საქმეები საკონსტიტუციო სამართალი

საკანონმდებლო დიქტატურა vol_3 - თავისუფლების ფასი

09-04-2026 315

საკანონმდებლო დიქტატურა vol_3 - თავისუფლების ფასი

  • 1. რას წერ?! - წერის დროს ყველაზე მთავარი რაც ავტორმა უნდა იცოდეს არის ის, რომ მან უნდა გაიაზროს ახალს ისეთს ვერაფერს დაწერს, რაზედაც მანამდე მასზე უკეთესებს არ უმსჯელიათ. ჩემთვის,  ინტელექტს აქვს ერთი თვისება ეს თვისება არის ის, რომ მან შეიძლება რეალობა შეაცვლევინოს მის მატარებელს, ამ იდეით შეპყრობილი კი თავისუფლების ფასის გაგებას ვცდილობ;
  • 2. რაზე წერ?! - სამართლებრივ ჭრილში თავისუფლება არის ის რაც ყველაზე ძვირფასი შეიძლება იყო მაგრამ ამასთანავე ის უნდა დაიყოს სამ ნაწილად უფლების, ვალდებულების და პასუხისმგებლობის ჭრილში, ამ ბოძების შეპირისპირება კი იძლევა თავისუფლებას. ამ სამი ნაწილიდან თუ კი რომელიმე რომელიმეს სჯაბნის იქ არც არსებობს თავისუფლება, ის უფრო მოჩვენებითი სიმშვიდეა რომელიც მომავალს არეულობას უქადის;
  • 3. სივრცე - საკანონმდებლო სივრცე შეიქმნა იმისათვის რათა ინდივიდი იყოს მართული, დაუდგინდეს მას შესაბამისი და საჭირო სივრცეები და ამ სამი კომპონენტის გაწონასწორების მეშვეობით ინდივიდს ჰქონდეს განვითარების საშუალება. განვითარება არის მუდმივი მოძრაობა, წინსვლა ან/და უკუსვლა;
  • 4. მერე?!
    4.ა. უფლება -
    მაგალითად ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღი, ეს ცეცხლსასროლი იარაღი ადამიანმა უნდა გამოიყენოს დანიშნულებისამებრ რაც ნიშნავს ვალდებულებას, და თუ ადამიანი არ გამოიყენებს ცეცხლსასროლ იარაღს დანიშნულებისამბერ რაც მას კანონმა დაუდასტურა მაშინ ამაზე მის მიმართ კანონით რომელიც დააწესა კანონმდებელმა დადგება პასუხისმგებლობა. ეს მარტივი მაგალითია რითი მიხსნება (და არა იხსნება, მიხსნება ნიშნავს როცა მე ვუხსნი საკუთარ თავს) თავისუფლება, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ თუ კი ადამიანს აქვს იარაღის ყიდვის და მისი სეიფში შენახვის უფლება მაგრამ მისი ტარების უფლება არ აქვს, არის კი სახეზე თავისუფლება?!;
    4.ბ. მეთოდი - ამ მარტივი მეთოდით ნებისმიერი მოცემულობის გახსნა შეიძლება,  იქნება გადასახადების გადახდა, შპს-ს გახსნა თუ სხვა რამე. ყველა ინდივიდს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ აი ამის ახსნასა და განმარტებებში გაატაროს მისი დღიური წილის 1 საათიც კი, შესაბამისად ვისაც აინტერესებს აღნიშნული საკითხები მანვე უნდა უზრუნველყოფს ამისი განმარტებები;
    4.გ. პოეტურად გამოთქმული - საკანონმდებლო სივრცის დანიშნულება არის მოაწყოს ისეთი სახის ვითარება როცა უფლებები იქნება დადასტურებული, ვალდებულებები აღიარებული ხოლო პასუხისმგებლობა შემოსაზღვრული;
    4.დ. განმარტებული - როცა ვამბობ, რომ დადასტურებული ზუსტად დადასტურებას ვგულისხმობ რადგანაც კანონი დასტურის საშუალებაა ჭეშმარიტებების, ისეთის როგორიც არის: სიცოცხლის უფლება, ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება და სხვა მრავალი რომლითაც ადამიანის ადამიანობა უნდა გაგრძელდეს. თუ უფლებების აღიარება არც ერთ სახელმწიფოს არ უჭირს პრობლემები მუდმივად და ყოველთვის იწყება მეორე და მესამე ნაწილში, რათა მათი მეშვეობით მოხდეს პირველადის ანუ უფლების შინაარსის სრული განადგურება;
  • 5. ვალდებულება?    
    5.ა. რატომ? -
    ნებისმიერი ინდივიდი როცა კი იბადება მას უფლებებთან ერთად მოყვება ვალდებულებები რომელსაც მას სთავაზობს შესაბამისი სახელმწიფო. ეს ვალდებულებები არის ის რასაც მას სახელმწიფო ეუბნება, იქნება ეს „ეს არ გააკეთო“ ან „გააკეთე მაგრამ აი ამ ჩარჩოებში“. ამ ჩარჩოების მოწყობას ყავს ავტორები და მას ან საკანონმდებლო სივრცე ქვია ან მმართველი კლასი. მმართვა ხელოვნებაა მაგრამ ვისაც მართავენ მათ ამაზე სულაც არ ეცინებათ. მართულები პერსონაჟები არ უნდა იყვნენ წიგნის გარეკანზე რომ არ ჩანან მაგრამ მთავარი გმირის გარდა მათდამი დამოკიდებულება ნაწარმოებს რომ ადებს ფასს;
    5.ბ. იმიტომ - ვალდებულებაა მაგალითად თუ კი შენ გაქვს იარაღის შეძენის უფლება ამ იარაღით მაღაზიაში არ უნდა შევარდე და ის რაც შენი არაა ფული მოითხოვო. ან როგორ უნდა განახორციელო ესა თუ ის უფლება. ამ მოცემულ ჩარჩოებს აქვთ ერთი თვისება მას აწესებენ ისინი ვინც ამაში უმეტეს შემთხვევაში არ მონაწილეობს ან მონაწილეობს მცირე დოზით. ამიტომაც ყოველთვის ნებისმიერი რეგულირება არ გამოდის ზუსტი და მას აქვს ხარვეზები და კი ეს მისაღებია და შესაძლებელია, ამისგან ვერავინ იქნება დაცული მაგრამ რეგულირების დროს არსებობს კი საშუალება, რომ ეს თავიდან იქნეს აცილებული?
    5.გ. განცდა - ზედმეტად პოეტურად, რომ არ გამოვიდეს სამართლებრივი განცდა რა არის უფლების განხორციელების დროს? განცდა არ არსებობს რადგანაც სამართალს არ აქვს ემოციების წარმოდგენის საშუალება შესაბამისად უფლების განხორციელება როგორ ხდება ამისი შინაარსი არ არის ინდივიდის ყოველდღიურობა. არადა ამაზე მნიშვნელოვანი როგორ ხორციელდება ესა თუ ის უფლება ცოტა რამ შეიძლება იყოს ქვეყანაში;
    5.დ. უფლების ჩარჩო - უფლების განხორციელების ჩარჩოებს როგორსაც დააწესებენ უფლება ამაში ცოცხლდება და არსებობს. თუ კი უფლება არ არის ზრდასრული მაშინ ვალდებულება მის მშობლად იქცევა როცა კი პირიქით უნდა იყოს აღნიშნული;
    5.ე. მერე?! - უფლების ჩარჩოებს უნდა ადგენდეს საზოგადოება და პასუხობდეს საჭიროებებს და ის არ უნდა იყოს შეთხზული მაგრამ ეს ვერ განხორციელდება თუ კი მანდატირებულ საკანონმდებლო ორგანოში არ იქნებიან მანდატირებული პირები რაც ნიშნავს აპრიორი ერთმანეთში დაპირისპირებას იქ მყოფი პირების. მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, კამათი და არგუმენტების გაცვლა გამოცვლა ასე თუ ისე ადგენს უფლების განხორციელების მინიმალურ ჩარჩოს მაგრამ თუ კი მხოლოდ მმართველი კლასი იღებს გადაწყვეტილებას ის მუდმივად მის საჭიროებებს მოარგებს გადაწყვეტილებებს და არა საზოგადოების საჭიროებებს;
    5.ვ. მეთოდი?! - არ არსებობს დადგენილი მეთოდი რომელიც უზრუნველყოფს უფლების განხორციელების ისეთი ჩარჩოს დადგენას რომელიც არ დაუშვებს რომ უფლება გაქრეს. იმისათვის რომ დადგინდეს ეს ჩარჩო კარგია თუ ცუდი ამისათვის მარტივ კითხვაზე პასუხი იძლევა მეთოდს, ამა თუ იმ უფლების რეგულირებისას: 
    5.ვ.ა. ვინ ახორციელებს ამ რეგულირებას ? - პარლამენტი, სამინისტრო, პრეზიდენტი თუ პრემიერ მინისტრი;
    5.ვ.ბ. რატომ ახორციელებს ამ რეგულირებას ? - რა იყო ის მიზეზი რის მიზეზითაც ხდება ეს რეგულირება;
    5.ვ.გ. ვისთვის ხორციელდება ეს რეგულირება ? - კონკრეტული ჯგუფის მიმართ ხორციელდება თუ მთელ საზოგადოებაზე;
    5.ვ.დ. რატომ ხორციელდება ეხლა ამ დროს ამ ეტაპზე ? - არსებობს თუ არა ამისი საჭიროება ეხლა? და თუ არსებობდა ამისი საჭიროება მაშინ მანამდე რატომ არ იქნა დარეგულირებული?;
    5.ვ.ე. ვისი რა უფლებები იკვეცება ან იზრდება ამ რეგულირებით ? - ეს მნიშვნელოვანია რადგანაც რეგულირება ან კვეცს ან ზრდის უფლებებს; 
    5.ზ. შედეგი - თუ კი ამ კითხვებზე არსებობს პასუხი და ის გვაჩვენებს, რომ უფლებები მცირდება ესეიგი რეგულირების მიზანია უფლებას შინაარსი გამოაცალოს ან შეკვეცოს, რაც ნიშნავს რომ თავისუფლების საფრთხეს დგას.  თუ კი ამ რეგულირებით უფლებების შინაარსი იზრდება მაშინ თავისუფლებას საფრთხე არ აქვს; 
  • 6. პასუხისმგებლობა?!         
    6.ა. სცნება (მცნების კანონისეული ვარიანტი) -
    პასუხისმგებლობა არ არის და არ უნდა იყოს ზოგადი მცნება, ის თუ როგორ უნდა გამოიყენოს ეს უფლება ინდივიდმა სახელმწიფომ ზღვარი რა თქმა უნდა უნდა დააწესოს, ამასთანავე ამ ზღვრის დაწესება ნიშნავს, რომ ერთგვარი თამაშის წესები მოიფიქროს სახელმწიფომ ეს უფლება თუ როგორ უნდა განხორციელდეს. აუცილებელი და სავალდებულოა, რომ ამ თამაშის წესების საფუძველზე არ მოხდეს პირველადი უფლების შინაარსისგან გამოცლა;
    6.ბ. მაგალითი - თუ კი შენ მეუბნები, რომ მაგალითად იარაღის ყიდვის უფლება გაქვს მაგრამ მისი ტარების უფლება არ გაქვს, მაშინ რა გამოდის რა თამაშის წესს მთავაზობ როგორც ინდივიდს? იარაღის მთავარი დანიშნულება არის უზრუნველყოს იმ პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების ან/და მისი ოჯახის წევრების დაცვა და თუ ის თან არ დამაქვს ეს როგორ უნდა განხორციელდეს? რა ხერხით უნდა დავიცვა თავი მაშინ როცა იარაღის შეძენის უფლება მაქვს მაგრამ არა ტარების? (ცეცხლსასროლი იარაღი უბრალოდ მაგალითია). სახელმწიფო თუ მიდასტურებს რომ მე მაქვს ავტომობილის საკუთრების უფლება მაგრამ ამასთანავე ავტომობილის საკუთრებაში მიღებისათვის 10-ჯერ მიზრდის ავტომობილის გადასახადს, მაშინ ის უფლება როგორ უნდა განხორციელდეს? რა საფუძვლით?;
    6.გ. ხაზი - უფლების განხორციელება არის ხაზი რომელიც უნდა იყოს სწორი და არა ირიბი, რომელიც მუდმივად საჭიროებს კორექტირებას. თამაშის წესების დადგენას არ სჭირდება ბევრი წიგნის ცოდნა ან/და ბევრი სემინარები. თამაშის წესები არის ის რაზედაც ვთანხმდებით;
    6.დ. ხაზის მაგალითი - მაგალითად ყველას გინახავთ, რომ ახალ გახსნილ სკვერში როგორი მოვლილია ბალახი, თუმცაღა თუ კი 2 ან 3 თვეში ისევ გაივლით იგივე სკვერში ნახავთ, რომ იქ სადაც ადრე  მანამდე ბალახი იყო ეხლა ზოლია, სადაც ადამიანები დადიან და ეს ხდება ბილიკი, ოღონდ ეს ბილიკი არ შექმნა ერთმა ადამიანმა ის შექმნა ბევრმა. რატომღაც 100-მა ან უფრო მეტმა ერთი და იგივე გზით აირჩიეს წასვლა და გატკეპნეს ბალახი, იმ ადგილზე სადაც არ შეიძლებოდა გავლა;
    6.ე. ბუნებრივი კანონზომიერება ?! - ამაში ბუნებრივ კანონზომიერებას მე ვერ ვხედავ, მე ვხედავ შექმნილ რეალობას რომელიც თავისით იქმნება ბევრი ინდივიდის თანამონაწილეობით, შესაბამისად წესები შეიძლება დაადგინოს კანონმდებელმა მაგრამ ეს უნდა იყო სრული და აუცილებელი მანდატირების პერსპექტივაში რაც ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა მოდიოდეს მისივე ამომრჩევლისგან, სხვაგვარად რასაც ეძახიან ამომრჩევლის დაკვეთას, საზოგადოებრივ აზრს და ა.შ;
    6.ვ. ბიუროკრატი პასუხისმგებლობაში - ბიუროკრატი ან/და ბიუროკრატია აუცილებელი ნიშანია სამართლებრივი სახელმწიფოსი, მის გარეშე სამართლებრივი სახელმწიფო ვერ იარსებებს მაგრამ საკანონმდებლო სივრცეს ბიუროკრატი ვერ უნდა ქმნიდეს ვინმეს სურვილით. თუ ჩემი უფლებები მხოლოდ „სეიფში“ (კანონში) დევს და მე მათით ქუჩაში ვერ ვსარგებლობ, ვარ კი მე საერთოდ თავისუფალი სუბიექტი? უფლება რომელიც სადღაც წერია მაგრამ მისი გამოყენება იმდენად შეზღუდულია, რომ მას გამოუსადეგარად აქცევს საერთოდ არსებობს? როდესაც არქიტექტორი ბილიკს იქ არ აგებს სადაც ადამიანებმა არ უნდა იარონ, ადამიანები მაინც რატომ იწყებენ ერთობლივად მაინც და მაინც იქ სიარულს? არადა არქიტექტორმა იცის თავისი საქმე, მას ამაში უხდინა, მოამზადა წარადგინა ხოლო მიმღებმა კი აღასრულა მაგრამ ადამიანები ერთობლივად მაინც სხვა ადგილს გადიან, იბადება კითხვა რატომ ხდება ასე?!;                    
    6.ზ. ბოლოს?! - შესაბამისად პასუხისმგებლობის ზონა, სივრცე და ა.შ. უნდა იყოს ისეთი და იმგვარი რომელიც შეძლებს და დააწესებს შესაბამის ზომებს უფლების განხორციელება თუ როგორ უნდა განხორციელდეს;
    6.თ. დამატებით - რეგულირება ცუდი არ არის, ის ჩემთვის თავისუფლების შინაარსში მოიაზრება მაგრამ რეგულირებას აქვს თავისი მაშსტაბი და აქვს თავისი მომავალი. არ შეიძლება რეგულირება იყოს ის რაც ჯაბნის უფლებას, მაშინ უფლების არსებობა არარსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. 6.ი. ზედმეტად - ეხლა კი ყველაზე მთავარი, როგორ უნდა იქნეს განმარტებული ამა თუ იმ რეგულირებამ მიაღწია თუ არა შესაბამის მაშსტაბს? ამაზე ცალსახა პასუხი არ და ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ნებისმიერი შემთხვევა არის ინდივიდუალური და არ შეიძლება ყველა შემთხვევა ერთი იგივე საზომით იქნეს გაზომილი. თუ კი ავტომობილზე გადასახადს გამიმართლებ ეკოლოგიით მაშინ იარაღის ტარების უფლების აკრძალვას გამიმართლებ იმითი, რომ „უფრო მეტი ძალადობა იქნება“. შესაბამისად გამართლება არ გამართლებაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის როგორ შევძლოთ ის რაც ვერავინ შეძლო შეექმნა რამე შეფასების მეთოდიკა?! შეუძლებელია ამის შეფასება და მისი შეფასება შესაძლებელია მომავალში. ანუ როცა დადგინდა საზღვარი ამ საზღვარმა იარსება და შემდგომში გამოაჩინა ხარვეზი ეს არის მეთოდიკა, მანამდე კი მსჯელობა იმაზე უნდა იყოს რას მოიტანს;
  • 7. თავისუფლება და მისი ფასი
    7.ა. გაცვეთილად - ზოგიერთ შემთხვევაში ეს იმდენად გაცვეთილი ფრაზა გონია მასას, რომ არ შეუძლიათ გაიაზრონ მისი მნიშვნელობა. თავისუფლებას არ აქვს უფლება  არ იყოს თავისუფალი, ესეც პოეტური პასუხი. რაციონალური პასუხი კი არის ის, რომ როცა ვინმეს მანდატირება ხდება ეს უნდა იყოს ცენტრალური კითხვები, პასუხები, კამათი და შინაარსი რათა ამ პირს მიეცეს საშუალება შექმნას საკანონმდებლო სივრცე. იდეალისტი არ ვარ, მაგრამ იდეალისკენ სწრაფვა არის ის რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას მოვიპოვოთ თავისუფლება;
    7.ბ. ფასი - სანამ ინდივიდი დაკავებულია მისი ყოველდღიურობით, სანამ ეს საკითხები არ არის მისთვის ცენტრალური მანამდე ინდივიდი ამის უგულველყოფით იხდის მისივე თავისუფლების დაკარგვით ფასს. უმცირდება უფლებები ან თუ უფლება არსებობს მას შინაარსი ერთმევა და ბოლოს როცა ინდივიდი კითხულობს თუ რატომ ვერ ვითარდება სამართალი, ეკონომიკა თუ სხვა რამე უკვე გვიანია და საჭიროება დგება სისტემის გადატვირთვის;    
  • 📲ადვოკატი გურამ კონტუაძე 📧 guram.kontuadze@gmail.com
    Tel/Viber/WhatsApp/Telegram/Signal: +995 591 976 764; facebook;

ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი სურამში ადვოკატი გლდანში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი  ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება საქართველოში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება  ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი  თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი   ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თბილისში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  თბილისში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი რუსთავში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული  საქმის ადვოკატი  თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი რუსთავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ბათუმში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი  მარნეულში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი  მარნეულში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საგარეჯოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო  საქართველოში საადვოკატო ბიურო  რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  თბილისში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო   ბათუმში საადვოკატო ბიურო   საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati marneulshi advokati dmanisshi advokati bolnisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში 







Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა