1921 წლის კონსტიტუცია VS 1978 წლის კონსტიტუცია - Vol 2 - სიტყვის თავისუფლება
პოსტ კომუნისტური ეპოქისათვის უმეტეს შემთხვევაში დამახასიათებელია სხვა და სხვა უფლებების გაქილიკება ან/და ისეთი სახით წარმოჩენა, რომ ეს „უფლებები“ არც არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ინდივიდი, სიტყვის თავისუფლება სხვა არაფერია თუ არა „მქონდეს საკუთარი მოსაზრება“ და ამ მოსზრების გამო არ ვიდევნებოდე, არ ვიდევნებოდე უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების აღმასრულებელი შტოსგან რადგანაც სიტყვის თავისუფლება გარკვეულწილად ყველა ინდივიდს აძლევს საშუალებას შეასრულო მყეფარე ძაღლის პოზიცია, ამასთანავე სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფს იმასაც, რომ არ არსებობდეს „შეუცდომლობა“ არ არსებობდნენ „კერპები“ და არ არსებობდნენ „გაუკრიტიკებელი“ პირები, სიტყვის თავისუფლების დანიშნულება არასოდეს ყოფილა თვითმიზანი ინდივიდის, სიტყვის თავისუფლება საშუალებაა ინდივიდებს შორის ინფორმაციის გაცვლა მოხდეს ისეთი სახით, რომ სიმართლე გადაწყვიტოს ამის შემხედვარე საზოგადოებამ. სიტყვის თავისუფლებას აქვს მრავალი და მრავალი პრობლემები მათ შორის სად გადის ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის, მათ შორის ჩვენისთანა ქვეყნის შემთხვევაში არსებობს თუ არა აბსოლიტური სიტყვის თავისუფლება თუ კი ოკუპანტს ამართლებს კოლობორაციონისტი? ან რა არის სიტყვის თავისუფლებასა და უხამსობას შორის ზღვარი? ან შეიძლება კი დაწესდეს ამათ შორის ზღვარი? ეს საკითხები კიდევ დიდხანს იქნება სადებატო თუ არა გამყოფი საზოგადოების და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ წინამდებარეთი 1921 წლის კონსტიტუციაში ქართულ სახელმწიფოს რა ეწერა იმაზე მივუთითებ და რა ეწერა 1978 წლის ანექსირებული საქართველოს საბჭოთა კონსტიტუციაში.
საბჭოთა კავშირი როგორც მოვლენა ან მოვლენისათვის მიუღებელი იყო ყოველგვარი ინდივიდუალიზმი შესაბამისად მისთვის რა თქმა უნდა მტერი იყო სიტყვის თავისუფლება, რადგანაც თუ კი ამ კონსტიტუციამ მხოლოდ სამ კლასად დაყო საზოგადოება მისცემდა კი ამ კლასებს საშუალებას ეთქვათ დამოუკიდებელი სიტყვა? მათ შორის გაეკრიტიკებინათ აღმასრულებელი ხელისუფლება?
სიტყვის თავისუფლება შეიძლება მივიჩნიოთ კიდევაც მუდმივმოქმედ განახლების წყაროდ როცა კი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინდივიდი თავის მოსაზრებას ადგენს ამა თუ იმ საკითხზე და ის დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან, ამასთანავე სიტყვის თავისუფლება მდგენელია პოლიტიკური გემოვნების რადგანაც სწორედ სიტყვის თავისუფლების ფარგლებში აქვს უფლება ინდივიდს გადაწყვიტოს ან შეიძინოს/დაიქირავოს სასურველი პოლიტიკური იდეის გამტარებელი. სიტყვის თავისუფლება არ არის აბსოლიტური უფლება მაგრამ მისი არსებობის გარეშე აზრს კარგავს თვით აბსოლიტური უფლებაც კი, რადგანაც თუ ინდივიდი ხედავს და არ საუბრობს წამების თაობაზე იმის შიშით, რომ მას ამისათვის სამართლებრივად დასჯიან წამების აკრძალვაც კი რჩება ისევ წამებად და ის არ იცვლება, შესაბამისად სიტყვის თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი რომელიც ქმნის წარმატებული ინდივიდების ერთობას რომელნიც თავის მხრივ დადგენილი თამაშის წესებით ქმნიან წარმატებულ სახელმწიფოს, ეს დარწმუნებით იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა 1921 წელს და დარწმუნებით იცოდა 1921 წლის კონსტიტუციამ და ამიტომაც ითვლება ქართული სამართლის ნიმუშად;
უმრავლეს შემთხვევაში სოციალური კონტრაქტი ანუ კონსტიტუცია სუბიექტი უფრო ჩემთვის ვიდრე ობიექტი და ის მისი მიღების მომენტიდან აგრძელებს სიცოცხლეს მათ შორის 1995 წლის, 2010 წლის ცვლილებებისა და 2017 წლის ცვლილებების შემდგომ „ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“;
1921 წლის საქართველოს კონსტიტუცია როგორც მოწინავე სამართლებრივი აქტი თავი 3-ში მოქალაქის უფლებანიში აღწერდა სიტყვის თავისუფლებას. ძირითადი მუხლები რომელიც შეიძლეება მივიჩნიოთ ასეთად ესენია:
ა) მუხლი 32. ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრები გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად. ყოველი დანაშაულისათვის, რომელსაც იგი ასეთ შემთხვევაში ჩაიდენს, პასუხს აგებს მხოლოდ სასამართლოს წინაშე;
ბ) მუხლი 33. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთ უფლება აქვთ მთავრობის ნებადაურთველად შეიკრიბნენ საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ (ეს უფრო გამოხატვის თავისუფლებასთანა არის კავშირში მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობით იქნეს გაგებული);
გარდა ამ უფლებისა ასევე საინტერესოა ისიც, რომ იმავე კონსტიტუციის 37 მუხლის აღიარებდა პეტიციის უფლებას მუხლი 37. პირადი და კოლექტიური პეტიციის უფლება უზრუნველყოფილია. გამომდინარე იქიდან, რომ 1921 წლის კონსტიტუცია პირდაპირ უშუალოდ არ უმოქმედია ანექსიისა და შემდგომში სამხედრო გადატრიალების გამო, საინტერესოა აღნიშნული უფლების არსებობა რით იყო გამოწვეული ან რა სახით უნდა ემუშავა რეალობაში, თუმცა ეს ალბათ ის ისტორიული საკითხია რომელზეც პასუხი არ იქნება თეორიაში კი მიჩნეულია, რომ აღნიშნული უფლება არის ინდივიდის/ინდივიდების უფლება მიმართოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მოთხოვნით, თხოვნით ან/და საჩივრის ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია დადგენილი წესით უპასუხოს (უნგრეთის ხელისუფლება კონსტიტუციით როგორც მოსახლეობის ასევე ინდივიდის პეტიციის უფლებაზე საუბრობს, ესპანური კონსტიტუცია მხოლოდ საგამონაკლისო ადამიანებს აძლევს ამის საშუალებას მაგალითად მეომრებს, უსაფრთხოების თანამშრომლებს და ა.შ) დღევანდელ დღეს აღნიშნული უფლება უფრო სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლების ასევე 3 მუხლის (სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი ძალაუფლებას ახორციელებს თავისი წარმომადგენლების, აგრეთვე რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმების მეშვეობით) ჩანასახი უფროა ვიდრე პეტიციის უფლება, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული უფლება პეტიციის სახით იქნა მიღებული;
1921 წლის კონსტიტუცია 32 მუხლით ამბობდა იმავეს რასაც შემდგომში იტყვის/იტყვიან/ამბობს კაცობრიობა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (UDHR) მე -19 მუხლით. ასევე აღიარებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში (ICCPR). ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (UDHR)[1] მე-19 მუხლში ნათქვამია, რომ „ყველას აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება ჩარევის/შეზღუდვის გარეშე“ და „ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს ინფორმაციის თავისუფლებას და იდეების მოძიების, მიღებისა და გაცემის თავისუფლებას, შეზღუდვის მიუხედავად, ზეპირი, წერილობითი, ბეჭდური, ხელოვნური ფორმით, ან მედიის საშუალებით, ადამიანის არჩევანის მიხედვით“.
რა თქმა უნდა ძნელია ვიწინასწარმტყველოთ რა კონკრეტულ განვითარებას იპოვიდა 1921 წლის კონსტიტუციის შემდგომი დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ სასამართლოებში აღნიშნული მუხლები რა თქმა უნდა დროსთან ერთად განმარტებებს შინაარსი უფრო განვითარდებოდა უფრო დაიხვეწებოდა მაგრამ აი ასეთ გადაწყვეტილებას ალბათ იმაზე ადრე იტყოდა (შუა ე.წ. კომუნიზმის დროს) ქართული სასამართლო „თავისუფალი სიტყვა იმით ფასობს, ანუ სწორედ იმაში გამოიხატება სიტყვის თავისუფლება, რომ ის მოიცავს არა მხოლოდ ისეთ მოსაზრებებს თუ გამონათქვამებს, რომლებიც ყველასათვის მისაღებია, დადებითად აღიქმება, მთლიანად საზოგადოების ან თუნდაც მისი დიდი ნაწილის, უმრავლესობის აზრს და გემოვნებას ეხმიანება, არ ითვლება საჩოთიროდ, არამედ მოიცავს ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათა ღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც. ასეთია ტოლერანტობის, პლურალიზმის, შემწყნარებლობის მოთხოვნები, რომლებიც დემოკრატიის საზრდოობისთვის შეუცვლელი წყაროა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N1/6/561,568) ან შეკრების თავისუფლებაზე „კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განამტკიცებს ადამიანთა უფლებას მშვიდობიან, საჯარო შეკრებაზე. უფლებით მოსარგებლე პირს (მისი პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური და ა.შ.) გრძნობებისა და შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. შეკრება და მანიფესტაცია შეიძლება იყოს პოლიტიკური საქმიანობის განუყოფელი ელემენტი, ემსახურებოდეს აზრის გამოხატვას, ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებას და ა.შ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II-4;“
სანაცვლოდ კი 1921 წლის კონსტიტუციისა 1978 წლის საბჭოთა საქართველოს კონსტიტუცია ამბობდა შემდეგს, მუხლი 47: საქართველოს საბჭოთა მოქალაქეს უფლება აქვს შეიტანოს სახელმწიფოში ორგანოში და საზოგადოებრივ ორგანიზაციაში შეთავაზება საქმიანობის განვითარებაზე ასევე უფლება აქვს გააკრიტიკოს სამუშაოს ხარისხი (დიდხანს ვეძებე თუმცაღა ერთი ფაქტი ვერ ვიპოვე ამ მუხლის გამოყენებაზე) იმავე მუხლით შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებული იყო ეპასუხა აღნიშნულ განცხადებაზე ასევე იკრძალებოდა დევნა კრიტიკის გამო. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამავე დროს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი იყო ისეთი ქმედება როგორიცაა „საბჭოთა სახელმწიფოსა და სოციალური სისტემის დისკრედიტაციის მიზანმიმართუად ცრუ ინფორმაციის გავრცელება" ერთის მხრივ პირს ჰქონდა უფლება გაკრიტიკების მაგრამ ცრუ ინფორმაციად რა ჩაითვლებოდა? თუ პირი მიმართავდა და ჯერ ინფორმაციას მიიღებდა ვინ მისცემდა? ანუ ერთის მხრივ კონსტიტუცია ამტკიცებდა ერთს ხოლო სისხლის სამართლის კოდექსი აკეთებდა მეორეს შესაბამისად აღნიშნული მუხლი მკვდრადშობილი მუხლი იყო.
1978 წლის კონსტიტუციის 48 მუხლი კი უთითებდა, რომ „ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოს საბჭოთა მოქალაქეების საბჭოთა სოციალური წყობის განვითარებისათვის გარანტირებულია: სიტყვის თავისუფლება, ბეჭდვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, მიტინგის/აქციის თავისუფლება, მსველელობისა და დემონსტრაციების თავისუფლება. ამ უფლებათა გამოყენებისათვის მუშათა კლასისთვის გამოყოფილია საზოგადოებრივი შენობები, ქუჩები და მოედნები, ინფორმაციის გავრცელება უფლება, შესაძლებლობა გამოიყენონ ბეჭდვა, ტელევიზია და რადიო“ ეს იყოს ის ძირითადი სიახლე რომელიც განასხვავებდა უფრო ადრინდელ კონსტიტუცების 1978 წლის კონსტიტუციას და მათთან შედარებით წინ გადადადგმული ნაბიჯი იყო მაგრამ ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი იყო 1921 წლის კონსტიტუციასთან შედარებით რადგანაც ის რაც გვქონდა 1921 წელს 66 წლის წლის მერე უფუნქციოდ/შინაარსის გარეშე მისცა ქართველებს ანექსიის დროს. უპირველესად უნდა მივუთითოთ, რომ ყველა ძირითადი საშუალება მათ შორის ტელევიზია, რადიო და ბეჭდვითი ორგანო არის სახელმწიფოს საკუთრება ანუ საშუალება რაც უნდა გამოიყენოს ვინმემ რათა სიტყვა თავისუფალი თქვას არის პარტიის ხელში შესაბამისად რომელ თავისუფლებაზეა საუბარი? მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ მუხლი იყოფა რამდენიმე ნაწილად ანუ:
ა) ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე - ხალხის ინტერესები კომუნისტებისთვის მუდმივად ნიშნავდა პარტიის ინტერესს არ არსებობდა ინდივიდის ინტერესი არსებობდა მხოლოდ და მხოლოდ პარტიის ინტერესი;
ბ) საქართველოს საბჭოთა მოქალაქეების საბჭოთა სოციალური წყობის განვითარებისათვის გარანტირებულია - ანუ სიტყვის თავისუფლება შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ სოციალური წყობის განვითარებისათვის და თუ მე კაპიტალისტი ვარ? ანარქისტი ვარ? ლეიბორისტი ვარ? ეს უფლებები არ მეკუთვნის?
გ) ამ უფლებათა გამოყენებისათვის მუშათა კლასისთვის გამოყოფილია საზოგადოებრივი შენობები, ქუჩები და მოედნები, ინფორმაციის გავრცელება უფლება, შესაძლებლობა გამოიყენონ ბეჭდვა, ტელევიზია და რადიო - როცა ყველა ეს საშუალება იქნება ეს შენობა თუ მოედანი სახელმწიფოს საკუთრებაა?
შესაბამისად აღნიშნული ჩანაწერი არაფერია, უფლებათა თანრიგში უფლება რომელიც განუხორციელებლია უფლება არაა, ეს იგივეა თუ კი სასამართლო გადაწყვეტილებას არ ექნება ძალა მისი მოქმედების ის დარჩება როგორც რეკომენდაცია ან/და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თუ არ იარსებებს სანქცია როგორც კანონი ასევე სასამართლო გადაწყვეტილება რეკომენდაციაა ისიც „გასათვალისწინებელი“ ძალის გარეშე. აღნიშნულის საპირწონედ 1921 წლის კონსტიტუციის ფორმულირება სიტყვის თავისუფლებასთან დღევანდელ დღესთანაც კი ახლოს დგას ჩვენს კონსტიტუციასთან მაგალითად:
1921 წლის კონსტიტუცია „ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს სიტყვით, ბეჭდვით ან სხვა რამ ღონისძიებით თავისი აზრები გამოსთქვას და გაავრცელოს მთავრობის წინასწარ ნებადაურთველად“
2017 წლის ცვლილებების შემდგომ საქართველოს კონსტიტუცია „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია“;
ხოლო 1978 წლის კონსტიტუცია „ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოს საბჭოთა მოქალაქეების საბჭოთა სოციალური წყობის განვითარებისათვის გარანტირებულია: სიტყვის თავისუფლება, ბეჭდვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, მიტინგის/აქციის თავისუფლება, მსველელობისა და დემონსტრაციების თავისუფლება“ მხოლოდ უკანასკნელი აწესებს ვალდებულებას ინდივიდის მიმართ ხოლო 1921 წლის და დღევანდელი კონსტიტუცია ადასტურებს.
და რატომ არის აუცილებელი სიტყვის თავისუფლება? რა არის ის ისეთი, რომლის გარეშეც არ შეუძლია ინდივიდს არსებობა? ამაზე ყველაზე კარგი პასუხია ისიც, რომ თვით ბოროტების იმპერიის ერთ-ერთი მამა 1951 წლის თავის წერილში ხაზს უსვავდა თუ როგორი კარგია სიტყვის თავისუფლება „არც ერთ ქვეყანაში არ არის ისეთი სიტყვის, ბეჭდვის, ინდივიდის, ორგანიზაციისა და მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციის თავისუფლება როგორც საბჭოთა კავშირში“ თვით ის თვლიდა, რომ სიტყვის თავისუფლება იყო უმნიშვნელოვანესი მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ ეს თავისუფლება მხოლოდ კაპიტალისტების კრიტიკისათვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ამიტომაცაა როცა საუბრობენ საბჭოთა კავშირზე პირველ რიგში ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე სადაც აკრძალული იყო კრიტიკა და დასაშვები იყო ბოროტება/ძალადობა ინდივიდზე ინდივიდების სახელით;
საერთო სასამართლოებიც კი ზოგიერ შემთხვევაში ასეთი სახის განმარტებას აკეთებენ „ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელების თავისუფლება, შესაძლოა, უფრო მეტადაა საჯარო ინტერესის საგანი, ვიდრე ცალკეული ინდივიდის უფლებების დაცვა (გადაწყვეტილება საქმეზე საქმე №2ბ/1476-12)“ შესაბამისად სიტყვის თავისუფლება არა ილოზორული არამედ პირიქით მუდმივმოქმედი უფლებაა რომლის გარეშეც ვერ იარსებებს თავისუფალი ინდივიდი, ის ინდივიდი რომელიც უნდა განმტკიცებულიყო 1921 წლის კონსტიტუციით;
ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს
მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!