საქმეები

თვითდახმარების ფარგლები სამოქალაქო სამართალში

05-05-2021 603
  • თვითდახმარების ფარგლები როგორც პირის დაცვის საშუალება სამოქალაქო კოდექსშიც არის ასახული, თუმცაღა მისი გამოყენება როგორც „უფლების“ დაკავშირებულია როგორც რისკთან, რომ პირის ქმედება არ გასცდეს დადგენილ ზღვარს, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში არაერთგვარონ შეხედულებებთან თვითონ ამ ფარგლებთან დაკავშირებით;
  • თვითონ თვითდახმარების მუხლი სამოქალაქო კოდექსში გამოიყურება შემდეგი სახით: მუხლი 118. თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა; 
  • ანუ აღნიშნული მუხლი რამდენიმე ეტაპისგან (დისპოზიციისგან) შედგება რომელიც უნდა იყოს ერთდროული რათა თვითდახმარება მიჩნეულ იქნეს გამართლებულ საშუალებად, კერძოდ:
    ა) თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება - ანუ კომპეტენტურ ორგანოში იგულისხმება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურა იქნება ეს პოლიცია თუ მაგალითად აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის უფლებაცაა აღნიშნული დახმარების გაწევა;     
    ბ) დროულად ვერ უსწრებს - ანუ კომპეტენტური ორგანოს ქმედება ვერ ახერხებს სწრაფი სერვისის მიწოდებას პირისათვის ამასთანავე ტერმინი „დროულობა“ ნიშნავს დროის მცირე მონაკვეთს; 
    გ) და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე - ანუ იმ დროის რომელიც მცირე მონაკვეთია ამ ქმედების განუხორციელებლობა უნდა იწვევდეს საფრთხეს. რაც შეეხება საფრთხეს მართალია ნორმაში მითითებული არ არის მაგრამ სავარაუდოდ საფრთხე უნდა იყოს მყისიერი და არა განგრძობადი; 
    დ) რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება - მართალია ნორმაში მითითებულია უფლება მაგრამ როგორც თეორია უთითებს აღნიშნულ ტერმინში მოიაზრება მოთხოვნა ანუ ერთი პირის მოთხოვნა და მის საფუძველზე აღმოცენებული ასევე დამატებითი მოთხოვნები განუხორციელებლობა უნდა იყოს სახეზე ან/და მოთხოვნის შესრულების გართულება უნდა იყოს სახეზე, ანუ ქმედების გარეშე თავის მოთხოვნას ვერ ან ძალზედ გაუძნელდება პირს მოთხოვნის განხორციელება;
    ე) მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება - ანუ ეს ა) ბ) გ) დ) გარემოებები თავისი ფაქტობრივი შემადგენლობებით უნდა იყოს სახეზე ერთდროულად და არა ცალ-ცალკე რათა პირის მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება არ ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, სხვა შემთხვევაში ერთი წინაპირობაც რომ აკლდეს გარემოებებს ქმედება ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად; 
    ვ) რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს - ა) ბ) გ) დ) გარემოებები თავისი ფაქტობრივი შემადგენლობებით უნდა იყოს სახეზე რათა პირს მიეცეს უფლება წართმევის განადგურების ან/და დაზიანების ნივთის; 
    ვ.ა) ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს - აღნიშნული წარმოადგენს უკვე მეორე ალტერნატივას რომელიც განსხავებულია ვ)-ში მითითებული ქმედებისგან;  
    ვ.ბ) ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა - აღნიშნული წარმოადგენს უკვე მესამე ალტერნატივას რომელიც განსხავებულია ვ)-ში მითითებული ქმედებისგან; 
  • ერთ-ერთ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ (საქმე №ას-1057-1012-2014) მიუთითია, რომ: საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, მეიჯარე აღარაა ვალდებული, უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა საიჯარო ქონებიდან, ხოლო მისი მცდელობა, დაიბრუნოს ეს ქონება მოიჯარისაგან, შესაძლებელია, განვიხილოთ, როგორც თვითდახმარება (სსკ-ის 118-ე მუხლი). მართალია, თვითდახმარების ფარგლების გაცდენა, შესაძლებელია, გახდეს თვითდახმარების მიზნით მოქმედი პირისათვის ზიანის დაკისრების საფუძველი (სსკ-ის 120-ე მუხლი), მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, მოიჯარეს ასეთი მოთხოვნა არ წამოუყენებია. წინამდებარე განმარტება რამდენადმე საინტერესოა, რადგანაც მეიჯარემ მართალია მოშალა იჯარის ხელშეკრულება თანხის გადაუხდელობის და გამო მაგრამ ამასთანავე სწორად აღნიშნული ხელშეკრულების მოშლა მიიჩნია თვითდახმარების შესაძლებლობად რადგანაც მიუთითა, რომ ნაყოფის მიღების შესაძლებლობა არ მიეცა მოიჯარეს, ამასთანავე აღნიშნულის საპირისპირდო თეორიაში მიიჩნევა, რომ „თვითდახმარების გამოყენება სახელშეკრულებლო ურთიერთობა მიმართ დაუშვებელია“; 
  • სხვა საქმეზე უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-159-867-03) ბანკის მიერ თანხის ანგარიშიდან ბანკის სასარგებლოდ გადატანა ე.წ. ჩამოჭრა არ მიიჩნია თვითდახმარების ფარგლებში მოქმედებად, რადგანაც: ანგარიშიდან მისი (ანუ კომპანიის) თანხმობის გარეშე თანხის ჩამოჭრის შესახებ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს თვითდახმარებად, ვინაიდან თავდებობის ხელშეკრულების შესაბამისად, კრედიტორს სათანადო ვადაში ყოველთვის შეეძლო მიემართა კომპეტენტური ორგანოსათვის, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოსთვის _ სათანადო სარჩელით. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა არავითარი საფრთხე იმის შესახებ, რომ სს “ს. ს. ბ.” უფლება თანხის ამოღების შესახებ ვერ განხორციელდებოდა ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრის გარეშე, ვინაიდან შპს “ჯ.” სოლიდური ორგანიზაციაა, აქვს სათანადო ქონება, თანხა და აქვს შესაძლებლობა დაფაროს კანონის შესაბამისად, გადასახდელად დაკისრებული თანხა. უფრო მეტიც სკ-ს 115-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად;
  • საინტერესო საკითხია ასევე ისიც, რომ თუ რა საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული პირის მიერ რომელიც აპირებს მიმართოს თვითდახმარების ფარგლებს, ივარაუდება რომ პირს გააჩნია ყველა ის უფლება რაც აქვე შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, აი რაც შეეხება პირის დაკავებას აღნიშნული ვფიქრობ ყველაზე უკეთესი საკითხია რადგანაც ჩემი ღრმა რწმენით ის სცდება სამოქალაქო სამართლის საკითხს და მისი გამოყენება უნდა იყოს უკიდურესი ზომა ამათანავე ისეთი სახის მყისიერი საფრთხე უნდა არსებობდეს რომ გადაწონოს პირის კონსტიტუციური უფლება, ეს იმას ნიშნავს რომ: შესაძლებელია თუ არა პირმა ერთი პირი დააკავოს თუ შესაძლო დასაკავებელ პირს მის მიმართ გააჩნია ვადამოსული ვალდებულება ამ პირს გადაუხადოს თანხა? 
    - პასუხი ცალსახაა,  დავაკავო პირი რომელსაც აქვს ვალი არ ჯდება ამ მუხლში და ის შეიცავს დამკავებელი პირის მიერ განხორციელებული ქმედების სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. რაც შეეხება თვითონ დაკავების აუცილებლობას ეს შესაძლებელია მხოლო და მხოლოდ მაშინ იყოს გადაუდებელი აუცილებლობა თუ პირს წაასწრებენ დანაშაულზე და აგვიანებს თვითონ სამართალდამცავი ორგანოები სხვა შემთხვევაში ნუ თეორიაში მიჩნეულია, რომ შესაძლებელია სახეზე იყოს გამართლება პირის იდენტიფიკაციის მიზნით მაგრამ ჩემი მოსაზრებით ესეც დაუშვებელია, რადგანაც სამოქალაქო სამართალი არ უნდა გასცდეს ჩარჩოებს;
  • საინტერესოა ასევე ისიც, რომ გარკვეულ წილად თვითდახმარების ფარგლები განავრცო სასამართლო იქ სადაც ფარული აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერა ხორციელდება თუმცაღა ერთადერთი პირობით, რომ ეს უნდა იყოს ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, რადგან სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების რეალური საშიშროება ( ეს უმეტეს წილად მაშინ ხორციელდება როცა პირზე მეორე პირი ახორციელებს ძალადობას ან მისი ქონების განადგურებას და სხვა გზა აღარ რჩება პირს), თუმცაღა ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ კატეგორიულად გამორიცხა და თვითდახმარების ფარგლებად არ მიიჩნია ისეთი ფარული ჩანაწერი რომელიც ხორციელდება „ რათა პირის მიმართ დადგეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა“. რაც შეეხება სამოქალაქო პასუხისმგებლობას ეს ნიშნავს იმას, რომ: თუ პირმა მეორე პირს ასესხა გარკვეული თანხა მაგრამ არ იზრუნა წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებაზე მის მიერ ფარული ჩანაწერის სახით ვალის აღიარების წარმოდგენა ვერ ჩაითვლება მტკიცებულებად და ვერც თვითდახმარებად რადგანაც თავის დროზე მხარემ საკუთარი პასუხისმგებლობის არეალში არ განახორციელა იგივე ქმედება ანუ არ გააფორმა სესხის ხელშეკრულება და ა.შ;
  • ამასთანავე საინტერესოა ისიც, რომ თვითონ სამოქალაქო კოდექსი ადგენს თვითდახმარების ფარგლებს და უთითებს, რომ (სამოქალაქო კოდექსის 119 მუხლი) თვითდახმარების ფარგლები:                                  
    1. თვითდახმარება არ შეიძლება გასცდეს იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად (ანუ ფარგლები რომელიც დაადგინა 118 მუხლმა მხოლოდ იმ ფარგლებს უნდა ემსახურებოდეს თვითდახმარება, სხვა გარემოება ვერ მიიჩნევა გამართლების საფუძვლად);
    2. ნივთის წართმევის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ გაკეთდეს განცხადება ნივთზე ყადაღის დადების შესახებ ( ნივთის წართმევის შემთხვევაში ყადაღის განაცხადზეა საუბარი მაგრამ ამასთანავე ის უცილობელ უმოკლეს დროში უნდა იქნეს გადაცემული აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ან/და მიმართული სასამართლოსათვის რომ მასზე გავრცელდეს ყადაღა);                                         
    3. ვალდებული პირის შეპყრობის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სათანადო ორგანოებს ( აქ კი რა თქმა უნდა შემოდის საკითხი, რომ პირის დაკავება იყოს უკანასკნელი საშუალება და არა პირველად და ის დაკავების შემდგომ უნდა გადაეცეს ანუ გამოძახებულ იქნეს სამართალდამცავი ორგანოები და მათ კომპტენციის ფარგლებში უზრუნველყონ პირის ბრალეულობის დადასტურება); 
  • საგულისხმოა ისიც, რომ თვითდახმარების განმხორციელებელი პირის მიერ ამ უფლების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევებში სხვაგვარად შესაძლებელია სახეზე იყოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები (360 მუხლი. თვითნებობა, ესე იგი ნამდვილად თავისი ან თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი);
  • გარდა ამისა შესაძლებელია თვითნებობა ასევე წარმოიშვას იმ დროს როცა პირი ახორციელებს საქმიანობას და მას კანონიდან გამომდინარე მინიჭებული აქვს მოვალის ქონებაზე გირავნობის უფლება, შესაბამისად გირავნობის უფლების გამო მას შესაძლებელია ამ ნივთის ფლობის უფლება მაგრამ ეს უნდა იყოს მოკლევადიანი და პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა განახორციელოს ამ უფლების განხორციელება სასამართლოს გზით სხვაგვარად აქაც იგივე შედეგი შეიძლება დადგეს (იგულისხმება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები); 
  • იმ შემთხვევაში თუ პირი შეცდება თავისი თვითდახმარების ფარგლებში ასეთ დროს, სამოქალაქო კოდექსი მას აკისრებს ზიანის ანაზღაურების უფლებას (მუხლი 120. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირი, რომელიც 118-ე მუხლში გათვალისწინებულ მოქმედებას განახორციელებს იმ მცდარი ვარაუდით, თითქოს ეს აუცილებელი იყო მართლსაწინააღმდეგო მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამ დროს წარმოშობილი ზიანი); 
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე;
    tel/vibe/WhatsApp:+995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com;
    facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!    
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა