საადვოკატო / იურიდიული მომსახურების გაწევის დროს არაერთხელ შევხვედრივარ აღნიშნულ საკითხზე სხვა და სხვა მოსაზრებას, შესაბამისად ვეცდები მოკლედ აღვწერო მინიმალურად მაინც პრობლემატიკა და შესაძლო პასუხები.
საქართველოს კონსტიტუციის 26 მუხლის საფუძველზე, 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. გარდა იმისა, რომ პირს უფლება აქვს თავისუფლად აირჩიოს მის მიერ შესასრულებელი სამუშაო (იძულების გარეშე) ყველა სხვა უფლებაში ასევე მოიზარება, შვებულების, შრომისათვის შესაბამისი (მხარეთა მიერ დადგენილი) ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და ა.შ. ერთ-ერთ ასეთ უფლებას წარმოადგენს სამუშაო შესრულების დროს დასვენების და შესვენების უფლება.
იმისათვის, რომ უშუალოდ ვისაუბროთ სამუშაოს შესრულების დროს შესვენების და დასვენების უფლებაზე, აუცილებელია განვმარტოთ, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 14 მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს (გამონაკლისია ასევე ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოები რომელთა შემთხვევაში სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს). სპეციფიური სამუშაო რეჟიმის საწაროს განეკუთვნება მაგალითად: მშენებლობა; ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი; სასტუმროები და რესტორნები; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა. ამასთანავე უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ იმისათვის, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს დააავალოს და განხორციელდეს შეთანხმება კვირაში 48 საათის მუშაობის შესახებ, მხოლოდ სპეციფიური საწარმოს სტატუსი საკმარისი არ არის, აუციელებლია ასევე სამუშაო რეჟიმი თვითონ საწარმოსი ითვალისწინებდეს „უწყვეტობას“. უწყვეტობა ნიშნავს იმას, რომ პირობითად სასტუმრო 24 საათის განმავლობაში უნდა მუშაობდეს რათა მხარეები გასცდნენ „დადგენილ 40 საათს“, სხვა შემთხვევაში პირისათვის 48 საათიანი სამუშაოს შემოღება თუ უწყვეტობა არ არის, მაშინ სახეზეა უფლების არამართლზომიერი გამოყენება და ამასთანავე დასაქმებულის მხიდან დამსაქმებლის მიმართ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს წარმოქმნის. მოკლედ კი 40 ან 48 საათი არის ის პერიოდი, როცა პირმა შრომითი ურთიერთობის შემთხვევაში უნდა შეასრლოს მისთვის დავალებული დავალებათა ჯერადობა. უმნიშვნელოვანესია ასევე გასათვალისწინებლად ისიც, რომ 40 ან 48 საათი არის ზღვრული, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტ დროზე შეთანხმება უკვე მხარეთა ავტონომიაა მაგრამ 40 ან 48 საათი არ წარმოადგენს მხარეთა შორის „სავალდებულო“ დროს.
კვირაში 40 ან 48 საათი მხარეებს უფლება აქვთ გადაანაწილონ კვირის ნებისმიერ დროზე („სამუშაო დღის“ ცნება უფრო მოქცეულია მხარეთა ავტონომიის ფარგლებში, ვიდრე ტრადიციულად დამკვიდრებული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), ასევე მხარეებმა უნდა განსაზღვრონ დღეში სამუშაოს შესრულების კონკრეტული საათები. ერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 12 საათი სხვა შემთხვევაში 14 ან/და 6 საათი. თუმცაღა შრომის კოდექსის 14.2. მუხლის თანახმად 24 საათის განმავლობაში მინიმუმ 12-საათიანი უწყვეტი დასვენების დროის იმპერატიული მოთხოვნა აყალიბებს ბუნებრივად დასაშვებ 12 საათით ლიმიტირებულ სამუშაო დღეს, შესაბამისად სამუშაო დღის საათების რაოდენობა დღიურად არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს (აღნიშნული მოსაზრება სადავოა და ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოს მიერვე არ არის გაზიარებული, მაგრამ მე ვემხრობ ამ მოსაზრებას, რადგან სხვა შემთხვევაში განუზომელი სამართლებრივი უფლება იქნება დამსაქმებლის ხელში).
ერთმანეთისგან განსხვავდება დასვენების და შესვენების დრო. დასვენების დრო ეს არის სამუშაო დღეებს შორის არსებული პერიოდი როცა დასაქმებული არაა ვალდებული შეასრულოს შრომითი ვალდებულება (მათემატიკურად განსჯის შემთხვევაში, კვირაში სამუშაო დროის საათობრივი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40 ან 48 საათს, კვირაში სულ არის 7 დღე გამრავლებული 24 საათზე, ანუ 7*24=168 საათია, შესაბამისად დასვენების პერიოდი შეადგენს 168-40 ან/და 168-48, მთლიანობაში დასვენების პერიოდია 128 ან 120 საათი). ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული მუშაობს ცვლაში, ცვლებს შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები (მისი დამატებითი პირობაა, რომ სამუშაო რეჟიმი უნდა ითვალისწინებდეს უწყვეტ სამუშაო რეჟიმს), ეს ნიშნავს იმას, რომ თუ პირს სამუშაო დღე ეწყება 9:00 საათზე და უსრულდება 21 საათზე (1 საათიანი შესვენების გათვალისწინებით) მას მეორე კალენდარული დღის 9:00 არ უნდა წაეყენოს მოთხოვნა სამუშაოზე გამოცხადების შესახებ. არსებობს მავნე პრაქტიკა, რომ პირი შეიძლება მუშაობდეს 24 საათი შემდგომ ისვენებს 1 კალენდარული ან/და 2 კალენდარული დღე და შემდგომ 3-ე დღეს გამოდის ისევ ე.წ. სმენაში, საყურადღეობა, რომ 12 საათზე მეტი ხანგრძლივობის სამუშაო დღეს არ ითვალისწინებს შრომის კოდექსი და ასეთის შემთხვევაში დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების (ასევე ამ მიდგომასთანაც არ არის ერთიანი პოზიცია, რადგანაც სასამართლო ზოგიერთ შემთხვევაში თვლის, რომ ზეგანაკვეთური მხოლოდ შეთანხმებით შეიძლება განხორციელდეს და შესაბამისად დასაქმებული თუ სამუშაო დროის იქეთ რაიმეს ასრულებს ეს მისი ნებაა და არა დასაქმებლის წინაშე ვალდებულება, ყოველ შემთხვევაში ჩემი როგორც იურისტის და ადვოკატის პოზიცია ესაა).
დასვენების დღეებში ასევე შედის უქმე დღეები, მაგალითად 1 და 2 იანვარი, 7 იანვარი და ა.შ. აღნიშნულ დღეებში დასაქმებული უნდა ისვენებდეს, ისვენებდეს ნიშნავს, რომ მისი იძულება მუშაობზე არ დაიშვება, მის მიმართ მოთხოვნა არ დაიშვება და რაც მთავარია მოთხოვნის შემთხვევაში დასაქმებული უნდა იყოს თანახმა სამუშაოს შესრულებაზე და ასევე აუცილებელია დამსაქმებელმა გადაუხადოს დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის გაზრდილი საათობრივი განაკვეთით. პრინციპულად მიუღებელია და ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის მიზნებს ასევე სამართლებრივად გაუმართლებელია, როცა უქმე დღეს (მაგალითად 7 იანვარს) დასაქმებული მუშაობს თავისი დასვენების დღეს (დადგენილი გრაფიკის შესაბამისად უწევს კონკრეტულ დღეს შრომითი ვალდებულების შესრულება), აღნიშნული მასთან არ არის შეთახმებული (შრომითი ხელშეკრულებით, შრომითი შინაგანაწესით) აღნიშნულ დღეს სამუშაოს შესრულება გონია დამსაქმებელს დასაქმებულის ვალდებულება და სწორედ ამიტომ არ უნაზღაურებს ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულებას.
რაც შეეხება შესვენების დროს, სამწუხაროდ საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსში პირდაპირი სახით არსად არ არის ნახსენები შესვენების დრო მისი ოდენობა და ა.შ. (ზოგიერთ შემთხვევაში საადვოკატო მომსახურების განხორციელების დროს სჩანს აღნიშნული პრობლემატიკა) რეალურად აღნიშნული კანონმდებელმა მხარეებს დაუტოვა არჩევანის უფლება, მაგრამ დღევანდელ სიტუაციიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე ის არა მხარეთა არამედ უფრო დამსაქმებლის მიერ არის შეთავაზებული (ზოგიერთ შემთხვევაში სტანდარტულ ხელშეკრულების სახით). ამასთან ერთად შრომის კოდექსში IV თავს ეწოდება სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო. შესვენების დროს თუ მოკლედ განვამრტავთ ეს არის დროის მოკლე პერიოდი, რომლის დროსაც დასაქმებული ისვენებს შესასრულებელი სამუშაოს (ვალდებულების) შესრულებისაგან. რაც შეეხება შესვენების დროის კანონსმიერ დათქმას, სამწუხაროდ საქართველოს ორგანული კანონი „პირდაპირი წესით“ არ ითვალისწინებს შესვენების „ლიმიტირებულ დროს“, თუმცაღა პარქტიკის მიხედვით შესვენების დრო საქართველოში განისაზღვრება 1 საათით. ამასთან ერთად აღნიშნულ 1 საათს შეიძლება საერთოდ არ შეიცავდეს სამუშაო დღე და შესაბამისად სრულიად შესაძლებელია, რომ პირმა იმუშაოს 8 საათი შეუსვენებლივ. ამასთან ერთად აქვე შრომის კოდექსის მე-19 მუხლი, მიუთითებს ისეთ შემთხევაზე როცა დასაქმებული, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. ვინაიდან მოცემულ მუხლში საუბარია დამატებით ერთსაათიან შესვენებაზე, ლოგიკურია, რომ კანონმდებელი თავისთავად აღიარებს სამუშაო დღის განმავლობაში ძირითადი შესვენების უფლებას. შესაბამისად დავის შემთხვევაში სასამართლო სავარაუდოდ დამკვიდრებული პრაქტიკაზე მითითებით შეძლებს დაეთანხმოს დასაქმებულს, რომ მას გააჩნია შესვნების უფლება. ასევე შრომის კოდექსი ლოგიკურად უთითებს, სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო (საქართველოს შრომის კოდექსი 14.1. მუხლი).
მიუხედავად ზემორე აღნიშნული შესაძლო ვარიაცების განხილვისა ყოველი კონკრეტული საკითხი საჭიროებს ინდივიდუალურ გადაწყვეტას. სამუშაოს დროს დასვენების და შესვენების უფლება უპირატესი უფლებაა დასაქმებულის ვიდრე დამსაქმებლის უფლება მოითხოვოს ამ კონკრეტულ დროში „იმუშაოს“ დასაქმებულმა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურებისათვის მომმართეთ ადვოკატი გურამ კონტუაძე,facebook-ზე, ან შემდეგ მისამართებზე: ტელ: +995591976764; Viber/Whatsapp: +995591976764; ელ.ფოსტა: guram.kontuadze@gmail.com, პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ.