სახელმწიფო როგორც თანაცხოვრების უზრუნველყოფა
16-01-2023 6 542- სახელმწიფო როგორც თანაცხოვრების უზრუნველყოფა
- ინდივიდების ინდივიდობა წარმოიშვება იმ მომენტიდან როცა ის ადამიანად იბადება, ადამიანის უფლებებისათვის მთავარია მცნებაა ადამიანი, რომ ინდივიდი ამ უფლებების საფარქვეშ იყოს და არა მიენიჭოს, მინიჭება ეს დამოკიდებულება შეიძლება იყოს ზემოდან ქვევით, თუმცაღა იქ სადაც ინდივიდი ცდილობს მიიღოს უფლება ესეც უსამართლობაა, რამეთუ ინდივიდის ინდივიდობას არ სჭირდება უფლება, რამეთუ ეს უფლება მისთვის უკვე არსებობს, შესაძლებელია ეს იყოს უცნობი თვითონ ინდივიდისთვის მაგრამ უფლებები არსებობს ინდივიდისთვის და არა პირიქით, ადამიანი არ იბადება იმისათვის რომ მოიპოვოს ეს უფლებები. ადამიანი ანუ ინდივიდი იმისათვის იბადება რომ გამოიყენოს ის უფლებები რომელიც ისედაც ეკუთვნის და ამას უდასტურებს კონსტიტუცია;
- სახელმწიფოს წარმოშობის, არსებობის, გაგრძელების ან/და აუცილებლობის მრავალი თეორია არსებობს, პრინციპში თეორიების ნაკლებობას არასოდეს უჩივის ადამიანი, ზოგიერთი წარმოდგენით სახელმწიფო არსებობს ან/და წარმოშობა უკავშირდება თეოლოგიურ ან/და პატრიარქალურ თეორიას ან/და სოციალური კონტრაქტის თეორიასაც, მაგრამ ეს წმინდა წყლის უსულო ფილოსოფიის საკითხი უფროა ვიდრე რეალობის, რადგანაც რაიმე სახის თეორიის ახსნა ინდივიდის ჭრილში ან/და უფლებების ჭრილში, როცა ის არ იმყოფება ამ უფლებებისათვის ბრძოლაში უფრორე კარგ მთხრობელს ამგვანებს ამხსნელს, ვიდრე ცოცხალ მოაზროვნეს;
- და მაინც აუცილებელია თუ არა სახელმწიფო იმისათვის, რომ ინდივიდის უფლებების რეალიზება განხორციელდეს ისეთი სახით, რომ ინდივიდს შერჩეს უფლებების დიდი წყება?! მისი არჩევანი არ იქნეს მისაკუთრებული სხვა ნებისმიერი მესამე პირების მიერ, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ?! თუ მისი უფლებების დაცვას უნდა ესწრაფოდეს სწორედ სახელმწიფო?! ერთის მხრივ სახელმწიფო როგორც მოცემულობა ან/და არსებობა არასოდეს არის კეთილისახოვანი. სახელმწიფო მუდმივად რეპრესიულია, რომელიც მისდამი მიცემული უფლებებით ყოველდღიურად ახდენს ნებისმიერი ჩვენგანის უფლებებში ჩარევას, თუმცაღა მთავარი არის ამ უფლებებში ჩარევის მასშტაბი და ჩარევის ინტენსივობაა. მაგალითისთვის თუ ერთ ქვეყანაში (მაგალითად ჩრდილოეთ კორეაში) წამების აკრძალვა უდიდესი ნაბიჯია სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობისკენ, გადასახადის არარსებობა კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი იქნება თუ არა განვითარებული დემოკრატიისათვის, მაგალითად დიდი ბრიტანეთისათვის? ეს მაგალითებიც უთითებს, რომ სახელმწიფო როგორც მოცემულობა ისეთივეა ხოლმე როგორიც არის მისი ინდივიდების უმრავლესობა. მთავარი საკითხი აქ არის, ძალაუფლების შტო რა სახით ახდენს ამ ძალაუფლების გამოყენებას, მათ შორის მის მიერ სამართავ ინდივიდებზე;
- სამართალი ან კანონი არის ის რასაც ინდივიდს როგორც წესს უყენებს კონკრეტული სახელმწიფო თავისი პარლამენტის მეშვეობით, აქ სხვა პრობლემაა რომ ინდივიდი თუ არ ეთანხმება ამ კანონს რა საშუალებები რჩება მისი მიუღებლობისათვის?! უფრორე მთავარია შინაარსი, როგორი უნდა იყოს მისაღები ან/და მიღებული კანონი? თუ კი დიდ ბრიტანეთში თავიდან მიიღებენ კანონს აკრძალვას წამების თაობაზე, შედეგი ექნება?! ანუ იქაური საზოგადოებისათვის კანონის დონეზე რაიმე სახის აკრძალვამ იმოქმედა პირდაპირი ძალით, ყველასთვის ცნობილია რომ ეს არ შეიძლება მაგრამ იგივეს განხორციელება სხვა საზოგადოებაში სადაც ეს ნორმაა? ანუ კანონის მიმართულებას ერთის მხრივ განსაზღვრავს კონკრეტული ინდივიდების ერთობა რომელსაც სხვანაირად ეწოდება სახელმწიფო, მაგრამ მისაღები კანონი უნდა იყოს აუცილებლად ამ საზოგადოებისათვის დამახასიათებელი, ის უნდა შეეფერებოდეს იმ კონკრეტული ადგილის, ტერიტორიული არეალის კონკრეტულ გამოწვევებს;
- „სამართლებრივი ნდობის პრინციპი ემსახურება მოქმედი სამართლის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განმტკიცებას. დაუშვებელია სამართლის ადრესატთა ნდობა შეირყეს კანონით მინიჭებული უფლებების გაუმართლებელი და ხშირი ცვლილებებით. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნდობის განცდა კანონით მინიჭებულ პრივილეგიებთან დაკავშირებით. კანონმდებლობა უნდა ასრულებდეს პიროვნული თავისუფლების უზრუნველმყოფ ფუნქციას. ინდივიდებს უნდა შეეძლოთ პირადი, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის მყარ სამართლებრივ ფარგლებში წარმართვა. არსებითად განუსაზღვრელი და გაუთვლელი, არასანდო სამართლებრივი განვითარება აჩენს გაურკვევლობის განცდას, რაც აფერხებს ადამიანის პიროვნულ განვითარებას. სამართლებრივი უსაფრთხოება ინდივიდის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელოვანი წინა პირობაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013წ. გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/522/553 „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, §41-42)“ საკონსტიტუციო სასამართლო ერთის მხრივ განმარტავს, რომ სამართალს უნდა ჰქონდეს ნდობა საზოგადოების მხრიდან ხოლო მეორეს მხრივ კი მიუთითებს/ახსენებს სამართლებრივ უსაფრთხოებას როგორც ინდივიდის პიროვნული თავისუფლების წინაპირობას. რაც შეეხება სამართლებრივ უსაფრთხოებას როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ტერმინს რომელსაც მნიშვნელოვანი როლი გააჩნია თვითონ ინდივიდის განვითარებისათვის;
- სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივ სივრცეში აღქმულია არამარტო უფლების არსებობის გარანტირებით, არამედ ამ უფლების გამოყენების საშუალების არსებობით, განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან როცა უზენაესი მიზნის მიღწევის საშუალებად დასახული იყო სახელმწიფო ინტერესი (რომელიც არაფერია სხვა თუ არა მმართველი ჯგუფის ინტერესები). სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ინტერესია ადამიანი, რომელიც ამ უფლებებს ფლობს იმითი, რომ ადამიანია და არა იმითი, რომ მას დაბადებიდან აქვს რომელიმე სახელმწიფოს პასპორტი. პასპორტი ადასტურებს ინდივიდის უფლებების წარუვალობას, მაგრამ პირს რომ არ ჰქონდეს პასპორტი ამითი ვერ წაერთმევა ინდივიდობა/ადამიანობა. პასპორტის არარსებობის შემთხვევაში ის არ დაექვემდებარება წამებას, სასჯელს კანონის გარეშე და ა.შ. შესაბამისად, უფლებების არსებობა არ ექვემდებარება სამართლებრივ სისტემას იმ გაგებით, რომ არ შემოიფარგლება კონკრეტული სახელმწიფოთი, ადამიანი უფრო მეტია ვიდრე სახელმწიფო და თუ ეს ასე არ იქნება მაშინ სახელმწიფო ინტერესი მუდმივად დაჩაგრავს ინდივიდს, ხოლო დაჩაგრული ინდივიდი ინსტრუმენტია დიქტატის;
- „სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ასპექტია, უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფოს მხრიდან კანონის დარღვევით გამოწვეული ზიანის გამოსწორების/უფლების აღდგენის შესაძლებლობა. სამართლებრივი სახელმწიფო ეფუძნება ადამიანის, როგორც უმთავრესი ფასეულობის არა მხოლოდ აღიარებას, არამედ რეალურ უზრუნველყოფას ძირითადი უფლებებით სრულყოფილად და ეფექტურად სარგებლობის გარანტირების გზით…, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფო არის მხოლოდ შესაძლებლობა, ინსტრუმენტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013) საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული ჩანაწერით კი მიუთითებს, რომ სახელმწიფოს როლი დანიშნულება არის ინსტრუმენტად იქცეს უფლებების დაცვის მათ შორის საკანონმდებლო ბაზის შექმნით, საკანონმდებლო ბაზის განახლებით ისეთი სახით რომ „ინდივიდს მიეცეს შესაძლებლობა იქნეს რეალიზებული უფლებათა ჭრილში“;
- ზოგიერთ შემთხვევაში ან უმრავლეს შემთხვევაში ადამიანის უფლებების სახელით ან მასზე ვრცელდება მითები რომ ეს უფლებები ეწინააღმდეგება ყოველგვარ ტრადიციულობის ან/და მორალს და ა.შ. თუმცაღა ყველაზე საინტერესოა ის, რომ ამაზე ის ხალხი საუბრობს ყველაზე მეტად რომელიც ემორჩილებოდა საბჭოთა კონსტიტუციას, როცა ადამიანს არ ჰქონდა სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუ ის არ მოეწონებოდა პოლიციელს (მაშინდელ მილიციელს) შეეძლო დაეკავებინა, არ არსებობდა ობიექტური მხარე რომელიც შეამოწმებდა დაკავების ობიექტურობას. სხვა თუ არაფერი, არა არ არსებობდა უდანაშაულობის პრეზუმცია ანუ პირი არ მიიჩნეოდა უდანაშაულოდ და ის ითვლებოდა დამნაშავედ, ხოლო თუ კი მაგალითად იქნებოდა სასწაული და შენ გამართლდებოდი პროკურატურა იყო სასამართლოს ზედამხედველი ორგანო. შესაბამისად, რა ტრადიციულობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა უდანაშაულო ისჯება? ეს არის ქართული სახელმწიფოს ტრადიცია? როცა საკუთრების უფლება წაართვეს ინდივიდს? ან წაართვეს უფლება სად უნდა ეცხოვრა (არსებობდა ე.წ. ჩაწერის ინსტიტუტი) ანუ პირი ვერ ირჩევდა საკუთარ საცხოვრებელს?! ამ კითხვებს არამარტო არ ვსვავთ ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ჭრილში, არამედ გვეშინია ამ კითხვების დასმა როცა კი ვცდილობთ ავაშენოთ სახელმწიფო, ხოლო სახელმწიფო სხვა არაფერია თუ არა „ინდივიდს მიეცეს შესაძლებლობა იქნეს რეალიზებული უფლებათა ჭრილში“;
- სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი თეორია არაა და ის პირდაპირ და უშუალოდ რეალიზდება ყველა შემდგომ საკანონდებლო აქტში, მაგალითად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განმარტებით „სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცული და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით, კერძოდ, სზაკ-ის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება“ (გადაწყვეტილება საქმეზე ბს-735(კ-21) ასევე „სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია“ გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-238-235(კ-14);
- საინტერესოა ასევე ისიც, რომ თუ რა როლს ანიჭებს საკონსტიტუციო სასამართლო იმ პირთა ერთობას რომლებიც ქმნიან კანონს/კანონებს რომელთა მეშვეობითაც იბოჭება ან/და იზრდება ინდივიდის უფლება/უფლებები „საქართველოს პარლამენტის წევრთათვის ხალხის მიერ მანდატის პირდაპირი გზით მინიჭება გულისხმობს, რომ სწორედ მათ მიერ და კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურით უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, სამართლებრივი თუ პოლიტიკური განვითარების ფუძემდებლური პრინციპების, ძირითადი არსის შესახებ. მათი ვალდებულებაა, იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, რომელთა რეგულირებაც მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. მათვე უნდა განსაზღვრონ იმ საკითხთა გადაწყვეტის გზები, რომლებიც გავლენას ახდენს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებზე ან/და ინდივიდის ძირითადი უფლების ინტენსიურ შეზღუდვას შეეხება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის №1/5/1499 გადაწყვეტილება საქმეზე "მიხეილ სამნიძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ", II-18)“ შესაბამისად პარლამენტი არამარტო აღჭურვილია უფლებებით, არამედ ასევე აღჭურვილია ვალდებულებებით, ხოლო მათი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველად უნდა იქნეს მიჩნეული საკონსტიტუციო სასამართლო, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო კი მიუთითებს, რომ პარლამენტმა უნდა განსაზღვროს გზები, რა გავლენას ახდენს რაიმე კანონი „ინდივიდის ძირითად უფლებების ინტენსიური შეზღუდვა“;
- სათაურში გამოტანილი გზავნილი, სახელმწიფო როგორც თანაცხოვრების უზრუნველყოფის საშულება რეალურია, უფლებების დაცვის საშუალება ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინტერესიც კი უკან უნდა იწევდეს ინდივიდის უფლებების წინაშე, როცა სახელმწიფო ზღუდავს საკუთარ თავს ინდივიდის წინაშე, რათა ინდივიდს მიეცეს ის, რაც დაბადებიდან აქვს "განვითარება და უსაფრთხოება" ეს ხომ ნიშანია იმისა, რომ სახელმწიფო შედგა. შესაბამისად სამართლებრივი სახელმწიფო ან/და სახელმწიფო, საჭირო და აუცილებელია რათა ინდივიდი შედგეს. მოვალეობა სახელმწიფოსი კი არის ინდივიდის უფლებების დაცვა, ეს კი იძლევა საბოლოო შედეგს, სახელმწიფოს როგორც თანაცხოვრების საშუალების უზრუნველყოფის ინსტრუმენტალიზაციისათვის. „სახელმწიფოს არსებობა ზოგადად უკავშირდება რა ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებას, დრო ვერ გააბათილებს ასეთ ვალდებულებას. ამავე დროს, ყველა ადამიანის მიმართ სახელმწიფოს სწორედ ასეთი ვალდებულების თანაბრად არსებობის ძალით, კონკრეტული პირის უფლების დროში უსასრულოდ დაცვის შესაძლებლობას უპირისპირდება სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხის თავიდან აცილების აუცილებლობა (საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზაე ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/1/531, 5 ნოემბერი, 2013);
- ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება
საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საქართველოში საადვოკატო ბიურო რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში


