სესხის ხანდაზმულად ცნობა
04-02-2023 963- გარდამავალი დემოკრატიის პირობებში როცა კი დამოუკიდებელი საქართველო ჯერ კიდევ სწავლობს საბაზრო ეკონომიკაში მოქმედების მეთოდებსა და საშუალებებს, იქმნება შემოდის ისეთი სახის ახალი ურთიერთობები რომელიც მანამდე უცნობი იყო საქართველოსთვის, იმ პირობებში როცა საბანკო სფერო თავისი კლასიკური გაგებით სულ რაღაც 30 წლისაა საზოგადოების გამოწვევად იქცა სესხი და სესხის ხელშეკრუელბიდან გამომდინარე ფინანსური პრობლემები და პრობლემებიდან გამომდინარე სამოქალაქო ბრუნვიდან გამოთიშვა. წინამდებარე სტატიაში შევეცდები რამდენადაც შესაძლებელია ავხსნა თუ როგორ ან რა სახით შეიძლება მოხდეს არსებული სესხის ხანდაზმულად ცნობა ერთი საქმის მაგალითზე და რა გზის გავლა უწევს ამისათვის პირს.
- უპირველეს ყოვლისა როცა ჩვენ ვსაუბრობთ სესხზე და ხანდაზმულობაზე უნდა გაიყოს ხანდაზმულობის საკითხი ორ ნაწილად პირველი ეს არის როცა სახელშეკრულებლო მოთხოვნებზე დადგენილია ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა თანახმად სამოქალაქო კოდექსის 128.1. მუხლის პირველი ნაწილისა (1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს) ეს ნიშნავს შემდეგს: მაგალითად გიორგიმ გურამს გადასცა სესხის სახით თანხა 2017 წლის 01 იანვარს. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა მაგალითად 2018 წლის 01 იანვარი, როდის დგება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა? არა 2018 წლის 01 იანვარს არამედ 2018 წლის 01 იანვარს + 3 წელი ანუ 2021 წლის 02 იანვარს მოთხოვნა უკვე ხანდაზმულია.
- არის მეორე ხანდაზმულობის ვადა რომელიც უკავშირდება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს აღნიშნულისათვის დადგენილია თითოეულ მოთხოვანზე 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა (თანახმზად სამოქალაქო კოდექსის 128.2. მუხლისა ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია) ეს ნიშნავს მარტივ რამეს მაგალითად: გიორგიმ სესხის სახით გურამს გადასცა თანხა 2017 წლის 01 იანვარს, ხელშეკრულებაში მიეთითა რომ ყოველი თვის 01 რიცხვში გადასხდელი იყო X თანხა ვთქვათ 100 ლარი ხოლო მთლიანობაში 2018 წლის 01 იანვარს უნდა დაფარულიყო სესხის თანხა. გურამმა გადაიხადა 2017 წლის 01 თებერვალს მაგალითად 100 ლარი მაგრამ შემდგომში აღარ გადაიხადა არც ერთი გადახდა, გიორგი 2020 წლის ივლისის თვეში მივიდა სასამართლოში და ითხოვს სესხის თანხის დაკისრებას 2017 წლის მარტის თვიდან მოყოლებული, ასეთ შემთხვევაში მისი მოთხოვნა 2017 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით არის ხანდაზმული მაგრამ ხანდაზმული არაა 2017 წლის ივლისიდან 2018 წლის 01 იანვრის ჩათვლით (აქ ცალკე პრობლემატიკა იქნება და არის ხელშეკრულების მოშლა თუ განხორციელდა უკუპერიოდზე როგორი სახით უნდა იქნეს დადგენილი ხანდაზმულობა სესხის ნაწილი და ა.შ.) მაგრამ ეს უფრო მარტივია მაგალითია, ხანდაზმულობა ეს მოპასუხის უფლებაა და არა ვალდებულება მოსამართლის, თუ პირი არ იტყვის ხანდაზმულობაზე სასამართლოს უფლება არ აქვს იმსჯელოს ხანდაზმულობაზე (კაპიტალიზმი მსხვერპლს მოითხოვს სამართლიანობისგან) მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია;
- აქედან გამომდინარე ერთ ერთი კლიენტი დამიკავშირდა დახმარება მთხოვა რადგანაც სესხის გამო იმყოფებოდა ე.წ. შავ სიაში და სურვილი იყო ამ სიიდან დაეღწია თავი. იმისათვის, რომ ე.წ. შავ სიაში არ იყო ან/და იყო მაგრამ მიეთითოს შენს თაობაზე რომ შენს მიმართ მოთხოვნა ვისაც აქვს არის ხანდაზმული აუცილებელია სასარჩელო წარმოება. სასარჩელო წარმოება ნიშნავს, რომ კლიენტი აყენებს მოთხოვნას, რომ მის მიერ აღებული სესხი სასამართლომ ცნოს ხანდაზმულად აღნიშნული არის კლასიკური აღიარებითი სარჩელი, აღიარებითი სარჩელი ნიშნავს, რომ „სასამართლოს ძალით დგინდება რაღაც ფაქტი“ მაგალითად მამობის დადგენა აღნიშნული საგამონაკლისო წარმოება უფროა სასამართლოში შესაბამისად აუცილებელია იყოს დასაბუთებული სესხის ხანდაზმულად ცნობა რა შედეგს მისცემს პირს. ჩვენს შემთხვევაში წარვადგინეთ მოთხოვნა და მოვითხოვეთ:
სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და დაგვეველა მისი მოპასუხისათვის ანუ ვინც მოთხოვნის მესაკუთრეა მისთვის აღნიშნული სარჩელის ჩაბარება და ჩაბარების დასტურის წარდგენა სასამართლოში. მოპასუხე ჩვენდა გასაკვირად დაეთანხმა სესხის ხანდაზმულად ცნობას
- მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოსგან ვითხოვდით ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტილების მიღებას მაინც დაინიშნა სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესის შემდგომ სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება რომლითაც დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა, კერძოდ:
- ხანდაზმულად იქნეს აღიარებული --------- ნოემბერს , ------------ და სს „ საქართველოს ბანკს “ შორის დადებული -------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე , შპს „ --------“ მოთხოვნის უფლება --------- მიმართ , დავალიანების ძირი თანხის 2762.53 ლარის ოდენობით
- აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, საგულისხმოა რომ ასეთ გადაწყვეტილებებზე არ გაიცემა აღსრულების ფურცელი რადგანაც „აღსასრულებელიც არაფერია“ შესაბამისად ხანდაზმულად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება წარვადგინეთ სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოში და მოვითხოვთ იმ სესხის ხანდაზმულად ცნობის ასახვა კლიენტის ე.წ. რეპორტში. ორ დღიანი მიმოწერის შემდგომ უარი განაცხადა სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველომ აღნიშნული გადაწყევტილების რეგისტრაციაზე მითითებით „წარმოსადგენია დოკუმენტი (მაგალითად, სასარჩელო განცხადების ასლი) საიდანაც დავადგენთ როდიდან არის მოთხოვნა ხანდაზმული. მინდობილობა თუ არ იქნება წარმოდგენილი ჩვენი ნიმუშის შესაბამისად, ვერ მოგვცემთ ამონაწერს, თუმცა წარმოდგენილ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებთ"
- აღნიშნული სამართლებრივ რეალობას ისედაც გაცდენილია რადგანაც „კერძო კომპანიას უფლება არ აქვს შევიდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მსჯელობაში მან ის უნდა შეასრულოს“ მეორე საკითხია რამდენად აქვს ამისი რეგისტრაციის ვალდებულება სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს ამისი ვალდებულება? (ამასთანავე იგივე სახით რამდენიმე გადაწყვეტილება უკევ მქონდა დარეგისტრირებული უკვე აღნიშნულ კომპანიაში) ამაზე შეიძლება პასუხი იყოს ასეთი სახით: მოპასუხე სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საკრედიტოსაინფორმაციო ბიუროა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკრედიტო ინფორმაციის შეგროვება და მისი მიწოდება საკრედიტო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის. კომპანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი მონაცემების მიწოდებით უზრუნველყოფს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია სესხის გაცემასთან, მომსახურების ან საქონლის კონსიგნაციით მიწოდებასთან. ბიუროს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით საქართველო ეროვნული ბანკის შესახებ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებებით. ბიუროს პროდუქტები და მომსახურება სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;
- მოპასუხე წარმოაგდნეს ერთგვარ საჯარო რეესტრს სესხების სახეობაში, ნებისმიერი პირის თაობაზე მისი საკრედიტო ისტორია იმყოფება/ინახება მოპასუხესთან შესაბამისად ის ვალდებული იყო აესახა სესხი ხანდაზმულად მოსარჩელეს საკრედიტო ისტორიაში; აღნიშნულიდან გამომდინარე მომიწია კლიენტის სახელით უკვე მეორე სარჩელის აღძვრა და მოთხოვნა დამეყენებინა ასეთი სახით:
- სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და დაგვევალა მისი მოპასუხისათვის უკვე სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოსთვის ჩაბარება და ჩაბარების დასტურის წარდგენა სასამართლოში. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში ასევე იყოს ის, რომ მაინტერესებდა როგორც სასამართლოს პოზიცია ასევე თვითონ სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს პოზიცია რადგანაც „ერთგვარი საჯარო რეესტრი“ საჭიროებდა სასამართლო განმარტებას მათ შორის სასამართლოს მხრიდან და ა.შ. სარჩელის ჩაბარებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოდან მივიღე ასეთი სახის პასუხი „ბაზაში ცვლილება დაფიქსირებულია , ხანდაზმულობის ვადის გასვლის თარიღია 30.11.2022წ. პატივისცემით“
- ასეთი სახით განხორციელდა სესხის ხანდაზმულად ცნობა კონკრეტული კლიენტის შემთხვევაში;
- რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს საკითხებს, ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.“
- ხანდაზულობა წმინდა სამართლებრივი საკითხია ანუ კანონი ხანდაზმულობას სთავაზობს მხარეს ხოლო ეს მხარე აღნიშნულს გამოიყენებს თუ არა ეს მისი გადასაწყვეტია, რადგანაც პირი თვითონ წყვეტს მის ბედს. ამასთანავე დამატებით ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ რომ ხანდაზმულობის მიზანი მოვალის დაცვა და დროის გასვლის გამო მტკიცების სირთულეებისგან მისი გათავისუფლებაა. უფლების სასარჩელო წესით დროში შეზღუდვა განპირობებულია: 1. სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების გამარტივებით; 2. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვით; 3. დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობა, როგორც წესი, მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში; 4. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, საკუთარი უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა აქტიურობის სტიმულირებას ახდენს, აგრეთვე აძლიერებს ორმხრივ კონტროლს ვალდებულების შესრულებაზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017; 128-ე მუხლის კომენტარი, აბზაცი 3, გვ 721).
- ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო
მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!