საპენსიო ფონდის ჯარიმის გასაჩივრება
26-07-2026 69საპენსიო ფონდის ჯარიმის გასაჩივრება
- 2018 წლის 21 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ იქნა საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“, რომელსაც მოჰყვა სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის შექმნა. უმრავლესობას მოეხსენება, რომ კანონის მიხედვით დაწესებულია 2%-იანი ზღვარი, როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის მხრიდან თანხის შეტანის თაობაზე. თუმცაღა, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში შეინიშნება საპენსიო ფონდის გააქტიურება, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში მიემართება მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთაც ჰყავთ დასაქმებულები და ვერ ან არ მოახდინეს შესაბამისი შენატანის განხორციელება. წინამდებარე სტატია არ არის დაწერილი საგადასახადო მიზნებისათვის. იგი წმინდა სამართლებრივ ჭრილში განიხილავს, თუ რა უნდა იქნეს გაკეთებული/განხორციელებული მას შემდეგ, რაც მოგივიდათ ჯარიმა ან/და დაწყებულია სააღსრულებლო წარმოება.
- 1) საინფორმაციო ვაკუუმი და რეგისტრაციის ვალდებულება: უმრავლეს შემთხვევაში დამსაქმებელმა არ იცის, რომ აუცილებელია დარეგისტრირებული იყოს სსიპ საპენსიო ფონდის პორტალზე: https://agency.pensions.ge/ge/login. რეგისტრაცია აუცილებელია იმისათვის, რომ კომპანიამ შეძლოს დასაქმებულთა ადმინისტრირება, დეკლარირება და, რაც მთავარია — სააგენტოსგან ოფიციალური შეტყობინებებისა თუ აქტების მიღება. უნდა გახსოვდეთ: ელექტრონულ პორტალზე არდარეგისტრირება არ ათავისუფლებს კომპანიას კანონისმიერი ვალდებულებებისგან. პირიქით, ეს ქმნის რისკს, რომ დაკისრებული ჯარიმის შესახებ მეწარმემ გაიგოს დაგვიანებით, რაც ართულებს სამართლებრივი დაცვის პროცესს. აუცილებელია შესაბამისი ფანჯრის გახსნის დროს წაიკითხოთ ყველა შემოსული წერილი. თუ სადმე შეამჩნევთ ჯარიმას, ის უნდა გახსნათ. ამასთანავე, საიტი ინახავს მონაცემებს მისი გახსნის თაობაზე, შესაბამისად, გახსნიდან 1 თვის ვადაში აღნიშნული აქტი უნდა გაასაჩივროთ;
- 2) ჯარიმის ჩაბარების მომენტი და გასაჩივრების ვადები: დაკისრებული ჯარიმა წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. სამართლებრივი დავის დაწყებისას ყველაზე კრიტიკული მომენტია ვადების დაცვა. კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილია 1-თვიანი ვადა. ამ ვადის ათვლა იწყება აქტის (ჯარიმის შესახებ ბრძანების) ოფიციალურად ჩაბარების/გაცნობის მომენტიდან. ვადის გაშვების შემთხვევაში, აქტი შედის კანონიერ ძალაში და მისი შემდგომი შეცილება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. თეორიაში შესაძლებელია მისი სააღსრულებლო ეტაპზე გასაჩივრებაც (რასაც ახლაც ვახორციელებთ), თუმცაღა სასამართლოს მიდგომა არ არის ერთმნიშვნელოვანი. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემოსული წერილების დროული ადმინისტრირება;
- 3) ჯარიმის გასაჩივრების წესი (ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომთან) სასამართლოში დავის დაწყებამდე: კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმის გასაჩივრებას ადმინისტრაციული წესით. საპენსიო სააგენტოს მიერ გამოცემული ჯარიმის აქტი 1 თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს თავად სააგენტოში, ერთჯერადი ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის გზით. საჩივარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ ეტაპის ყველაზე დიდი სამართლებრივი უპირატესობა ის არის, რომ სზაკ-ის 184-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის რეგისტრაცია ავტომატურად აჩერებს გასაჩივრებული აქტის (ჯარიმის) მოქმედებას საჩივრის განხილვის დასრულებამდე. ეს ნიშნავს, რომ დავის პერიოდში სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოწეროს სააღსრულებლო ფურცელი, გადააგზავნოს ის აღსრულების ეროვნულ ბიუროში და დაიწყოს სააღსრულებლო წარმოება (რაც იწვევს საბანკო ანგარიშების დაყადაღებას და ა.შ.). ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისა და გასაჩივრების ვადის ათვლისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აქტის ადრესატისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობას. ვადის დენის დაწყება უკავშირდება პირის მიერ აქტის სამართლებრივი და ფაქტობრივი შინაარსის სრულყოფილად შეტყობის მომენტს. ოფიციალური წესით გაცნობის ვალდებულება აკისრია თავად აქტის გამომცემ ორგანოს და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები არ შეიძლება დაეკისროს კერძო პირს. დამატებით გასაჩივრების ვადის ათვლისას პრიორიტეტი ენიჭება მხარის მიერ აქტის რეალურად მიღების ფაქტს. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება აქტის მხარისათვის ჩაბარება, მხოლოდ მისი გამოცემის ან სხვა პირისთვის ჩაბარების ფაქტი ვერ გახდება გასაჩივრების ვადის გამოტოვებულად მიჩნევის საფუძველი;
- 4) გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები: თუ ჯარიმა უკვე დაკისრებულია, პირველი ნაბიჯი არა თანხის მექანიკური გადახდა, არამედ საქმის გარემოებების იურიდიული შეფასებაა. გასაჩივრების საფუძველი შეიძლება გახდეს: ტექნიკური ან დასაბუთების ხარვეზი: საპენსიო სააგენტოს მიერ არასწორად დათვლილი საჯარიმო ბაზა; დასაქმებულთა სტატუსი: შემთხვევები, როდესაც სისტემამ არასწორად დაარიცხა ჯარიმა იმ დასაქმებულებზე, რომლებმაც კანონის შესაბამისად დატოვეს საპენსიო სქემა, ან რომელთა ასაკიც არ ექვემდებარებოდა სავალდებულო ჩართვას; პროცედურული დარღვევები: აქტის გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფა. მაგალითისთვის კმარა ისიც, რომ მივუთითოთ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობის ან გამოქვეყნების დღიდან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლით განსაზღვრულია აქტის გადაცემის/გაგზავნის წესი. მართალია, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის 6.8. მუხლი მიუთითებს, რომ ჩაბარების/გაცნობის წესსა და პირობებს ადგენს საპენსიო ფონდი, თუმცაღა ეს არ გამორიცხავს ოფიციალურად ჩაბარების დასტურის არსებობის აუცილებლობას. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი პრაქტიკაც. ამასთანავე, სამართლებრივად უცნაურია, კანონმა მიანიჭოს უფლებამოსილება აღმასრულებელ ორგანოს, რომ მან თავად განსაზღვროს ჩაბარების წესი. სასამართლომ მათ შორის საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არა ერთხელ განმარტა, რომ:
ელექტრონული მართვის სისტემების გამოყენებით შეტყობინების გაგზავნისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უტყუარად უნდა დაადასტუროს, რომ ადრესატმა რეალურად შეაღწია საკუთარ ელექტრონულ გვერდზე და გაეცნო აქტს (გახსნა შეტყობინება). სისტემაში დოკუმენტის უბრალო განთავსება, მხარის მიერ მისი ფაქტობრივი ნახვის გარეშე, არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს და ვერ ჩაითვლება სზაკ-ის 58-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებულ გაცნობად; - 5) რა ხდება, როცა საქმე აღსრულების ეროვნულ ბიურომდე მიდის? ხშირად მეწარმეები პრობლემის არსებობას იგებენ მხოლოდ მაშინ, როცა მათ საბანკო ანგარიშებს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ედება ინკასო და ყადაღა. ეს ნიშნავს, რომ სააღსრულებლო წარმოება უკვე დაწყებულია. ამ ეტაპზე მხოლოდ ჯარიმის გასაჩივრება (საჩივრის შეტანა) არ არის საკმარისი. ადვოკატის მიერ დაუყოვნებლივ უნდა მომზადდეს შუამდგომლობა/სარჩელი სასამართლოში სააღსრულებლო წარმოების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების) შეჩერების თაობაზე. სასამართლოს განჩინების საფუძველზე შესაძლებელია სააღსრულებლო წარმოების შეჩერება;
- 6) პასუხისმგებლობის საფუძვლები გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონისა: პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 165.11-ე მუხლი. აღნიშნული ნორმის მიხედვით, თავდაპირველად ჯარიმა შეადგენს 500 ლარს, ხოლო ქმედების განმეორება იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. საგულისხმოა კოდექსში არსებული შენიშვნა: საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება დამსაქმებლის მიერ საშემოსავლო დეკლარაციის შესწორება/დაზუსტება, რომლის გათვალისწინებითაც დამსაქმებელი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონითა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს შენატანს;
- 7) დასკვნის სახით: საპენსიო ფონდის ჯარიმების იგნორირება მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზულ პრობლემებს ქმნის, რადგან დროთა განმავლობაში ჯარიმას ემატება საურავები და სააღსრულებლო ხარჯები. პროცესის დაწყებისთანავე კვალიფიციური ადვოკატის ჩართულობა, მტკიცებულებების სწორი შეგროვება და ვადების მკაცრი კონტროლი არის ის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს მეწარმის ინტერესების დაცვას და უსაფუძვლო ფინანსური სანქციებისგან გათავისუფლებას;
- დამიკავშირდით 📲ადვოკატი გურამ კონტუაძე 📧 guram.kontuadze@gmail.com
- Tel/Viber/WhatsApp/Telegram/Signal: +995 591 976 764; facebook;
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი სურამში ადვოკატი გლდანში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება საქართველოში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თბილისში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თბილისში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი რუსთავში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი რუსთავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ბათუმში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი მარნეულში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი მარნეულში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საგარეჯოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საქართველოში საადვოკატო ბიურო რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო ბათუმში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati marneulshi advokati dmanisshi advokati bolnisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამართლოში საპენსიო სააგენტო, სააგენტო, საპენსიო სააგენტოს საჩივარ, საპენსიო სააგენტოს ჯარიმა, ჯარიმის გასაჩივრება, საპენსიო სააგენტოს ჯარიმა, 591976764;


