პროფესია ადვოკატი
როგორც ყველა პროფესიას საადვოკატო საქმიანობასაც გააჩნია თავისი სპეციფიკა, აუცილებელი უნარ-ჩვევები, საქმიანობის სტილი და ა.შ. მაგრამ წინამდებარე სტატიაში საუბარი იქნება ადვოკატის პროფესიაზე კანონის ჭრილში, რა უფლება აქვს ადვოკატს და რა სტანდარტს უწესებს პირს კანონი თუ პირს სურს დაკავდეს საადვოკატო საქმიანობით;
1.2. მუხლი საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ მიუთითებს, რომ „ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ თუ კანონზე ადვოკატის დამორჩილება სრულებით გასაგებია პროფესიული ეთიკის კოდექსი „განსაზღვრავს ადვოკატთა პროფესიულ ეთიკის ნორმებს და ქცევის წესებს“ ამასთანავე ამ ეთიკის კოდექსის მიზანია „დაამკვიდროს ადვოკატის ვალდებულება შეინარჩუნოს პროფესიული ღირსება, პატივი სცეს თავის საქმიანობას და იზრუნოს ადვოკატის პროფესიისადმი მაღალი ნდობის მოპოვებისთვის“. რაც შეეხება თავისუფალ პროფესიას, თავისუფალი პროფესიის სრულ და ან/და ზუსტ განსაზღვრებას/განმარტებას კანონი რა თქმა უნდა არ გვაძლევს, ის შესაძლებელია ასეთი სახის იქნეს ჩამოყალიბებული „თავისუფალი პროფესია ეს არის გონებრივად მომუშავე პირი (მწერალი, ექიმი, იურისტი) რომელიც არ არის დასაქმებული მუდმივად ერთი და იგივე ადგილზე და არ აქვს ხელფასი, არამედ მისი ანაზღაურება განისაზღვრება გაწეული მომსახურების ჰონორარიდან“ თანამედროვე საქართველოში ადვოკატის თავისუფალი პროფესია შეიძლება ასე მარტივად განისაზღვროს „თავისუფალი პროფესიის პირი, ეს არის პირი რომელიც სთავაზობს სხვა პირებს მომსახურებას, დახმარებას ან/და წარმომადგენლობას, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად, კანონზე დაყრდნობით, პროფესიული ცოდნით და ის დაცულია თავის საქმიანობაში ნებისმიერი მესამე პირის ჩარევისგან. თავისუფალი პროფესიის პირსა/ადვოკატსა და მის კლიენტს შორის მყარდება განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა“;
საადვოკატო საქმიანობას აქვს სულ 11 პრინციპი, პრინციპები რომელზეც დგას საადვოკატო საქმიანობა ესენია
ა) კანონიერება;
ბ) სამართლის უზენაესობა და მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელება;
გ) პროფესიული კომპეტენტურობა;
დ) ადვოკატის კეთილსინდისიერება, კარგი რეპუტაცია და იურიდიული პროფესიის პატივისცემა;
ე) საადვოკატო საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა;
ვ) ადვოკატთა თანასწორობა და მათი დისკრიმინაციის დაუშვებლობა;
ზ) საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა;
თ) ადვოკატის მიერ კლიენტის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემა და დაცვა;
ი) ადვოკატის მიერ დაცვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმის დაუშვებლობა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
კ) ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა;
ლ) ადვოკატის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა;
თითოეული აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს ერთის მხრივ ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობას, კანონიერებისა და სამართლიანობის ჩარჩოებში მოქცევას, ასევე უზრუნველყოფს კლიენტის ანუ პირის რომელიც ქირაობს ადვოკატს მის დაცვასაც, რადგანაც მაგალითად „ადვოკატის მიერ პროფესიული საიდუმლოების დაცვა“ ნიშნავს იმას, რომ საიდუმლოების შენახვას არ აქვს ვადა ის ერთგვარი უვადო ვალდებულებაა ადვოკატისთვის. ადვოკატი ვალდებულია არ გაამჟღავნოს სხვა ნებისმიერ პირთან ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა კლიენტისგან (არ გაამჟღავნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია). ადვოკატს უფლება აქვს ეს მიღებული ინფორმაცია არ გასცეს ნებისმიერ მესამე პირთან, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებთან და მას აღნიშნულის თაობაზე სამართლებრივად ვერ „მოსთხოვენ“ რაიმე სახის პასუხისმგებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50 მუხლის 1 ნაწილის განსაზღვრავს პირებს რომელიც არ არის ვალდებული იყოს მოწმე ა) „ადვოკატს – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ საქმეში ადვოკატის მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და და ბ) ადვოკატს, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევდა პირს დაცვის მიღებამდე, – იმ გარემოების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა იურიდიული დახმარების გაწევასთან დაკავშირებით;
საადვოკატო საქმიანობა ასევე დაცულია კონსტიტუციით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის 3 ქვემუხლის 2 ნაწილით დადგენილია, რომ „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“. ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიულ საზოგადოებათა საბჭოს (CCBE) პრეამბულა ადვოკატის როლს ძალზე ზოგადად, შემდეგნაირად განმარტავს: ადვოკატი უნდა ემსახურებოდეს სამართლიანობის ინტერესებს და მათ, ვისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და განმტკიცების ვალდებულება აქვს დაკისრებული. გარდა ამისა, ადვოკატის მოვალეობაა არა მხოლოდ კლიენტის პოზიციის დაცვა, არამედ იგი ვალდებულია იყოს კლიენტის მრჩეველიც. აქედან გამომდინარე, ადვოკატის ფუნქცია მას მთელ რიგ სამართლებრივ, თუ მორალურ ვალდებულებებს აკისრებს: კლიენტის წინაშე; სასამართლოების და სხვა ორგანოების მიმართ, რომელთა წინაშეც ადვოკატი მისი კლიენტის პოზიციას იცავს ან წარმოადგენს მას;
საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის 8 მუხლის 3 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „ადვოკატს უფლება არა აქვს კლიენტს მისცეს გარანტიები მისგან აღებული საქმის შედეგებთან დაკავშირებით“ აღნიშნული ჩანაწერი ერთის მხრივ იცავს ადვოკატს რათა მან არ გასცეს რაიმე სახის გარანტია მის კლიენტზე და მეორეს მხრივ ასევე იცავს კლიენტსაც, რადგანაც თუ კი კლიენტი ნებისმიერ ვითარებაში მიიღებს გარანტიას ადვოკატისგან ე.ი. ადვოკატი არღვევს კანონს შესაბამისად მასთან არ უნდა ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობა, გარდა გარანტიის არ მიცემის ვალდებულებისა ეს ვალდებულება ასევე იმითაც არის საინტერესო ერთგვარი მოწოდებაა, რომ ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს განსაკუთრებულ ნდობას, ნდობას რომელიც ემყარება ადვოკატის რეპუტაციას, პროფესიონალიზმს და კეთილსინდისიერებას;
საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი საინტერესო გადაწყვეტილება აქვს ადვოკატის პროფესიასთან მიმართებაში წარმოდგენილი, მათ შორის „ადვოკატის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვა გაცილებით მეტი ფასეულობაა სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ვიდრე მისი საქმიანობით მიღებული შემოსავლების დაბეგვრის მატერიალური შედეგები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2000 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე N 1/1/207)“ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში კი მიუთითა, რომ „ადვოკატის პროფესია არ არის სამეწარმეო ან ეკონომიკური საქმიანობა“ ეს მნიშვნელოვანი ცნებაა, რადგანაც კანონი ჩვეულებრივზე უფრო მაღალ სტანდარტს უყენებს ადვოკატს საზოგადოებაში, სევე როგორც მაგალითად ექიმს, თუ ერთის მხრივ ექიმსა და პაციენტს შორის ნდობა/ურთიერთობა საბოლოო შედეგს იძლევა პაციენტის ჯანმრთელობისათვის, მეორეს მხრივ ადვოკატსა და კლიენტს შორის ნდობითი ურთიერთობა უნდა იძლეოდეს კლიენტის უფლებების მაქსიმალურ დაცვის შედეგს;
არის თუ არა საადვოკატო საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობა? აღნიშნულზე პასუხი ცალსახაა და ის დადებითია (თავისი კლასიკური გაგებით) რადგანაც ისეთი სახის ვალდებულებები როგორიცაა დამოუკიდებლობის ვალდებულება, კლიენტისადმი ერთგულების დაცვა, კონფიდენციალურობის დაცვა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება, და სხვა, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არცერთ სამეწარმეო საქმიანობაზე, პროფესიის მარეგულირებელი ასეთი კანონისმიერი მოთხოვნები არ ვრცელდება, შეიძლება ითქვა საადვოკატო საქმიანობა მკვეთრად განსხვავდება სამეწარმეო საქმიანობისგან, ამასთანავე ეს საქმიანობა ემორჩილება საბაზრო ეკონომიკის წესებს ოღონდ ერთი პირობით: უამრავი ვალდებულებით კლიენტისა და საზოგადოებისადმი. საგულისხმოა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება ერთ-ერთ საქმეზე სადაც მან აღნიშნული პროფესიის აუცილებელ განმარტებაზე გააკეთა აქცენტი „საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, მართალია, ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც იღებს ჰონორარს გაწეული იურიდიული მომსახურების საფუძველზე, თუმცა ეს არ ნიშნავს საადვოკატო საქმიანობის აბსოლუტურ თავისუფლებას. პირიქით, საადვოკატო საქმიანობა არის რეგულირებადი პროფესია“ იქვე „ადვოკატი ქვეყანაში დამკვიდრებული საჯარო სამართლებრივი წესრიგის დამცველ სუბიექტად გვევლინება. ადვოკატის საქმიანობის უპირატესი საჯარო ხასიათი იკვეთება მისი ვალდებულებიდანაც, რომ საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს საზოგადოების მიერ სამართლის უზენაესობის პრინიპის გაცნობიერებას და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას. ადვოკატი, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ინტერესებს, აძლევს რა მართლმსაჯულებით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას, შეიტანოს არსებითი წვლილი სამართალწარმოების პროცესში. ამით იგი ჩართულია მართლმსაჯულების განხორციელების ერთიან პროცესში და ემსახურება მის მიზნებს.“;
ზოგიერთ შემთხვევაში ადვოკატის როლი საზოგადოებაში არ არის აღქმული სწორად, ეს იმიტომაც არის გამოწვეული, რომ მაგალითად თავისუფალი პროფესია აძლევს პირს იყოს როგორც ადვოკატი ასევე პოლიტიკოსი ან/და ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას მაგრამ ეს ცალსახად ასევე გამორიცხავს ადვოკატის როლის დაკნინებას თანამედროვე მართლმსაჯულების სისტემაში, უმეტეს შემთხვევაში ადვოკატისადმი უპირველესი კითხვა მისთვის საქმის გაცნობის დროს არის შემდეგი „მოიგებს თუ არა ის საქმეს“?! გარანტიის აკრძალვაზე ზემოთ უკვე მივუთითე, ამასთანავე ადვოკატის უპირველესი დანიშნულება შეიძლება ვთარგმნოთ შემდეგი სახით: "ადვოკატის დანიშნულებაა პირს არ მიესაჯოს/არ დაეკისროს იმაზე მეტი ვიდრე კანონითაა გათვალისწინებული, უზრუნველყოს კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვა და თუ კი შესაძლებლობას იძლევა საქმე პირი უნდა გამართლდეს/არ დაკმაყოფილდეს მის წინააღმდეგ სარჩელი". სწორედ აქედან იწყება ადვოკატურა და არა ჰოლივუდური ფილმებიდან, სადაც ბოლო მომენტში პოულობს ხოლმე ადვოკატი ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულებას საქმეში;
მართალია საადვოკატო საქმიანობის ჰონორარი ინდივიდუალურია და ის არ ემორჩილება რაიმე სახის ზღვრის დაწესებას (გარდა სამოქალაქო საქმეზე მოწინააღმდეგე მხარეზე დავის საგნი ღირებულების არაუმეტეს 4% გადახდის დაკისრების ვალდებულებას) თუმცაღა აღნიშნულისათვის საინტერესოა ასევე ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება.
წინამდებარე სტატიით შევეცადე მინიმალურად ამეხსნა ადვოკატის როლი საკანონმდებლო სივრცეში ბოლოსკენ კი მივუთითებ, რომ „სახელმწიფო ვალდებულია, ერთი მხრივ, თავად გაუმართლებლად არ ჩაერიოს ადვოკატის საქმიანობაში, ხოლო, მეორე მხრივ, მას, როგორც სამართლის მაძიებელი პირს კვალიფიციურ იურიდიულ მრჩეველს, შეუქმნას დამოუკიდებლად საქმიანობისთვის საჭირო გარანტიები, რაზე დაყრდნობითაც ადვოკატი შეძლებს თავისი საქმიანობის წარმართვას ყოველგვარი გარეშე ზეწოლისა და ჩარევისგან თავისუფლად“ რადგანაც მართლმსაჯულება და ასევე სამართლიანობა და კანონიერება, წარმოუდგენელი და შეუძლებელიც კია ადვოკატის გარეშე;
ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო
მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საქართველოში საადვოკატო ბიურო რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში