1921 წლის კონსტიტუცია VS 1978 წლის კონსტიტუცია - Vol 3 - იდეოლოგია
05-02-2023 914
- როცა საუბარი იწყება იდეოლოგიებზე უმეტეს შემთხვევაში საფრანგეთის რევოლუციამდე თითქმის ყოველგვარი პოლიტიკური ძალაუფლების საფუძველი იყო მიღმიერი ანუ ხელისუფლების ლეგიტიმაცია არა ხელშესახები ან შესადარებელი რაიმე სახის საფუძვლიდან იყო წამოსული არამედ პირიქით ყოველთვის ძალაუფლება მართლდებოდა რელიგიით, საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ იდეოლოგიამ ცვლილება განიცადა და ის დღევანდელ დღეს უფრო სახელმწიფო მოწყობის საფუძვლებს გვთავაზობს მათ შორის როგორია სახელმწიფოს როლი ან დანიშნულება ინდივიდის ცხოვრებაში, სად გადის ინდივიდის თავისუფლება თუ უფლება, რა ღირებულებითი სისტემა აქვს ამა თუ ის უფლებას და ა.შ. სამართალი იმიტომაც არის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელი, რომ სხვადასხვა უფლებების ჭიდილის დროს ჭიდილის მეშვეობით იძლევა პასუხებს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან კითხვებზე მათ შორის საერთოდ საჭირო არის თუ არა იდეოლოგია ინდივიდისთვის და თუ საჭიროა ის რა დოზით უნდა იქნეს გამოყენებული სახელმწიფოში მმართველობის დროს;
- იდელოგიების მცნებებად დაყოფა უფრო ფილოსოფიური საკითხია, მაგრამ ამას იმიტომაც აქვს მნიშვნელობა, რომ 1978 წლის კონსტიტუცია იმდენად იდეოლოგიზირებულია, რომ იდეოლოგიის გარეშე ის უბრალოდ დაუჯერებელი მცნებების კასკადია, ამიტომაც ვეცდები შევადარო 1921 წლის დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის იდეოლოგია და 1978 წლის საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციის იდეოლოგია.
- სიტყვა იდეოლოგია 1921 წლის კონსტიტუციაში არ გვხვდება მაგრამ სხვა და სხვა ჩანაწერები იძლევა იმის განმარტების საშუალებას რომ საკითხი იდეოლოგიის თაობაზე გარკვეულ იქნეს. ასეთია მაგალითად მუხლი 1 „მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“ რესპუბლიკა ეს გასაგები ტერმინია და ის პირდაპირ ხალხს უკავშირდება (Res Publica - ხალხის საქმე) თვითონ დემოკრატიის გამოვლინება როგორც რესპუბლიკის სახის ბევრი შეიძლება იყოს მაგრამ მისი ყველაზე მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით, ხელისუფლება აირჩევა ან პირდაპირ (საპრეზიდენტო მართველობა) ან/და ხელისუფლება ფორმირდება არჩეული პარლამენტის მიერ (საპარლამენტო მმართველობა) მარტივად და გასაგებად შეიძლება ასე ითქვას, საგულისხმოა ასევე ისიც, რომ 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავების დროს უმრავლესობა დამფუძნებელ კრებაში მონაწილე პირებისა იყო სოციალისტური პარტიები მაგალითად 130 კაციდან მარტო სოციალ დემოკრატებს 103 ადგილი ჰქონდათ მოპოვებული, ამიტომაც ის უფრო სოციალუსტური იყო ვიდრე ლიბერალური თუმცა ეს ხელს მაინც არ უშლის 1921 წლის კონსტიტუციას უფრო მეტი უფლებების დადგენაში ინდივიდისთვის;
- სოციალ დემოკრატები აღიარებდნენ რეფორმირების გზას და არა რევოლუციის გზას (როგორც ამას მარქსიზმი ქადაგებდა) უფრო ნათელი, რომ იყოს მარქსიზმი ყველაფერს ხსნიდა „კლასთა შორის ბრძოლით“ და აქედან გამომდინარე მათივე წარმოდგენით „ბუნებრივი მდგომარეობით, რომ კლასთა ბრძოლის გამო აუცილებელია რევოლუცია“ როცა კი სოციალ დემოკრატები ბრძოლისათვის იყენებენ და ეყრდნობიან ასევე „ლიბერალურ საფუძვლებს“ ეს ლიბერალური საფუძვლები მაშინდელი ეპოქისთვის რეფორმების მიღება იყო რომელთაც მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ეკომონიკის მოდერნიზაცია და არა პირდაპირი „პროლეტარიის დიქტატურა“, მოერნიზაციაში იგულისხმებოდა რა თქმა უნდა საბაზრო ეკომონიკა ვიდრე „შეურიგებელი კლასობრივი ბრძოლა“;
- საგულისხმოა ასევე ისიც, სოციალ დემოკრატები მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა სოციალიზმის მიმართ ან დოქტრინისა 1921 წლის კონსტიტუციის პირველივე მუხლში საქართველოს სცნობენე/ამკვიდრებენ როგორც სუვერენულ სახელმწიფოს (საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო) ამ სამი საფუძვლით იწყება 1921 წლის კონსტიტუცია, თავისუფლებით, დამოუკიდებლობითა და განუყოფლობით, საგულისხმოა ასევე ისიც, რომ 1921 წლის კონსტიტუციას არ აქვს პრეამბულა რომელიც საქართველოს დღევანდელ კონსტუტუციას აქვს თუმცაღა ასეთად ზოგიერ შემთხვევაში 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი შეიძლება ჩაითვალოს ხოლო აღნიშნული აქტი კი იწყება შემდეგი მუხლით „ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველოს სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა“ „დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფომრა - დემოკრატიული რესპუბლიკაა“ დამატებით ასევე დამოუკიდებლობის აქტი აცხადებს სრულ ნეიტრალიეტეტს (მუხლი 3) ყველა სხვა ერებთან სურს დაამყაროს კეთილმეზობლური ურთიერთობა (მუხლი 4) საქართველო უზრუნველყოფს როგორც სამოქალაქო ასევე პოლიტიკურ უფლებებს (მუხლი 5) გზას უხსნის მის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ერს განვითარებისათვის (მუხლი 6) დამფუძნებელი კრების შეკრებამდე მართვაგამგეობას უზრუნველყოფს ეროვნული საბჭო ეროვნულ უმცირესობებთან ერთად (მუხლი 7);
- 1921 წლის კონსტიტუციის იდელოგიური ხაზი უფრო მეტად სჩანს თავი 13-ში სადაც აღწერილია სოციალ-ეკონომიკური უფლებანი, მაგალითად „რესპუბლიკა ზრუნავს თავისი მოქალაქის ღირსეული არსებობისათვის“ მუხლი 113 „შრომა საფუძველია რესპუბლიკის არსებობისა და მისი უზრუნველყოფა რესპუბლიკის განსაკუთრებული მოვალეობაა“ „უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით“ მუხლი 119 გარდა ამისა არის ასევე სხვა უფლებები რომელიც აქვს ინდივიდს აღნიშნული კონსტიტუციით მუშაობის ფიქსირებული დრო „ნორმალი სამუშაო დრო დაქირავებულთათვის არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს; ამასთანავე კვირაში ერთხელ მუშა უნდა ისვენებდეს განუწყვეტლივ 42 საათს. გამონაკლისს სამუშაო დროის შესახებ განსაზღვრავს კანონი“ მუხლი 123 და ა.შ. მათ შორის თავი 16 მუხლი 143 „არც ერთ სარწმუნოებას არა აქვს უპირატესობა“ მუხლი 144 „ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია“ ეს უკანასკნელი არის წმინდა სეკულარული სახელმწიფოს გამოძახილი როცა კი სახელმწიფო და ეკლესია კონსტიტუციით იქნა განცალკევებული, სეკულარიზმის როგორც მოვლენის მთავარი დანიშნულებაა „სახელმწიფო იმართებოდეს სამოქალაქო კანონებით რომელსაც გააჩნია ლეგიტიმაცია ამ სამოქალაქო საზოგადოებისგან მათივე არჩეული პირების მეშვეობით განსხვავებით საღვთო წერილის საფუძველზე შექმნილი კანონებისა“ ეს პრინციპი ყოველთვის მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოსი რათა არ მოხდეს უმრავლესობის გაბატონება და უმრავლესობის იძულებით უმცირესობის უფლებების უგულველყოფა.
- საგულისხმოა ასევე ისიც, რომ 1921 წლის კონსტიტუცია თავის თავს აცხადებს როგორც ყველაზე მნიშვნელოვან კანონად ყველა სხვა კანონები უნდა შეესაბამებოდეს მას ამასთანავე კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ „კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ აღიარებული პრინციპებისაგან“ მუხლი 45. მთლიანობაში მარტივად რომ აიხსნას სოციალიზმის გავლენა რა თქმა უნდა დიდია თვითონ 1921 წლის კონსტიტუციაზე თუმცაღა ის არ უარყოფს იმ უფლებებს რომელიც შემდგომში უკვე საფუძვლად იქცა უმრავლესობა თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოებისა, ამასთანავე კონსტიტუცია ივარაუდება როგორც ერის სოციალური კონტრაქტი „ხელმწიფება ეკუთვნის მთელს ერს, პარლამენტი ამ კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას“ მუხლი 52 ჩვენი პირველი კონსტიტუციის ასეთი შეიძლება ითქვას იდეოლოგია გამოწვეული იყო იმითი, რომ მაშინდელ ქართულ პოლიტიკაში დომინირებდნენ სოციალისტური პარტიები მიუხედავად ამისა „გერმანელი კონსტიტუციონალისტის, პროფესორ ვოლფგანგ გაულის შეფასებით, 1921 წლის კონსტიტუცია იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ კონსტიტუციად ითვლებოდა და შეიცავდა მრავალ სოციალ-დემოკრატიულ ელემენტს“;
- საგულისხმოა ასევე ისიც, რომ კონსტიტუცია იყენებდა ისეთ ტერმინს როგორც უცვლელი ფორმა სახელმწიფოსი „მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“ ერთის მხრივ 1921 წლის კონსტიტუცია ცდილობდა, რომ ინდივიდის თავისუფლებები ყოფილიყო გაზრდილი მეორეს მხრივ ინდივიდის თავისუფლებების ზრდას ან/და უზრუნველყოფას არ ექონია გავლენა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე რომელიც ასევე მაგალითად გამოიხატებოდა „უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მიეცემა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით“ მუხლი 119, აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1921 წლის კონსტიტუციას გააჩნია თავისი იდეოლოგია წმინდა სოციალური რესპუბლიკის რომლის საშუალებითაც უნდა მოხდეს საზოგადოების განვითარება მაგრამ მისი რეალურ დროში მოქმედება არ უნდა ზღუდავდეს არავის მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს „ინდივიდს როგორც ყველაზე სამართლებრივად ფასეულს“;
- რაც შეეხება 1978 წლის კონსტიტუციის იდეოლოგიას ის პირდაპირ იწყება „დიდი ოქტომბრის რევოლუციის“ განდიდებით, შემდგომში გრძელდება „საბჭოთა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა ხელმძღვანელობს რა კომუნისტური იდეებით“. მაგალითისთვის მუხლი 6 „ხელმძღვანელი და მიმმართველი საბჭოთა საზოგადოების არის კომუნისტური პარტია რომელიც ემსახურება ხალხს“ „კომუნისტური პარტია განსაზღვრავს საზოგადოების განვითარებას, შიდა და გარე პოლიტიკას სსრკ-სი და ხელმძღვანელობს კომუნიზმის გამარჯვებას“;
- ამავე კონსტიტუციაში შეიძლება მონახოთ ასეთი იდეოლოგიური ფრაზები ტერმინები რომლებიც კონსტიტუციური პრინციპი იყო მუხლი 14 „სოციალიზმის პრინციპის შესაბამისად თითოეულისგან უნარის მიხედვით, თითოეულს შრომის მიხედვით სახელმწიფო ახორციელებს კონტროლს შრომისა და მოხმარების ოდენობისადმი“ მთლიანობაში სახელმწიფო იდეოლოგია გაიგივებული იყო პარტიულ იდეოლოგიასთან, როცა კი კონსტიტუცია უნდ არსებობდეს იმისათვის, რომ არც ერთი იდეოლოგია რომელიც არსებობს არ იყოს გაბატონებული იმავე კონსტიტუციის 50 მუხლი მიუთითებდა „მშრომელთა ინტერესების შესაბამისად და სოციალისტური წყობილების განმტკიცების მიზნით“ 51 მუხლი „კომუნისტური მშენებლობის მიზნების შესაბამისად“ ანუ პიროვნების როგორც მოცემულობის სამართლებრივი სიკეთე გაიგივებული იყო პარტიის ინტერესთან მაგალითად: ინდივიდის როგორც მოცემულობის თავისუფლება ან განვითარება უნდა დაფუძნებულიყო მხოლოდ და მხოლოდ სხვა ინდივიდების მიერ უკვე შედგენილ და დადასტურებულ წესს აღნიშნული წესი კი იყო „კომუნიზმის მშნებელობა“ და რა იყო ეს კომუნიზმი?
- და საერთოდ შეიძლება კი არსებობდეს თავისუფალი კომუნისტი? თავის თავში კომუნიზმი ნიშნავს უნდა „გაუქმდეს სოციალური კლასები, ფული და სახელმწიფო“ მაგრამ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული თუ კი ინდივიდს მხოლოდ უფლება აქვს იფიქროს მხოლოდ პარტიის მიხედვით? უფრო ნათელი მაგალითისთვის: თქვენ გაქვთ თქვენი საწარმო სადაც რამდენიმე პირი გყავთ დასაქმებული რომელსაც უხდით X თანხას და თქვენ ქმნით X პროუქტს რომელზეც მოდის ადამიანების გარკვეული ჯგუფი და ამბობს, რომ „თანხა მართალია თქვენია მაგრამ თქვენი დაქირავებულების არის ეს ყველაფერი მაგრამ არა მათი არამედ სახელმწიფოსია რომელსაც წარმოვადგენ მე კომუნისტური პარტია“ ეს წარმოუდგენელი თანწყობა კიდევ უფრო სჩანს მარტივ მაგალითში კომუნიზმში არც კერძო საკუთრება არსებობს, არც თავისუფალი ბაზარი და მით უმეტეს, არც იერარქიას ვხვდებით სადმე, სახელმწიფოს როლი უბრალოდ იკარგება მაგრამ მისსავე 1978 წლის კონსტიტუციაში „ყველაფერი ხორციელდება სწორედ სახელმწიფოს სახელით“;
- ან რა შეიძლება იყოს მშრომელთა ინტერესები? თან მასიური ინტერესი? შესაძლებელია კი კონკრეტულ ჯგუფს ჰქონდეს ისეთი დიდი ინტერესი რომელიც მოიცავს ყველა სხვა ჯგუფს ისეთი სახით, რომ ეს აისახოს კონსტიტუციაში? მაგალითად ლურჯი მოცვის მოყვარულთა ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება ლურჯი მოცვის დაცვის თაობაზე მიღებულ იქნეს კონსტიტუციური მუხლი როცა სხვა ყველას ვისაც არც კი გაუგონია ლურჯი მოცვის თაობაზე მასაც კი მოეთხოვოს მისი ქმედება შეესაბამებოდეს ამ ჯგუფის ინტერესს? როცა კი ინტერესი მაგალითად სხვა ჯგუფის არის სულ სხვა? დემოკრატია სხვა არაფერია თუ არა ხალხის (რომელთა კლასობრივი დაყოფა კონსტიტუციის დანიშნულება არცაა რადგანაც ინდივიდების მიხედვით ხალხი იყოფა ბუნებრივ ნაწილებად) ნების გამოვლენა რომელიც გამოიხატება მაგალითად კანონპროექტის მიღებაზე რეაგირებით, არსებობს საზოგადოების კონტროლი ხელისუფლებაზე და ა.შ. თვითონ 1978 წლის კონსტიტუციის იდეოლოგია იდგა „კლასთა ბრძოლაზე“ ანუ არა უფლებათა გარანტირებაზე არამედ რადგანაც არსებობს „დაპირისპირებული კლასები“ ამ კლასების ბრძოლაში აუცილებელია არსებობდეს იდეოლოგია რომელსაც ყველაფერზე აქვს პასუხის „რა უნდა იცოდეს ინდივიდმა და რა არ უნდა იცოდეს“ უნდა იცოდეს თუ არა ინდივიდმა, რომ ის ინდივიდია? პაასუხი უარყოფითია 1978 წლის კონსტიტუციით;
- თუ მას უნდა გააჩნდეს საზოგადო ინტერესი და თავისი ქმედებაც კი დაუკავშიოს საზოგადო ინტერესსს? 1978 წლის კონსტიტუცია ყველაფერზე პასუხს მხოლოდ და მხოლოდ სცემს „მშრომელთა ინტერესების შესაბამის“ პრიზმიდან მაგრამ რა არის მშრომელთა ინტერესი? არის თუ არა მშრომელთა ინტერესი კერძო საკუთრება? სიტყვის თავისუფლება? მეტი ხელფასი/ანაზღაურება? ეს კთხვები არც ისმის კონსტიტუციაში იქ მხოლოდ საუბარია სხვის ინტერესზეც რომელიც საბოლოო ჯამში იყო „კომუნისტური პარტიის ინტერესი“ რადგანაც სხვა პარტიები არც კი არსებობნენ;
- ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო
მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!