კონსტიტუციური წარდგინების კრიტიკა პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
19-09-2023 1 975- უპირველეს ყოვლისა ვუთითებ, რომ წინამდებარე სტატია არ წარმოადგენს არავითარ პოლიტიკური პოსტულატის მქონე განაცხადს, პირიქით წინამდებარე სტატია შეეხება სამართლებრივ სფეროს და ეცდება სამართლებრივ სივრცეში მოაქციოს ის მოცემულობა რომელიც არ არის ხშირი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კერძოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტი, ინტერესი კი გამოწვეულია შემდეგი პირობით/პირობებით: რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი, რა სახის მტკიცებულებები უნდა არსებობდეს და რა დასაბუთება უნდა გააჩნდეს წარდგინებას.
- პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 48 მუხლს ეწოდება იმპიჩმენტი, მისი სტრუქტურა შემდეგი სახითაა გადმოცემული „კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში“ შესაბამისად იმპიჩმენტი შეიძლება დაისვას მხოლოდ ორ საკითხზე:
- ა) კონსტიტუციის დარღვევის დროს;
- ბ) ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას;
წინამდებარე შემთხვევაში თვითონ წარდგინება უთითებს კონსტიტუციის დარღვევას, შესაბამისად არ გვაქვს ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა. - რაც შეეხება პარლამენტის რეგლამენტს, „პარლამენტის რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და მუშაობის წესს“ ხოლო პარლამენტის რეგლამენტი სხვა პირობებთან ერთად განსაზღვრავს იმპიჩმენტის წარმოების საფუძვლებს. მუხლი 178 განსაზღვრავს იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის საფუძველს, მათ შორის ყველაზე საინტერესა 178.1. მუხლი „იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს“ ანუ არანაკლებ 50 პარლამენტარს აქვს უფლება. რაც შეეხება თვითონ მოთხოვნას იმპიჩმენტის თაობაზე, წერილობითი მოთხოვნა უნდა დაეფუძნოს სამ საფუძველს, კერძოდ:
1) იმ ქმედების აღწერა, რომელიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია (აღნიშნული იგულისხმება მოქმედება თუ უმოქმედობა რომელმაც გამოიწვია კონსტიტუციის დარღვევა, ასეთ შემთხვევაში უფრო ფაქტებზეა საუბარი, ანუ კონკრეტული რა ფაქტი უნდა იქცეს საფუძვლად);
2) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი/მუხლები, რომლით/რომლებით გათვალისწინებული დანაშაულიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ჩაიდინა თანამდებობის პირმა (აღნიშნულში იგულისხმება, კონკრეტული კონსტიტუციის მუხლი რომელიც დაირღვა ქმედებით თუ უმოქმედობით კონკრეტული პირის მიერ);
3) მტკიცებულებანი, რომლებიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას (კონკრეტული მტკიცებულებების წრე არ არის განსაზღვრული რეგლამენტით, მაგრამ აპრიორი ივარაუდება, რომ აღნიშნული მტკიცებულებები უნდა იყოს მოპოვებული კანონის საფუძველზე ან/და იყოს საჯარო ამასთანავე ეს მტკიცებულებები უნდა შეეხებოდეს იმ ქმედებას/უმოქმედობას რომელიც განახორციელა იმ პირმა, რომლის მიმართაც მოთხოვნილია იმპიჩმენტი); - უფრო მარტივად რომ განვმარტოთ, იმპიჩმენტის წერილობითი მიმართვაში უნდა იყოს: ქმედება/უმოქმედობა, მუხლი რომელიც დაირღვა ამ ქმედებით/უმოქმედობით და ქმედების თუ უმოქმედობის დამადასტურებელი მტკიცებულება. საგულისხმოა ასევე ისიც, რომ რეგლამენტი მოითხოვს სამივე პირობის არსებობას ერთდროულად, რათა დაიწყოს იმპიჩმენტი, ასევე რა თქმა უნდა რეგლამენტი ვერ განსაზღვრავს წერილობითი მიმართვის რაოდენობას, რამდენი ფურცელი უნდა იყოს და ა.შ. მაგრამ აკრძალული არ არის და პირიქით ივარაუდება, რომ ეს წერილობითი მიმართვა იმპიჩმენტის თაობაზე უნდა შეიცავდეს მსჯელობას და უპირველესად უნდა შეიცავდეს სამართლებრივ მსჯელობას რის გამო ითხოვს კონკრეტული ჯგუფი იმპიჩმენტს;
ეხლა უშუალოდ წარდგინებაზე, წარდგინება შედგება სულ 5 ფურცლისგან თუ არ ჩათვლით პარლამენტის წევრების ხელმოწერებს (12 შრიფტით) და თან ახლავს 5 დანართი, ვეცდები აბზაც-აბზაც მივყვე განვითარებულ მსჯელობებს;
1) წარდგინების პირველი აბზაცია მიუთითებს კანონისმიერ საფუძვლებს (პარლამენტის რეგლამენტს, ორგანულ კანონს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ) და ამასთანავე მოითხოვს დადასტურებულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი (იხ.დანართი 1) აღნიშნული ნებისმიერ მოთხოვნას ერთვის ასე, რომ აღნიშნული ვერ იქნება მსჯელობის საგანი;
დანართი 1 
- 2) რაც შეეხება წარდგინების მეორე აბზაცს აღნიშნულ წარდგინებაში მითითებულია, რომ „საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მთავრობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ანიჭებს, რაც სათანადო გამოხატულებას საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისა და საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების მომწესრიგებელ ნორმაშიც პოვებს“ ერთის შეხედვით სწორი ფორმულირებაა მაგრამ აღნიშნულზე დათანხმების შემთხვევაში ჩნდება რამდენიმე კითხვა კერძოდ:
2.ა.) აქვს კი უფლება საქართველოს პარალმენტს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმპიჩმენტზე თუ კი თვითონ პარლამენტი აღიარებს, რომ მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა საგარეო პოლიტიკა და არა პარლამენტის?
2.ბ.) პარლამენტს აქვს კი უფლება შეიჭრას აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში, თუ კი თვითონვე წარდგინება აღიარებს, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება მისი არ არის?
2.გ.) არსებობს კი ექსკლუზიური უფლებამოსილების განმარტება კონსტიტუციური ჭრილში და თუ არ არსებობს მაშინ რის საფუძველზე იყენებს პარლამენტი ამ ტერმინს მხოლოდ მთავრობასთან მიმართებით? - წარდგინების მეორე აბზაცი იყოფა სამ ნაწილად სადაც მითითებულია (2013 წლის კონსტიტუციის ცვლილების შემდგომ პრეზიდენტი რომ აღარ წარმოადგენს საგარეო ურთიერთობის განმსაზღვრელ პირს, მეორე აბზაცია აკონკრეტებს საპარლამენტო რესპუბლიკის არსს ხოლო მესამე ნაწილი მიჯნავს ერთმანეთისგან საქართველოს კონსტიტუციის 52, 54 და 78 მუხლებს იხ.დანართი 2);

- ერთი შეხედვით სწორი მიმართულებაა არჩეული მაგრამ აქ უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს იმ კითხვებს რომელიც დაისვა თუ პარლამენტი აღიარებს, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება არის მთავრობის მაშინ ის რის საფუძველზე ითხოვს იმპიჩმენტს თუ კი საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა საგარეო პოლიტიკის განხორციელება? ანუ შტოთა აღრევა გვაქვს სახეზე?
- დავუბრუნდეთ საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ აღნიშნული კანონის თავი III განსაზღვრავს „საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას“ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს სხვა საკითხებთან ერთად გამოსაყოფი ორი საკითხი:
ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე − დავა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის ან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან/და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საკითხი; - ეხლა კი დავუბრუნდეთ თვითონ წარდგინებას, წარდგინება უთითებს, რომ „საქართველოს პრეზიდენტს 2013 წლიდან აღარ აქვს საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლის სტატუსი“ „საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მთავრობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ანიჭებს“ სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ თვითონ წარდგინება ეფუძნება იმას, რომ პრეზიდენტი შეიჭრა მთავრობის უფლებამოსილებაში შესაბამისად უფლებამოსილებაში შეჭრამ გამოიწვია კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ თუ კი მთავრობა არ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს რათა უფლებამოსილება გაიმიჯნოს აქვს კი პარლამენტს მიმართვის უფლება?
- დავუბრუნდეთ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კონტიტუცია რას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტზე და რას ამბობს მთავრობაზე, საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტზე უთითებს, რომ „საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი“ ასევე „საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.“ და ყველაზე საინტერესო 48 მუხლის 3 ნაწილი:
- მუხლი 48.3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში;
- რაც შეეხება მთავრობას, მთავრობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუცია უთითებს, რომ მუხლი 54.1. „საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.“ ეხლა კი ყველაზე საინტერესო მუხლი შემოდის მსჯელობაში კერძოდ მუხლი 52. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები (და არა უფლებამოსილება) კერძოდ:
ა) მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს; - ამასთანავე არის კიდევ ერთი მუხლი კერძოდ თავი მეთერთმეტე. გარდამავალი დებულებები მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;
- შესაბამისად გვაქვს 48.3. მუხლი რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებამოსილებას წარმოადგინოს სახელმწიფო საგარეო ურთიერთობებში, გვაქვს 52.1. მუხლი რომელიც უთითებს, რომ წარმომადგენლობითი ურთიერთობა უნდა განხორციელდეს მთავრობის თანხმობით, გვაქვს 54 მუხლი რომელიც უთითებს, რომ მთავრობა განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას და არის 78 მუხლი რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს რათა მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის.
- უპირველესად უნდა შევნიშნოთ, რომ ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ლეგალური დეფინიციის განმარტების დროს საგარეო პოლიტიკის დეფინიციას განსაზღვრავს თვითონვე კონსტიტუციის 78 მუხლი შესაბამისად საგარეო პოლიტიკა ეფუძნება ორ პოსტულატს ყველა ორგანო იღწვის რათა საქართველო გახდეს ევოკავშირისა და ნატოს წევრი ეს გასაგებია, მაგრამ საინტერესოა წარდგინება რა ფაქტებს მიყვება რათა იმ კითხვებზე იქნეს გაცემული პასუხი რა კითხვებიც არსებობს;
წარდგინების 2 გვერდის 2, 3 და 4 გვერდზე საუბარია კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში რა კონსესუსი არსებობდა პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებში ამასთანავე რათა გამორიცხული შემდგომი გაუგებრობები:
„ა) სიტყვები „მთავრობასთან შეთანხმებით“ მეტი სიცხადისთვის შეიცვალა სიტყვებით „მთავრობის თანხმობით“; ბ) დაზუსტდა, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობის არსებობის აუცილებლობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ არა მხოლოდ საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებასა და საერთაშორისო ხელშეკრულების დადებაზე (დანართი 3)
- ხოლო წარდგინების 3 გვერდის პირველი აბზაცი უთითებს იმ თანხმობებს რაც უკვე გასცა პრეზიდენტზე მთავრობამ (იხ,დანართი 4);

- 3 გვერდის მეორე აბზაცი გამოყოფს სამ ფაქტს და უთითებს, რომ პრეზიდენტმა 2023 წლის 12 ივლისს მიმართა მთავრობას თანხმობის მისაღებად თუმცაღა მიიღო უარი მაგრამ მაინც იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრაზე და საფრანგეთში და წარდგინებაში მითითებულია თითოეული შეხვედრის დანართი აღნიშნულ ვიზიტებზე მსჯელობას ეთმობა 4 გვერდის ჩათვლით (იხ.დანართი 5, ასევე ამ სიტყვებით უკვე გადააჭარბა სტატიამ წარდგინებაში გამოყენებული სიტყვებს რაოდენობით)

- საგულისხმოა ისიც, რომ საგარეო პოლიტიკის გატარებას წარდგინება უკავშირებს ისეთ ფაქტებს როგორიცაა:
ა) შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრა და ევროკავშირისა და საქართველოს დროშების ფონზე ფოტოგადაღება;
ბ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს მოუწყო დახვედრა ოფიციალური პროტოკოლის ყველა წესის დაცვით;
გ) ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა ოფიციალური პროტოკოლის ყველა წესის დაცვით; - ეხლა გადავიდეთ შემდეგზე რას ნიშნავს საგარეო პოლიტიკის განხორციელება, ამას თვითონ კონსტიტუცია განსაზღვრავს მაგრამ ამასთანავე მშვენიერი დოკუმენტია ასევე საქართველოს საგარეო სამინისტროს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია (https://mfa.gov.ge/Foreign-Policy-Strategy) რომელიც შედგება შემდეგი თავებისგან თავი 3. საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები და მოცანები მიზანი 1: სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მიზანი 2: ევროკავშირში გაწევრიანება მიზანი 3: ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრიანება მიზანი 4: ინსტიტუციური დემოკრატიის კონსოლიდაცია და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება მიზანი 5: მდგრადი ეკონომიკური განვითარება მიზანი 6: დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა.
- დამატებით კი აღნიშნული დოკუმენტი უთითებს, რომ „ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ მიზანს, რომელიც სრულად ასახავს ქვეყნის მოსახლეობის ურყევ ნებას, გახდეს დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი“ ანუ თვითონ საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს უფრო კონკრეტულად რა არის ჩვენი მიზანი;
- ეხლა რაც შეეხება ფაქტებს წარდგინებაში ფაქტებად მითითებულია შეხვედრები პირებთან რომელთა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შესაბამისად აქ უნდა დაისვას კითხვა: რა არის საგარეო პოლიტიკის წარმოება? შეხვედრა? კარგი ვთქვათ და შეხვედრაა, შემდეგ ამას რა საერთაშორისო შედეგი მოყვება? ანუ ფოტოგადაღება და მიღების ცერემონიალი არის თუ არა საგარეო პოლიტიკის წარმოება? საგარეო პოლიტიკის წარმოება არ შეიძლება არსებობდეს შედეგის გარეშე შედეგი კი არის საერთაშორისო ან შეთანხმება ან/და რაიმეზე შეთანხმება, შესაბამისად პრეზიდენტმა მოაწერა თუ არა ხელი რაიმე ახალ საერთაშორისო შეთანხმებას? პასუხი უარყოფია, შევიდა თუ არა რაიმე ისეთი სახის სახელმწიფოსთან ურთიერთობაში როემლიც გათვალისწინებული არ არის კონსტიტუციის მიხედვით? პასუხი უარყოფითია ხოლო რაც შეეხება შეხვედრას.
- ტერიტორიულის მხრივ საგულისხმო ფაქტია, რომ კონსტიტუცია მხოლოდ ტერიტორიას ვერ დაუკავშირებს პრეზიდენტის მოქმედებას შესაბამისად თუ კი მაგალითისთვის გერმანიის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში, ვალდებულია თუ არა პრეზიდენტი მიმართოს მთავრობას შეხვედრის თაობაზე? თუ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოვა და შეხვდება პრეზიდენტს, ვალდებულია თუ არა ასეთ შემთხვევაშიც კი მიმართოს მაგალითად მთავრობას? ანუ ტერიტორიულ პრინციპს თუ დავუკავშირებთ უფლებამოსილებას მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის გარეთ ხდება საქართველოს საქართველოს პოლიტიკის გატარება რომელიც გამორიცხავს მაშინ საგარეო პოლიტიკის გატარებას საქართველოს ტერიტორიაზე და კი ტერიტორიული პრინციპი ვერ იქნება გამოყენებული მაშინ რა შეიძლება იყოს საპასუხო?
- ისევ დავუბრუნდეთ საქართველოს კონსტიტუციას, რომლის ყველაზე უკეთ მცოდნე განმმარტებელი არის თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო, ორგანული კანონის მიხედვით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (შემდგომ – საკონსტიტუციო სასამართლო) არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ კონსტიტუციურ ტერმინებს აქვთ ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის N2/4/532,533 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19);
- „კონსტიტუციური დებულებებისა და კონსტიტუციაში არსებული ტერმინების შინაარსი თვითმყოფადია და არ არის დამოკიდებული კანონმდებლობაში არსებულ დეფინიციებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტიტუციის შინაარსი კანონმდებლობაზე დამოკიდებული გახდებოდა და ნაყოფიერი ნიადაგი შეიქმნებოდა თვითნებობისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-15);
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განმარტება ნიშნავს ძალიან მარტივ რამეს კერძოდ: თითოეული სიტყვა არის დამოუკიდებელი კონსტიტუციაში და მისი განმარტებისათვის არ გამოდგება დანარჩენი კანონმდებლობა ანუ კონსტიტუცია არის ერთგვარი თვითმყოფადი ორგანიზმი რომელიც თავისივე ტერმინებს სძენს მისივე დანიშნულების შინაარს, რომლის გადაფარვის მცდელობა თუ აქვს კანონმდებელს ან კანონს კონსტიტუცია დადგება უწინარეს ყოვლისა ამავდროულად საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს, რომ „ეს არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო არასდროს ითვალისწინებს სხვა საკანონმდებლო ნორმებში მოცემულ ამავე ტერმინთა გაგებას, ანდა კონსტიტუციური მნიშვნელობა ყოველთვის განსხვავებულია ან უნდა განსხვავდებოდეს სხვა საკანონმდებლო აქტებში მოცემული მნიშვნელობისაგან.“ (გადაწყვეტილება ნომერი N3/2/1473 საქმის დასახელება: ნიკანორ მელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.25 სექტემბერი 2020);
- დამატებით „საქართველოს კონსტიტუციის დებულებათა ავტონომიური შინაარსით განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს ძირითადი უფლების არსით, რომელთან მიმართებაშიც არის გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, კონსტიტუციური ნორმების სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა ნორმებში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით, კონსტიტუციის სისტემური წაკითხვით და სხვ. ამასთანავე, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლების მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმის შინაარსის განმარტება უნდა მოხდეს სისტემურად, როგორც კონსტიტუციის პრინციპებთან, ისე სხვა ნორმებთან კავშირში, რათა შესაძლებელი გახდეს ძირითადი უფლებების დამდგენი და ინსტიტუციური გარანტიების განმსაზღვრელი კონსტიტუციური დებულებების საერთო სულისკვეთების აღქმა (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21);
- კანონი და მითუმეტეს კონსტიტუციური ნორმის განმარტება შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუხლის საფუძველზე, უფრორე აღნიშნული გამოიწვევს შემდგომში კონსტიტუციის როგორც მეტაფიზიკური კანონის კრებულის შინაარსისგან დაცლას, რადგანაც თუ კი სისტემური სახით არ იქნება განმარტებული მათ შორის ავტონომიური საფუძვლით თითოეული სიტყვა კონსტიტუცია დაკარგავს თავის დანიშნულებას, შესაბამისად 48.3. მუხლი ადგენს უფლებამოსილებას წარმოადგინოს პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში, მაშინ საგარეო ურთიერთობა რა არის?
- და შესაძლებელი არის კი საგარეო ურთიერთობად მიჩნეულ იქნეს ისეთი შეხვედრა როცა კი არ ხდება ხელმოწერა არავითარ ახალ ვალდებულებებზე სახელმწიფოს სახელით და ამასთანავე აღნიშნული შეხვედრა უკავშირდება უკვე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ 78 მუხლის სულისკვეთებას?
- დავუბრუნდეთ ისევე კონსტიტუციის 52.1.ა) მუხლს და რა დარღვევის შინაარსზე საუბარი (იმდენად ცოტა მსჯელობაა წარმოდგენილი წარდგინებაში, რომ მხოლოდ უნდა ვივარაუდოთ) კერძოდ მუხლი კონსტრუირებულია შემდეგი სახით:
საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს; - და რას ეფუძნება წარდგინება? გამორიცხვის მეთოდით პრეზიდენტის მიერ არ განხორციელებულა ახალი საერთაშორის ხელშეკრულების ხელმოწერა (დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს) არ მიუღია ელჩები და სხვა აკრედიტაციის მქონე პირები (იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას) პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია ახალი ელჩი ან გაუნთავისუფლებია (მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს) შესაბამისად რჩება ორი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ წაყენებული პრეტენზიის:
ა) მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში;
ბ) აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. - წარდგინების ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი შემდეგი სახით არის წარმოდგენილი „საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში განახორციელა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში და აწარმოვა საერთაშორისო მოლაპარაკებები“ ანუ წარდგინება უთითებს, რომ წარმომადგენლობა განხორციელდა და აწარმოვა მოლაპარაკებები, მაგრამ წარდგინება არ უთითებს მთავარ პოსტულატს რომელიც დაირღვა თუ არა:
- მოლაპარაკება შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლს? პასუხი დადებითია;
- მოლაპარაკება რას შეეხებოდა? ანუ რაზე შედგა მოლაპარაკება ახალი საერთაშორისო ურთიერთობაზე? არა პასუხი უარყოფითია;
- წარმომადგენლობის განხორციელება კონსტიტუციით დადგენილ მიზანზე არის თუ არა შესაბამისი? პასუხი 78 მუხლია კონსტიტუციის; - წარდგინებას არ ახლავს მაგალითად ასეთი სახის მსჯელობა, მაგალითად ინფორმაცია უარყოფითი პროცესის თაობაზე და ა.შ. შესაბამისად წარმომადგენლობა თუ კი ტერიტორიული პრინციპით ვერ დაიშლება როგორც ნორმის კონსტრუქცია მაშინ რას ნიშნავს ე.წ. სიტყვები „თანხმობით“ თანხმობა ნიშნავს უფლებამოსილების მიცემას თუ უკევ არსებულის დადასტურებას? ამასთანავე მაშინ თუ თანხმობაა მთავარი რას ნიშნავს სიტყვები „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“;
- რადგანაც ყველა სიტყვა ავტონომიური მნიშვნელობისაა კონსტიტუციაში და როცა ნორმა აისახება კონსტიტუციაში ის არა შემქნელს არამედ თავის თავს ეკუთვნის და დამოუკიდებლად განაგრძობს მოქმედებას, ჯერ სიტყვის განმარტება მოვიშველიოთ. თანხმობის სინონიმებია, დათანხმება (დათანხმდა, დაითანხმა), შეთანხმება, პირობის დადება, პირობის მიცემა, დათათბირება, მორიგება და ა.შ. შესაბამისად თანხმობა მიუხედავად იმისა, რომ ავტონომიური მნიშვნელობის უნდა იყოს საინტერესოა რა დეფინიციას იძლევა მოქმედი კანონმდებლობა:
საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ განსაზღვრავს ამ წესსაც, კერძოდ ამ კანონის მუხლი 7.4.1. მუხლი განსაზღვრავს, რომ „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს. ამ მიზნით საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას წარუდგენს წერილობით წინადადებებს, რომლებსაც მთავრობა განიხილავს თავის სხდომაზე“ ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილი კი მიუთითებს, რომ „მთავრობის თანხმობის მიღების წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით.“ საქართველოს მთავრობის №77 დადგენილება 2018 წლის 14 თებერვლის განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცებას. - რეგლამენტის თავი XVIII პრეზიდენტის უფლებამოსილებების მთავრობასთან შეთანხმება/მთავრობის წარდგინებით განხორციელება
- მუხლი 52. პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომლებიც საჭიროებს მთავრობასთან შეთანხმებას
52.1. პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს: ა) სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება;
ხოლო იმავე რეგლამენტის მუხლი 53 უთითებს პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული წინადადების (სამართლებრივი აქტის) მთავრობასთან შეთანხმების წესზე.
53.1. ამ რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული წინადადების (სამართლებრივი აქტის) შეთანხმება ხორციელდება ამ რეგლამენტის XIX თავით დადგენილი წესით. შესაბამისად რეგლამენტის აღნიშნულ თავს ეწოდება „მთავრობის კომპეტენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადებასა და მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით“
მუხლი 55. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე რეკომენდაციების შეთანხმება;
მუხლი 56. საერთაშორისო ხელშეკრულების დადების ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოს მონაწილეობის განზრახვის თაობაზე წინადადებების შეთანხმება;
მუხლი 57. მთავრობის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა; რაც შეეხება მუხლ 58 მას ეწოდება „პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა“ ეს მუხლი კი იყოფა 12 ნაწილად რომელიც შეეხება საერთაშორისო შეთანხმებებს თუმცა ყველაზე საინტერესო აქ არის შემდეგი: - 58.2. საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობასთან შეთანხმებისა და პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის მისაღებად;
- ანუ რეგლამენტი თანხმობას ითხოვს საერთაშორისო მოლარაკებების გამართვას ხელმოწერისათვის და არა ვიზიტისათვის, ამასთან დაკავშირებით წარდგინებაში მსჯელობა არ მოიპოვება;
- ამასთანავე 52.1. ა) მუხლის წინადადებას რეგლამენტი უწოდებს სამართლებრივ აქტს, ხოლო 53.8. უთითებს, რომ „შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიიღება მთავრობის შესაბამისი განკარგულება, რაც ასევე ეგზავნება პრეზიდენტს.“ ამასთანავე იმავე რეგლამენტის 49.12. მუხლი მიუთითებს, რომ „თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.“ მაგრამ სამართლებრივი აქტის ანუ რაზეა სავალდებულო თანხმობა მითითებულია მუხლ 58-ში რადგანაც აღნიშნული წარმოშობს საფუძვლებს მაგრამ ვიზიტი უკვე არსებულზე ვერ წარმოიშვება რადგანაც არ ხდება ახალი ურთიერთობის დამყარება (მუხლი 58. პრეზიდენტის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების თაობაზე მოლაპარაკების გამართვა და მათი ხელმოწერა) რადგანაც 58.2. მუხლი მიუთითებს ორ პირობაზე მოლაპარაკების გამართავა და ახალი შეთანხმების გაფორმება (საერთაშორისო ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გამართვისა და მათი ხელმოწერის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებასა და თანდართულ მასალასთან ერთად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მიერ იგზავნება მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობასთან შეთანხმებისა და პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის მისაღებად.);
- მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ყველა მუხლი არის ავტონომიური თანხმობა განისაზღვრება და უნდა არსებობდეს იმ ვითარებაში როცა საუბარია ახალ საერთაშორისო ურთიერთობაზე, ხოლო არსებულის მიმართ თანხმობის მიღება არ შეიძლება ასეთი სახით იქნეს გაცხადებული რადგანაც მაშინ 78 მუხლის ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოვა 48.3. მუხლთან რომელიც მიუთითებს, რომ „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“ შესაბამისად თუ კი უკვე კონსტიტუციის მიერ განსაზღვარულია საგარეო ურთიერთობების პირობები და რა არის საქართველოს საგარეო სახელმწიფო პოლიტიკა და რეგლამენტიც არ ზღუდავს და არ მოითხოვს თანხმობას ვიზიტზე;
- ხოლო კონსტიტუციის 52.1.ა) განიმარტება ასეთი სახით იარსებებს, რომ ვიზიტზეც კი აუცილებელია თანხმობა თან იქ სადაც შედეგი ანუ ახალი საერთაშორისო შეთანხმება არ ფორმდება მაშინ გამოდის რომ 48.3. მუხლი უფუნქციოა ანუ უსიცოცხლოა, შესაბამისად ასეთი განმარტება დაარღვევს კონსტიტუციურ წესრიგს, რადგანაც არათუ კონსტიტუცია არამედ რეგლამენტი თანხმობას მოითხოვს შედეგზე აპელირებით რადგანაც ასეთ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 48.3. მუხლს რადგანაც 52.1.ა) მუხლი არამარტო ვიზიტზე ან შეხვედრაზე არამედ ახალ საერთაშორისო ურთიერთობაზე უთითებს;
- დამატებით ასევე საგულისხმოა ისიც, რომ წარდგინებაში მითითებულია, რომ პრეზიდნეტის მიერ განხორციელდა ვიზიტი და სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრეზიდენტი შეიჭრა საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში როცა განახორციელა ვიზიტი რომელზეც უარი იქნა ნათქვამი მთავრობის მიერ. ასეთ შემთხვევაში ვის აქვს უფლება რათა მოითხოვოს უფლებამოსილებათა გამიჯვნა? პარლამენტს თუ მთავრობას?
- საქართველოს პარლამენტი იმავე კონსტიტუციით „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“ შესაბამისად განსაზღვრავს პარლამენტი ძირითად მიმართულებებს მაგრამ თუ კი უფლებამოსილებათა გამიჯვნა უნდა მოხდეს ვის აქვს აღნიშნული უფლება? რა თქმა უნდა მთავრობას აქვს აღნიშნული უფლება, რადგანაც სწორედაც ამიტომ არსებობს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 19.ბ. მუხლი „დავა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ“ მათ შორის პრეზიდენტსა და მთავრობას შორის და თუ კი ცალსახად და მნიშვნელოვნად, კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ და საქართველოს მთავრობის რეგლამენტი არ განსაზღვრავს აღნიშნულს მაშინ აქვს კი უფლება უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის გარეშე საუბარი იყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე?
- მთავრობისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებათა გამიჯვნა არ არის პარლამენტის დანიშნულება აღნიშნულს არ იცნობს არც საქართველოს კონსტიტუცია, შესაბამისად თუ კი დადგენილი არ არის კომპეტენციათა თაობაზე გამიჯვნის ზღვარი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, საქართველოს მთავრობას წარდგენილი არ აქვს საკონსტიტუციო წარდგინება პრეზიდენტის წინააღმდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რის საფუძველზე ექნება დაადგინოს დარღვევა თუ კი გამიჯვნა ან მისი ზღვარი არ არის დადგენილი? უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გადაცემული უფლება ადგენს ჯერ ზღვარს შემდგომ ამ ზღავრის დაწესების შემდგომ უკვე ნათლად არსებული ზღვრის მიჯნას, რომლის გადალახვა იწვევს უკვე კონსტიტუციის დარღვევას და არა პირიქით, რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს კონსტიტუციის დარღვევას და მასვე მოუწევს მიჯნა დაადგინოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, იმ ვითარებაში როცა კი მთავრობის წარდგინება მიჯნის დადგენის თაობაზე არ არსებობს.
- როცა კი ვახსენებთ ნორმის ავტონომიურ მნიშვნელობას კონსტიტუციის მიხედვით სწორედ ამას ნიშნავს, რომ მთავრობას არათუ უფლება არამედ ვალდებულება აქვს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს რათა დადგინდეს მასსა და პრეზიდენტს შორის მიჯნა რადგანაც 48.3. მუხლი ავტონომიური მნიშვნელობით განიმარტება ისევე როგორც 52.1.ა) და ასევე 78 მუხლი შესაბამისად თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო სამივე მუხლის მიხედვით ავტონომიურად არ გამიჯნავს თითოეულ ტერმინს, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე მოუწევს განმარტოს რა იგულისხმება დამატებით ორ მუხლში (მათი დაპირისპირების შედეგად) კერძოდ:
- ა) მუხლი 36. პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს“;
- ბ) მუხლი 54. მთავრობა 1. საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას;
- მაგალითად განვასხვავოთ ორი ტერმინი პარლამენტის შემთხვევაში „ძირითადი მიმართულებები“ და მთავრობის შემთხვევაში „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“ და თუ კი გავყვებით წარდგინების მსჯელობას მაშინ პარლამენტი საგარეო წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე იმპიჩმენტს თუ კი პრეზიდენტზე ითხოვს მაშინ მისივე განმარტებით თუ ის განსაზღვრავს „ძირითად მიმართულებებს“ ე.ი. იგივე განმარტებამ უნდა დაფაროს მთავრობა? მაშინ კონსტიტუციური ზღვარი იშლება აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოს შორის, რადგანაც პარლამენტი საქართველოს მთავრობის ნაცვლად ანუ მიმართულების განმსაზღვრელი განმახორციელებლის მაგივრად ითხოვს იმპიჩმენტს, როცა კი განმახორციელებლის მიერ აღძრული არ არის შესაბამისი წარდგინება ხოლო პრეზიდენტის მიერ განხორციელებული მოქმედება ვერ მოექცევა პარლამენტის სამართლებრივი შეფასების საგანში, რამეთუ აღნიშნულის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გაავლოს მიჯნა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, ხოლო პარლამენტს აღნიშნული უფლებამოსილება არ აქვს, რადგანაც პარლამენტი არ ახორციელებს არამედ განსაზღვრავს მიმართულებებს მაგრამ ახორციელებს საქართველოს მთავრობა;
- რა თქმა უნდა არც ერთ ზემორე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ არის საკონსტიტუციო წარდგინებაში, პირიქით საკონსტიტუციო წარდგინება არ ავითარებს არც ერთ ისეთი სახის მსჯელობას რომელიც აუცილებელია დასაბუთებისათვის, რადგანაც ასეთივე წარმატებით მაშინ შესაძლებელია დაუსრულებელი განმარტების/განმარტებების საგანი იყოს თითოეული კონსტიტუციური პირის მოქმედება, ამასთანავე კონსტიტუციის დარღვევის დასაბუთება საჭიროებს არამარტო მტკიცებულებებს არამედ დასაბუთებას თუ რატომ თვლის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი, რომ დაირღვა კონსტიტუცია. სტატიის დასაწყისში კი დასმულ კითხევბზე ასეთი პასუხი/პასუხები შეიძლება მქონდეს:
2.ა.) აქვს კი უფლება საქართველოს პარალმენტს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმპიჩმენტზე თუ კი თვითონ პარლამენტი აღიარებს, რომ მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა საგარეო პოლიტიკა და არა პარლამენტის - პარლამენტი განსაზღვრავს ძირითად მიმართულებებს მაგრამ საგარეო პოლიტიკის განხორციელება თუ კი წარდგინების მიხედვით მთავრობის ექსკლუზივია მაშინ საქართველოს კონსტიტუციის 48.3. მუხლი დარჩება უფუნქციო და პრეზიდენტი იქცევა საქართველოს მთავრობის შემადგენლ ნაწილად, რაც გამოირიცხება კონსტიტუციის მიერვე აღიარებული დანაწილების პრინციპით;
2.ბ.) პარლამენტს აქვს კი უფლება შეიჭრას აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში, თუ კი თვითონვე წარდგინება აღიარებს, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება მისი არ არის - პარლამენტს უფლებამოსილება აქვს წამოჭრას იმპიჩმენტის საკითხი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თუ კი საკითხი ეხება განხორციელებულ ვიზიტებს რომელიც თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციის 48.3. და 78 მუხლთან, 52.1.ა) მუხლის მიჯნის დადგენის გარეშე რომელიც მთავრობის მიერ არის დასადგენი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის გზით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაადგენს იმპიჩმენტის საფუძველს რადგანაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დადგენილი არ არის კონსტიტუციური გამიჯვნა უფლებამოსილებათა შესახებ, სხვა მოცემულობაში მაშის საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გასცდეს მისივე მანდატს და მთავრობის სანაცვლოდ იქცეს წარდგინების ავტორად;
2.გ.) არსებობს კი ექსკლუზიური უფლებამოსილების განმარტება კონსტიტუციური ჭრილში და თუ არ არსებობს მაშინ რის საფუძველზე იყენებს პარლამენტი ამ ტერმინს მხოლოდ მთავრობასთან მიმართებით - ასეთ ტერმინს არ იცნობს საქართველოს კონსტიტუცია და შესაბამისად ექსკლუზიურობა შეუძლებელია არსებობდეს დემოკრატიულ სახელმწიფოში თუ 78 მუხლი ფართო წრეზე მიუთითებს: ონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად; - დამატებით ასევე შეიძლება სხვადასხვა არგუმენტების მოშველიება თუ რის გამო ვფიქრობ აღნიშნულს, თუმცაღა აღნიშნული სტატია წარმოადგენს არა პირთა ჯგუფის ინტერესს ან პარლამენტართა ან პრეზიდენტის ინტერესს არამედ წარმოადგენს კერძოდ პირის ინტერესს, რომელიც შეიძლება მისაღებია ან არ არის მისაღები, თუმცაღა საინტერესო იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო არგუმენტირება;
- ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება
საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საქართველოში საადვოკატო ბიურო რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში


