საქმეები საკონსტიტუციო სამართალი

1921 წლის კონსტიტუცია VS 1978 წლის კონსტიტუცია - Vol 5 - სუვერენიტეტი

24-02-2023 771

  • სუვერენიტეტი ეს სახელმწიფოს ნიშან თვისებაა, როცა კი ის ხალხისგან ლეგიტიმაცია მიცემული ახორციელებს კონკრეტულ ექსკლუზიური უფლებებს, რომლის მეშვეობითაც და ლეგიტიმაციის საფუძველზე იღებს და აღასრულებს კანონს ამასთანავე ეს უფლებამოსილება მიემართება საერთაშორო ასპარეზსაც მათ შორის ისეთი სახით როგორიცაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენს/წარმოადგენენ არჩეული ანუ ლეგიტიმირებული პირები, რომ ეს პირები გამოხატავენ მოქალაქეების აზრს მთლიანობაში; 
  • 1921 წლის კონსტიტუციის 1 მუხლი მიუთითებს, რომ „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო“ იმდროინდელი სამართლებრივი გაგება სუვერენიტეტის შეიძლება დღევანდელისგან განსხვავდებოდეს თუმცაღა თავისუფალი უნდა ნიშნავდეს „სხვისი კარნახის გარეშე მოქმედს“ ხოლო დამოუკიდებელი „უშუალოდ სხვა პირების დახმარების გარეშე მოქმედს“ შესაბამისად ეს ორი მცნება აერთიანებდა 1921 წლის კონსტიტუციას, მათ შორის საინტერესოა როგორ უდგებოდა 1921 წლის კონსტიტუცია საერთაშორისო ასპარეზს. მთავრობის უფლება იყო 72.დ) მუხლის მიხედვით „დაცვა რესპუბლიკის საგარეო ინტერესებისა“ ასევე 72.ც) ანგარიში აძლიოს პარლამენტს თავის მოქმედებისა და წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგინოს მოხსენება საქართველოს შინაგან და საგარეო მდგომარეობის შესახებ; წარუდგინოს აგრეთვე განსაკუთრებული მოხსენება, უკეთუ პარლამენტმა მოითხოვა ასევე 73 მუხლი უთითებს, რომ „მთავრობის თავმჯდომარე პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე საერთო პოლიტიკისათვის, ვალდებულია დაემორჩილოს პარლამენტის დადგენილებას“;
  • 1921 წლის კონსტიტუციაში ასევე არის სახალხო სუვერენიტეტის მცირედი გამოვლინება მუხლი 52 „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფება“ შესაბამისად კონსტიტუცია თვითონვე უთითებდა, რომ ის წარმოადგენდა ხალხის ნება სურვილის საფუძველზე მიღებულ „ქარტიას“ ხოლო ხელმწიფება (დღევანდელი გაგებით ხელისუფლება) ეკუთვნოდა ერს შესაბამისად თუ კი ერი იყო მისი მესაკუთრე მასვე გააჩნდა უფლებამოსილება ვინმესთვის გადაეცა დროებით ეს უფლებამოსილება, ეს ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია რადგანაც დღევანდელ კონსტიტუციაში 3.2. მუხლის მიხედვით „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ მაგრამ არა ეკუთვნის ერს. საგულისხმოა ისიც, რომ ერი როგორც მცნება 1921 წლის კონსტიტუციის რიგ მუხლებშია მითითებული ხოლო ახალი რედაქციის კონსტიტუციაში კი მხოლოდ პრეამბულაშ გვხვდება ერი ხოლო 3.2. მუხლში ხალხს აცხადებს ხელისუფლების წყაროდ ხალხი;
  • მიუხედავად იმისა, რომ 1921 წლის კონსტიტუცია არ ცვლის ბუნებით დანაწესს, რომ ხელმწიფება ანუ უზენაესი ნება სურვილი ქმედების განხორციელებისა როგორც საშინაო ასევე საგარეო ასაპარეზზე არ ეკუთვნის მთავრობას, მთავრობას უბრალოდ დროებით აქვს აღნიშნული მიცემული შესაბამისად ერი წარმოადგენს იმ ერთადერთ სუბიექტს რომელსაც ეს შეიძლება ეკუთვნოდეს მაგრამ არავითარ შემთხვევაში ვინმე პირს ან/და პირებს მათ შორის პარტიას ან პარტიებს. ხელმწიფებაც ასე განიმარტება დღევანდელ დღემდე „მეუფება, ძალაუფლება“ სახალხო სუვერენიტეტის გამოვლინება ასევე იყო 1921 წლის კონსტიტუციის 64 მუხლი რომელიც უთითებდა, რომ „თუ ოცდაათი ათასმა ამომრჩეველმა წერილობით მოითხოვა, პარლამენტი ვალდებულია ახლად მიღებული კანონი სარეფერენდუმოთ ხალხს წარუდგინოს. რეფერენდუმის წესს განსაზღვრავს კანონი“ ეს უფრორე გამოვლინებაა პირდაპირი დემოკრატიის როცა კი არჩეული პირების მეშვეობით კი არ ახორციელებს ხალხი მმართველობას, არამედ პირადად თვითონ ახორციელებს.
  • აღნიშნული მოდელი საინტერესოა რადგანაც ზოგიერ შემთხვევაში შესაძლებელია ეს იყოს ან იქცეს გარკვეული საზოგადოებრივი პროტესტისა თუ აქციის ცივილურ ფორმებში გადაყვანის საშუალება ან/და პოლიტიკური დაპირისპირების განმუხტვის საშუალება, თუმცაღა აღნიშნული რეფერენდუმის უფლებას სამწუხაროდ 1921 წლის კონსტიტუციით არც კი უმოქმედია და ძნელია იმის გააზრება ან მსჯელობა თუ რა მოაქვს მას როგორც უფლებას კონსტიტუციაში, დღევანდელი დღის მოქმედი რედაქციით მართალია დატოვებულია რეფერენდუმის იდეა თუმცაღა ასეთი ფორმულირები „არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად“ ანუ დღევანდელი დღის მოცემულობით უფლება გვაქვს საქართველოს მოქალაქეებს მაგრამ უფლება ისეთივე ფართო არაა როგორც 1921 წლის კონსტიტუციისა ამასაც თავისი ახსნა აქვს, რომ ექსკლუზიური უფლება უნდა ჰქონდეს მხოლოდ პარლამენტს თუმცაღა რომც არსებობდეს ასეთი არგუმენტი უფრორე 1921 წლის კონსტიტუციის სულისკვეთება სჯაბნის ამ არგუმენტსაც „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს“ რადგანაც ხელმწიფება ერისა გვრიგვინია კონსტიტუციისა, თუმცაღა ეს საკითხები უფრორე პოლიტიკური დღის წესრიგი უფროა ვიდრე წმინდა სამართლებრივი რადგანაც მაშინ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს მაგალითად არჩევითი სასამართლო, არჩევითი პოლიციის უფროსები, არჩევითობა კი ლეგიტიმაციის იმხელა საფუძველია, რომ არჩევითობას მუდმივად უპირისპირდება ავტოკრატია თუ დიქტატურა, შესაძლებელია არსებობდეს ბევრი არგუმენტი თუ რატომ არ უნდა იყოს პირდაპირი დემოკრატიის გამოვლინება მაგრამ ყველა არგუმენტს მაინც სწონის ის, რომ ერთია მანდატის გადაცემა მაგრამ ეს გადაცემა არ ნიშნავს ერის უფლების სრულ გაქრობას მათ შორის კანონზეც ან კანონის მიღებაზე მსჯელობაზე, რამეთუ „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს“ და არავის მათ შორის არც არჩეულ პარლამენტარს, არჩეული პარლამენტარი იარაღია  ერისა გამოხატოს ერის ნება სურვილი; 
  • დღევანდელ დღეს იგივეს იმეორებს კიდევაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ერთ-ერთ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „თანამედროვე სახელმწიფოში ხალხის სახელით მოქმედი სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაცია უშუალოდ ხალხის ნებიდან უნდა მომდინარეობდეს. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის №1/3/547 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).“ 
  • საგულისხმოა ასევე ისიც, რომ თეზისი „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს“ ასევე სავარაუდოდ უნდა იყოს გამოძახილი ერთგვარი სოციალურ დემოკრატებისა პრინციპისა რომელსაც აჟღერებდა ნოე ჟორდანია „საპარლამენტო სისტემაში, ძალაუფლება გადადის რა ხალხიდან პარლამენტის ხელში, სახალხო სუვერენიტეტი იქცევა გაბატონებულ კლასთა სუვერენიტეტად“ შესაბამისად კონსტიტუციაში ასახული ეს თეზისი ერთგვარი შემაკავებელი უნდა ყოფილიყო წარმოდგენაში ხელისუფლებისა უფრორე მთლიანობაშ სოციალ დემოკრატების წარმოდგენა ხომ იქამდე მიდიოდა, რომ სოციალურ წესრიგს უნდა შეესრულებინა კიდევაც  კონსტიტუციის დანიშნულება და შესაბამისად უნდა არსებულიყო მექანიზმი რომელსაც მუდმივ რეჟიმში უნდა დაეცვა „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს“  ამასთანავე იმავე 1921 წლის კონსტიტუციით შესაძლებელი იყო კონსტიტუციის გადასინჯვა, კერძოდ „კონსტიტუციის საზოგადო ან ნაწილობრივი გადასინჯვის ინიციატივის უფლება აქვს: ა) პარლამენტის წევრთა ნახევრის არა ნაკლებსა, და ბ) 50 000 ამომრჩეველსა.            
  • „დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება ფაქტიურად შეწყდა საქართველოში ბოლშევიკური რეჟიმის ჩვენში გაბატონების შემდეგ, მაგრამ იურიდიულად იგი დღესაც ძალაშია“ (კარლო ინასარიძე. საქართველოს კონსტიტუცია და მისი ფესვები - კრებული: კარლო ინასარიძე. პოლიტიკური კულტურა. პარიზი, 1992, გვ.69); 
  • ას შემდეგ რაც მცირედით მიმოვიხილე სუვერენიტეტის გაგება 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით საინეტერესოა როგორ უყურებდა უკვე 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუცია სუევრენიტეტს და საერთოდ ცნობდა თუ არა მას როგორც მოვლენას, უნდა ითქვას რომ კომუნისტებისათვის „სუვერენიტეტი“ იყო ის რამაც საბოლოოდ გამოიწვია კიდევაც სსრკ-ს დაშლა რადგანაც ე.წ. სუვერენიტეტის აღლუმმა 1990 წლებში შეძლო სსრკ-ს საბოლოო დემონტაჟი;                                             
  • საბჭოთა კონსტიტუციის 68 მუხლი უთითებდა, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არის სუვერენული სოციალისტური სახელმწიფო. თითქოს არაფერია ამაში ცუდი თუმცაღა სუვერენიტეტის ასეთი სახის განმარტებას გვთავაზობს საბჭოთა კონსტიტუცია:
  • ა) კომუნისტური საზოგადოების წარმატებული მშენებლობისათვის - ანუ ძირითადი კანონი მიზანს სახავდა საზოგადოების მხოლოდ კომუნისტური მიმართულებით მშენებლობის, ინდივიდის თაობაზე ან/და სხვა პირების ან სხვა წყობის თაობაზე საუბარი არ შეიძლება ყოფილიყო;
  • ბ) ეკონომიკური და პოლიტიკური ერთობის გამაგრებისათვის - ანუ კომუნისტური საზოგადოებისა და წყობის ფორმის მიზნებისათვის;
  • გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და სახელმწიფოს თავდაცვისთვის - ანუ კომუნისტური საზოგადოების დაცვისათვის; 
  • დ) საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ერის თავისუფალი თვითგამორკვევის საფუძველზე - აქ კი ყველაზე დიდი ტყუილი შემოაქვს აღნიშნულ კონსტიტუციას რამეთუ ერის თვითგამორკვევის საფუძველი არ ყოფილა თავისუფალი ნება, თავისუფალი ნება მაშინაა მხოლოდ თუ კი ერი არჩევნების მეშვეობით ირჩევს მისი განვითარების გზას, ამასთანავე ეს არჩევნები ან არჩევანი უნდა იყოს შეფასებული სხვა ერების მიერ თავისუფლად, რაც არც ჰქონდა 1978 წლის კონსტიტუციას რადგანაც მას ლეგიტიმაცია არ გააჩნდა განსხვავებით 1921 წლის კონსტიტუციისა და დამფუძნებელი კრებისა, კრებაში ყველა პარტია იყო ვინც ხმები მოიპოვა ხოლო 1978 წლის კონსტიტუციის დროს უბრალოდ აკრძალული იყო ყველა სხვა პარტია; 
  • ე) თანასწორობისა და თავისი ნების საფუძველზე ერთიანდება სხვა 14 საბჭოთა რესპულიკასთან საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში, ერთიან საკავშირო მრავალნაციონალურ სახელმწიფოში - ასეთი სახის არჩევანი არ არსებობდა, პირიქით 1921 წელს მოხდა ანექსია თუმცაღა საქართველოს არასოდეს მოუხდენია არჩევნების გზით რაიმე კავშირში გაერთიანება რომელსაც ერქვა საბჭოთა კავშირი, მას არ ჰქონიდა ამ არჩევანის უფლებაც კი, თვითონ ჩანაწერიც კი მიუთითებს, რომ არ არსებობდა ქართული სახელმწიფოს რაიმე ნიშან თვისება, განსხვავებით 1921 წლის კონსტიტუციისა სიტყვა „დამოუკიდებელიც“ კი არაა გამოყენებული; 
  • სუვერენიტეტის აღნიშნული ჩანაწერი საერთოდ არ წარმოადგენს რაიმე სახით სუვერენიტეტის რაიმე ნიშანსაც კი ჩანაწერსაც კი მინიშნებასაც კი, იგივე მუხლი შემდგომში აგრძელებს, რომ „გამომდინარე აქედან ქართული სსრ უზრუნველყოფს სსრ კავშირის მიმარ მისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისა და სამართლის მართვას, რომელიც განიმარტება ამავე კონსტიტუციის 73 მუხლით, ხოლო ის რაც მითითებული არ არის ამავე კონსტიტუციის 73 მუხლში, ქართული სსრ დამოუკიდებლად ახორციელებს სახელმწიფო ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიაზე“ საინტერესოა რა იყო ეს ე.წ. 73 მუხლი. 1978 წლის კონსტიტუციის 73 მუხლი მიუთითებდა, რომ „საქართველოს სსრ განსაზღვრავს მის რაიონულ დაყოფას და წყვეტს სხვა საკითხებს რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ტერიტორიულ დაყოფასთან“ საგულისხმოა ისიც, რომ ქართული სახელმწიფოს ამავე კონსტიტუციით არ აქვს არავითარი სხვა უფლება გარდა ადმინისტრაციული დაყოფისა მათ შორის მაგალითად რაც ჰქონდა 1921 წლის კონსტიტუციით დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, მრავალპარტიულობა ასევე წარმომადგენლობა სხვა ერების მიმართ ეს უბრალოდ წართმეულია, მათ შორის იმავე კონსტიტუციის 70 მუხლი მიუთითებდა, რომ საქართველოს ჰქონდა უფლება მისი თანხმობის გარეშე არ შეცვლილიყო მისი ტერიტორია მაგრამ სხვა მოკავშირე რესპუბლიკასთან შეთანხმებით თუ ასეთი მოხდებოდა მაშინ ამას ადასტურებდა/ამტკიცებდა სსრკ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, თუ სუვერენი იყო საქართველოს მაშინ რა საჭირო იყო ე.წ. სსრკ-ს თანხმობა? კონსტიტუციის მთელი არსი არის იმაში, რომ ის არის უმაღლესი კანონი და მის იქეთ არავინ და არაფერი არაა მაგრამ კომუნისტებისათვის არის ეს არის სსრკ;
  • საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას 1978 წლის კონსტიტუციით უფლება ჰქონდა (ყოველ შემთხვევაში ასე წერია) მის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს: მიეღო კონსტიტუცია, კონსტიტუციის შესრულებაზე ეზრუნა, დაეცვა სახელმწიფო წყობა და ა.შ. მაგრამ საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოება არ მოიპოვება ჩამონათვალში, მეტიც 75 მუხლით მიხედვით უფლება ჰქონდა სხვა უცხო ქვეყნებთან შესულიყო ურთიერთობაში ანუ ჰქონდა უფლება მაგრამ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება მას არ ჰქონდა.     
  • ყველაზე წარმოუდგენელი კი იმავე კონსტიტუციის 77 მუხლი იყო რომელიც მიუთითებდა, რომ „სსრკ-ს კანონები სავალდებულოა საქართველოს სსრ ტერიტორიაზე“ ანუ ერთის მხრივ მაგალითად ქვეყანას მიცემული აქვს უფლება დამოუკიდებელ სამართალწარმოებაზე მაგრამ სსრკ-ს კანონები სავალდებულოა მისთვის შესაბამისად თუ სავალდებულოა სსრკ-ს კანონები გამოდის, რომ ის უზენაესია ვიდრე ქართული 1978 წლის კონსტიტუცია და კოლიზიის დროს რა შეიძლება მოხდეს? ქართული კანონი როცა კი მოდის წინააღმდეგობაში სსრკ-ს კანონთან? დღევანდელი მოცემულობით დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია უთითებს, რომ მუხლი 4.3. „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია“ მუხლი 4.5. „საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას“ და რატომ არის აღნიშნული მითითებული? 
  • იმიტომაც არის მითითებული, რომ საქართველოს მოქალაქეების ნების გამოვლინებაა კონსტიტუცია და სწორედ მას უნდა შეესაბამებოდეს ყველა დანარჩენი კანონი მათ შორის საერთაშორისო შეთანხმება/შეთანხმებები, კონსტიტუციის დანიშნულება არის ასევე შეინარჩუნოს ის რაც ერს სურს, ერი როგორც მოცემულობა ავლენს თავის თავს კონსტიტუციით თუ კი კონსტიტუცია მიიღება თავისუფლად, არჩევანისა და არჩევნების გზით, რატომ ვამბობ არჩევანს? ჯერ უნდა არსებობდეს არჩევანი რომ შემდგომში არჩევანი იქცეს არჩევნებად, მიუხედავად იმისა თუ რას ამბობს ან რა შეიძლება თქვას სხვა სახელმწიფომ ამ ტერიტორიაზე, ამ მიწაზე მცხოვრები ხალხი ადგენს მისთვის მისაღებ წერს ამასთანავე ეს წესი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რა ღირებულბა გააჩნდა 1978 წლის კონსტიტუციას სუვერენიტეტის მხრივ? უმეტეს შემთხვევაში ყველაფერი გაჯერებულია ლოზუნგებით და არა იდეებით ზოგად საკაცობრიო იდეები როგორიცაა მაგალითად არჩევანი ესეც კი არარსებობს 1978 წლის კონსტიტუციით.     
  • შემდეგი ასევე საოცარი ჩანაწერია 1978 წლის კონსტიტუციის 78 მუხლი რომლითაც „საქართველოს სსრ სუვერენული უფლება, სსრკ კონსტიტუციის შესაბამისად დაცულია სსრკ-ს მიერ“ ეს ჩანაწერი საერთოდ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ცოტათი გაუგებარია მაგრამ თუ კი ამასაც ჩავუღრმავდებით მივხვდებით, რომ მართალია საქართველო როგორც მოცემულობა არის სუვერენი (დამოუკიდებელი და თავისუფალი) მაგრამ მისი სუვერენობა დაცულია სსრკ-ს მიერ ანუ უფლება არსებობს სუვერენის, მაგრამ ამ უფლებას უზრუნველყოფა რაღა საჭიროა ან აუცილებელია? სწორედ ამ უფლების დაცვაშია მთელი კომუნისტური წარმოდგენა რამეთუ საქართველო შეიძლება იყოს სუვერენი მაგრამ ამ სუვერენს იცავს ვიღაც სხვა ხოლო თუ სუვერენს იცავენ ის აღარაა სუვერენი, სუვერენი ნიშნავს დამოუკიდებელს თუ ერი დამოუკიდებელია შეიძლება კი ის მის დაცვის უფლებაზე კი ჰქონდეს პრეტენზია ვინმეს? რა თქმა უნდა არა და არ შეიძლება არსებობდეს, ტერმინი როგორც სუვერენის გამოყენება კომუნისტებისთვის იყო აუცილებელი მაგრამ სუვერენი არ უნდა ყოფილიყო/არ უნდა განმარტებულიყო როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ეს ხომ ნიშნავდა არჩევითობას და უფრორე 1921 წლის კონსტიტუციის თეზისს „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს“, 1921 წლის კონსტიტუცია ხომ არჩევანი იყო ჩვენი როგორც ერის? რა თქმა უნდა იყო ხოლო 1978 წლის კონსტიტუცია არასოდეს ყოფილა ჩვენი არჩევანი არც ნებისმიერი საბჭოთა კონსტიტუცია იყო ჩვენი არჩევანი ამიტომაც უფრთხის კომუნისტური კონსტიტუცია სიტყვებს თავისუფალი, დამოუკიდებელი ხოლო ამათ გარეშე სუვერენი ვერ იარსებებს;      
  • 1978 წლის კონსტიტუცია პირდაპირ მიანიშნებს 1978 წლის სსრკ კონსტიტუციაზე ხოლო ეს უკანასკნელი კი მიუთითებს, რომ მუხლი 172 „სსრკ კავშრის კონსტიტუციას უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს. ყველა კანონი და სახელმწიფო ორგანოების სხვა აქტები გამოიცემა სსრკ კავშირის კონსტიტუციის საფუძველზე და მის შესაბამისად“ ანუ საქართველოს 1978 წლის კონსტიტუცია ემორჩილება 1978 წლის სსრკ კავშირის კონსტიტუციას და რა სუვერენიტეტი შეიძლება არსებობდეს? სამწუხაროდ არც არსებობდა.
  • ერთადერთი ღირსება ან წარმატება თუ ასეთი შეიძლება ჰქონდეს 1978 წლის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციას იყო კონსტიტუციის 69 მუხლი რომლითაც „საქართველოს სსრ ინარჩუნებს უფლებას თავისუფლად გავიდეს სსრკ-დან“ ეს მუხლი შემდგომშ საფუძველიც კი გახდა, რომ სამართლებრივად ლეგიტიმაციის არ მქონე კონსტიტუციიდან გასვლისა, რადგანაც არც იმ ქვეყნების არჩევანი იყო ყოფილიყვნენ საბჭოთა კავშირში ვინც იყო საბჭოთა კავშირში;     
  • მთლიანობაში 1978 წლის საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაში არც კი იყო აღიარებული ქართველი ერის სუვერენიტეტი, ხელისუფლების წყაროდ იყო დასახელებული ხალხი მაგრამ ხალხი ამას ახორციელებდა მხოლოდ საბჭოების მეშვეობით (მუხლი 2) მოქალაქეობის საკითხს რაც შეეხება აღნიშნული სსრკ-ს კანონებით რეგულირდებოდა ამასთანავე იყო ერთიანი საბჭოთა მოქალაქეობა (მუხლი 31) მაგრამ სამხედრო ძალები ასევე ბიუჯეტი მთლიანად იყო მიბმული სსრკ-ს აქედან გამომდინარე სუევრენიტეტი არც კი არსებობდა სამართლებრივად საგულისხმოა ასევე კონსტიტუციის 75 მუხლის ჩანაწერი სადაც ქართული ენა სახელმიწფო ენაა საქართველოს სსრ-ს მაგრამ „საქარველოს სსრ უზრუნველყოფს რუსული და სხვა ენების გამოყენებასაც“ ანუ კონსტიტუცია აღიარებდა კონსტიტუციურ ენად ასევე რუსულ ენას როცა კი ქართველი ერის ენას უთანაბრებს სხვა ერის ენას, რომელიც რა თქმა უნდა კონსტიტუციური არაკონსტიტუციურობა იყო.     
  • დღევანდელ დღეს ჩვენი ქართველი ერის კონსტიტუციით კი საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ვამბობთ, რომ „სახელმწიფოს გააჩნია სუვერენიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივ სივრცეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68) დამატებით „სახალხო სუვერენიტეტი მნიშვნელოვანწილად ხორციელდება წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპის მეშვეობით, იმისათვის რომ შედგეს „ხალხის მმართველობა“, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში, რისი საუკეთესო გზაც არჩევნებია. არჩევნები თავისთავად აჩენს განცდას და რწმენას ადამიანებში, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში -„ირჩევენ რა თავის რჩეულებს ან თავად არიან არჩეულნი“. 
  • ნებისმიერი კონსტიტუცია ასახვაა ერისა რომელიც იღებს მას თავისუფალი ნების საფუძველზე, 1978 წლის კონსტიტუცია რომ ნების გარეშე იყო მიღებული ეს ისედაც ეტყობა მის მუხლებს რადგანც 1921 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით 1978 წლის კონსტიტუციაში არ ისმის ქართველი ერის ამოძახილი „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს“; 
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო 
    მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764; 
    mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა