გამონაკლისები მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის დროს
12-01-2021 3 134
- წინამდებარე სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა არა კონკრეტულმა საქმემ, არამედ მოცემულობამ რომელი დღევანდელ დღემდე ჩემთვის პირადად სადავო საკითხია და მისი სწორი გადაწყვეტისათვის საჭიროა როგორც საკანონმდებლო ასევე სამართლებრივი ცვლილებები. საქმე ეხება სამოქალაქო კოდექსის 1161 მუხლს სადაც განმარტებულია ის ქონებები რომელზეც არ ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი მეუღლეთა ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ ესენია:- ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
- ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; - თვითონ რეგისტრაციის აუცილებელობა და სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულის დავალდებულება მისი მოქალაქეებისათვის, რომ ქორწინების რეგისტრაციიდან გამომდინარეობს უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა მეუღლეებისათვის, ცალკე განხილვის საგანია და ვთვლი, რომ სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში აჭარბებს თავის პოზიტიურ როლს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ზოგიერთ შემთხვევეაში ასეთივე ხაზს მიყვება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით „ქორწინება გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს, ოჯახური ცხოვრების არსებობა-არარსებობის საკითხი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია მჭიდრო პირადი ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტზე“ Kroon v. the Netherlands. სასამართლომ 1994 წლის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „ოჯახური ურთიერთობების ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და შეიძლება მოიცავდეს სხვა დე ფაქტო ოჯახურ კავშირებს,როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე“. ცხადია, აქ იგულისხმება ერთად ცხოვრება ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის გარეშე, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში, მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ქორწინების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება იმ დროისათვის ფ. გ.-ს ასაკი იყო. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-7-7-2016), ასევე საინტერესოა თვითონ საკითხის ფაბულა, კერძოდ „ მხარეების ფაქტობრივი ქორწინება 2005 წლის იანვარში შედგა და ქორწინების დადგენილი წესით რეგისტრაცია მხოლოდ იმ საფუძვლით ვერ განხორციელდა, რომ კანონით გათვალისწინებული წინაპირობა - ქორწინების ასაკი, არ იყო სახეზე (სკ-ის 1108-ე მუხ.). ამასთან,გასათვალისწინებელია, რომ როგორც კი, კანონმა ასეთი შესაძლებლობა დაუშვა (მოსარჩელე 16 წლის შესრულდა), წყვილმა ქორწინება კანონით დადგენილი წესით დაარეგისტრირა“;
- სამოქალაქო კოდექსის 1161 მუხლი ერთგვარ დეკლარირებას ახდენს/გამონაკლისს უშვებს იმ საერთო პრინციპიდან რომელსაც ასევე ამყარებს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 1158 მუხლი მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარებს ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (გამონაკლისია საქორწინო ხელშეკრულების შემთხვევაში მისი ინდივიდუალურ საკუთრებაში დარჩენაზე შეთანხმება) ანუ ყველა ქონება (ქონების ქვეშ იგულისხმება როგორც უძრავი ქონება ასევე მოძრავი ქონებაც, მაგალითად მოთხოვნის უფლებაც) არის საერთო, რომელსაც მეუღლეები ქორწინების განმავლობაში იძენენ/იღებენ საკუთრებაში. თვითონ კანონმდებლობის მიმართება 1161 მუხლთან მიმართებაში არის შემდეგი სახის, კერძოდ ის ყოფს მეუღლეთა ქონებას ორ ნაწილად:
ინდივიდუალური საკუთრება: სამოქალაქო კოდექსის 1161 და 1162 მუხლი (ეს უკანასკნელი უკვე მიემართება მკაცრად ინდივიდუალიზირებულ ნივთებს ძვირფასეულობის გარდა);
საერთო საკუთრება: სამოქალაქო კოდექსის 1158 მუხლი (აღნიშნული მუხლს ასევე აქვს დამატებითი დამცავი მექანიზმი იმ მეუღლის მიმართ რომელიც ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი ის მაინც ითვლება ქონების მესაკუთრედ); - თუ კი სამოქალაქო კოდექსის 1158 მუხლი სავსებით გასაგებია და ის უზრუნველყოფს მეუღლეთა სამართლებრივად გამართულ სწორუფლებიანობას სამოქალაქაქო კოდექსის 1161 მუხლის შემთხვევაში საკითხი იცვლება იმდაგვარად, რომ მისი მოქმედების არეალი ავიწროვებს ერთი მეუღლის მოთხოვნას მეორე მეუღლის მიმართ შემდეგ გარემოებათა გამო (აქვე არის ერთი გამონაკლისი იმავე კოდექსში 1163 მუხლი, კერძოდ ინდივიდუალური საკუთრებად ჩაითვლება ასევე ყველა ის ნივთი რომელიც თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულებამ ადრინდელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა):
1) თანასაკუთრების რეჟიმი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე - უპირველესად მარტივად ასახსნელია ის, რომ მეუღლის „ინდივიდუალურ საკუთრებად“ რჩება ის „საკუთრება“ რომელიც მან ქორწინებამდე შეიძინა, ხოლო ქორწინებას კანონმდებელი უკავშირებს ქორწინების რეგისტრაციის ფაქტს, ანუ თანასაკუთრებად კანონმდებლის გაგებით არ შეიძლება მივიჩნიოთ ის ნივთი, როცა მეუღლეები ერთად ცხოვრობენ წლების განმავლობაში ჰყავთ საერთო შვილი/შვილები მაგრამ არ მომხდარა ქორწინების რეგისტრაციის ფაქტი (ე.წ. ხელისმოწერა) ანუ კვლავ სახელმწიფოს საკითხს რომ დავუკვირდეთ, სახელმწიფო უთითებს, რომ პირებს ანუ სახელმწიფოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ერთად იცხოვრონ ჰყავდეთ საერთო შვილები ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, მაგრამ თუ ეს მისთვის არ არის ცნობილი რეგისტრაციის გზით მაშინ სახელმწიფო ერთი მეუღლის შესაძლო მოთხოვნას მეორე მოთხოვნის მიმართ მოთხოვნის საფუძველს აცლის უკვე საკანონმდებლო დანაწესით, ასეთ შემთხვევაში უკვე მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნული ქონების ფასი გაიზარდა თუ არა ან ერთმა მეუღლემ მეორე მეუღლის ქონებაზე თუ რა ხარჯი გასწია და ა.შ. (აღნიშნული გარემოებების შემთხვევაში შესაძლებელია მომთხოვნ მეუღლეს უკვე უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე ჰქონდეს მოთხოვნის უფლება მაგრამ ეს უკვე საკითხია). ეს საკითხი, რომ თუ არ ვარ „რეგისტრირებულ“ ან როგორც ჩვენში უწოდებენ „ოფიციალურ ქორწინებაში“ მეუღლეთან, მაშინ სავარაუდოდ იმ რისკსაც ვწევ, რომ შესაძლებელია მეორე მეუღლის მიმართ მოთხოვნის უფლება არც კი წარმომეშვას, ჩემთვის როგორც ადვოკატისათვის მეტადრე საინტერესოა 1161 მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც რეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში რაიმე ნივთს მაინც ტოვებს ინდივიდუალურ საკუთრებად და მასზე არ ავრცელებს თანასაკუთრების რეჟიმს;
2) თანასაკუთრების რეჟიმი არ ვრცელდება იმ ქონებაზე რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით - ეს მუხლი კიდევ ორ ნაწილად იყოფა, მაგრამ სანამ ამ ორივე მუხლს ჩავთლით უპირველესად სახელმწიფოს როლი უნდა ავხსნათ როცა ის ერევა კერძო ურთიერთობაში. უპირველესად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ სახელმწიფო საზოგადოების მიერ არ შექმნილა/მოგონილა იმისათვის, რომ სახელმწიფომ მუდმივად იზრუნოს თავის მოქალაქეებზე ხოლო თუ წყვეტს, რომ მან უნდა იზრუნოს რომელიმე სამართლებრივ ურთიერთობაში რომელიმე პირზე მაშინ მას აქვს იმის პოზიტიური ვალდებულება რომ, ერთის მხარის დაცვამ არ გამოიწვიოს მეორე მხარის უფლებების შეწირვა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს უნდა მოექცეს თანაბრად და არ დაუშვას რომელიმე ჯგუფს ან პირს მისცეს იმაზე მეტი უფლება (განსაკუთრებით კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში) ვიდრე მას სჭირდება. აღნიშნულზე მითითება იმიტომაც არის საინტერესო ან/და აუცილებელი, რომ კანონის ანუ სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა არ ნიშნავს მხოლოდ კანონიერებას ის ასევე სამართლიანობის საფუძველზე უნდა იმართებოდეს. აღნიშნულ განმარტებას იმიტომაც, მივმართავთ რომ ერთის მხრივ: საქართველოს კონსტიტუციის 30 მუხლი უთითებს მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობაზე (ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას) ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნული უფლებრივი თანასწორობა, თანასწორუფლებიანობა კანონის მიმართ იზღუდება ორი ნაწილით: მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით. - მემკვიდრეობა - მეუღლე რომელიც იმყოფება დარეგისტრირებულ ქორწინებაში არ წარმოეშვება თანასაკუთრების უფლება მეორე მუღლის მიმართ თუ მან აღნიშნული ქონება მიიღო მემკვიდრეობით, ანუ უფრო მარტივად რომ ავხსნათ ვთქვათ პირები არიან რამდენიმე ათეული წლის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მუღლეები, ხოლო ერთ-ერთ მეუღლის ქონებაზე/საკუთრებაზე მეორე მეუღლის საკუთრების უფლების/თანასაკუთრების უფლების წარმოშობას გამორიცხავს კანონი. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით აღნიშნული აუცილებელია რადგანაც მემკვიდრეობა უფრო „პიროვნული“ უფლებაა და ის პირს (წინამდებარე შემთხვევაში მემკვიდრე მეუღლეს) მოყვება დაბადებიდან და შესაბამისად რადგანაც ის მას დაბადებიდანვე გააჩნია აღნიშნული პიროვნული უფლებიდან მიღებული უფლება არის მისი საკუთრება სადაც მეუღლეებს (ივარაუდება მეორე მუღლე) არ გაუწევია არავითარი სამუშაო რათა მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვას, სამუშაოში რა თქმა უნდა ივარაუდება საერთო ოჯახური საქმიანობა. თუმცაღა აღნიშნული დანაწესი ასევე ზღუდავს დავის შემთხვევაში რაიმე სახის გამონაკლისს, უფრორე თუ კი სახეზეა ფაქტობრივად მიღებული მემკვიდრეობა ან/და სამკვიდროს მიღება ივარაუდება, რომ მეორე მეუღლე ვერ გაავრცელებს თანასაკუთრებას თუ ის არ იზრუნებს აღნიშნულ ქონებაზე არ გააუმჯობესებს მას და ა.შ. მიუხედავად აღნიშნული საკითხის მრავალწახნაგობისა, საკითხი იმასთან დაკავშირებით არიან თუ არა თანასწორუფლებიანები მეუღლეები თუ კი ერთი მეუღლე იღებს მემკვიდრეობას, საკითხი ღიაა, ანუ კონსტიტუციური დანაწესი „თანასწორუფლებიანობას“ რომელიც უპირველესად უფლების არსებობის საკითხზეა მიბმული არის ღია და „მიუხედავად“ კონსტიტუციური უფლებისა თანასწორუფლებიანობა მაინც არ არის უზრუნველყოფილი საკანონმდებლო დანაწესისა. თანასწორუფლებიანობა არ არის აბსტრაქტული საკითხი და ის „ცოცხალი“ სამართლის ნაწილია, რომელიც ნიშნავს საკანონმდებლო დონეზე ერთი და იგივე უფლების მინიჭებას ერთი და იგივე მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის, რაც წინამდებარე შემთხვევაში „კანონით“ არის შეზღუდული, ასევე უმნიშვნელოვანესია ის საკითხიც, რო მემკვიდრეობა კანონისმიერი საფუძვლიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლებაა (არ შევეხები არ ეტაპზე ანდერძის დანიშნულებას ან მის მიმართებას);
- ჩუქება - ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც „სამართლებრივ ზღუდეს“ აწესებს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არის ჩუქების ხელშეკრულება, ჩუქების ხელშეკრულება კი თავის მხრივ საინტერესო საკითხია რადგანაც თუ მეუღლეები არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და თუ ერთ-ერთი მეუღლე იღებს რაიმე საკუთრებაში ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, მაშინ მეორე მეუღლეს მის მიმართ თანასაკუთრების უფლება არ წარმოეშვება. აქაც სავარაუდოდ კანონმდებლის დანაწესი გამოწვეული უნდა იყოს პიროვნულობიდან გამომდინარე (ოღონდ სახელშეკრულებლო პიროვნულობიდან გამომდინარე) რადგანაც ჩუქება არ ნიშნავს მხოლოდ სამართლებრივ ურთიერთობას მას ასევე გააჩნია სამართლებრივ ჩარჩოს გარეთ დარჩენილი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ნიშანი „პირადი ურთიერთობა“, თუმცაღა მიუხედავად ასეთი დანაწესისა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ქონების თანასაკუთრებიდან ამორიცხვა მოიცავს რამდენიმე რისკს, რომელიც მუდმივად არის სახეზე, ესენია:
- შესაძლებელია ერთ-ერთი მეუღლე აღნიშნულს იყენებდეს მისთვის სასარგებლოდ, კერძოდ ის მიღებული თანხების საშუალებით უკანვე იბრუნებს მის ქონებას ოღონდ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე;
- შესაძლებელია პირი რომელიც აპირებს განქორწინებას უძრავ მოძრავი ქონება არ დაირეგისტრიროს საკუთარ სახელზე და ის მესამე პირის საშუალებით მიიღოს ჩუქების ხელშეკრულების საშუალებით;
- შესაძლებელია ერთი მეუღლე მეორე მეუღლის მიმართ აღნიშნულს იყენებდეს როგორც თავდაცვის საშუალებას; - (ის სხვა საკითხია რამდენად მორალურად გამართლებული ან/და გაუმართლებელია ასეთი სახის მანიპულაციები).
- რადგანაც ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს კერძო სამართლებრივ გარიგებას ის ექვემდებარება რა თქმა უნდა კეთილსინდისიერების პრინციპით შეფასებას, ასევე ის მითითებული პირობების არსებობის შემთხვევაში ექვემდებარება საკითხს არის თუ არა თვალთმაქცური გარიგება და ა.შ. თუმცაღა ნებისმიერ შემთხვევაში საკითხის ასეთი სახით არსებობა მაინც ცვლის მტკიცების ტვირთს, კერძოდ პროცესუალურად სწორედ ამაზე მიმთითებელ მხარეს ანუ მეუღლეს აწევს აღნიშნულის მტკიცების ტვირთი და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, უმეტესად კი ცალმხრივად.
- მემკვიდრეობის ან/და ჩუქების ხელშეკრულების ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ქონების თანასაკუთრებაში არ ჩართვა წარმოშობს რისკს, რომელიც უპირველესად მიემართება თვითონ მეუღლეებს კერძოდ, თანასაწორუფლებიანობის პრინციპი მართალია არ არის აბსოლიტური მაგრამ უფლების დონეზე, მეუღლეებს ერთმანეთის განსაკუთრებულ თანასწორუფლებიანობაზე მიუთითებს, რომელიც ყველაზე მთავარ ქორწინების პერიოდს მიემართება, შესაბამისად თუ თანასწორუფლებიანობა ერთმანეთის მიმართ ვალდებულებაში გამოიხატება ის ასევე უნდა იყოს თანასწორუფლებიანობა ერთმანეთის მიმართ მოთხოვნის უფლებაში, სხვაგვარად „ეკონომიკურად“ შესაძლო მხარეს უფლება აქვს იურიდიული „სვლებით“ მოამზადოს მომავალი ეკონომიკური ნიადაგი რომელიც შელახავს ხოლო ყველაზე კარგ შემთხვევაში რამდენიმე წლიან დავაში „ჩართავს“ მეუღლეებს.
- აღნიშნული ორი დანაწესი (მემკვიდრეობისა და ჩუქების) მინიმუმ (რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრებით) ნორმატიული შინაარსით არის არაკონსტიტუციური კერძოდ ის არ უნდა ვრცელდებოდეს მაგალითად:
- ანდერძით მიღებულ ქონებაზე;
- ქონებაზე რომელზედაც მუღლეები ერთად სწევდნენ ხარჯებს ხოლო მამკვიდრებელმა მხოლოდ ერთ-ერთს (შვილს) გადასცა მთლიანი ქონება;
- ქონებაზე რომელიც ჩუქებით მიღებულია სახელმწიფოსგან;
- ქონებაზე რომელიც ოჯახის წევრის საშუალებით მიიღო მეუღლემ;
- საკითხის დანახვა ისეთი სახით, რომ კანონში რაც წერია ის უნდა იყოს და არის სამართლიანობის საფუძველზე აგებული არ ნიშნავს იმას, რომ ის მხოლოდ ცალკე აღებული იქნეს განმარტებული რადგანაც მახსენდება საქმე სადაც მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეთა თანასაკუთრება იყო სახეზე კერძოდ ქორწინების დროს იყო შეძენილი საპარტნიორო წილი კომპანიაში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ „გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მეუღლეთა უფლება-ვალდებულებების განსაზღვრის თავისებურებები, არამედ, პარტნიორთა უფლება-ვალდებულებები, რაც კანონით და წესდებით მათ გააჩნიათ ერთ–ერთ მეუღლესთან. მეუღლეთა შორის დავის მოწესრიგებით არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი სხვა პირების უფლებები, რაც მათ გააჩნიათ „მეწარმეთა შესახებ“ კანონითა და წესდების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს დადგენილ ფაქტს, რომ რ. კ-ის წილი საზოგადოებაში წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაგრამ ამ წილის გაყოფისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული განმარტებების მიხედვით ის შეზღუდვები, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ახალი პარტნიორის მიღებას საზოგადოებაში“ (იხ. სუსგ # ას-97-93-2012, 28.06.2012წ.);
- რადგანაც „კანონმდებელს არ უნდა შეექმნას იმის ილუზია, რომ რასაც იგი იტყვის, მხოლოდ ის იქნება სამართალი. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ კანონმდებელი კი არ ქმნის სამართალს, არამედ მისი არსებობის ფორმას იგონებს" (ბესარიონ ზოიძე, თბილისი, 2007 საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, 110 გვ);
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით: ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე; Tel/Viber/WhatsApp/Telegram: +995591976764; mail: guram.kontuadze@gmail.com; facebook; გახსოვდეთ პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საქართველოში საადვოკატო ბიურო რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამართლოში


