საქმეები ადმინისტრაციული სამართალი საკონსტიტუციო სამართალი

პრეზიდენტის არჩევის წესი 2024 წელს

22-03-2023 2 883

  • 2017 წელს შესული კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე პირად აღარ ჩთვლება საქართველოს პრეზიდენტი,  რადგანაც უმაღლეს მთავარსარდალს აირჩევს უკვე საარჩევნო კოლეგია, კონსტიტუციური პრინციპით კი ყველაზე დიდი ლეგიტიმაციის მქონე პირი დღევანდელი დღის მდგომარეობით არის ქალაქ თბილისის მერი. 2024 წლიდან საქართველოს პრეზიდენტი არჩეული იქნება სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ რომელიც შედგება 300 ადამიანისგან, ასეთი სახის პრეზიდენტის არჩევნები დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ქართულ სახელმწიფოს არ ჰქონია, ამიტომაც საინტერესოა რა გველოდება 2024 წლის არჩევნებში ან ვის მიერ უნდა იქნეს არჩეული უმაღლესი მთავარსარდალი. 
  • საქართველოს კონსტიტუციის 50 მუხლის მიხედვით „საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია“ აქვე საინტერესოა თუ რატომ იქნა მითითებული დებატების გარეშე, აღნიშნული უფრორე უნდა გამოხატავდეს დებატების გამართვის არა იგნორირებას, არამედ არჩევნების პროცესში დებატების გაუმართაობას თვითონ პრეზიდენტის სასახლეში ან/და პარლამენტში, რადგანაც ეს მუხლი ვერ იქნება მოქმედი ერთი მარტივი პრინციპით: საუბარს ან დებატს ვერ აკრძალავს კონსტიტუცია, რადგანაც კონსტიტუციას არ შეუძლია აკრძალოს ის რაც ვერ აიკრძალება. დამატებითი იმავე მუხლში დათქმაა, რომ „ერთი და იგივე პირი საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ“ საგულისხმოა ის, რომ ტერმინი „ზედიზედ“ გამოყენებული არ არის კონსტიტუციაში რაც ამცირებს რისკებს ერთი პირის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავებას მანიპულაციების გზით;                         
  • კონსტიტუციის 50.2. მუხლის განმარტავს, რომ „საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც“ ანუ ასარჩევი პირი უნდა იყოს 40 წლის მაინც და 15 წელი უნდა იცხოვროს საქართველოში ეს დათქმაც მნიშვნელოვანია რადგანაც პირი უნდა იცნობდეს და იმ ქვეყნის სოციუმში უნდა იყოს მიღებული რომლის პრეზიდენტობასაც ის აპირებს. საქართველოს კონსტიტუციის 50.3. მუხლი მთლიანად ეთმობა საარჩევნო კოლეგიას რომელმაც უნდა აირჩიოს საქართველოს პრეზიდენტი, 50.4. მუხლი კი ეთმობა არჩევის წესს, ხოლო 50.5 არჩევის ვადასა და არჩევნების დანიშვნის წესს, 50.6. მუხლი განსაზღვარს თუ ვინაა უფლებამოსილი დანიშნოს არჩევნები ხოლო 50.7. მუხლი განსაზღვრავს თუ რა კანონის საფუძველზე განისაზღვრება/ეფუძნება პრეზიდენტის არჩევა „საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“ ორგანული კანონზე მითითება იმიტომაცაა გაკეთებული, რომ ის სხვა კანონებთან შედარებით უფრო მაღლა დგას. 
  • საარჩევნო კოლეგიის რაოდენობა მოცემულობა და დამტკიცება საკმაოდ რთული პროცედურაა ამიტომაც თავდაპირველად მივუთითებ, რომ 50.6. მუხლის მიხედვით „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი, გარდა ხელახალი არჩევნებისა, რომელსაც ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე“ ანუ პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი ამასთანავე თუ კი განმეორებითი არჩევნები დაინიშნა გადაწყვეტილებას იღებს უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რაც შეეხება ვადებს იმავე კონსტიტუციის 50.5 მუხლი მიუთითებს, რომ „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში“ არის ერთი გამონაკლისი რომელიც გაითვალისწინა საქართველოს კონსტიტუციამ, კერძოდ „თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნების ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში“ ანუ თუ მაგალითად 2024 წლის ოქტომბრის თვეში ემთხვევა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები და საქართველოს პარლამენტის არჩევნები, პრეზიდენტი აგრძელებს უფლებამოსილების შესრულებას სანამ ახალი პარლამენტის არჩევნები არ ჩატარდება, შემდგომ ცეესკო არ გამოაქვეყნებს საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ არ შედგება პირველი სხდომა რომელზეც პარლამენტი ცნობს საკუთარ უფლებამოსილებას და ამ თარიღიდან უკვე 45 დღეში დანიშნავს ახალი პარლამენტი, საპრეზიდენტო არჩევნებს; 
  • საქართველოს კონსტიტუციის 53.3. მუხლი მიუთითებს, რომ „საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი“ აი აქ კი ისევ დაგვჭირდება ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ რომლის მიხედვითაც რეგულირდება საარჩევნო კოლეგიას შორის გასანაწილებელი ხმები. საქართველოს კონსტიტუცის 53.3. მუხლი მიუთითებს, რომ „საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები“ რაც შეეხება კვოტებს ანუ რომელ პარტიას რა კვოტა აქვს აღნიშნულზე კონსტიტუცია მიუთითებს, რომ „კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით“ ანუ თითოეული პარტიას საკუთარი კვოტის ფარგლებში აქვს მიიღოს რაოდენობა რომლითაც შეუძლია წარადგინოს და არჩეულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტი, რაც შეეხება კვოტებს იმავე კონსტიტუციის 50.3. მუხლის ბოლო ნაწილი მიუთითებს, რომ „საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია“ შესაბამისად კვოტების განაწილების პრინციპი მოსაძებნია უკვე საარჩევნო კოდექსში;
  • რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, საქართველოს საარჩევნო კოდექსი არის ორგანული კანონი და ის უფრო მაღლა დგას ვიდრე ჩვეულებრივი კანონი ამასთანავე ორგანული კანონი ნორმატიული აქტების შესახებ კანონით ადგენს, რომ მუხლი 10.5 „საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა გათვალისწინებული“ ანუ კონსტიტუცია იმდენად მნიშვნელოვნად თვლის ასეთ საკითხს, რომ აწესრიგებს რაიმე სახის ურთიერთობას უფრო დიდი ლეგიტიმაციის მქონე კანონით, საარჩევნო კოდექსთან ერთად ასეთივე ორგანული კანონია მაგალითად შრომის კოდექსი, პროკურატურის შესახებ კანონი და ა.შ.          
  • საარჩევნო კოდექსის 95.2. მუხლი აზუსტებს პრეზიდენტის არჩევნების თარიღს კერძოდ „საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე“;'
  • აქვე შემოდის ორი მნიშვნელოვანი მოცემულობა რომელიც ასევე არის კონსტიტუციაში გაწერილი, რომ:
  • ა) მუხლი 97 „საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს“ ანუ პრეზიდენტის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ არანაკლებ 30 წევრს;    
  • ბ) მუხლი 98 „საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას“ 
  • ანუ 30 კაცზე ნაკლები ადამიანის ჯგუფი არ უნდა იყოს პირის კანდიდატ წარდგენისათვის, ამასთანავე 300 ადამიანისაგან შემდგარ საარჩევნო კოლეეგიდან ერთ წევრს აქვს ერთი ხმა. ერთი მნიშვნელოვანი ჩანართია ასევე კანონში მუხლი 100.9 საარჩევნო კოდექსის „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება არა აქვს, მოხსნას თავისი კანდიდატურა“ ანუ პირს არ აქვს უფლება არ მიიღოს მონაწილეობა (სამართლებრივად უფლების დაუთმელობა ძალიან საინტერესოა უნდა ითქვას);  
  • საარჩევნო კოდექსის მუხლი 103.2. მუხლი კი მთლიანად განსაზღვრავს როგორც კვოტების განაწილებას ასევე ვისგან უნდა იქნეს წარდგენილი და ასევე კვოტების განაწილების წესს. 103.2.1 მუხლი განსაზღვრას საიდან უნდა იქნეს პარტიების მიერ წარდგენილი საარჩევნო კოლეგიის წევრები „პოლიტიკური პარტიები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრებს ასახელებენ მათთვის განკუთვნილი კვოტების შესაბამისად“ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოებია, ის ორგანოები რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის ორგანული კანონის თანხამად მუხლი 2 „თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი“ ამასთანავე საარჩევნო კოდექსი აკეთებს დათქმას, რომ 103.2.2. „კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვითა და ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით“ რადგანაც არ მოხდეს ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ ხმებით მანიპულირება და მხოლოდ ერთი რეგიონის ხმებით არ იყოს საკმარისი რომ „პირი გახდეს პრეზიდენტი“;
  • 103.2.3. მუხლი საარჩევნო კოდექსი კი განსაზღვრას უკვე კვოტები რას ნიშნავს და როგორ უნდა განაწილდეს ის პარტიებს შორის „ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაბამისად, კვოტები განისაზღვრება შემდეგი ფორმულის მიხედვით: P= A*B/C“, უფრო მარტივად რომ ვთქვათ: კვოტა=A გამრავლებული B-ზე და გაყოფილი C-ზე აქ კი ნამდვილად იწყება კანონისმიერი საარჩევნო ბუღალტერია, კერძოდ: 
  • P - არის უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიისათვის განსაზღვრული კვოტის ოდენობა, რომელიც მიღებული მთელი რიცხვია - ანუ 300 კაციდან ის რაოდენობა რაც ეკუთვნის კონკრეტულ პარტიას რათა ყავდეს საარჩევნო კოლეგიაში;
  • A - არის იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ოდენობა, რომელმაც ბოლო მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული წესით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაბამისად, ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღო აღნიშნულში იგულისხმება ის ხმები/რაოდენობა რაც მიიღო პარტიამ არ აქვს მნიშვნელობა ეს არის ხელისუფლებაში მყოფი პარტია თუ ოპოზიციაში მყოფი პარტია; 
  • B - არის საარჩევნო კოლეგიის სრულ შემადგენლობას გამოკლებული საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის ჯამი ანუ პარლამენტში დღეს მოქმედი წევრების რაოდენობა ემატება აფხაზეთის და აჭარის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრების რაოდენობა და აკლდება 300 კაციან საარჩევნო კოლეგიას;
  • C - არის ბოლო მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე იმ პარტიების ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამი, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღეს ანუ  იმ პარტიების დაჯამებული ხმები რომლებიც ბოლო მუნიციპალურ არჩევნებში გასცდნენ 1% ზღვარს;
  • ეხლა კი გადავიდეთ მაგალითზე (წინამდებარე სტატია იწერება 2023 წლის მარტის თვეში ამიტომაც მოდელირება იქნება 2023 წლის მარტის თვის მდგომარეობით) იმისათვის რომ გავიგოთ მმართველ პოლიტიკურ პარტიას რამდენი ექნება კვოტა პრეზიდენტის არჩევნების დროს ანუ P რა იქნება მივყვეთ თანმიმდევრობით:                                     
  • A - ბოლო  მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული წესით არჩევნების დროს პარტიამ მიიღო 824 755 ხმა; 
  • B - საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგნელობაა 300 ადამიანი რომელსაც უნდა გამოაკლდეს დღევანდელ დღეს მოქმედი 139 საქართველოს პარლამენტის წევრი (11 პარლამენტარი აკლია პარლამენტარს ამასთანავე 150 ვერ გამოაკლდება რადგანაც სხვების უფლებამოსილება არ არის ცნობილი) ასევე უნდა გამოკლდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების 19 კაცი და აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20 კაცი (საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საარჩევნო კოლეგიაში შედის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი) შესაბამისად 300-139-19-20=122;
  • C - ბოლო არჩევნებში 1% ზღვარი გადალახეს: „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ 23 656 ხმა, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 29 251 ხმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 541 188 ხმა, პატრიოტთა ალიანსი 25 697 ხმა, ლელო 47 861 ხმა, ლეიბორისტული პარტია 24 329 ხმა, გახარია საქართველოსთვის 137 764 ხმა, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 824 755 ხმა, გირჩი მეტი თავისუფლება 25 467 ხმა მთლიანობაში კი ხმების რაოდენობამ შეადგინა 1,679,968 ხმა; 
  • ეხლა დავუბრუნდეთ ფორმულას 824 755*122/1 679 968= 59 ანუ პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების კვოტაა 59 კოლეგიის წევრი, ეს ფორმულა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ყველა პარტიაზე რომელიც წარმოდგენილია მუნიციპალიტეტებში. საგულისხმოა ასევე 103.2.4 მუხლის ჩანაწერი „თუ უფლებამოსილი პარტიების მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მისაღებ კვოტათა ჯამი B-ზე ნაკლებია, ასეთ შემთხვევაში გადაუნაწილებელი კვოტები მიეკუთვნებათ უფლებამოსილ პარტიებს მათი საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით“ რადგანაც კვოტები უნდა განაწილდეს ყველა პარტიაზე და ის აშკარად ნაკლები იქნება რადგანაც პარლამენტის წევრების რაოდენობა 150 დეპუტატით განისაზღვრება ხოლო აჭარის და აფხაზეთის 39-ით ანუ 189 დარჩენილი კვოტები რომელიც შეიძლება დარჩეთ პარტიებს შედეგების მიხედვით განაწილდება ანუ 2021 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით გადაუნაწილებელი მანდატი რჩება 59 აქედან საუკეთესო შედეგის მქონე კი არის მმართველი პარტია და ის მიიღებს დამატებით 27 მანდატს ანუ ნაცვლად 59-ისა მას ემატება 27 მთლიანობაში კი გაუხდება 86 კვოტა/საარჩევნო კოლეგიაში 86 კოლეგიის წევრი; 
  • არჩევის წესს რაც შეეხება 103.2.5 მუხლი საარჩევნო კოდექსისა მიუთითებს, რომ „პარტიამ მისთვის განკუთვნილი კვოტის შესაბამისად საარჩევნო კოლეგიის წევრები უნდა წარადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ თბილისის და სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე არჩეული საკრებულოებიდან, პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით“ 103.3.1. მუხლი კი განსაზღვრავს, რომ „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე, ან ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა“ რაც შეეხება ხმების რაოდენობას საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ „არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც“ ანუ 300 ხმის 2/3 შეადგენს 200 ხმას თუ კი ყველა პირი მიიღებს მონაწილეობას, ამასთანავე თუ კი პირველ ტურში ვერ გამოვლინდება გამარჯვებული ინიშნება მეორე ტური რომელშიც უკვე საუკეთესო შედეგის მქონე იმარჯვებ „თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებ“ რაც შეეხება კვორუმს ის განისაზღვრება „არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი“ ანუ 150 კაცის მიერ ხმის მიცემაც საკმარისია შედეგის დადგომისათვის (იმავე იმეორებს საარჩევნო კოდექსის 103.3.11 მუხლი არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.) ხოლო ერთნაირი ხმების მიღების შემთხვევაში კი „არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ საუკეთესო შედეგი ორზე მეტ კანდიდატს აქვს, მეორე ტურში მონაწილეთა ვინაობა ვლინდება იმის მიხედვით, თუ ერთნაირი შედეგის მქონე კანდიდატთაგან რომელი უფრო ადრე დარეგისტრირდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად“;
  • 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევენების წესშიც კი ჩანს ქართული დემოკრატიის აქილევსის ქუსლი: გაუნაწილებელი მანდატების ბედი (რიცხვები ან მანდატების თაობაზე ციფრები აღებულია ოფიციალური წყაროებიდან ამასთანავე შესაძლებელია ცდომილება იყოს +-2 მანდატი) ამასთანავე საკმაოდ საკამათო საკითხია აფხაზეთის უმაღლესი წარმომადგნელობითი ორგანოს მონაწილეობა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ 1992 წლიდან არჩევნები არ ჩატარებულა და საქართველოს პარლამენტი აძლევს მათ უფლებამოსილებას და ა.შ. 2024 წლის პრეზიდენტის არჩევნების წესი სამართლებრივ ჭრილში კი ასეთია. გაუნაწილებელი მანდატების ბედი სამართლებრივადაც ძალიან ძნელად განსამარტი საკითხია, იმიტომ რომ იკარგება უმცირესი ხმები უმეტეს შემთხვევაში უმცირესი ჯგუფებისა ხოლო დემოკრატია სხვა არაფერია თუ არა "არც ერთი დაკარგული ხმა"
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო
    მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
    mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა