ აუცილებელია აღნიშნულით განვითარდეს თვით საზოგადოება და სახელმწიფო, მმართველი პარტია და ა.შ. „საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პროტესტის მწვავე ფორმით გამოხატვა ხშირად ხელისუფლების ან/და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის ერთადერთი ან ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა, შესაბამისად, ცალკეულ შემთხვევებში საზოგადოებრივი რეაგირების დაყოვნება შესაძლოა, სრულიად არაეფექტური აღმოჩნდეს დასახული მიზნების მისაღწევად და მთლიანად დაეკარგოს აზრი დაგვიანებულ რეაქციას (mutatis mutandis იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება) თუ ადამიანს ართმევ პროტესტის უფლებას მაშინ გამოდის, რომ მას როგორც სახელმწიფო სთავაზობ დამორჩილებას. სამართლებრივი სახელმწიფო კი პირიქით პროტესტის შედეგად ინდივიდების კონსოლიდაციით აღწევს წარმატებულ სახელმწიფოდ ყოფნას;
  • სახელმწიფო მისი კონსტიტუციის მეშვეობით არ უნდა იქცეს იმ მმართველ ფაქტორად, რომელიც პროტესტის შემთხვევაში რეაგირებს არა განვითარების არამედ პირიქით შებოჭვის ფუნქციით, თვითონ გაფიცვის ან/და პროტესტის არარსებობა, თუ კი კონსტიტუცია გამორიცხავს პროტესტს, შესაძლებელი არის კი სახელმწიფო და მისმა მმართველმა პარტიამ ის მოიწონოს? რა თქმა უნდა პასუხი უარყოფითია, შესაბამისად სანამ  სახელმწიფოს დიქტატი იარსებებს ნებისმიერ სფეროზე ნებისმიერი სფერო საბოლოოდ დაემორჩილება მმართველ პარტიას, როცა კი კონსტიტუციური წესრიგი შემაკავებელ ეფექტებს უნდა სცნობდეს შტოებს შორის და ზღვარი არ უნდა წაიშალოს; 
  • 1978 წლის კონსტიტუციას ასევე ჰქონდა საინტერესო მიმართულება მაგალითად 57-ე  მუხლი უთითებდა, რომ უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელება განუყოფელია მოქალაქეების ვალდებულებებისაგან, ხოლო ვალდებულებები რა თქმა უნდა იწყებოდა იმითი, რომ „ღირსებით უნდა ეტარებინათ საბჭოთა მოქალაქეების სახელი“ საბჭოთა მოქალაქეებს, იყო ისეთი ვალდებულებები როგორიცაა „სავალდებულო მუშაობის უფლება“ 58 მუხლი, სოციალისტურ ქონებას უნდა გაფრთხილებოდნენ, მუხლი 59 "დაიცვან საბჭოთა კავშირის ქონება და ავტორიტეტი" (მეღიმება უფრო მეტი, როგორ შეიძლება სახელმწიფოს ავტორიტეტი ჰქონდეს) 60-ე მუხლი მიუთითებდა, რომ „ქვეყნის ღალატი ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული ხალხის წინაშე“, 64-ე მუხლი კი უფრო შორს მიდიოდა და საბჭოთა მოქალაქეს ავალდებულებდა „ბავშვების აღზრდას“ ანუ წარმოიდგინეთ მოქმედება როცა კი „სახელმწიფო ავალდებულებს მოქალაქეს უყვარდე მისი შვილი“. 65-ე მუხლი კი ავალდებულებდა მოქალაქეებს „ეზრუნათ ბუნებაზე“, 67-ე მუხლი ავალდებულებდა საბჭოთა მოქალაქეს „ინტერნაციონალური ვალდებულებით ემეგობრა სხვა ერებთან, რომლებიც ესწრაფვიან მშვიდობის შენარჩუნებას“;
  • თუ კი 1921 წლის კონსტიტუციის 41-ე მუხლი პოლიტიკურ დევნილის უფლებასაც კი აღიარებდა „პოლიტიკური დევნილი, რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოხიზნული, სხვა სახელმწიფოს არ გადაეცემა.“ საბჭოთა კონსტიტუცია საერთოდ უარყოფდა ასეთი არსებობას. 
  • მთლიანობაში ეს არის ის მინიმალური სტანდარტებითი დაყოფა რაც იყო 1978 წლის კონსტიტუციასა და 1921 წლის კონსტიტუციას შორის, მართალია არავინ იცის რას მოიტანდა ან რა განმარტებებს მოგვცემდა შემდგომ კონსტიტუცია თუ კი 1921 წლის კონსტიტუცია გააგრძელებდა მოქმედებას, მაგრამ არა მგონია იმაზე ნაკლები ყოფილიყო ვიდრე დღევანდელი დღის კონსტიტუციის განმარტებები გვეძლევა. 1921 წლის კონსტიტუცია არ ცდილობდა შეექმნა ქართველი ერის მოქალაქეებისთვის უცხო კანონთა კრებული, პირიქით ის ცდილობდა შეექმნა ქართული კონსტიტუცია „კონსტიტუციის შექმნის დროს უნდა კი არ გადმოვიღოთ სხვისი კონსტიტუციები, არამედ შევუფარდოთ ცხოვრებას (რ.არსენიძე);
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება
    საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
    mail:guram.kontuadze@gmail.com;
    facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ

    ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი  ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება  ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი  თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი   ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო  საქართველოში საადვოკატო ბიურო  რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა