სასამართლო გადაწყვეტილება როგორც „კანონი“
07-03-2021 3 138- წინამდებარე სტატიაში ვეცდები სასამართლოს გადაწყვეტილების (რომელიც რა თქმა უნდა კანონიერ ძალაშია შესული ან/და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არის მიქცეული) რატომ შეიძლება ჩაითვალოს „ახალ კანონად/სასამართლოს კანონად“ რომელიც აწესებს მის სავალდებულო შესრულებას და მიღებული გადაწყვეტილება უთანაბრდება პარლამენტის მიერ მიღებულ „კანონს“;
- როგორც ყველაფრის განმარტების საშუალება ასევე თვითონ ამ საკითხის განმარტება რა თქმა უნდა უნდა დაიწყოს საქართველოს კონსტიტუციიდან, კერძოდ კონსტიტუციის 62 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით“, აღნიშნული მუხლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ „სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა“. სასამართლო აქტებში რა თქმა უნდა იგულისხმება: გადაწყვეტილება, განჩინება და ბრძანება (ეს უკანასკნელი მხოლოდ ლიზინგის დროს გამოიყენება მაგრამ ეს ცალკე საკითხია, მართალია სარჩელის სახით წარედგინება სასამართლოს მაგრამ რადგანაც სასამართლო არ იკვლევს მას როგორც ჩვეულებრივი წარმოების დროს, კანონმდებელმა მას ბრძანება უწოდა);
- მარტივად, რომ ავხსნათ „ხალხის შეთანხმების წიგნი“ უთითებს, რომ საზოგადოება რომელიც შეთანხმდა თავისი ბუნებითი უფლებები გადაეცა სახელმწიფოსათვის ასევე შეთანხმდა იმაზე, რომ სასამართლო ხელისუფლების ნებისმიერი აქტი „სავალდებულოა“ შესასრულებლად, ანუ შესრულების სავალდებულოობა უკვე წინმსწრებით არის განსაზღვრული.
- საქართველოს ორგანული კანონი ნორმატიული აქტების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას (აქ საუბარია არა საკონსტიტუციო სასამართლოზე, არამედ საერთო სასამართლოების სისტემაში შემავალ სასამართლოებზე) არ იცნობს როგორც კანონს და მას კანონის მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ საინტერესო ჩანაწერია სამოქალაქო კოდექსის 317 მუხლში, კერძოდ 317 მუხლი იცნობს რამდენიმე საფუძველს ვალდებულების წარმოშობის (ანუ ერთ მხარეს მეორეს მიმართ რომ გაუჩნდეს მოთხოვნის უფლება რაიმე შეასრულოს ან არ შეასრულოს) ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია:
ა) მონაწილეთა შორის ხელშეკრულება (იქნება ეს წერილობითი თუ ზეპირი ფორმის);
ბ) ზიანის მიყენების/დელიქტის (ანუ ისე, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ ვიმყოფები ვინმესთან ისე მაყენებს ზიანს, კლასიკური შემთხვევაა საავტომობილო შემთხვევა როცა თუ ავტომობილი დამიზიანდა მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმყოფები სახელშეკრულებო ურთიერთობაში მოთხოვნის უფლება მიჩნდება ზიანის მომყენებლის მიმართ);
გ) უსაფუძვლო გამდიდრების (აღნიშნული მიუთითებს, რომ ერთი პირი მეორე პირის ხარჯზე მდიდრდება, მაგრამ არ იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, მაგალითად შეცდომით თუ გადავრიცხე თანხა სხვა პირთან მისგან ამ თანხის მოთხოვნის უფლება მაქვს);
დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სწორედ ეს ჩანაწერია ალბათ ის რასაც სჭირდება ფართო განმარტების მინიჭება); - კანონით გათვალისწინებული ჩამონათვალი არის ამოუწურავი, კერძოდ: აღნიშნული შეიძლება შეგვხვდეს არა მარტო სამოქალაქო კოდექსში არამედ სხვა კანონებშიც რადგანაც მთლიანობაში შეუძლებელია რომელიმე კანონმა განსაზღვროს ან შემოსაზღვროს ვალდებულის წარმოშობის სრული საფუძვლები, შესაბამისად კანონმა შესაძლებელია ასევე გაითვალისწინოს სხვა საფუძვლებიც ვალდებულების წარმოშობის, თუმცაღა ქართულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ან/და ნაშრომებში სამწუხაროდ არ მინახავს მსჯელობები "სასამართლო გადაწყვეტილების როგორც ახალი კანონის შესახებ";
- უპირველესად იმისათვის, რომ ეს ორი რამ: სასამართლო გადაწყვეტილება და კანონი შევადაროთ ერთმანეთს, უნდა მივუთითო კანონის დამახასიათებელი ნიშანი/ნიშნები რა არის, რა ახასიათებს კანონს (ანუ რა მახასიათებელი ნიშან თვისებები გვაქვს), რა უნდა ჩაითვალოს კანონად (არ გადავალ იურიდიულ თეორიებში სიმარტივეს ავირჩევ):
ა) კანონი მიღებული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ (თუ კანონზე ვსაუბრობთ უფლებამოსილ ორგანოდ უნდა ჩაითვალოს პარლამენტი, მაგრამ ასევე შეიძლება მივუთითოთ: მინისტრის ბრძანება როგორც ნორმატიული აქტი და ა.შ. უფლებამოსილი ორგანო რა თქმა უნდა კონსტიტუციით და კანონით უნდა იყოს ამაზე უფლებამოსილი, საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 36 „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას“ ასევე მიღების სამი ეტაპია და ა.შ.);
ბ) კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი, ზუსტად და მკაფიოდ ფორმულირებული (მოკლედ რომ ვთქვათ, კანონი უნდა იყოს ხარისხიანი, კანონს არ უნდა ახასიათებდეს აბსტრაქცია, ის უნდა იყოს რაც შეიძლება გასაგები და მიემართებოდეს რაიმეს კონკრეტული დაშვების ანდა რაიმეს აკრძალვას, მაგალითად: თუ პირს ბრალს სდებენ პორნოგრაფიის გავრცელებაში ზუსტად უნდა იყოს განმარტებული რა არის პორნორგაფია და რა არის ეროტიკა, ეს მაგალითი იმიტომაც მომყავს, რომ დღესაც მიმდინარეობს საკონსტიტუციო დავა სადაც იხილება პორნოგრაფიის დამზადების მუხლის კონსტიტუციურობა რადგანაც მისი განმარტება არ მოიძებნება და საკონსტიტუციო მოსარჩელე უთითებს, რომ ის დაკავებული იყო ეროტიკით);
გ) კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და მისი შესრულება იყოს სავალდებულო (კანონს თანასწორად, ერთიანად ემორჩილება ყველა, მოქალაქეც და მმართველი ძალაც ანუ ის შესასრულებლად ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს, მისი შესრულება უნდა იყოს სავალდებულო, თუ კი სავალდებულოობა ან/და სანქცია მისი შეუსრულებლობის არ იარსებებს ეს კანონი მაგივრად რეკომენდაციაა);
დ) კანონი უნდა იყოს გონივრული ( ანუ მისი მიღების ან/და მოქმედების სფერო უნდა არსებობდეს რათა ამ კანონმა იმოქმედოს, მაგალითად: თუ საქართველო როგორც სახელმწიფო გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე საბჭოთა კავშირის სამოქალაქო კოდექსის მოქმედება ვერ გაგრძელდებოდა რადგანაც საბჭოთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობდა საკუთრების უფლებას); - ამ ნიშნების გარდა შესაძლებელია კიდევ მრავალი ნიშანიც დავამატოთ მაგრამ ძირითადი ეს ოთხი ნიშანია აუცილებელი და საჭირო რათა კანონის არსი განვმარტოთ. რა ახასიათებს სასამართლო გადაწყვეტილებას ანუ რა მოქმედების დიაპაზონი აქვს მას იგივე პრინციპების მიხედვით:
ა) თუ პირველ შემთხვევაში „კანონი მიღებული უნდა იყოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ“ და კანონის ნიშანია უფლებამოსილი ორგანო, სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში ვინ არის უფლებამოსილი ორგანო მიიღოს გადაწყვეტილება? პასუხს კონსტიტუცია იძლევა და უთითებს, რომ „სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით“ ანუ სასამართლო გადაწყვეტილების როგორც მიღება, მისი გაუქმება შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს, ხოლო მისი უფლებამოსილება რომ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და ის ჩაითვალოს უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება არამარტო კანონით არამედ განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ასევე საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ მუხლი 1.2. მიუთითებს, რომ „მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები“);
ბ) თუ კანონის შემთხვევაში „კანონი უნდა იყოს განჭვრეტადი, ზუსტად და მკაფიოდ ფორმულირებული“ იგივე შეიძლება ითქვას სასამართლო გადაწყვეტილებაზე, ანუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შესაძლებელი უნდა იყოს რადგანაც თუ სასამართლო არ გამოსცემს განჭვრეტად შესასრულებელ გადაწყვეტილებას ის ვერ იქნება ზუსტი, მაგალითად ვის რა უნდა მიაკუთვნოს ან რომელი საგანი, ან რომელი პირი უნდა გამტყუნდეს წარდგენილ ბრალში ან გამართლდეს, შესაბამისად ზუსტი ფორმულირება ნიშნავს რას ითხოვდა მხარე და რა მიიღო მან გადაწყვეტილებით;
გ) თუ კანონის შემთხვევაში „კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და მისი შესრულება იყოს სავალდებულო“ სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ „სასამართლო წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და მისი შესრულება უნდა იყოს სავალდებულო“ აღნიშნულიც სახეზე გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილების დროს, რადგანაც: საქართველოს კონსტიტუციის 62.5. მუხლი პირდაპირ უთითებს, რომ „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“ ანუ თანასწორობა კონსტიტუციით არის გარანტირებული, რომ აღარაფერი არ ვთქვათ აღნიშნული შემდგომში როგორ არის ჩაშლილი სხვა და სხვა კანონებში, მაგალითად სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სადაც შემოდის დისპოზიციურობის პრინციპი ან/და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობას აღნიშნულის გარანტირება იგივე კონსტიტუციით არის გარანტირებული მუხლი 62.1. მიხედვით „სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით“ ანუ კონსტიტუცია იძლევა გარანტიას, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არის სავალდებულო ძალის მქონე აქტი, იგივე ხასიათით რომელიც გააჩნია „კანონის შეუსრულებლობას“. იგივე მიმართებაა ასევე საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის მუხლი 4.1. მიხედვით „სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის". აქვე შეიძლება დავამატოთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისათვის სახელმწიფო ქმნის/შექმნა ცალკე კანონი „საქართველოს კანონი სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და ასევე შექმნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიურო, რომელიც სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღასრულებს იძულებით;
დ) თუ კანონის შემთხვევაში „კანონი უნდა იყოს გონივრული“ სასამართლო გადაწყვეტილება როგორი უნდა იყოს? ამაზე პასუხის გაცემისათვის აუცილებელია რამდენიმე მუხლის მოყვანა სხვადასხვა კანონებიდან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მუხლი 248 „სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა“ ანუ მხარემ ის უნდა მიიღოს რაც მოითხოვა ან უარი ეთქვას, სხვას ვერ მოითხოვს, ასევე გადაწყვეტილება უნდა იყოს კონკრეტული და არა აბსტრაქტული მაგალითად: გადაწყვეტილებაში ვერ მიეთითება „და სხვები“ "ისინი" "მათ" "დაევალოს მათ" ასევე გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას; - საინტერესოა კიდევ ერთი დანაწესი, რომელიც შეეხება კანონის განმარტებას, მაგალითად უზენაეს სასამართლოში შესაძლებელია შეიკრიბოს დიდი პალატა, რომლის მიერ კანონის ნომრის განმარტება სავალდებულოა ყველა ინსტანციის სასამართლოსათვის (საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 17.5. მუხლი „უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება ნორმის განმარტება სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის“) აღნიშნული ნორმა არამარტო სასამართლოს მიემართება, არამედ ახდენს კანონის სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების გზით ამ განმარტების სავალდებულოობას უკვე სასამართლოს გარეთაც, რადგანაც სხვაგვარად, რომ ვთქვათ: სასამართლო გადაწყვეტილება სავალდებულო ხდება სახელმწიფოსთვის, მოქალაქეებისათვის, რადგანაც უკვე ცნობილია როგორ უყურებს აღნიშნულ კანონს სასამართლო და მოქალაქემ წინმსწრებით იცის კიდევაც რა იგულისხმება აღნიშნულ კანონში;
- აღნიშნულის საპირისპიროდ ის, რომ სასამართლო გადაწყვეტილება არ არის „ახალი კანონი“ საუკეთესო არგუმენტი არის ის, რომ „კანონი მიემართება ყველას“ ხოლო „სასამართლო გადაწყვეტილება პირს ან პირთა წრეს მიემართება“ შესაბამისად მას არ აქვს იგივე ძალა, ამასთანავე „კანონი არის მრავალჯერადი გამოყენების წესი“ ხოლო „სასამართლო გადაწყვეტილება არის ერთჯერადი, კონკრეტული შემთხვევის მიმართ“;
- სწორედ ამის გამოძახილია, რომ ზოგიერთი ქვეყნის სამოქალაქო კოდექსი ვალდებულების წარმოშობის ცალკე საფუძვლად არამარტო კანონს არამედ „სასამართლო გადაწყვეტილებას უთითებს“ რაც ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება რომელიც მიღებულია სასამართლოს მიერ, მისი მიღების მომენტიდან სამართალწარმოების პროცესის შედეგად მიღებული "კანონია" ოღონდ პარლამენტისგან განსხვავებით მას მოსამართლე იღებს. აღნიშნული საკითხი იმიტომაც არის საინტერესო, რომ გადაწყვეტილება მხოლოდ „გადაწყვეტილება“ არ არის, ის ყოველ ჯერზე შეიძლება მივიჩნიოთ „სასამართლოს მიერ მიღებულ კანონად“;
- რაც შეეხება მაგალითებს თუ სასამართლო გადაწყვეტილება როგორ შეიძლება იქცეს კანონად ანუ ვალდებულების წარმოშობის დამოუკიდებელ საშუალებად, მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ თუ პირი რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული ან/და ბრალდებული და თუ ის გამართლდა ანუ სასამართლო გადაწყვეტილებით ის გამართლდა მაშინ ამ გადაწყვეტილებით მას ენიჭება უფლება სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მართალია განისაზღვრება კანონით მაგრამ თუ კი მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით არ გაამართლა პირი მოთხოვნა არ წარმოიშვება, ანუ ვალდებულების წარმოშობის საფუძველი არა კანონი არამედ მოსამართლის გადაწყვეტილებაა (სამოქალაქო კოდექსის 1005.3. მუხლი „რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. გან ზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლებისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს);
- სასამართლო გადაწყვეტილება მხოლოდ „ფურცელი“ არ არის, ის შეიძლება „ერთჯერადია“ მაგრამ ასევე კანონია და როგორც კანონის შემთხვევაში ის უნდა იყოს პირველ რიგში „სამართლიანი“ და შემდგომ "კანონიერი";
- ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
tel/vibe/ WhatsApp: +995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!


