საქმეები სამოქალაქო სამართალი

დროებითი შრომისუუნარობა ე.წ. ბიულეტენზე ყოფნა, მისი ანაზღაურების წესი და პირობები

26-07-2020 27 195
  • დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები, ისეთი როგორიცაა მაგალითად: შვებულება, დროებითი შრომის უუნარობა და ა.შ. საადვოკატო მომსახურების გაწევის დროს არა ერთ კითხვას მისვავენ როგორც ადვოკატს დროებითი შრომისუუნარობის დროს რომელიც უფრო მეტად ცნობილია როგორც ბიულეტენზე ყოფნა.
  • დღევანდელ სტატიით შევეცდები მოკლედ მიმოვილიხო დროებითი შრომისუუნარობა ე.წ. ბიულეტენზე ყოფნა როგორც ადვოკატმა და მივცე სამართლებრივი/იურიდიული შეფასება, მისი ანაზღაურების წესის და პირობების შესახებ.  უპირველს ყოვლისა თავშივე უნდა ითქვას, რომ დროებითი შრომისუუნარობის დროს დასაქმებული არ არის ვალდებული შეასრულოს მასზე დაკისრებული შრომითი მოვალეობები, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი საფუძველების არსებობის შემთხვევაში დამსაქმებელს უფლება არ აქვს დასაქმებული გაანთავისუფლოს სამსახურიდან (მოშალოს მასთან შრომითი ხელშეკრულება) მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო თუ პირი დროებით შრომისუუნაროა და სწორედ ამის გამო ვერ ახერხებს სამუშაოს/ვალდებულების შესრულებას, არსებობს „მავნე“ პრაქტიკა, რომ სწორედ აღნიშნულის გამო ანთავისუფლებენ დასაქმებულს სამსახურიდან, რაც სხვა არაფერია თუ არა უფლების არამართლზომიერი გამოყენება და „სუსტი“ მხარის კიდევ უფრო სუსტ პოზიციაში ჩაყენება. ასევე ზოგიერთ შემთხვევაში კანონი დამსაქმებელს კანონიერ უფლებას აძლევს გარკვეული დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობის შემთხვევაში მოშალოს შრომითი ხელშეკრულება თუმცაღა აღნიშნული საკითხი უკვე სხვა მსჯელობის საგანია და ვეცდები მომავალში უფრო დიდი დოზით მიმოვიხილო ვიდრე წინამდებარე სტატიაშია მითითებული (ასევე აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეო ლექცია/განმარტება შეგიძლიათ იხილით აქ: დროებითი შრომისუუნარობა GGK Lawyer). 
  • საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსი პირდაპირი სახით არ არეგულირებს დროებით შრომისუუნარობისას ანაზღაურების წესს, თუმცაღა დროებითი შრომისუუნარობის ანაზღაურების წესაა და პირობებს განმარტავს და მოიცავს  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №87/ნ მიღების თარიღი  2009 წლის 19 თებერვალი ქ.თბილისი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე ბრძანება. სწორედ აღნიშნული ბრძანებ/წესი აწესრიგებს ეს წესი აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დასაქმებულთათვის და  საჯარო სამსახურის შესახებ  საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო/საჯარო მოსამსახურეთათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.    
  • №1 კითხვა : როდის ენიშნება პირს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ? 
    №1 პასუხი: დროებითი შრომისუუნარობის გამო პირს (როგორც კერძო ასევე საჯარო სფეროში დასაქმებულ პირს) ენიშნება დახმარება თუ ეს გამოწევული შემდეგი მიზეზებით:
    ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში; 
    ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;   
    გ) კარანტინის გამო;  
    დ) პროთეზირების გამო;    
  • №2 კითხვა: ვინ არის პასუხისმგებელი დროებითი შრომითი უუნარობის დროს შესაბამის ანაზღაურებაზე? 
  • №2 პასუხი: დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში–შესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება. ასევე დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის დამსაქმებელს/დაწესებულებას.
  • №3 კითხვა: რა ვადით ენიშნება პირს დროებითი შრომის უუნარობის  გამო დახმარება? 
  • №3 პასუხი: საავადმყოფოს მიერ გაცემული ფურცლის პირველივე დღიდან (საავადმყოფოს ფურცელი ნიშნავს ბიულეტენს). იმ შემთხვევაში თუ პირს დროებითი შრომისუუნარობა ეწყება  შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პირი გავიდა შვებულებაში თვის 1 რიცხვში 20 დღით ხოლო 10-ე დღეს კი დაუდგინდა დროებითი შრომის უუნარობა, მას დახმარება ენიშნება 11 დღიდან ხოლო დარჩენილი 10 დღე დაემატება 20 რიცხვიდან 30 ჩათვლით. 
  • №4 კითხვა: რა შემთხვევაში არ ენიშნება პირს დროებითი შრომისუუნარობის დროს დახმარება?
  • №4 პასუხი: პირს რომელმაც მიიღო ტრავმა, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ან განზრახ აყენებენ ზიანს თავიანთ ჯანმრთელობას, თუ დაარღვია მკურნალი ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევისას და შესაბამის საგამონაკლისო შემთხვევებში; შესაძლებელია პირი ნამდვილად იყო დროებით შრომისუუნარო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) დახურვიდან 3 თვის შემდეგ ია არ წარადგენს შესაბამის ადგილას საავადმყოფოს ფურცელს, ასეთ შემთხვევაში მას არ დაენიშნება დახმარება.   
  • №5 კითხვა: რამდენს შეადგენს დახმარების ოდენობა და როგორ გამოანგარიშდება დროებითი შრომითიუუნარობის დროს დახმარება? 
  • №5 პასუხი: საბაზისო თანხად აიღება ის შრომის ანაზღაურების ოდენობა რაც აქვს დასაქმებულს, კერძოდ დასაქმებულისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.ეს ნიშნავს იმას, რომ დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად, საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში   საშუალო დღიური ხელფასის გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე. მაგალითად: თუ პირს დახმარება დაენიშნა 10 დღით, აღნიშნული დღეებიდან თუ კი სამუშაო დღეეები იყო 7 სამუშაო დღე, მთლიანობაში აღნიშნულ თვეში იყო 22 სამუშაო დღე, დასაქმებულის ხელფასი შეადგენს 1000 ლარს, შესაბამისად 1000/22=45.45 ლარი დღიურად, ხოლო აღნიშნული დღიური თანხა მრავლდება გაცდენილ სამუშაო დღეებზე, 45.45*7=318.18 ლარი. აღნიშნული პრინციპის დაცვის მიზანია, რომ დასაქმებულმა მიიღოს ხელფასის ოდენობის თანხა, მცირედი განსხვავება შესაძლებელია ეპატიოს დამსაქმებელს, თუმცა ხელფასის ოდენობის თანხის მნიშვნელოვანი შემცირება არ უნდა მოხდეს. 
  • ზოგიერთ შემთხვევაში საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დროს, ვაწყდები მავნე პრაქტიკას როცა არათუ ფურცლის წარდგენა არამედ დამსაქმებელი უარს აცხადებს გასცეს რაიმე სახის თანხა დასაქმებულზე. 
  • №6 კითხვა: რის საფუძველზე გასცემს დამსაქმებელი შრომისუუნარობის გამო დახმარებას?  
  • №6 პასუხი: საავადმყოფოს ფურცელს (ე.წ. ბიულეტენს) დასაქმებული წარუდგენს დამსაქმებელს (საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში შესაბამის პირს). დამსაქმებელი  ვალდებულია სავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომი­სუუნარობის გამო დახმარება ან წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს დასაქმებულს  დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ, აღნიშნულ შეტყობინებაში მან უნდა დააფიქსიროს საფუძველი თუ რის საფუძველზე აცხადებს უარს დახმარების გაცემაზე, რომლის გასაჩივრების უფლებაც აქვს თავის მხრივ დასაქმებულს. 
  • №7 კითხვა: დახმარების გამოანგარიშების დროს რა არ მიიღება მხედველობაში? 
  • №7 პასუხი: ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.     
  • №8 კითხვა: ითვლება თუ არა დროებითი შრომისუუნარობა შვებულებაში/შვებულების პერიოდში?
  • №8 პასუხი: არა, არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი შვებულების პერიოდში, შესაბამისად შვებულების დროს ერთდროულად ორივეში "ყოფნა" შეუძლებელია. 
    ბოლოსკენ მცირედით მაინც შევეხები დროებითი შრომისუუნარობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეჩერება და შეწყვეტას.  - შრომითი ურთიერთობა ჩერდება დროებითი შრომითიუუნარობის დროს, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (ანუ მხარეები შეთანხმდნენ მის უფრო მეტ ვადა)   თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება, დამსაქმებელს უფლება აქვს მოშალოს შრომითი ხელშეკრულება. ჩემს პირად როგორც ადვოკატის  მოსაზრებას წარმოადგენს, რომ აღნიშნული არაკონსტიტუციურია, რადგან ასეთ შემთხვევაში პირისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერება, რადგან საწინააღმდეგო შემთხვევაში დამსაქმებლის ინტერესებს იცავს შრომის კოდექსი და არა დასაქმებულის (გამოსავალია სხვა და სხვა შეიძლება იყოს თუმცა ეს კიდევ უფრო ცალკე მსჯელობის საგანია).  
  • ეს არის მოკლედ ის რაც შეიძლება ითქვას დროებით შრომისუუნარობაზე, ამასთანავე პრაქტიკაში სხვა და სხვა შემთხვევებია სახეზეა, შესაბამისად ყოველი კონკრტული შემთხვევა საჭიროებს ინდივიდუალურ განხილვას. დასაქმებულისათვის კი სავალდებულოა იცოდეს, რომ მისი დროებითი შრომისუუნარობა სავალდებულოდ უნდა აანაზღაუროს დამსაქმებელმა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით: ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე; tel/vibe/ WhatsApp: 995591976764;mail: guram.kontuadze@gmail.com; facebook
    პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ 
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი  ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება  ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი  თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი   ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო  საქართველოში საადვოკატო ბიურო  რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა