საქმეები სამოქალაქო სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ანუ რა გავაკეთო ავარიის დროს

28-01-2023 1 375

  • ეკონომიკის განვითარებას ყოველთვის თან სდევს ასევე სადაზღვევო ბიზნენის განვითარებაც, ყველა განვითარებულ ეკონომიკას აუცილებლად ახლავს თან განვითარებული სადაზღვევო სისტემა, ჩვენ როგორც განვითარებადი ეკონომიკა რა თქმა უნდა ვცდილობთ ვუზრუნველყოთ აღნიშნულიც მაგრამ სანამ განვითარების მასშტაბი არ არის ისეთი სახით როგორიც უნდა იყოს ამ საქმიანობასაც ახლავს გვერდითი მოვლენები. წინამდებარე სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა იმ პრობლემამ რომელსაც შეიძლება ითქვას ყოველდღიურად აწყდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, როცა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ ასაჩივრებენ ადმინისტრაციული წესით ჯარიმას ხოლო სამოქალაქო დავაში უბრალოდ გვრჩება ერთადერთი გზა ადვოკატებს ვიდავოთ ზიანის ოდენობაზე.                     
  • ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რეგისტრაციას აღნიშნული გამოწვეული იმითი, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება არის მომატებული საფრთხის წყარო. მომატებული საფრთხის წყაროში იგულისხმება მარტივი რამ „ნივთი რომლის სრულებითი მართვა არის გამორიცხული მისი თვისებებიდან გამომდინარე სხვა სიტყვებითაც შეიძლება აღიწეროს აღნიშნული „საფრთხის წყაროს მფლობელი ამ ობიექტის თვისებების გამო მეტი რისკის მატარებელია“ აღნიშნულიდან გამომდინარე ზოგიერთი ქვეყანა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევას სავალდებულოდაც კი მიიჩნევს მაგალითად გერმანული მოდელი ქართული მოდელიც იცნობს გარკვეული კატეგორიის სავალდებულო დაზღვევას მაგრამ ეს სულს სხვა საკითხია. შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალება რადგანაც არის მომატებული საფრთხის წყარი ის ექვემდებარება რეგისტრაციას და ამასთანავე მის მესაკუთრეზე მოქმედებს როგორც ადმინისტრაციული ასევე სამოქალაქო სამართლის ნორმები.
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში  თავი X-ე ეთმობა,  ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ტრანსპორტზე, საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში. აღნიშნულ თავში მოქცეულია ყველა ის მუხლი რომლის საფუძველზეც ხორციელდება პირის დაჯარიმება. მაგალითისთვის ავიღოთ ერთი შემთხვევა პირი უკნიდან დაეჯახა მეორე ავტომობილს. ასეთ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის მიერ ხორციელდება გამოკვლევა თუ ვინ არის დამნაშავე აღნიშნულში. სწორედ აქედან იწყება მთლიანობაში მთელი პროცესი, ჯერ არ მქონია საქმე სადაც საქმეში შეიძლება იყოს წარმოდგენილი შემთხვევის ნახაზი, ნახაზი აუცილებლად უნდა შეადგინოს საპატრულო პოლიციამ მათ შორის უნდა აღნიშნოს მომხდარი შემთხვევა, ტრაექტორია, გზის საფარი მისი მდგომარეობა, ამინდი, თვითმხილველები და ა.შ. მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ან უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ გამოაქვთ უკვე დაშტამპული გადაწყვეტილება თუ უკნიდან დაეჯახა პირი ე.ი. ის არის დამნაშავე, მეორე მნიშვნელოვანი ნაწილია ისიც, რომ სამხრე კამერების ჩანაწერები ინახება მხოლოდ 30 დღის განმავლობაში და სამოქალაქო დავის დროს ის უკვე წაშლილია ხოლმე, შესაბამისად ნებისმიერი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პირმა უნდა მოითხოვოს: ნახაზის შედგენა და ასევე მისი საუბრისა თუ თვითმხილველების საუბრის სამხრე კამერებით დაფიქსირება. 
  • მას შემდეგ რაც პირს მაგალითად გამოეწერა ჯარიმა ვთქვათ იგივე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 125.10 მუხლის საფუძველზე (10. ამ მუხლის მე-6, 62 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება) პირმა აუცილებლად უნდა გაასაჩივროს აღნიშნული ზემდგომ ორგანოში ანუ იგივე საპატრულო პოლიციაში რადგანაც თუ პირი არ ასაჩივრებს ამ ჯარიმას მაშინ კანონმდებელი პრეზუმციას გვთავაზობს, რომ „პირი დაეთანხმა მის მიერ განხორციელებულ ქმედებას ე.ი. ბრალი უკვე დადგენილია“ ხოლო ბრალს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა ყველა ასეთი სახის საქმის დროს. იმისათვის, რომ ერთმა პირმა მეორე პირს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი უნდა არსებობდეს შემდეგი 4 პირობა (რომელიც მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკაა უკვე) წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“): 
  • 1) სახეზე უნდა იყოს ზიანი (აღნიშნულში იგულისხმება რაიმე სახის ზიანი ანუ შეუძლებელია თუ ზიანი არ არსებობს მოხდეს ან/და წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ამასთანავე ზიანის ოდენობა არის უმნიშვნელოვანესი მცნება აღნიშნულში კერძოდ საიდანღაც უნდა დგინდებოდეს ზიანის მოცულობა/ოდენობა);    
  • 2) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (მართლსაწინააღმდეგო ქმედება შეიძლება იყოს როგორც სახელშეკრულებლო პირობების დარღვევა არ შესრულება ასევე მაგალითად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10. მუხლის საფუძველზე თქვენ ბრალი დაგედოთ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში ანუ „უკნიდან დაეჯახეთ თქვენი ავტომობილით მეორე ავტომობილს“); 
  • 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის (ანუ უნდა დადგინდეს, რომ თქვენმა შეჯახებამ გამოიწვია მეორე ავტომობილის დაზიანება და არა ვთქვათ სხვა ფაქტორმა);
  • 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი (გამონაკლის შემთხვევების გარდა) (რაც შეეხება ბრალს იმის გათვალისწინებით, რომ სსკ არ განსაზღვრავს ბრალის, განზრახვის და გაუფრთხილებლობის ცნებებს ისიც პრაქტიკით იქნა დადგენილი, ბრალის ფორმებიდან სისხლის სამართალში უპირატესი ადგილი განზრახვას უჭირავს... გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში, თავისთავად ბრალის აღნიშნული ფორმა კიდევ უფრო იყოფა ორ ნაწილად მარტივი გაუფრთხილებლობა როცა დარღვევას არ აქვს მნიშვნელოვანი ხასიათი ხოლო უხეში გაუფრთხილებლობა კი არის იქ სახეზე სადაც პირი მართავს მომატებული საფრთხის წყაროს და არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ამ მომატებული საფრთხის წყაროთი და ქმნის საშიშროებას როგორც სხვა პირის ქონებისათვის ასევე იმ პირის ჯანმრთელობისათვის); 
  • სასამართლო შემდეგი სახით უყურებს შემდგომ საკითხს თუ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე გამოწერილი ჯარიმა არ იქნება გამოწერილი, ანუ პირი ვისაც დაეჯახნენ უნდა დაადასტუროს შემდეგი გარემოებები:     
  • ა) ის ვინც ითხოვს ზიანის ანაზღაურებას უნდა დაამტკიცოს ზიანის არსებობა/ოდენობა, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედგეს შორის ანუ პირმა უნდა დაამტკიცოს, რომ სხვა მანქანა რომ მას დაეჯახა სწორედ ამიტომ დაზიანდა მისი ავტომობილი რაც ძალიან მარტივია; 
  • ბ) ხოლო იმ პირმა ვინც სხვა პირს დაეჯახა მანქანით მან უნდა დაამტკიცოს, რომ მის ქმედებაში არ არის ბრალი ეს უკანასკნელი გამოირიცხება რადგანაც როგორც ზემოთ ვახსენეთ, მან ხომ არ გაასაჩივრა მის სახელზე გამოწერილი ადმინისტრაციული ჯარიმა? ანუ დაეთანხმა? თუ დაეთანხმა ე.ი. ის მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით და მისმა მართლასწინააღმდეგო ქმედებამ „სხვის ავტომობილზე შეჯახებამ“ კანონისგან დადგენილი წესი დაარღვია;
  • სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს, სასამართლო აუცილებლად დაეყრდნობა და მიუთითებს, რომ „თუ კი სამართალდამრღვევი არ ეთანხმებოდა შედგენილი ოქმის შინაარსს (ბრალეული პირის დადგენის ნაწილში) მას შეეძლო ასკ-ის 271.1 მუხლის მიხედვით (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება შეუძლია გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც არის გამოტანილი დადგენილება, დაზარალებულმა ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენმა) დაგდენილ ვადაში გაესაჩივრებინა იგი. საქმეში არ არის ოქმის გასაჩივრების ან/და მისი შინაარსის შეცვლის / გაუქმების დამადასტურებელი მტკიცებულება“ საგულისხმოა ასევე ასკ-ის 40.1 მუხლის შინაარსს, რომლის მიხედვითაც, თუ ადმინისტრაციულმა სამართალდარღვევამ ქონებრივი ზიანი მიაყენა მოქალაქეს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს, მაშინ მოსამართლე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის დადების საკითხის გადაწყვეტისას ვალდებულია სამართალდამრღვევს იმავდროულად დააკისროს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
  • შესაბამისად თუ კი პირს დაეჯახა მეორე პირმა და ეს პირი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ეს პირი თუ არ ასაჩივრებს ივარაუდებაზე უფრო მეტი მტკიცდება, რომ სწორედ მისი ბრალით მოხდა აღნიშნული სამართალდარღვევა, საგულისხმოა ასევე რომ თუ სამართალდამრღვევი არ ანაზღაურებს თავისი ნებით ასეთ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ახორციელებს შემდეგს: მიჰყავს ერთ-ერთ სერვისცენტრში ავტომობილი დგება ე.წ. ინვოისი შემდგომში სადაზღვევო ამას პირდაპირ სერვისე ცენტრს გადაუხდის თუ პირს მისცემს ეს სხვა საკითხია, მთავარი თუ კი სადაზღვევოს ექნება ინვოისი და თანხის გადახდის ქვითარი ასეთ შემთხვეაში ის აანაზღაურებს ზიანს და რეგრესის წესით უკვე სადაზღვევო მიმართავს პირს რომელმა პირმაც არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.                                     
  • აქ შემოდის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები ისეთი როგორიცაა: რამდენ ხანში იქნა მიყვანილი ავტომობილი სერვის ცენტრში, რა მდგომარეობაში იყო ავტომობილი, რა აღიწერა შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის მიერ შედეგნილ პატაკში, რომელი გარეგანი და დაფარული დაზიანებაა და ა.შ. ეს ყველაფერი საკვლევი საკითხია ისევე როგორც ავტომობილს მეორად ნაწილებს ყიდულობენ თუ ორიგინალს, რა პაკეტით სარგებლობს დაზღვეული და ა.შ. თუმცა ყველაზე ალბათ შეუფერებელი სტანდარტი დღევანდელ დღეს არის ის, რომ არ ხდება ექსპერტიზის ჩატარება შესაბამისად მხოლოდ შეფასებისაც არა ინვოისის საფუძველზე ხორციელდება თანხის გადარიცხვა, ინვოისი სხვა არაფერია თუ არა შეთავაზება რომელსაც არ აქვს ისეთივე ნდობის ხარისხი როგორიც შეიძლება ჰქონდეს ექსპერტიზას მაგრამ სასამართლო აღნიშნულ სტანდარტს არ მოითხოვს (რაც შეეხება გამოცვლილი ნაწილების ბედს ის ვისი საკუთრება ეს სულ სხვა საკითხია და საკმაოდ საინტერესო და დაუმუშავებელი);
  • მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, 24 თებერვალი, 2017 წელი, საქმე Nას-1206-1166-2016 წელი) ამასთანავე მართალია ადმინისტრაციული ჯარიმის გაუსაჩივრებლობა დამტკიცებულ ფაქტად არ მიიჩნევა ბრალის მაგრამ ცვლის მტკიცების ტვირთს და სწორედ დაჯარიმებულს ეკისრება ვალდებულება ადასტუროს, რომ ის არაა „დამნაშავე“ ხოლო კანონიერ ძალაში მყოფი ჯარიმის შემთხვევაში ეს თეორიულ დონეზეც კი შეუძლებელია
  • ასეთ შემთხვევებშიც გამოსავალზე მითითება ძნელია რადგანაც დამოკიდებულია საქმის მსვლელობაზე, როდის მოხდა, როდის მივიდა ადვოკატთან და ა.შ. თუმცაღა ოქროს წესია თუ კი დაარღვიე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და დადგა ზიანი გაასაჩივრე მაინც ან დაიქირავე ადვოკატი, რადგანაც თუ კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჯარიმას ძალაში ტოვებ ე.ი. ეთანხმები და სადავო რჩება ზიანის ოდენობა. ამასთანავე აუცილებელია მოითხოვო ალტერნატიული ექსპერტიზა და არ დასჯერდე მხოლოდ და მხოლოდ ინვოისს ანუ შეფასებას. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ერთი კონტრაჰენტისა მეორეს წინაშე, სამართალდამრღვევისა – დაზარალებულის წინაშე, დაკავშირებულია არა პიროვნული თავისუფლების ბოჭვასთან, როგორც ისტორიულ წარსულში, არამედ მოვალის მხოლოდ ქონების შემცირებასთან. 
  • ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დამიკავშირდით რათა თქვენი უფლებების იყოს დაცული, ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული  და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/viber/WhatsApp/telegram/signal: +995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა