საქმეები სამოქალაქო სამართალი

თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც დასაქმების წინაპირობა და მისი ბათილობა.

03-07-2020 2 132

  • წინამდებარე სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა რამდენიმე შემთხვევამ რომელთანაც მქონდა შეხება და შემდგომში როგორც გავარკვიე საქართველოში არსებული და უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დროს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის მოთხოვნა, მოიყვანოს ვინმე (უმეტესად კი ოჯახის წევრი) რომელიც დასაქმებულთან ხელს აწერს თავდებობის ხელშეკრულებას ხელს. ზოგიერთ შემთხვევაში თავდები პირი ხელს აწერს თავდებობის ხელშეკრულებას სადაც შესაძლებელია დასაქმებულის ხელფასზე 15-ჯერ ზოგჯერ 20-ჯერ უფრო მეტი თანხით ისაზღვრება თავდებობის მაქსიმალური თანხა, იმ თანხასთან შედარებით რა თანხასაც ყოველთვიურად იღებს დასაქმებული. ვთვლი, რომ აღნიშნული პრაქტიკა და დამკვიდრებული სტანდარტები არ შეესაბამება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ დღემდე რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი არ ყოფილა შემთხვევა მისი ბათილობის საკითხი დამდგარიყოს ( დაახლოებით ალბათ 3 ან 4 თვეში მექნება ასეთი საქმე) სასამართლოში, ვთვლი, რომ აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულება არის ბათილი და ის დადების მომენტიდანვე ბათილია ეს კი რა თქმა უნდა (ჩემი როგორც ადვოკატის აზრია) მოკლედ რომ ვთქვათ მას მხარეების მიმართ ხელშემკვრელი/მბოჭავი წინაპირობა არ გააჩნია, თუმცაღა მივყვეთ თანმიმდევრობით;   
  • საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსის იერარქიით უფრო მაღლა დგას ვიდრე სხვა ჩვეულებრივი კანონები, შრომის კოდექსისადმი ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ორგანული კანონის რეგულირების სფეროთი, კერძოდ შრომის კოდექსი აწესრიგებს „საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს“ (მუხლი 1.1.). „შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით“ (მუხლი 2.1.). „შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას“ (მუხლი 1.3.). შრომითი ურთიერთობის დროს, ძირითადი საფუძველი გარდა კონსტიტუციური შრომის უფლებისა წარმოადგენს აღნიშნული მუხლები. შრომითი ხელშეკრულება როგორც ყველა სხვა დანარჩენი ხელშეკრულება ემორჩილება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, რომლის მიხედვითაც ხდება აღნიშნული ხელშეკრულების განმარტება, კერძოდ შეესაბამება თუ არა აღნიშნული ხელშეკრულება იმ ნორმებს და პრინციპებს რომელსაც განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. პირი რომელმაც უნდა გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელთან და რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ორგანული კანონის დადგენილ მოთხოვნებს, დამსაქმებელი სთხოვს „მოიყვანოს“ (ზუსტად აღნიშნულ ტერმინს იყენებენ ხოლმე აღნიშნულის განსამარტად მეტადრე საინტერესო კი ადვოკატისთვის ეს ტერმინიც) ვინმე რომელიც დამსაქმებელთან გააფორმებს თავდებობის ხელშეკრულებას. თავდებობის ხელშეკრულებას რაც შეეხება, თავდებობის ხელშეკრულება არის ჩვეულებრივი ხასიათის ძირითადი ხელშეკრულების უზრუნველყოფის საშუალება ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ძირითადი ხელშეკრულების გარეშე არ შეიძლება არსებობდეს თავდებობის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის  153.1. მუხლი აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს) ძირითადი ხელშეკრულების არის საფუძველი თავდებობის ხელშეკრლების შესაბამისად, თვითონ თავდებობის ხელშეკრულება განიმარტება შემდეგი სახით:
  •  თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად (მუხლი 891.1.) უპირველესად უნდა განიმარტოს, რომ კანონი სიტყვა კრედიტორის ქვეშ მოიაზრებს პირს, რომელსაც გააჩნია მოთხოვნის უფლება მეორე პირის მიმართ, კერძოდ როცა ხელშეკრულების ერთი მხარე აღჭურვილია მოითხოვოს მეორე პირისაგან მოითხოვოს მოქმედების შესრულება ან მოითხოვოს შესრულებაზე უარის თქმა. თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივი ხელშეკრულებაა, ვინაიდან ხელშეკრულებით ვალდებულებას კისრულობს მხოლოდ ერთი მხარე თავდები. როგორც წესი, კრედიტორს რაიმე ვალდებულების შესრულება არ ეკისრება. შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დროს, დამსაქმებელს მოთხოვნის უფლება წარმოექმნება ორი პირის მიმართ, კერძოდ: დასაქმებულის და მესამე პირის მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი ზიანის დროს აღნიშნული ზიანის ანაზღაურება არამარტო დასაქმებულს არამედ თავდებს, რომელიც რეალურად შრომით სახელშეკრულებლო ურთიერთობაში არ იმყოფება.
  • პრაქტიკაში ჩვეულებრივი (სტანდარტული) თავდებობა ძალიან იშვიათია. უფრო გავრცელებულია თავდებობის ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის კისრებით (სოლიდარული თავდებობა). ამ შემთხვევაში კრედიტორს აღარ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა(სამოქალაქო კოდექსის 895 მუხლი);     თავდებობის ხელშეკრულების არსებობისათვის საკმარისი არ არის შრომითი ხელშეკრულება ანუ ძირითადი ხელშეკრულება აუცილებელია ასევე თვითონ თავდებობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმა და ასევე წერილობითი ფორმის განცხადება მესამე პირის მიერ კრედიტორის მიმართ, რომ თავდებობის ხელშეკრულება წარმოიშვას ასევე კონკრეტული ოდენობის თანხის მითითება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 892. 1.) (რა თქმა უნდა მომიწია ასეთ დავაში საადვოკატო მომსახურების გაწევა); 
  • 1.) თუ ყველა აღნიშნული წინაპირობა სახეზეა და მესამე პირი დასაქმებულს უდგება თავდებად თავდებობის ხელშეკრულება სახეზეა, კერძოდ დასაქმებული იწყებს „მუშაობას“ მის თავდებს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული დამსაქმებელთან და გრძელდება სახელშეკრულებლო ურთიერთობა, ერთი შეხედვით სახეზეა ყველა ის არსებითი პირობა რაც აუცილებელია ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, თუმცაღა სამოქალაქო კოდექსის მთელი თავისი შინაარსით არის უფლებადამცველი მხარეებს შორის, სახელშეკრულებლო ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში შესაბამისად საკითხი შემოდის შემდეგი სახით: რა უშლის აღნიშნული ხელშეკრულების არსებობას ხელს? მხარეები ხომ სახელშეკრულებლო თავისუფლების ფარგლებში აფორმებენ ხელშეკრულება და იღებენ ვალდებულებას შეასრულონ ის?პასუხის გასაცემად აუცილებელია დავიწყოთ უფლების მართლზომიერად გამოყენების აუცილებელობა, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8 III მუხლი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს აკისრებს უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებას (ამ საკითხზე ხშირად დავაა ხოლმე ადვოკატს/ადვოკატებს მოსამართლეებს და იურისტებს შორის რადგანაც ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ სახელშეკრულებლო ურთიერთობაში არ უნდა ერეოდეს კანონი);
  • მართალია, კეთილსინდისიერება ურთიერთობის მონაწილეთა ზნეობრივ მოვალეობადაც მიიჩნევა,  მაგრამ 8 III მუხლი სხვა მუხლებთან კავშირში შეიძლება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლადაც განვიხილოთ. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა შემდეგი: „აღნიშნული ნორმა დეკლარაციული ხასიათის არ არის და ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა ზოგადად დამრღვევისათვის ვალდებულების დაკისრების მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8.3. მუხლი სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი) ზოგიერთ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თვლის, რომ აღნიშნული მუხლის მოქმედება ასევე 115 მუხლთან ერთად (საქართველოს სამოქალაქო კდოექსის მუხლი 115. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სახეზე არ გვაქვს სახელშეკრულებლო ურთიერთობა ან თუ გვაქვს და ხელშეკრულებაში მითითებული არ არის რაიმე საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული მუხლები თამაშობენ შემავსებელ როლს, თუმცაღა ვთვლი, რომ აღნიშნული მუხლი უფრო ფართო და ყოვლისმომცველ განმარტებას ექვემდებარება ვიდრე მხოლოდ სახელშეკრულებლო ურთიერთობის; 
  • შესაბამისად დამსაქმებელი გარდა იმისა, რომ შებოჭილია შრომის კოდექსით და ის დასაქმებულთან შედის და ექვემდებარება შრომის კოდექსი, შრომის კოდექსის საფუძველზე აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების ბათილობა შეუძლებელია რადგან - მოთხოვნის უფლებას ფლობს არა დამსაქმებელი თავდებობის ხელშეკრულების ბათილობის არამედ ფლობს მესამე პირი რომელიც შრომით ურთიერთობაში არ იმყოფება დამსაქმებელთან შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულების ბათილობის საკითხი სამოქალაქო კოდექსის გადასაწყვეტია, რაც შეეხება დისკრიმინაციის ნიშნებს აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე ეს ცალკე საკითხია რომელიც შემდგომი მსჯელობის საგანი იყოს.   შესამისად რა აუცილებლობითაა გამოწევული დამსაქმებლის მიერ ე.წ. თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება მესამე პირთან? პასუხები ასეთად შეგვიძლია წარმოვდგინოთ (ყოველ შემთხვევაში საკითხი ასე უნდა იდგეს): 
  • 1. აუცილებელია, რომ დამსაქმებელს ჰოქნდეს დამატებითი ბერკეტი დასაქმებულზე; 
  • 2. იმ შემთხვევაში თუ დანაკლისი/ზიანი დიდია მას სჭირდება დაკმაყოფილების ალტერნატიული პირი; 
  • 3. რაც უფრო მეტია ვალდებული მით უფრო მეტია მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდი ან წარმოდგენა; 
  • 4.რადგან დასაქმებული სუსტი მხარეა მასზე კიდევ უფრო მეტი ვალდებულის დაკიდება ნიშნავს უფლებადაუცველ პირს; დამატებით გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ დამსაქმებელს შეუძლია და უფლება აქვს გააფორმოს სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება დასაქმებულთან, გარდა იმისა, რომ ზიანის მიყენების შემთხვევაში უკვე ჩვეულებრიივ სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთვება საქმეში;   
  • დამსაქმებლის მოთხოვნა და მიზანი რაც არ უნდა რელევანტური იყოს, ჩემის აზრით აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების არის ბათილი შემდეგი პირობების გამო. უფლების მართლზომიერი გამოყენება ნიშნავს უფლების ანუ მოთხოვნის იიმდაგვარად გამოყენებას, რომ მეორე მხარის მიმართ არ გაჩნდეს ზიანის საშიშროება, ანუ ჩემი უფლების დაცვა თუ აჭარბებს ლეგიმტიმურ მიზანს მაშინ სახეზეა უფლების არამართლზომიერი გამოყენებეა, მოთხოვნა აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების და მისი გაფორმების ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54 მუხლს, კერძოდ:  მუხლი 54. ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. 54-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები გამოიყენება ყველა გარიგების, როგორც ცალმხრივი (მაგალითად, ანდერძი), ისე ორმხრივი (მაგალითად, ხელშეკრულება) და მრავალმხრივი გარიგების მიმართ; 
  • მუხლი გამოყოფს „სამი სახის ფასეულობას“,3 რომელთა დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას: კანონით დადგენილი წესი და აკრძალვა, საჯარო წესრიგი და ზნეობის ნორმები . თვითონ კანონის აღნიშნული ნორმა იყოფა სამ ნაწილად;   
    - 54-ე მუხლი არ შეიცავს კანონის ცნებას. ამიტომ კანონის, როგორც ნორმატიული აქტის, გაგება უნდა მოხდეს ნორმატიული აქტების შესახებ კანონისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე.  
    - დოქტრინული ცნების თანახმად, საჯარო წესრიგის ცნებაში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების, ხელშეკრულებისა და მეწარმეობის თავისუფლება, რომელთა დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები; - მესამე ფასეულობა, რომლის დარღვევაც იწვევს გარიგების ბათილობას, არის ზნეობა. კერძოდ, ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგება ბათილია. ზნეობასთან დაკავშირებით 54-ე მუხლის შეიცავს ზოგად ნორმას, რომლის დაკონკრეტება სასამართლო პრაქტიკაზეა დამოკიდებული; 
  •  წინამდებარე შემთხვევაში შესაძლებელია სახეზე იყოს საჯარო წესრიგის გამო გარიგების ბათილობა, მაგრამ საჯარო ინტერესი კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში ვერ გადაწონის სახელშეკრულებლო თავისუფლების პრინციპს შესაბამისად სახელშეკრულებლო თავისუფლების პრინციპს უნდა დაუპირისპირდეს გარიგების ზნეობრივი მხარე, უფრო სწორედ ამორალურობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს აზრით, გარიგება ამორალურია, თუ „ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში“. გარიგების ამორალურობის დროს შემოწმების საგანი არის არა მოანწილეთა ქცევა ანუ დამსაქმებლისა და თავდების ქცევა არამედ თვითონ თავდებობის ხელშეკრულების შინაარსი მისი საგანი. ანუ შინაარსის მიმართება ზნეობასთან. მართალია რა არის ზნეობა ანუ მორალურობა რა თქმა უნდა საკანონმდებლო დონეზე არ არის განმარტებული და ის ყოველი კონკრეტული შემთხვევის დროს საჭიროებს განმარტებას, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს გარიგება ამორალურად, აღნიშულში უპირველეს ყოვლისა ადვოკატი უნდა იყოს მზად ამტკიცოს კლიენტის ინტერესები; 
  •   ფაქტობრივი გარემოებები რომელიც წინ უძღვის აღნიშნული გარიგების გაფორმებას არის შემდეგი:  
      - დასაქმებულს სურს შეასრულოს ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაო;   - დასაქმებული ისე, რომ დამსაქმებელს არ აძლევს საშუალებას შეამოწმოს მისი შესრულებული სამუშაო ან/და გააფორმოს მასთან მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულება ითხოვს თავდებობას;  
      - თავდები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დასაქმებული შევიდეს სახელშეკრულებლო ურთიერთობაში თავდებად უდგება უაკანსკნელს მის მიერ სამუშაოს შესრულების დროს ზიანის ანაზღაურების დროს;  
      - გარდა იმისა, რომ თავდები თავდებად უდგება დასაქმებულს მის მიერ შესასრულებელ სამუშაოში თავდები იღებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ ბენეფიტს, კერძოდ დასაქმებული იწყებს მუშაობას ისე, რომ თვითონ თავდებმა შეიძლება არ იცოდე დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სიძნელე და ა.შ.;  - სესხის ხელშეკრულების დროს თავდები ერთადერთ რამეში თანხმდება კერძოდ ის პიროვნულად უზრუნველყოფს მოვალეს მიერ თანხის დაბრუნებას, ანუ სესხი გაიცა ერთჯერადად ხოლო თანხა უნდა დაბრუნდეს ნაწილობრივ, წინამდებარე შემთხვევაში კი დასაქმებულმა უნდა შეასრულოს მრავალი ვალდებულება/ვალდებულებები და ეს უნდა ხორციელდებოდეს მრავალჯერადად ამასთანავე ეს მრავალჯერადობა არ არის შემოწმებული; სახელშეკრულებლო თავისუფლების პრინციპი არ არის უკიდეგანო ის აუცილებლად ექცევა რაიმე ჩარჩოში, შესაბამისად დამსაქმებლის ლეგიტიმური მიზანი იყოს დაცული ზიანის დროს უნდა შეეჯახოს თავდების მიზანს და ჩამოყალიბდეს მთავარი კითხვა, რომელი გადაწონის?  
  • სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სსკ-ის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.  საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ:
  • თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აქვს სამართლებრივი დაცვის ისეთი საშუალება, როგორიცაა თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზოგადი შესაგებლები, მაგალითად, ზნეობრივი ნორმების დარღვევისა და გარიგების საფუძვლის დარღვევის გამო, თავდებობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნა. გერმანიის სასამართლო პრაქტიკა ზნეობრივი ნორმების დარღვევად მიიჩნევს ქონების არმქონე ოჯახის წევრების თავდებობის ხელშეკრულებებს (ან მსგავსი ვალდებულებების ერთობლივად კისრებას). იქვე: საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავისი შინაარსიდან გამომდინარე, თავდებობის ხელშეკრულება წარმოუდგენელია თავდებისათვის რაიმე სახის, მატერიალური თუ არამატერიალური სიკეთის მომტანი იყოს. იგი ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას ისეთ მნიშვნელოვან ვალდებულებას უკავშირდება, როგორიც მის მაგივრად ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დაცვითი მექანიზმების ამოქმედება ხდება. მოცემულ შემთხვევაში, ასეთ მექანიზმს, თავდების საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღება და შემდეგ მისი სარეალიზაციოდ მიქცევა წარმოადგენდა. შესაბამისად, ცალსახაა, რომ აღნიშნული ტიპის ხელშეკრულება თავდებს გადამეტებულ პასუხისმგებლობას აკისრებს, რაც მისი სტაბილური განვითარებისთვის, ფსიქოემოციური და ეკონომიური მდგომარეობისთვის ცალსახა უარყოფით შედეგს იწვევს; 
  • კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა. შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, შესაბამისად სწორედ იმ დროს, როცა:   
  • - რადგან დამსაქმებელმა არ იცის დასაქმებულის შრომითი შესაძლებელობები;  
    - შრომითი ურთიერთობის გაფორმების წინაპირობა ხდება თავდებობის ხელშეკრულება;  
    - როცა თავდების მიმართ არ ხორციელდება მისი შემოსავლის ქონებრივი მდგომაროების შემოწმება;  
    - რადგან შრომითი ურთირთობის წინაპირობა არის არა დასაქმებულის ე.წ. ჩვევები, უნარები და პროფესიაონალიზმი არამედ დამსაქმებელი ისედაც ძლიერი მხარე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს დასაქმებულს;  
    - რადგან თავდებმა არ იცის კონკრეტულად რა მოცულობის სამუშაო და როგორი სახით უნდა შეასრულოს დასაქმებულმა;
  • - რადგან დამსაქმებელი აღნიშნული გარიგებას ზიანის თავიდან აცილების მიზნით (რაც უფრო მეტი მით უფრო კარგი) იყენებს და არ გააჩნია ლეგიტიმური მიზანი, კერძოდ საუბარია შესაძლო ზიანზე რომელიც თავდებმა არ იცის და არ შეუძლია იმოქმედოს დასაქმებულზე, განსხვავებით სესხის ხელშეკრულების დროს, როცა მთავარია თანხის გადახდა აქ კი ვალდებულებათა წყების ერთდროულად შესრულება რომელცი ფიზიკურად არ შეუძლია მესამე პირს;    
    - რადგან ფორმალურად ის აბსოლიტურად მისაღებია, თუმცა ზნეობრივად ის ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54 მუხლს, რადგან შესრულება და მოთხოვნას შორის შეუსაბამოდ დიდი პროპორცია და საზოგადოებაში დამკვიდრებული პრინციპი აუცილებლად ნიშნავს, რომ დასაქმებულმა თვითონ უნდა აგოს პასუხი მის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებაზე და არა მესამე პირმა;  ზემორე აღნიშნულიდან გამომდინარე ვთვლი, რომ აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულება რომელიც გაფორმებულია შრომითი ურთიერთობის გაფორმების წინაპირობად არის ბათილი;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით: ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე; tel/vibe/ WhatsApp: 995591976764;mail: guram.kontuadze@gmail.com; facebook
  • აღნიშნულ საკითხზე კი პირველი გადაწყვეტილება კი სტატიის საიტზე ატვირთვამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო სასამართლომ; 
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი  ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება  ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი  თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი   ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო  საქართველოში საადვოკატო ბიურო  რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა