სასამართლო გადაწყვეტილება საქართველოს სახელით
16-01-2021 2 713- ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იმდენად მარტივი იყოს კანონის ესა თუ ის ჩანაწერი, რომ არ იწვევდეს ორაზროვნებას და ყველასათვის გასაგები იყოს მისი მიზანიც და დანიშნულებაც, თუმცაღა ზგოერთ შემთხვევაში აუცილებელია მისი შინაარსისათვის უფრო მეტი მნიშვნელობის მინიჭება.
- საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 78 მუხლის მიხედვით „მართლმსაჯულება სწარმოებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით“ (რა სიმბოლური სიტყვაა სწარმოებს და იწარმოება). დაახლოებით იგივე ნორმაა გადმოტანილი საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელ დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით მუხლი 62 „სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით“. აღნიშნული მუხლი შემდგომში უკვე განვრცობას პოვებს სხვადასხვა კანონებში, მაგალითად:
- სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლი „სასამართლოს განაჩენი დგინდება და ცხადდება საქართველოს სახელით“;
- საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ 5-ე მუხლი „საქართველოს საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით“;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე მუხლ „სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით“; - (საინტერესოა, რომ იგივე ჩანაწერი არ მოიპოვება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში თუმცაღა აღნიშნულ კანონში არსებული მითითება „თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი“ პირდაპირ მოქმედებს მასზე); - თვითონ ტერმინს „საქართველოს სახელით“ რამდენიმე დანიშნულება აქვს:
- პირველი ყველა სასამართლო გადაწყვეტილების უკან დგას სახელმწიფო;
- მეორე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს სახელმწიფო;
-მესამე გადაწყვეტილების აღსრულებას რადგანაც უზრუნველყოფს სახელმწიფო სწორედ მისი სახელით უნდა გამოდიოდეს სასამართლო გადაწყვეტილება; - თუ სისხლის სამართალში სახელმწიფო გვევლინება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გარანტორად მისი აღმასრულებელი როლის და გამო, სამოქალაქო სამართალში გადაწყვეტილება რომელიც მიღებულია სასამართლოს მიერ უპირველესად ადგენს ამა თუ იმ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ან არარსებობის ან/და ვალდებულების არსებობის ან არარსებობის ფაქტს.
- თვითონ სასამართლო გადაწყვეტილება ფართო განმარტებას მოიცავს და არ ნიშნავს მხოლოდ გადაწყვეტილებას, აღნიშნული დანაწესი ეხება ასევე განჩინებასაც შესაბამისად თითოეული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სწორედ საქართველოს სახელით ახლავს.
- თვითონ სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობაა რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 62 მუხლის მიხედვით (სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა) სძენს მას „კანონის“ ძალას და შესაბამისად ის მოიაზრება როგორც ვალდებულების შესრულების სხვა საფუძველში (სამოქალაქო კოდექსის 317.1.-ი მუხლი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან) და ამიტომაც თუ პირი რომლის წინააღმდეგაც გამოდის სასამართლო გადაწყვეტილება არ ასრულებს მას, სახელმწიფოს დამატებითი ბერკეტი აქვს შექმნილი აღსრულების ბიუროს სახით, რომელიც იძულებითი სააღსრულებლო წარმოების გზით აღასრულებს სახელმწიფოს სახელით მიღებულ გადაწყვეტილებას.
- საინტერესო საკითხია საქართველოს კანონის არბიტრაჟის შესახებ დაფუძნებული და განხილული არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა აღსრულების საკითხი (ვისი სახელით გამოდის აღნიშნული გადაწყვეტილება) თუმცაღა აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 90-წლებში გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტება და საარბიტრაჟო სასამართლო მაინც კონსტიტუციის 42–ე მუხლის მეორე პუნქტთან შესაბამისად იქნა მიჩნეული, რადგან საქართველოს კონსტიტუცია (82–ე „სასამართლო ხელისუფლება ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით“ და 107–ე „კონსტიტუციის შესაბამისად სასამართლო წყობილების ორგანული კანონების მიღებამდე ძალაში რჩება სასამართლო წყობილების მოქმედი კანონმდებლობა.“) იძლეოდა ამგვარი ფორმის გამოყენების შესაძლებლობას. დღევანდელ დღეს უკვე ნებისმიერი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ექვემდებარება სააპელაციო სასამართლოს შემოწმებას და ივარაუდება, რომ გადაწყვეტილება მაინც საქართველოს სახელით იქნება მიღებული/დადასტურებული, ისევე როგორც უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა აღსრულების დროს;
- ტერმინი საქართველოს სახელით არ აღნიშნავს მხოლოდ ვისი სახელით იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, ტერმინი უფრო ფართო მნიშვნელობისაა და მისი საქართველოს სახელით მიღება ნიშნავს იმასაც, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მისი სახელით მიღებული გადაწყვეტილება მანვე აღასრულოს. ერთის მხრივ ნორმის მნიშვნელობა შედარებით ვიწროა და ნიშნავს მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულებას თუმცაღა მეორეს მხრივ ის ასევე ნიშნავს, რომ მისი შესრულება ასევე სავალდებულოა ამ სახელმწიფოში მყოფი ნებისმიერი პირისათვის თუ მისი ცნობა აღსრულების შესახებ შემდგომში მიმართვა არ ხდება უკვე უცხო ქვეყნის სასამართლოსათვის.
- მიუხედავად იმისა, რომ თვითონ სასამართლო მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ კანონის საფუძველზე და ის კანონის შემფარდებელია მაგრამ არა კანონის მიმღები და ესეც გამომდინარეობს მისი დანიშნულებიდან და იქიდანაც, რომ მას გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით (მარტივად, რომ ვთქვათ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული „დანაწესების“ საფუძველზე) ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოს სცდება თავის ჩარჩოებს და ის არსებულ საკანონმდებლო ნორმას განმარტავს „სამართლიანობის“ ცნებიდან გამომდინარე რადგანაც „განმარტება contra legem უპირატესობას ანიჭებს სამართალს, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციური მართლწესრიგიდან და უზრუნველყოფს კონკრეტული ურთიერთობის სწორ, სამართლიან გადაწყვეტას“ აღნიშნული დანაწესით contra legem-ით მოქმედების დროს მოსამართლის სამართლებრივი შეხედულება სრულ შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს კონსტიტუცისათან მაგრამ ეწინააღმდეგებოდეს კანონს და იძლეოდეს კანონის განმარტების „კონსტიტუციურ სამართლებრივ“ საფუძველს, სამოსამართლო სამართალი არის სამართლის შეფარდების და არა სამართალშემოქმედების აქტი;
- აღიშნულს იმიტომაც ვუთითებ, რომ კონსტიტუციური ტერმინი „საქართველოს სახელით“ უფრო ფართო მნიშვნელობისაა და ის არ ექცევა მხოლოდ „სახელისუფლო ვერტიკალების“ განგებულების ქვეშ არსებულ მცნებას მას უფრო მნიშვნელოვანი დანიშნულება აქვს ვიდრე მისი ვიწრო გაგების, რადგანაც თვითონ სახელმწიფო არ ნიშნავს განყენებულად არსებულ რაიმე სახის იურიდიულ კონსტრუქციას რომელსაც შეხება არ აქვს მთავართან: საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, რადგანაც სახელმწიფოს არსებობა არ შეუძლია ადამიანთა ჯგუფის/ჯგუფების გარეშე, რომლებიც დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან სამართლებრივი ჯაჭვით.
- თუმცა თუ უფრო შორს წავალთ და ამ ჯაჭვის თითოეულ ადრესატის ბოლოს მივაკითხავთ აუცილებლად ვნახავთ, რომ თითოეული ჯერზე როცა კი ტერმინს სახელმწიფოს ვიყენებთ ნებისმიერი დანიშნულებით, მის უკან ყოველთვის დგას ადამიანი, შესაბამისად სახელმწიფო მართალია წარმოადგენს ამ ადამიანთა ნებისაგან შემდგარ სამართლებრივ ერთობას მაგრამ ცალკე განყენებული საქართველოს სახელით რომელიც დამკვიდრებულია კიდეც კონსტიტუციური ნორმით მხოლოდ იურიდიულ კონსტრუქციას წარმოადგენს და ის სინამდვილეში ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს „საქართველოს მოქალაქეების სახელით“;
- საქართველოს მოქალაქეების სახელით ვთვლი, რომ ზუსტად ხსნის იმ დანიშნულებას რომელსაც ქმნის თვითონ სასამართლო, რადანაც სასამართლო დამოუკიდებელი სახელისუფლო ორგანოა ის სამართლიანობას იმიტომ არ ემსახურება, რომ მას აღნიშნული ფუნქცია მინიჭებული აქვს კონსტიტუციით არამედ იმიტომ, რომ ის მოქმედებს ამ სახელმწიფოს მოქალაქეების სახელით, რადგანაც სახელმწიფო სხვა არაფერია თუ არა საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივი ჯაჭვი და რადგანაც "ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება";
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით: ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე; Tel/Viber/WhatsApp/Telegram: +995591976764; mail: guram.kontuadze@gmail.com; facebook;
გახსოვდეთ პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საქართველოში საადვოკატო ბიურო რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში


