საქმეები სამოქალაქო სამართალი

ფარული ჩანაწერი როგორც დასაშვები მტკიცებულება

05-05-2021 4 771
  • ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით როგორც სასამართლოს ასევე თეორიის მიდგომა ცალსახაა, რომ ფარული ჩანაწერი დაუშვებელი მტკიცებულებაა რადგანაც ის „ანგრევს როგორც სამოქალაქო წესრიგს ასევე ის ანგრევს სამოქალაქო ბრუნვის ძირითად პრინციპებს“ თუმცაღა აღნიშნულშიც არსებობს გამონაკლისები რომელიც ხსნის თუ რითი არის აღნიშნული განპირობებული და რატომ არ შეიძლება ფარული ჩანაწერი გამოყენებულ იქნეს როგორც მტკიცებულება და მისი გამოყენება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი როცა სახეზეა საგამონაკლისო შემთხვევები, მივყვეთ თანმიმდევრულად;
  • ყველაფერი შეიძლება ითქვას დაიწყო 2015 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით საქმეზე №ას-1155-1101-2014. სადაც უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ: აზრის თავისუფლების ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ აზრის გამოხატვა, არამედ მისი ადრესატამდე მისვლაც. შესაბამისად, აზრის თავისუფლება დაცული უნდა იყოს მესამე პირთა მხრიდან მისი შინაარსის გაცნობისაგან. ადამიანის უფლებები ირღვევა, როდესაც ინდივიდი ცხოვრობს იმის შეგრძნებით, რომ მისი ნებისმიერი სიტყვა, რაიმე, თუნდაც, გაუაზრებელი და სპონტანური აზრის გამოხატვა, განვითარების პროცესში არსებული დიალოგისას გამოთქმული წინასწარი პოზიცია, ან რაიმე ფორმულირება, რომლის ნამდვილი შინაარსის გაგება მხოლოდ კონკრეტული სიტუაციის ცოდნის შემთხვევაშია შესაძლებელი, სხვა გარემოებებში და სხვა კონტექსტში შეიძლება იქნას გამოყენებული. ინდივიდმა კერძო საუბრები უნდა აწარმოოს იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს;
  • იგივე გაიმეორა უზანესმა სასამართლომ ასევე სხვა საქმეშიც (ას-238-226-2016). ამავე დროს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ: კერძო სფეროში ჩარევის დროს, ჩარევა გამართლებული და დასაბუთებული უნდა იყოს უპირატესი საყოველთაო ინტერესის არსებობით, ანუ ჩარევის მართლზომიერების დადგენის მიზნით, უნდა შეფასდეს, არსებობს თუ არა ისეთი დაცვის ღირსი ინტერესი, რომელიც პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუხებლობის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაზე უფრო მაღლა დგას. სწორედ დაცვის ღირსი ინტერესია ყველაზე უფრო საინტერესო როცა ფარული ჩანაწერი შესაძლებელია გახდეს დასაშვები მტკიცებულება და აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიღებულ იქნეს სასამართლო გადაწყვეტილება. დაცვის ღირსი ინტერესი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რომლის საფუძველზეც შესაძლებელია პირის ინტერესმა გადასწონოს კერძო სფეროში ჩარევა და მიღებული შედეგი / რეზულტატი ცნობილ იქნეს კანონიერად;
  • როგორც ყველა სხვა შემთხვევაში როცა კი აუცილებელია სასამართლომ განმარტოს თუ რას ნიშნავს დაცვის ღირსი ინტერესი, დაპირისპირება ხდება ორი ინტერესის ერთი რომლის გამოც ხორციელდება ფარული ჩანაწერი და მეორე სხვის კანონიერ ინტერესში შეჭრა იმ მოცულობით, რომ ეს უკვე იწვევს ამ პირის პირადი ცხოვრების ნაწილობრივ სასამართლოში გადმოტანას;     
  • საინტერესოა, რომ განსხვავებით ფარული აუდიო ან/და ვიდეო ჩანაწერისგან განსხვავებით ჯერ საკითხი არ დამდგარა იმ სიწვავით, რომ მიჩნეულ უნდა იქნეს თუ არა skype-ით მიმოწერა (ან viber/messenger/WhatsApp) დაუშვებელ მტკიცებულებად, თუმცაღა აქ ვფიქრობ საკითხი იმაში უფრო მდგომარეობს თუ რა სახის ურთიერთობაა სახეზე და რისი დადასტურება უნდა მის წარმომდგენ მხარეს, რადგანაც თუ ჩვენ ვსაუბრობთ აღნიშნული მიმოწერის დასაშვებობაზე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს რომ ეს მიმოწერა ინახება ელექტრონულ მატარებელზე და მაშასადამე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ის, განსხვავებით ფარული აუდიო თუ ვიდეო ჩანაწერისგან სადაც პირისათვის მოულოდნელობას წარმოადგენს ეს ჩანაწერი (საქმე №ას-1190-1110-2017);
  • ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად მაღალი იყოს, რომ ამ უკანასკნელმა გადაწონოს კანონიერად დადგენილი კონფიდენციალურობის ვალდებულება. ამის საპირისპიროდ, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზღვარი მართებულად იქნეს გავლებული, რათა ერთი ინტერესის დაცვის მიზნით სხვათა უფლება არ დაირღვეს/ შეილახოს (სერგი ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარები მუხლი 18 გვ 121); 
  • გარდა აღნიშნულისა სასამართლომ დასაშვებ მტკიცებულებად შესაძლებელია ცნოს ფარული ჩანაწერი თუ კი აღნიშნული ფარული ჩანაწერი თუ კი:
    ა) ფარული ჩაწერა თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოებულ“ ფარგლებში ჩადენილ მოქმედებად შეიძლება შეფასდეს იმ შემთხვევაში (თვითდახმარების ფარგლებისა და მისი გარემოებების შესახებ იხ.სტატია თვითდახმარების ფარგლები   თუმცაღა დაცული უნდა იქნეს 4 პირობა თვითდახმარების აღმოჩენის ესენია: კომპეტენტური ორგანო დროულად ვერ მისვლა და მყისიერი საფრთხის არსებობა, მტკიცებულების განადგურების ან/და უფლების განუხორციელებლობის. აღნიშნული ყველა პირობა უნდა იყოს ერთდროულად);      
    ბ) თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, რადგან სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების რეალური საშიშროება. ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია ( სხვაგვარობა არის აქ გადამწყვეტი მომენტი კერძოდ ჯერ უნდა გამოირიცხოს სხვაგვარად შეეძლო თუ არა პირს უფლების განხორციელება და ამასთანავე ამ უფლების გამოუყენებლობა უნდა სპობდეს მტკიცებულებას და შესაბამისად მხარე ამის გარეშე ვერ განახორციელებს საკუთარი უფლების რეალიზებას); 
    გ) ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა (აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უფრო მაღალ სტანდარტს გვთავაზობს, რომ პირის მიმართ ცალსახად უნდა ხორციელდებოდეს ისეთი სახის ქმედება რომელიც შესაძლებელია და უფრო სარწმუნოდ უნდა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ამასთანავე ასეთ შემთხვევაშიც კი კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვა ნიშნავს იმასაც, რომ მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ეს საფრთხე რამდენად შეიძლება იყოს დასაშვები ფარული ჩანაწერი მტკიცებულება მან ასევე უნდა დაძლიოს კონსტიტუციური პრინციპი სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევის დაუშვებლობა); 
    დ) თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა  თვითდახმარებას  კი  არა, მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ემსახურება. პირად სფეროში ჩარევა კი, საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება-მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის და ა.შ) შექმნაზე ( შეიძლება ითქვას რომ პირი რომელიც ქმნის რაიმე სახის მტკიცებულებას იმის გამო, რომ მეორე მხარის მიმართ დადგეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა მაგრამ ამავე დროს მან თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებისათვის, ნებისმიერი ჩანაწერი იქნება დაუშვებელი); 
    და ბოლოს სასამართლო ასკვნის, რომ „ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულებაა. საქმე ეხებოდა აუდიოდისკზე განხორციელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს,  რომელიც  მეორე  მხარის  ნებართვის  გარეშე,  ფარულად  იყო ჩაწერილი იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის მიერ არ ყოფილა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გარანტირებული უფლება (429.1. მუხლი კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი) კრედიტორისაგან ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნის შესახებ;     
  • სასამართლოს მიერ ასეთი მიდგომა ერთის მხრივ ქმნის შესაბამის დიაპაზონს იმის მიჩნევისათვის რა შეიძლება იქნეს განხორციელებული და რა არა, ამასთანავე თვითონ განსახორციელებელი ქმედება მჭიდროდ დაუკავშირა არამარტო სამოქალაქო კოდექსის 118/119 მუხლებს (თვითდახმარების საფუძვლებს) არამედ ასევე დაუკავშირა სამოქალაქო კოდექსის 115 მუხლს (უფლების არამართლზომიერ გამოყენებას, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) რადგანაც „ნაკლებად სავარაუდოა არსებობდეს შემთხვევა, როდესაც სახეზეა უფლების ბოროტად გამოყენება და ის იმავდროულად არ არის კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა. თუმცა უფლების ბოროტად გამოყენების შემადგენლობით დამატებითი წინაპირობებია დადგენილი, რომელიც მოწესრიგების სფეროს ავიწროებს და მის ცალკე მოწესრიგებას ამართლებს“; 
  • ამასთანავე საინტერესოა ასევე ის მსჯელობაც, რომ „კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულება, მხარეთა ორმხრივი თანხმობით, დასაშვები მტკიცებულებაა. ასეთ ვითარებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ პირის ნებას ენიჭება, რომლის კონსტიტუციურ უფლებათა ხარჯზეც იქნა მოპოვებული მტკიცებულება. მითითებული პირის თანხმობა მეორე მხარის მიერ განხორციელებულ ნაკლოვან მტკიცებას ასწორებს“;      
  • ასევე „კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულება იმთავითვე დაუშვებელი მტკიცებულებაა და შეფასებას არ ექვემდებარება. მტკიცებულების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს მისი მოპოვების არამართლზომიერება განაპირობებს და არა მტკიცებულების შინაარსი“ (ქ.მესხიშვილი  ფარული ჩანაწერი როგორც მტკიცებულება სამოქალაქო სასამართლო სამართალწარმოების ფარგლებში, ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა, IV გამოცემა, 2015, გვ. 71-79); 
  • ყოველივე ზემორე თქმულიდან გამომდინარე შესაძლებელია და დასაშვებიც კია, რომ ყველა შემთხვევაში ფარული ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერი არარის დაუშვებელი მტკიცებულება, მეტიც მისი დასაშვებ მტკიცებულებად ქცევისათვის უნდა არსებობდეს გარკვეული პირობები და სწორედ ეს პირობები ქმნის ამ მტკიცებულების გამოყენების შესაძლებელობას, ერთია როცა სახეზეა სახელშეკრულებლო ურთიერთობა როცა პირი მეორე პირისგან მოითხოვს თანხის გადახდას და მეორე მხარე ადასტურებს თანხის მიღებას და მეორეა როცა პირის მიმართ ხორციელდება მუქარა ის ამას ფარულად იწერს და მაინც აწერს ხელს გარიგებას ხოლო მუქარის დამტკიცება კი შეუძლებელი იქნება ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერის წარმოდგენის გარეშე, შესაბამისად თითოეული შემთხვევა თუ განსახილველი საკითხი როგორც ყველა სხვა მიმართულება სამართალში ექვემდებარება გარემოებებით შეფასებას;
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე;
    tel/vibe/WhatsApp:+995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook;        
    პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ! 
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი  ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება  ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი  თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი   ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო  საქართველოში საადვოკატო ბიურო  რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა