1921 წლის კონსტიტუცია VS 1978 წლის კონსტიტუცია - Vol 1 - საკუთრება
28-01-2023 660
- საქართველოს მოქალაქეებს საქართველო როგორც სახელმიწფოებრივი წარმონაქმნი მართალია მრავალი საუკუნე გაგვაჩნია თუმცაღა პირველი სოციალური კონტრაქტი მეფისა და ქვეშემრდომების გარეშე 1921 წელს დაიდო საქართველოს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის, ეს კონტრაქტი ერთის მხრივ შემდგომში საფუძველი გახდა ახალი კონსტიტუციის მიღებისა 1995 წელს თუმცაღა ამ პერიოდში სანამ საქართველო ანექსირებული იყო ამ პერიოის ანალიზი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საზოგადოებაში, მეტიც მსჯელობა ნაკლებია შინაარსის თაობაზე თუ რა იყო 1921 წლის კონსტიტუცია და რა იყო 1978 წლის კონსტიტუცია, თუ რა „სამართლებრივი სიკეთეები“ წაგვართვა კომუნიზმა რომლის გამოძახილიც დღევანდელ დღემდე მოგვყვება, მათ შორის ამ პერიოდის ანალიზის შედეგად შეიძლება მიხვდე თუ რა ქვეყანა შეიძლება ვყოფილიყავით დღეს რომ არა ანექსია.
- რომ ჩვენ დღეს გვიწევს ახალი სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება რომელიც თუ კი არ იქნებოდა ანექსია ექნებოდა საუკუნოვანი ტრადიცია რომელიც სულ სხვა განვითარების ეტაპზე გაიყვანდა ქვეყანას, ამიტომაც შინაარსი იმისა თუ რატომ არის კომუნიზმი და ნებისმიერი კომუნისტური იდეა ბოროტება საჭიროებს შინაარს მათ შორის იმ შინაარსაც თუ „რატომ არ უნდა მომწონდეს კომუნიზმი“ შესაბამისად პირველ ნაწილში 1921 წლის კონსტიტუციასა და 1978 წლის დაპირისპირების დროს ნათელია იქნება ისიც, რომ 1921 წლის კონსტიტუცია დღევანდელ დღემდე რჩება მოწინავე კონსტიტუციად, რომ 1978 წლის კონსტიტუცია კი წარსულად. კონსტიტუცია არასოდეს არის მხოლოდ სიტყვების ერთობლიობა ის მეტაფიზიკური წიგნია რომელიც ქმნის იმ სიკეთეების მიღების შესაძლებლობას რასაც ინდივიდის ინდივიდობა ხოლო ინდივიდისთვის სახელმწიფოს არსებობა ქვია, ჩვენი სამართლებრივი ტრადიცია ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ან მნიშვნელოვანი უნდა იყოს როგორც მნიშვნელოვანია ილიას მიერ გამოთქმული პოსტულატი ან თერგდალეულობა, ისტორია ქართული კონსტიტუციის ის ისტორიაა რომელიც ჩვენთვის პირდაპირ და უშუალოდ მოქმედი უნდა იყოს თუ რა არის კონსტიტუცია და რა ბრძოლის შედეგად იქნა მიღებული „„დამფუძნებელი კრება მუშაობდა თავგამოდებით მაშინაც კი, როცა ქალაქს მოაწვა რუსეთის ლაშქარი, ისმოდა ზარბაზანი და ცაში სქდებოდა ყუმბარები... ჩვენ დავიშალენით მხოლოდ გათენებისას, როცა საბოლოოდ დავამტკიცეთ ჩვენი კონსტიტუცია – ძირითადი კანონები საქართველოს რესპუბლიკისა (გვაზავა გ., საქართველო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (მეორე წერილი, პარიზი), 1928, 11);
- 1921 წლის კონსტიტუციის მუხლი 45. მიუთითებს, რომ „კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ აღიარებული პრინციპებისაგან“ ხოლო იმავე კონსტიტუციის 113 მუხლი მიუთითებს „ რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის“ შემდგომში მუხლი 114 კი ადგენს, რომ „საკუთრების იძულებითი ჩამორთმევა ან კერძო ინიციატივის შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კულტურული საჭიროებისათვის ცალკე კანონში განსაზღვრული წესით. ჩამორთმეულ ქონებაში მიეცემა სათანადო საფასური თუ კანონში სხვა გვარად არ არის განსაზღვრულ“ უპირველესად 113 მუხლი აწესრიგებს, რომ სახელმწიფო ზრუნავს მისი მოქალაქეებისათვის, ღირსეულ არსებობა კი შეუძლებელია თუ კი მოქალაქეს არ ექნება გარანტია იმისა, რომ მისი საკუთრების უფლება ნებისმიერ ნივთზე არის დაცული. პირის არსებობა ანუ მისი ცხოვრება მოღვაწეობა მუდმივად არის დაკავშირებული საკუთრებასთან, საკუთრების უფლება რა თქმა უნდა არ არის აბსოლიტური ხასიათის და ის შეიძლება იქნეს შეცილებული მათ შორის ჩამორთმეული მაგრამ ის იმდენად მნიშვნელოვანი უფლებაა, რომ ის პიროვნულ უფლებათაც კი შეიძლება განვიხილოთ ანუ პირი როგორც იბადება მას უკვე გააჩნია საკუთრების უფლება საგნის მიმართ, მათ შორის ნებისმიერი ნივთის მართოს ისე როგორც მას უნდა და მიიღოს ამ ნივთისგან ის შემოსავალი რომელიც მას უნდა. საკუთრების უფლების შინაარსი უფრო ფართოა ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, თუ პირს არ ექნება საკუთრების უფლება და მან არ იცის, რომ ეს ნივთი მისია მაშინ ეს ნივთი შეიძლება იყოს ყველასი, თუ ყველასია რაიმე ნივთი ნიშნავს რომ არავისი არაა და შესაბამისად არავინ ზრუნავს მასზე.
- საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში საკუთრების უფლების ფართო განმარტებას აკეთებს და ამბობს: უმთავრესი კონსტიტუციური ღირებულების, ადამიანის ღირსების პატივისცემა მისი სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკუთრების უფლების სრულფასოვან რეალიზებაზე. საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარების ერთ-ერთ წყაროს. საკუთარი დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობის მიზნით ადამიანის მისწრაფება, შექმნას საკუთარი ქონება, უდავოდ იმსახურებს სახელმწიფოს პატივიცემას, რაც საკუთრების შეძენის ისეთ საკანონმდებლო რეგლამენტაციაში უნდა გამოიხატოს, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ ცალკეული ინდივიდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას, ხოლო მერე მხრივ ეფექტურ სამოქალაქო ბრუნვას.
- სამოქალაქო ბრუნვა სხვა არაფერია თუ არა სწრაფად მოხდეს ერთი პირიდან მეორე პირის მიმართ საკუთრების უფლების გადაცემა მეორე პირმა აქედან მიიღო მოგება ხოლო აღნიშნულით კი მდიდრება საზოგადოება, შესაბამისად საზოგადოება რომელშიც დაცულია საკუთრების უფლება და სახელმწიფოს არ შეუძლია და არც უნდა შეზღუდოს შენი საკუთრება წარმატებული იქნება აუცილებლად, საკუთრების უფლება როგორც უფლება აზრს დაკარგავს თუ მის დაცვას არ ივალდებულებს სახელმწიფო, ვალდებულებაში არ იგულისხმება სახელმწიფო დარაჯობდეს საკუთრებას არამედ ივარაუდება როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური ვალდებულება ერთის მხრივ მან ინდივიდს არ უნდა წაართავს რაიმე გარდა გადაუდებელი და სახელმწიფო მნიშვნელობის მიზნისა და მეორეს მხრივ კი სახელმწიფოვე ვალდებულია შექმნას ისეთი კანონმდებლობა რომელიც უზრუნველყოფს რომ სხვა ინდივიდებისგანაც იქნეს დაცული პირი/პირები.
- დამატებით ერთ-ერთ საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ „შესაბამისად, საკუთრების შეძენის სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა გამოიწვევდა საკუთრების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის ელემენტებისაგან შემდგარი საკუთრების სამოქალაქო კონცეფციის „დაცარიელებას“, სუბსტანციის დაკარგვას და ილუზორულს გახდიდა ასევე საკუთრების კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას“ დამატებით „საქართველს საკონსტიტუციო სასამართლოს ხაზი არაერთხელ გაუსვამს და აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმოების, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას , ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“.
- 1921 წლის კონსტიტუციის 114 მუხლი სხვა არაფერია თუ არა ექსპროპრიაცია რომელსაც დღევანდელ დღეს ქართული საერთო სასამართლოები განმარტავს შემდეგი სახით: აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ის ლეგიტიმური მიზანია, რომელიც ამართლებს საკუთრების უფლებაში ჩარევას - როგორც შეზღუდვის, ისე ექსპროპრიაციის ფორმით. საკუთრების უფლების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მკაცრ და კონკრეტულ განმარტებას ექვემდებარება“ ერთ ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ „საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლებას არ აქვს აბსოლუტური ძირითადი უფლების ხასიათი, იგი ექვემდებარება შეზღუდვას, რომელიც პროპორციული უნდა იყოს. საკუთრების უფლების შეზღუდვის უფლებამოსილების სახელმწიფოსთვის მინიჭება გამომდინარეობს გარკვეული სამართლებრივი სიკეთეების დაცვის მომეტებული ინტერესის გამო საკუთრების უფლების სოციალური ფუნქციით, ვალდებულებით დატვირთვის შესაძლებლობიდან. შესაბამისად, ნივთის სოციალური ტვირთის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული უძრავი ქონებით მხოლოდ საკუთარი კერძო ინტერესების შესაბამისად სარგებლობაზე მესაკუთრის კერძო ავტონომიის შეზღუდვის შესაძლებლობა.“
- აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ საკუთრების უფლების დაცვა გარანტირებული იყო საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციით და შესაბამისად სრულად შეესაბამებოდა განვითარებული ქვეყნების კონსტიტუციას. რაც შეეხება 1978 წლის სსრკ ქართულ კონსტიტუციას. საბჭოთა კონსტიტუციის მუხლი 11-ის მიხედვით კი „მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებას შეადგენს: მიწა, მისი წიაღი, წყალი, ტყე, სახელმწიფოს ეკუთვნის წარმოებსი ძირითადი საშუალებანი - სამრეწველო, სამშენებლო და სასოფლო სამეურნრეო საწარმოები, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებანი, აგრეთვე ბანკები, სავაჭრო სოციალურ-საყოფაცხოვრებო საწარმოები, ძირითადი საქალაქო საბინაო ფონდები“ ანუ ყველაფერს ფლობდა და განკარგავდა სახელმწიფო, მხოლოდ მას გააჩნდა საკუთრების უფლება ხოლო ინდივიდს კი საკუთრების უფლება არც კი ჰქონდა რამე არათუ უძრავ ქონებაზე არამედ ბინაც კი სახელმწიფოს კუთვნილებას წარმოადგენდა;
- ინდივიდს შეიძლება ჰქონოდა: მხოლოდ შრომითი შემოსავალი, პირადი მომხარების და კეთილმოწყობის საგნები. ანუ ინდივიდი იმდენად იყო დაცლილი უფლებისგან, რომ მას უფლება არ ჰქონდა უძრავ ქონებაზე ისეთი სახით როგორიც წარმოგვიდგენია შემდგომში უკვე კანონი უთითებდა თუ ვის რამდენი შეიძლება ჰქონოდა საკუთრებაში ან მფლობელობაში და ა.შ. ყველაზე დიდი ბოროტება კი კერძო საკუთრების მიმართ 1921 წლის შემდგომ იყო ის, რომ განახორციელა ყველანაირი სახის უფლების არამარტო შეკვეცა არამედ უფრო მეტიც მოახდინა მათი იძულებით ჩამორთმევა ინდივიდისგან და ყველაფერი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაიყვანა ისე, რომ აღნიშნულზე არც კი არსებობდა რაიმე სახის სასამართლო დადგენილებები და რომც ყოლიფიყო არც კი არსებობდა თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო.
- 1921 წლის კონსტიტუციის იდეური შემდგომი განმარტებები აუცილებლად მოგვცემდა ისეთივე სახის სამართლებრივ იდეებს როგორსაც დღეს აჟღერებს საკონსტიტუციო სასამართლო მაგალითად „საკუთრების შეძენის შესაძლებლობა ემსახურება საკუთრების ძირითადი უფლების რეალიზებას. შესაბამისად, კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს საკუთრების შეძენას და მისი გამოყენების, საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობას.თუ საკუთრების შეძენის სამართლებრივ გზებზე ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ, ეს საკუთრების უფლების შემდგომ დაცვას გარკვეულწილად აზრს დაუკარგავს“ თუმცაღა საბჭოთა საქართველოში არათუ საკონსტიტუცი სასამართლოს განმარტება საერთოდ საკონსტიტუციო სასამართლო არც კი არსებობდა, იმისათვის რომ საკუთრების შინაარსს როგორ უყურებდა სახელმწიფო ერთი მაგალითიც კი კმარა, თუმცაღა მანამდე მივუთითებთ რომ საბჭოთა კონსტიტუცია საკუთრებას არა დღევანდელი კლასიკური გაგებით არამედ პირად საკუთრებად მიიჩნევდა რომელსაც დამხმარე თვისებები აქვს მაგრამ საკუთრება თავისი შინაარსით კანონგარეშე იყო, პირიქით სახელმწიფო შეეძლო ერთი პირისგან ამოეღო ეს პირადი საკუთრება და გადაეცა მეორე პირისთვის მათივე გაგებით „უკეთესი საბჭოთა მოქალაქისათვის“;
- დღევანდელ დღეს ალბათ სასაცილოა, მაგრამ იმ პერიოდში თუ კი მაგალითად საბჭოთა მოქალაქე განზრახ დააზიანებდა ან სულაც გაანადგურებდა საკუთარ ავტომობილს ის სისხლის სამართლის წესით დაისჯებოდა რადგანაც ავტომობილი ითვლება არა პირად არამედ საერთო საკუთრება ამის ლოგიკა კი ის იყო „ის შრომის შედეგია“ რომელიც მუშათა კლასმა შექმნა, შესაბამისად ეს მათ მიერ არის შექმნილი მათზე ფაქტიურად საკუთრების უფლება აქვს მუშებს და შესაბამისად მათ წარმომადგენელ ხელისუფლებას ხოლო ინდივიდს მისი ფლობის უფლება აქვს (დღევანდელი გაგებით ფლობა ცოტა სხვანაიარად უყურებს) დღევანდელი გაგებით ინდივიდს მხოლოდ მჭერის უფლებები ჰქონდა რადგანაც ამ ავტომობილის ფლობასაც უნდა ჰქონოდა სარგებლობა საზოგადოებისათვის ამასთანავე სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეეძლო ამ ავტომობილის კონფისკაცია მოეხდინა აი ასეთი სამართლებრივი სიგიჟე იყო წარმოდგენილი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მიერ, მეტიც საკუთრების უფლების შინაარსი აღიქმებოდა როგორც კაპიტალისტური გადმონაშთი და ის დაუშვებელი იყო;
- თუ კი 1921 წლის კონსტიტუცია იცავდა საკუთრების უფლებას რომელიც გააჩნდა ინდივიდს 1978 წლის კონსტიტუცია არც კი ცნობდა აღნიშნულს მეტიც 1978 წლის კონსტიტუცია ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლი, რომელიც მიღებულ და აღიარებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს, გაეროს სამი საბჭოთა წარმოშობის წევრის მონაწილეობით ადგენს, რომ „ყველას აქვს უფლება, ფლობდეს საკუთრებას, ინდივიდუალურად და აგრეთვე, სხვებთან ერთად“ და რომ `დაუშვებელია საკმარისი საფუძვლის გარეშე ადამიანს წაერთვას მისი საკუთრება“. საბჭოთა იურისპრუდენციაში მიღებული და კონსტიტუციის პრინციპებში ასახული მიდგომა აგრეთვე საკმაოდ განსხვავდებოდა 1952 წელს მიღებული ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის 1 ოქმის პირველი მუხლის ტექსტში განსაზღვრული ფორმულების, ცნებებისა და სულისკვეთებისაგან, რომლის მიხედვითაც, ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი ქონების დაუბრკოლებლად გამოყენების უფლება. შესაბამისად 1921 წლის კონსტიტუცია უფრო შეეფერებოდა დღევანდელი განვითარებული მსოფლიოს იდეებს ვიდრე 1978 წლის კონსტიტუცია, ეს უკანასკნელი კონსტიტუცია არამარტო ეწინააღმდეგებოდა ბუნებით სამართლებრივ კანონებს ამასთანავე ეწინააღმდეგებოდა ყოველგვარ ფილოსოფიურ ლოგიკასაც რადგანაც თუ კი რაიმე მე შევქმენი ან მისთვის მე თანხა გადავიხადე როგორ არ შეიძლება ეს იყოს ჩემი? ჯერ კიდევ ჯონ ლოკმა წარსულში უკვე გამოხატა მსგავსი აზრი თავის მეორე ტრაქტატში სამოქალაქო ხელისუფლებაზე – „ხელისუფლებას არ გააჩნია სხვა დანიშნულება, თუ არა საკუთრების დაცვა“;
- 1978 წლის სსრკ-ის კონსტიტუციის 61-ე მუხლი მოქალაქეებს უწესებდა ვალდებულებას, დაეცვათ სოციალისტური საკუთრება როგორც უმაღლესი ღირებულების მქონე საკუთრება. ასეთი სამართლებრივი მიდგომა სრულად ასახავდა მარქსისტულ მიდგომას სოციალისტურ საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც მიიჩნეოდა წარმოების საშუალებად სოციალისტურ საზოგადოებაში. მოცემული პოლიტიკურ-ეკონომიკური მიდგომა ხაზს უსვამდა კოლექტიური და სახელმწიფო საკუთრების უპირატესობას ინდივიდის კერძო საკუთრებაზე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ყოველი კერძო პირის საკუთრების უფლებები ზოგადად დაკნინებული გახლდათ უფრო კი არც კი არსებობდა კონსტიტუციიდან შემდგომში საკუთრების უფლების შებოჭვა გრძელდებოდა უკვე სამოქალაქო კოდექში კერძოდ ზღვრული ოდენობა საცხოვრებელი სახლისა (ან მისი ნაწილისა), რომელიც შეიძლება ჰქონოდა მოქალაქეს პირად საკუთრებად არ უნდა ყოფილიყო 60 კვ.მ-ზე მეტი საცხოვრებელი ფართობის შემთხვევაში და 40 კვ.მ-ზე მეტი დამხმარე ფართობის შემთხვევაში ( 104 მუხლი) ამ წესიდან გამონაკლისს წარმოადგენდა ის შემთხვევა, როცა მეორე შენობა გამოიყენებოდა მესაკუთრისა და მისი ოჯახის წევრების დასასვენებლად ან სამკურნალო მიზნით საკურორტო თუ სააგარაკო ადგილასამყოფლად (105 მუხლი) ანუ სახელმწიფო ადგენდა ვის რამდენი შეიძლება ჰქონოდა მაგრამ ამასაც ამართლებდა ე.წ. კომუნიზმით რომელიც სხვა არაფერია თუ არა ინდივიდზე ბატონობა მათ შორის საკუთრების უფლების წართმევით, როცა ინდივიდს უფლება არ აქვს მიიღოს გამოიყენოს ან სულაც ჰქონდეს და არ გამოიყენოს მისი საკუთრება;
- საკუთრების უფლების ასეთი სახის შეზღუდვა აუცილებლად მოუტანდა ამ წყობას ეკონომიკურ პრობლემებს რომელმაც იჩინა კიდევაც თავი თუმცაღა ე.წ. მითი იმაზე რომ რაიმე სახის გარანტია შეიძლება არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს საკუთრების უფლებაზე არის უბრალოდ მითი ისევე როგორც მითი საბჭოთა სამართლის სამართლიანობაზე, 1921 წლის კონსტიტუცია 56 წლიანი დაგვიანებითაც კი უფრო მეტად იცავდა ინდივიდს ვიდრე 1978 წლის კონსტიტუცია რომელიც არათუ მცხოვრები ინდივიდების ნებას არამედ მხოლოდ გარკვეული წრის ნებას ემყარებოდა;
- ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს
მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!