საქმეები საკონსტიტუციო სამართალი

1921 წლის კონსტიტუცია VS 1978 წლის კონსტიტუცია - Vol 4 - რელიგია და რწმენა

14-02-2023 3 132

  • 1921 წლის კონსტიტუცია VS 1978 წლის კონსტიტუცია - Vol 4 - რელიგია და რწმენა  
  • უკეთესი შესავალი არც კი ექნება/ვერც კი ექნებოდა წინამდებარე სტატიას, უკეთუ თუ არა ნოე ჟორდანიას სიტყვები წერილიდან (ნოე ჟორდანია ნაციონალური კითხვა ჩვენში) „სანამ რელიგიურ კითხვას აკავშირებდნენ სხვა კითხვებთან, სანამ სახელმწიფო მას თავის კითხვად აღიარებდა, ერთს მფარველობდა და მეორეს დევნიდა, მანამდის ამ ნიადაგზე მუდმივი ბრძოლა და შუღლი იყო. მხოლოდ იქ, სადაც რელიგია გამოშორდა სახელმწიფოს და მორწმუნეთა კერძო საქმეთა გამოცხადდა, იქ ეს ბრძოლა მოისპო და მის მაგიერ დაიწყო რელიგიური პროპაგანდა, უპოლიციოდ, უიარაღოდ, თავისუფალი სიტყვით“;
  • რა თქმა უნდა ძალიან დიდი გავლენა ექნებოდა და აქვს კიდევაც 1921 წლის კონსტიტუციას სოციალ დემოკრატების, როგორც თეორიის ასევე ფილოსოფიის, რომელიც თავის მხრივ განვითარებას პოვებს ისეთ საკითხებში როგორიცაა „რელიგია“ ან რა შეიძლება იქნეს მიჩნეული რელიგიად და ამასთანავე რა რელიგია შეიძლება ჩაითვალოს რელიგიად და რა რელიგია არ  შეიძლება ჩაითვალოს რელიგიად, რამდენი მორწმუნე უნდა არსებობდეს, რომ რელიგია ჩაითვალოს რელიგიად და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საკითხებში, მაინც, ჩვენი პირველი 1921 წლის კონსტიტუციის დამოკიდებულებაა რელიგიის მიმართ;
  • 1921 წლის კონსტიტუციის 31 მუხლი რამდენიმე ნაწილად ყოფდა რელიგიის საკითხს. პირველი ნაწილი ეხებოდა სინდისის თავისუფლებას. 
  • "ყოველი მოქალაქე სინდისის სრული თავისუფლებით სარგებლობს“ სინდისის თავისუფლება საინტერესო საკითხია რატომ იქნა წინამძღვრებული სარწმუნოების საკითხს, თუმცაღა თუ კი დღევანდელი განმარტებებს მოვიშველიებთ სინდისი უფრო პიროვნული არჩევანის თავისუფლებას ედრება და ის არჩევანის უფლების უფლებაა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია და შემდგომში განვითარებული პრაქტიკა უთითებს შემდეგს  „ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და პირის თავისუფლებას, როგორც მარტომ, ასევე, სხვებთან ერთად, საჯაროდ ან განკერძოებით, გამოხატოს საკუთარი რელიგია ან რწმენა ღვთისმსახურებით, სწავლებით, პრაქტიკითა და რიტუალების აღსრულებით“ იგივეს იმეორებს გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლი „ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“ ერთის მხრივ სინდისის თავისუფლება საშუალებას აძლევს პირს აირჩიოს პირმა მისი მსოფლმხედველობა რელიგიის მიმართ, მეორეს მხრივ არჩევანია აირჩიოს ნებისმიერი რელიგია ან/და უარყოს ის;             
  • თანამედროვე ქართული საკონსტიტუციო სასამართლო მასზე ასევე საუბრობს შემდეგი სახით „რწმენის თავისუფლების რთული ბუნება და მრავალმხრივი, განუსაზღვრელი შინაარსი არ უნდა გადაიქცეს გადაულახავ დაბრკოლებად იმისათვის, რომ შესაბამისი საჯარო ინტერესების დასაცავად მოხდეს მისი თანაზომიერი შეზღუდვა. ანუ უფლების ასეთი ბუნება არ უნდა გახდეს ამ უფლებით ბოროტად სარგებლობის საფუძველი, ადამიანები არ უნდა გადაიქცნენ საკუთარი თავების კანონმდებლებად, და მხოლოდ თავად არ უნდა გადაწყვიტონ, რა არის მათი სინდისისა და რწმენის შესაბამისი და მხოლოდ იმ კანონებს არ დაემორჩილონ, რომლებიც, მათი აზრით, ჯეროვანია“;
  • სინდისი ეს არის ინდივიდის ინდივიდობისათვის აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც ახლავს ინდივიდს. ინდივიდობამ არ უნდა შექმნას ის საფუძველი, როცა ის ამ მსოფლმხედველობით მოითხოვს, არამარტო მისი გარემოს, არამედ დანარჩენი ყველა პირის გარემოს ისეთივე სახით მოწყობას, როცა კი, ინდივიდის ინდივიდობა უკვე გადადის სხვა ინდივიდის გარემოში შეჭრად! რადგანაც უფლება რომელიც არსებობს ინდივიდისთვის ნიშნავს, რომ ის ასევე აღიჭურვება პასუხისმგებლობითა და ვალდებულებებით, თუ კი მხოლოდ უფლება იარსებებს მაშინ არ იარსებებს პასუხისმგებლობა ხოლო პასუხისმგებლობის გარეშე არსებული უფლება რომელიც გამოშიგნულია ვალდებულებებით „სხვათა უფლებებისადმი პატივისცემისგან“ იწვევს დაქვემდებარებას, რომელიც აკარგვინებს "ინდივიდს ინდივიდობას";
  • შემდგომი ნაწილი 1921 წლის კონსტიტუციის რომელიც შეეხება რელიგიას ასეთია „მოქალაქის დევნა და მის პოლიტიკურ თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო არ შეიძლება“ ეს იმდენად მარტივი ჰიპოთეზაა, რომ მგონია არ საჭიროებს დამატებით განმარტებებს;
  • საინტერესოა ის, რომ 1921 წლის წლის კონსტიტუცია შემდგომში გრძელდება ასეთი სახით „ყველას შეუძლია აღიაროს ის სარწმუნოება, რომელიც სურს, ან სარწმუნოება გამოიცვალოს, ან და არც ერთ კულტს არ ეკუთვნოდეს“ 1921 წლის კონსტიტუცია სრულ თავისუფლებას აღიარებდა რელიგიის საკითხში, მათ შორის უშვებდა იმასაც, რომ ინდივიდმა შესაძლებელია მოინდომოს რელიგიის შეცვლა, ადამიანს აქვს უფლება იყოს ათეისტიც ან/და აგნოსტიკი, როცა პირისთვის სრულებით უმნიშვნელოა არსებობს თუ არა "რამე". ეს ბუნებითი უფლებაა ადამიანის! 1921 წლის კონსტიტუცია ამასაც იცავდა, თანამედროვე სამართალი უფრო შორს მიდის და ასევე უთითებს, რომ „პირადი რელიგიური მრწამსის გამოხატვის თავისუფლების ნეგატიური ასპექტი იმასაც გულისხმობს, რომ არ შეიძლება პიროვნებების იძულება გააცხადონ საკუთარი რელიგიური კუთვნილება ან მრწამსი; ასევე, არ შეიძლება მათი იძულება მიმართონ ისეთ ქცევას, რომელმაც შესაძლოა გამოარკვიოს აქვთ თუ არა მათ ამგვარი მრწამსი. სახელმწიფოს უფლება არ აქვს ჩაერიოს პიროვნებების სინდისის თავისუფლებაში, მათი რელიგიური რწმენის შესახებ კითხვის დასმის გზით ან მათი იძულებით გამოხატონ საკუთარი მრწამსი (Alexandridis v. Greece, § 38; Dimitras andOthers v. Greece, § 78);
  • 1921 წლის კონსტიტუციის 31 მუხლი დამატებით ასევე უთითებს, რომ „სარწმუნოებისა და რწმენის მომიზეზებით მოქალაქეობრივი და პოლიტიკური მოვალეობის ასრულებაზე უარის თქმა არავის შეუძლია, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც ცალკე კანონით იქნება განსაზღვრული.“ ცალკე კანონით განსაზღვრულობაში იგულისხმება შემდეგი მაგალითი: როცა პირს რელიგია უკრძალავს ომს ან იარაღის ხელში აღებას და პირი უარს ამბობს სავალდებულო სამხედრო სამსახურზე მისი რწმენის გამო და კი, ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გამონაკლისი, ხოლო მოქალაქეობრივი მოვალეობის ასრულება ნიშნავს, რომ პირს არ აქვს უფლება და არც უნდა ჰქონდეს დადგენილი წესისგან მოითხოვოს ამ წესრიგის მის თავზე მორგება, რადგანაც „ეს მისი რჩეულობის გამოხატულება არ უნდა იყოს“. როგორც შეამჩნიეთ ამ მუხლშიც, როგორც სხვა ყველაფერში, სამართალი რელიგიას არ უყურებს როგორც აბსოლუტურ მცნებას და თუ სადმე არსებობს თავისუფლება იქ აუცილებლად არსებობს პასუხისმგებლობა. მოვალეობა, რომლითაც ინდივიდი იტვირთება იმდენადვე მნიშვნელოვანია სამართლისთვის, როგორც უფლების მინიჭება ინდივიდისთვის „ადამიანები არ უნდა გადაიქცნენ საკუთარი თავების კანონმდებლებად“ რადგანაც ასეთ შემთხვევაში არ არსებობს შეთანხმება საერთო ცხოვრების წესზე, ხოლო შეუთანხმებლობა აუცილებლად იწვევს საზოგადოების დაპირისპირებას;
  • 1921 წლის კონსტიტუციის 31 მუხლის შემდგომი ნაწილია „სარწმუნოებრივი ხასიათის აქტებს არავითარი გავლენა არა აქვს მოქალაქეობრივ უფლებასა და მდგომარეობაზე“ ეს უფრორე სახელმწიფოსათვის მიმართული ნორმა იყო ვიდრე ინდივიდისთვის, ანუ პირის ნათლულობა ასევე მოუნათლაობა არავითარი შედეგის მომტანი არ უნდა ყოფილიყო სახელმწიფოსათვის და ეს ასეც უნდა იყოს, სამართლებრივ სახელმწიფოში ფასობს ადამიანი და მისი არჩევანი რწმენის მხრივ და არა „არჩევანი“! გასათვალისწინებელია, რომ 1921 წელი ეს არის სულ რაღაც გასული 3 წელი როცა იმპერია დაეცა, ეს იმპერია იდგა ძალასა და რელიგიაზე და რელიგიის სახელმწიფო სამსახურში ჩაყენებამ გამოიწვია ის ძალადობა რასაც აკეთებდა რუსეთის იმპერია. 1921 წლის კონსტიტუცია თავის თავს უფრო უწესებს წესს, რომ "არავითარი სახის რელიგიურ აქტს გავლენა უფლებებზე არ აქვს", საკითხის სწორად გაგებისთვის აუცილებელია განიმარტოს, რომ როცა კი არც ერთ რელიგიას არ ანიჭებს სახელმწიფო უპირატესობას ამით დომინანტ რელიგიას აძლევს განვითარების საშუალებას სახელმწიფოშივე, ასეთ შემთხვევაში ეს რელიგია ხდება თვითკმარი, გააჩნია საკუთარი საკუთრება და საკუთარი მრევლი, გააჩნია საკუთარი შემოსავალი და ასევე საკუთარი  განვითარების გეგმა, ანუ სახელმწიფოსგან ის არ „ელოდება“ არაფერს;
  • თუ კი რელიგიური ჯგუფი არ ელოდება, არც ეყრდნობა "სახელმწიფოსგან თანხას ან/და სხვადასხვა პრივილეგიას" მისთვის მნიშვნელოვანი ხდება არა ის „ვინც მართავს სახელმწიფოს“ არამედ ის „თუ რა ღირებულებებით იმართება სახელმწიფო“ შესაბამისად სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნა თვით ამ რელიგიის მიზანი უნდა იყოს, როცა ის კი არ იმართება, არამედ როგორც საზოგადოების ერთი ჯგუფი გამოხატავს თავის პოზიციას მიუხედავად იმისა ეს მოსაწონია თუ არა! რაც მთავარია, ეყრდნობა რა თქმა უნდა „საერთო საკაცობრიო იდეალებს“ ისეთ იდეალებს როგორიცაა წამება არ შეიძლება, არ შეიძლება ძალადობა, ოკუპაცია სხვისი ქვეყნის ცუდია, ადამიანის უფლებების დაცვა კი სახელმწიფოს ვალდებულებაა, მათ შორის რელიგიური ჯგუფის მორალურ ასპექტში, ასევე ვალდებულებაა „დაიცვას სხვა განსხვავებულის რწმენა, მათ შორის ურწმუნოება მისი თუ კი ის იდევნება სახელმწიფოსგან ამ რწმენის გამო“! ყოველივე ეს ნააზრევი, მოკლე სახით, რა თქმა უნდა გატარებული იყო 1921 წლის კონსტიტუციაში რადგანაც „სასამართლომ ცხადად განმარტა, რომ აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება ღირებული ფასეულობაა ათეისტების, აგნოსტიკოსების, სკეპტიკოსებისა და რელიგიისადმი გულგრილი პირებისთვის“ (ევროპული სასამართლო Kokkinakis v. Greece, § 31);         
  • 1921 წლის კონსტიტუციის 141 მუხლი  მიუთითებდა, რომ „სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან“ უნდა განიმარტოს, რომ ეს მოწინავე სეკულარული იდეა სიახლე არ იყო 1921 წლისათვის ევროპულ კონსტიტუციებში, თუმცაღა სიახლე იყო ქართული სამართლისთვის. განცალკევებაში იგულისხმება დამოუკიდებლობა ერთისა მეორისგან და მეორესი პირველისგან, რადგანაც თუ კი რომელიმე მათგანი ემორჩილება ერთმანეთს იწყება დიქტატურა, რომელიც შესაძლებელია იყოს ათეიზმიც კი, ასეთია რწმენის ბუნება, როცა ის არ ხდება ინდივიდუალური გარემოს და კერძო სივრცის საგანი ის აუცილებლად ყალიბდება როგორც საჯარო საგანი, რომელზეც ყველამ ერთი და იგივე სახით უნდა იფიქროს, ხოლო შემდგომში სახელმწიფო ასხვავებს აღნიშნულის გამო ინდივიდებს მათი რელიგიური მიკუთვნებულობის და გამო;
  • თანამედროვე ქართული საკონსტიტუციო სასამართლოც უთითებს, რომ „საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის რელიგიური პრივილეგიების განმტკიცება და ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას“ დამატებით „ნებისმიერ რელიგიურ ორგანიზაციას საქართველოში საქართველოს ეკლესიის თანაბრად აქვს უფლება ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოიყენოს საკუთარი სიმბოლიკა, ტერმინოლოგია, საღვთისმსახურო პროდუქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 22 ნოემბრის N2/18/206 განჩინება საქმეზე „მოქალაქე ზურაბ აროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით ასევე უთითებს/ანვითარებს ძალიან მნიშვნელოვან აზრს, თუ რას ნიშნავს ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება. „მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების ერთ-ერთ გამოხატულებას წარმოადენს მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან“. ეკლესიის დამოუკიდებლობა უფრო მნიშვნელოვანია მისივე არსებობისთვის, ვიდრე მისი დამოკიდებულების გაზრდა, რადგანაც „რელიგიური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა წარმოადგენს რელიგიის თავისუფლების განუყოფელ ნაწილს და იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოს იდეის ყოფიერებისთვის";
  • 1921 წლის 143 მუხლი უთითებდა, რომ „არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა“ უპირატესობის მინიჭება სახელმწიფოს მხრიდან ეს არის პრივილეგია, ხოლო პრივილეგია აუცილებლად წარმოშობს პრივილეგიის მიმცემის მხრიდან მისდამი ვალდებულებებს, აღნიშნულს სახელმწიფო თავის თავს უდგენდა მისი მოქალაქეების მიმართ, ერთმანეთის მიმართ კი ადგენდა ერთგვარ შეთანხმებას, რომ მაგალითისთვის საქართველოში 1921 წლისათვის მცხოვრები მართლმადიდებლებს, კათოლიკეებს, პროტესტანტებს, მუსლიმებს შორის უპირატესი არავინ არაა, არც ერთმანეთის მიმართ არც სახელმწიფოსთვის, მიზანს არ წარმოადგენდა არავითარ შემთხვევაში ქართული ეკლესიის ავტორიტეტის დაკნინება პირიქით, სწორედ მისი უდიდესი წვლილის და გამო, ის დამოუკიდებელი იყო სახელმწიფოსგან  როგორც თვითკმარი; 
  • 1921 წლის 144 მუხლი კი მიუთითებდა, რომ „ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია“ ანუ ეს ჩანაწერიც კი მიუთითებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო 1921 წლის კონსტიტუციისათვის დამოუკიდებლობა და თვითკმარობა. აღნიშნულ საკონსტიტუციო ჩანაწერს შეეხმიანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც მითითებულია, რომ „საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის როგორც რელიგიური რწმენის უპირატესობის წარმოჩენა სხვა რელიგიებთან შედარებით. ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას“ იქვე „ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. გაწეული ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის ლეგიტიმურობის წყარო“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 63 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის);
  • შეიძლება ითქვას, რომ 1921 წლის კონსტიტუციის დადგენილი წესის ერთგვარი აღდგენა მოხდა ამ გადაწყვეტილებით, ამასთანავე საგულისხმოა, რომ სამართალი არ ცდილობს ვინმეს ადგილი გაანადგუროს წარსულში, თუმცაღა აწმყოში „დამოუკიდებლობა ეკლესიისა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი პრივილეგირება“;                    
  • რაც შეეხება 1978 წლის კონსტიტუციას მისი 50 მუხლი მიუთითებდა, რომ „საქართველოს საბჭოთა მოქალაქეთათვის აღიარებულია სინდისის თავისუფლება, ანუ უფლება - სწამდეთ ნებისმიერი რელიგია, ასრულებდნენ რელიგიურ კულტებს ან არ სწამდეთ ნებისმიერი რელიგია, ეწეოდნენ ათეისტურ პროპაგანდას; შუღლისა და სიძულვილის გაღვივება რელიგიურ სარწმუნოებასთან დაკავშირებით აკრძალულია. ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და სკოლა - ეკლესიისგან“;
  • მიუხედავად აღნიშნული ჩანაწერისა ძალიან ძნელია მონახო მაგალითად სინდისის უფლების განმარტებას როგორც უყურებდა საბჭოთა სასამართლო ან ანიჭებდა კი მას იმდენად დიდ მასშტაბს როგორც 1921 წლის კონსტიტუცია. თუ კი 1921 წლის კონსტიტუცია ამბობდა „ყოველი მოქალაქე სინდისის სრული თავისუფლებით სარგებლობს“ 1978 წლის კონსტიტუცია სინდისს აიგივებდა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნის შედეგთან „ანუ უფლება - სწამდეთ ნებისმიერი რელიგია“ ხოლო არჩევანის უფლება რომელიც ნიშნავს კიდევაც სინდისს, უგულველყოფილი იყო. საყოველთაოდ არის ცნობილი მაშინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება რელიგიის მიმართ, კონსტიტუციურ ნორმად იქნა გამოყენებული, რომ „პირს შეუძლია ეწეოდეს ათეისტურ პროპაგანდას“ როცა აღნიშნული ვერ იქნება დამოუკიდებელი მუხლი, რადგანაც ათეიზმი არ არის რელიგია, ის ვერც იქნება რელიგია, ხოლო არჩევანის პროპაგანდირება ნიშნავს, რომ ზოგს უფლება აქვს ეწეოდეს/ასრულებდეს რელიგიურ კულტს მაგრამ არ აქვს უფლება პროპაგანდის, ხოლო პროპაგანდის უფლება აქვს მხოლოდ „ათეიზმს“ შესაბამისად აქაც კი ახორციელებს დიფერენცირებას საბჭოთა კავშირი სინდისის უფლებისა;
  • სინდისი შინაგანი მდგომარეობაა, მისი გარეგანი გამოვლინება მხოლოდ შედეგია, 1978 წლის კონსტიტუცია შედეგს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ვიდრე არჩევანს, რადგანაც არჩევანი ეს დაუშვებელია 1978 წლის კონსტიტუციისათვის,  აუცილებელია მიეთითოს, რომ 1978 წლამდე ასეთი სახის ჩანაწერი არც ერთ საბჭოთა კონსტიტუციაში არ გვხდება მას შემდეგ რაც საქართველო იქნა ანექსირებული. 1921 წლის კონსტიტუციაში მითითებული უფლება უფრო ვრცელი იყო, 1978 წლის კონსტიტუციაში ჩაიწერა 57 წლის დაგვიანებით ისიც შეკვეცილი სახით. 1921 წლის კონსტიტუცია სამართლებრივი შინაარსით უფრო წინაა დღევანდელ დღესაც ვიდრე 1978 წლის კონსტიტუცია იყო, მხოლოდ და მხოლოდ 1990 წლის 01 ოქტომბერს მიიღებს სსრკ უმაღლესი საბჭო კანონს „სინდისის თავისუფლების და რელიგიური ორგანიზაციების შესახებ“  რომლითაც იურიდიული სტატუსი ენიჭებათ ეკლესიებს, მაგალითისთვის კომუნისტებისთვის კომუნიზმის გარდა როგორი მიუღებელი იყო ნებისმიერი რწმენა, იმის აღნიშვნაც კმარა, რომ „80-ანი წლების დასაწყისში ქართული ეკლესიას მხოლოდ 45 მოქმედი ეკლესია გააჩნდა“;
  • კონსტიტუციების ჭრილშიც კი 1978 წლის საბჭოთა კონსტიტუცია არავითარ უფლებას არ აძლევდა ინდივიდს ყოფილიყო რაიმე სახის რწმენის, პირიქით 1978 წლის კონსტიტუცია რწმენად აღიარებდა ათეიზმს და მის პროპაგანდირებას უშვებდა ხოლო 1921 წლის კონსტიტუცია ყველას თანასწორობას ქადაგებდა, რომელიც არც კი აისახა 1978 წლის კონსტიტუციაში, ისიც კმარა, რომ 1978 წლის კონსტიტუციაში არც არის 1921 წლის კონსტიტუციაში მითითებული ისეთი მუხლი როგორიცაა „მოქალაქის დევნა და მის პოლიტიკურ თუ სამოქალაქო უფლებათა შეზღუდვა სარწმუნოების ან რწმენის გამო არ შეიძლება“;
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო
    მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
    mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!  
     
    ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი  ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება  ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი  თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი   ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო  საქართველოში საადვოკატო ბიურო  რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა