ქართული სასამართლო საბჭოთა კავშირში
საბჭოთა კავშირი ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოროტების იმპერიის შინაარსი ძალიან მრავალფეროვანია დაწყებული მისი აგრესიული და სისხლიანი ტერორით დამთავრებული ინდივიდისთვის ინდივიდობის წართმევით, საბჭოთა მემკვიდრეობა სხვა არაფერია თუ არა გააზრება წარსულის რომელშიც დამოუკიდებელი საქართველო არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს, არ უნდა დაბრუნდეს იმიტომაც, რომ უფლებებისა და თავისუფლებების გარეშე დარჩენილი ინდივიდი ექვემდებარება განადგურებას სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო თავისუფალი ინდივიდების გარეშე არსებული სახელმწიფო სხვა არაფერია თუ არა დიქტატურა. როცა ჩვენ ვსაუბრობთ დიქტატურის ამა თუ იმ გამოვლინებაზე მისი შეკავების რამდენიმე საშუალება მოიგონა სამართლებრივმა სახელმწიფომ, მათ შორის სამწვეროვანი დაყოფა ხელისუფლების აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი როცა კი ინდივიდი იბრძვის მისი უფლებების რეალიზაციისათვის არის რა თქმა უნდა სასამართლო;
კონსტიტუცია რომელიც ერთგვარი სოციალური კონტრაქტია მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის იმიტომაც არის ძირითადი კანონი, რომ მოქალაქე თვითსამართლის უფლებას იუქმებს გადასცემს მას სახელმწიფოს ხოლო სახელმწიფო აბრუნებს უსაფრთხოებას, თავისუფალ განვითარებას და სამართალს/სამართლიანობას რომელსაც ასევე ეთანხმება მოქალაქე რომელმაც იცის, რომ მას უფლება აქვს გაასაჩივროს ან დაიცვას თავისი უფლება სასამართლოს მეშვეობით. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1978 წლის კონსტიტუციაში 21-ე თავი ეთმობა სასამართლო ხელისუფლებას, უპირველესად აღნიშნულ კონსტიტუციაში არ არის არსად ნახსენები არც სამართლებრივად არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში 1995 წლის კონსტიტუციით იქნა შემოღებული. საკონსტიტუციო სასამართლოს დანიშნულებაა მარტივად რომ ვთქვათ „გასწიოს ზედამხედველობა კონსტიტუციის შესრულებაზე“ როგორც საკანონმდებლო ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ანუ რამდენად სწორად ახორციელებს კონსტიტუციასთან შესაბამისად საქმიანობს მაგალითად პარლამენტი;
მაგალითისთვის შესაძლებელია მოვიყვანოთ შემდეგი: ერთ დღესაც თუ კი საქართველოს პარლამენტი გადაწყვტს, რომ ახალშობილს არ უნდა დაერქვას გიორგი და აღნიშნული მიღებული იქნება კანონის სახით აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია შეასრულოს ის, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ პირს ეძლევა უფლებამოსილება ეს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასეთი რამ კი დაუშვებელი იყო საბჭოთა კავშირში, საბჭოთა კავშირში არ არსებობდა რაიმეს სახის კონტროლი მაშინდელ პარლამნეტზე ანუ პრეზიდიუმზე მის მიერ მიღებული კანონის სავალდებულო იყო საბჭოთა მოქალაქისთვის და მოქალაქეს უფლებაც კი არ ჰქონდა არ დათანხმებოდა ამ კანონს მეტიც ეს კანონი არის თუ არა შესაბამისი საბჭოთა კონსტიტუციასთან ამაზე ეჭვის შეტანის და შემდგომში მისი გასაჩივრების უფლებაც კი არ ჰქონდა საბჭოთა მოქალაქეს, საბჭოთა მოქალაქეს ევალებოდა დამორჩილებოდა მიუხედავად იმისა ის იყო თუ არა თანახმა აღნიშნულზე;
დღევანდელ დღეს საკონსტიტუციო სასამართლო ასეთ განმარტებასაც კი გვთავაზობს აღნიშნულთან დაკავშირებით „სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“. ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპი „... როგორც წესი, გულისხმობს ხელისუფლების დანაწილებას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, რაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების ქვაკუთხედს წარმოადგენს. მოცემული ჩანაწერი არ არის დეკლარაციული ხასიათის და იგი მჭიდრო კავშირშია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან, რომელიც გაცხადებული და განმტკიცებულია კონსტიტუციის პრეამბულით. ... აღნიშნული კონსტიტუციური დებულების დანიშნულებას არ წარმოადგენს ხელისუფლების მხოლოდ ფორმალური დაყოფა სხვადასხვა შტოებად, არამედ მისი მიზანია, აღნიშნულ შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების რეალური და ქმედითი კონსტიტუციურსამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რაც გამოხატულია კიდეც კონსტიტუციის შესაბამის თავებში მოცემული რეგულირებებით, რომლებიც განსაზღვრავს ხელისუფლების თითოეული შტოს კომპეტენციას და მის ურთიერთმიმართებას სხვა შტოებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი);
სხვა არაფერი არ იქნებოდა იმის ახსნის ყველაზე მარტივი გზა თუ კი ჩვენ 1978 წლის კონსტიტუციაში ვერ ვნახავთ უდანაშალობის პრეზუმციას, დღევანდელ დღეს წარმოიდგინეთ რომ არ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია ანუ კანონში არ არსებობს ჩანაწერი რომელიც იცავს ინდივიდს, შესაძლებელია თქვენ არ ჩაგიდენიათ რაიმე სახის დანაშაული მაგრამ კანონით არ გაქვთ უფლება იყოთ მანამდე ცნობილი უდანაშაულოდ სანამ აღნიშნულს არ დაადასტურებს სასამართლო, ხოლო სასამართლოს კი ასეთი შემაკავებელი მექანიზმი არ აქვს რადგანაც არც არსებობს საბჭოთა სინამდვილეში კანონი რომელიც იცავს იდნივიდს პირიქით არსებობს კანონები რომელიც იცავს სახელმწიფოს. იმავე კონსტიტუციის 176 მუხლის მიხედვით კანონის შესრულებაზე უმაღლესი ორგანოა პროკურატურა, წარმოიდგინეთ კონსტიტუცია რომელიც უპირატესობას სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კი არ ანიჭებს არამედ პროკურატურას ანუ პროკურატურას უფლება აქვს შეამოწმოს სასამართლომ სწორად განმარტა თუ არა კანონი ან სწორად შეასრულა თუ არა კანონი, პროკურატურა მართავს კანონის შესრულებას;
საბჭოთა კავშირში არ არსებობდა არათუ საკონსტიტუციო სასამართლო არამედ არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ანუ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა გადასინჯვას ან/და შემოწმებას მიღებული გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის უფლება არ ჰქონდა სასამართლოსაც კი, ითვლებოდა რომ სახელმწიფოს/ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჭიროებს შემოწმებას მაგალითისათვის რომ ვთქვათ დღევანდელ დღეს თუ პირი მიმართავს მაგალითად რომელიმე სამინისტროს ან/და სსიპს და მოითხოვს რომ ის სოციალურად დაუცველად იქნეს აღიარებული და ის უარს მიიღებს, მას არათუ არ შეეძლო არამედ უფლებაც კი არ ჰქონდა გაესაჩივრებინა მიღებული გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული კოდექის არარსებობის პირობებში სახელმწიფო ყოველთვის მართალი რჩებოდა ინდივიდის წინაშე, არ არსებობდა ვადები სახელმწიფომ რომელიც დაუწესა საკუთარ თავს რომ გასცეს მაგალითად საჯარო ინფორმაცია, არ არსებობდა საჯარო ინფორმაციის გაცემის გამოქვეყნების ვალდებულება, არ არსებობდა გამჭირვალეობა მაგალითად როგორ დახარჯა რომელიმე სახელმწიფო ფერმის გამგემ მისი ორგანიზაციის ბიუჯეტი, არ არსებობდა კანონი რის საფუძველზე შეგეძლო უბრალოდ შეგემოწმებინა სწორად მუშაობს თუ არა სახელმწიფოს რომელიმე ორგანო;
კონსტიტუცია თუ საფუძველია სახელმწიფოსი ადმინისტრაციული ორგანოს სახურავია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არის ის რაც აქცევს კანონის ჩარჩოებში ადმინისტრაციულ ორგანოს, უკრძალავს მას თვითნებობას უწესებს მას ზღვარს და რაც მთავარია სახელმწიფო მიყავს გარდამავალი პერიოდიდან სამართლებრივ სახელმწიფომდე, საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ადმინისტრაციული სამართალი არსებობდა მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო და სისხლის სამართლი. დღევანდელ დღეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უთითებს, რომ „კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა“ ანუ კოდექსი საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით მთავარ ღირებულებად არ ასახელებს სახელმწიფოს არამედ ასახელებს ინდივიდს და მის უფლებებს. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლებას, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18);
„საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კონსტიტუციურობის თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26), განსხვავებით საბჭოთა მოდელის სამართლებრივი რეალობისა უმეტეს შემთხვევაში ეს კოდექსი ვალდებულებით ტვირთავს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს და უფლებებით აღჭურავს ინდივიდის ხოლო საბჭოთა საქართველოს 1978 წლის კონსტიტუცია კი პირიქით იაზრებდა პირის ადგილს სამართლებრივ სახელმწიფოში, ამასთანავე სწორად მოქმედებს ან/და სწორად იმოქმედა თუ არა ადმინისტრაციულმა ორგანომ ამას ამოწმებს უკვე სასამართლო როცა კი ადმინისტრაციულ დავაში ინდივიდი არ რჩება სახელმწიფოს წინაშე მარტო და მას ეხმარება თვითონ სასამართლო ანუ ხელისუფლების ერთი შტო ამოწმებს სწორად მოექცა თუ არა ინდივიდს ხელისუფლების მეორე შტო აღნიშნული შეუძლებელი იყო საბჭოთა სინამდვილეში, როცა ჩვენ ვსაუბროთ რეპრესიებზე, დიქტატურაზე ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე და ა.შ. ჩვენ ვსაურბოთ იმაზე რომ ინდივიდი უმნიშვნელო იყო სახელმწიფოსთვის, სასამართლოს არ შეეძლო დაეცვა ინდივიდი ან გაემართლებინა ის სახელმწიფოს წინაშე არ არსებობდა არავითარი კანონი ან/და ძალა რომელიც შეძლებდა შეეჩერებინა სახელმწიფო თუ ის მოისურვებდა მაგალითად ესწავლებინა ან ესწავლა სასაცილოა მაგრამ კარატე;
1964 წლის საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის სისხლის სამართლის წესით იყო დასჯადა კარატეს სწავლება, დღეს სასაცილოა და ამაზე რომ აღძრას ვინმემ სისხლის სამართლის საქმე პირის მიმართ სასაცილოა მაგრამ მაშინ რაც არ უნდა სასაცილოდ მოსჩვენებოდა სასამართლოს უფლება არ ჰქონდა არც საფუძველი არ ჰქონდა გაემართლებინა ადამიანი რადგანაც ქმედება უკვე იყო დასჯადი. დღევანდელ დღეს სასამართლოს გადაწყვეტილება არის სავალდებულო და ის ყველასათვის სავალდებულოდ შესასრულებელია ანუ სახელისუფლებო არბიტრი ადგენს მართალია თუ არა ინდივიდი და ის უნდა შესრულდეს. საბჭოთა სინამდვილე აღნიშნულს არც ცნობს და უარყოფს, პირიქით საბჭოთა სინამდვილე 1978 წლის კონსტიტუციით ერთპიროვნულ მმართველად მხოლოდ კომუნისტურ პარტიას მიიჩნევს და ადგილს არ ტოვებს სხვა პირისათვის არავის არ აქვს უფლება შეიტანოს შესწორება მის სინამდვილეში რაიმე ფორმით;
1978 წლის კონსტიტუციით სასამართლო ხელისუფლება იყო არჩევითი მას ირჩევდნენ ან საბჭოები ან/და მოქალაქეები თუმცაღა ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მოსამართლე ემორჩილებოდა არა კანონს და კონსტიტუციას როგორც ეს დღეს არის მიღებული არამედ მოსამართლე ანგარიშვალდებული იყო ან საბჭოს ან ამომრჩევლის მიმართ და მათვე შეეძლოთ მათი თანამდებობიდან გადაყენება ეს სამართლებრივი სიგიჟე გამოწვეული იყო იმითი, რომ მოსამართლე უნდა ეკეთებინა ის რასაც იტყოდა საბჭო რადგანაც ის აძლევდა მას ლეგიტიმაციას, რაც შეეხება პირდაპირ არჩევას ეს უფრო გამოძახილი კომუნისტური პარტიის როცა პარტიის დავალების შესრულება იყო მთავარი სასამართლოსათვის;
საგულისხმოა ასევე ისიც, რომ სასამართლოსთვის რაიმე უფლების მინიჭება ან გარანტირება 1978 წლის კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული ანუ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის ძალიან დაბალი, ის სახელმწიფოს მხრიდან არ არის დაცული კონსტიტუციური პრინციპებით როგორიცაა მის საქმიანობაში ჩაურევლობა, მისი დამოუკიდებლობა და ა.შ. დღევანდელი ქართული სახელმწიფო დგას სწორედ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კონსტიტუციის 59 მუხლი „სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები“ 1978 წლის კონსტიტუცია სასამართლოს მხოლოდ და მხოლოდ 12 მუხლს უთმობს როცა კი მაგალითად იმავე რაოდენობაზე სამჯერ მეტად არის აღწერილი ეკონომიკური სისტემა და რადგანაც საბჭოთა კავშირისათვის უსარგებლოა სასამართლოს არსებობა რადგანაც არსებობდა ერთი სინამდვილე და ისიც ერთი პარტიის სინამდვილე იყო, მთავარია არა უფლების არსებობა არამედ ამ უფლების არათუ განხორციელების არამედ ამ უფლებაზე განხორციელებაზე უარის შემოწმების მექანიზმი ანუ სასამართლო „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). საგულისხმოა ასევე ისიც, რომ 1978 წლის კონსტიტუაცია ცნობს ადვოკატურას მაგრამ მისი უფლებების თაობაზე არავითარი მითითება არ არის კონსტიტუციაში;
დემოკრატიული სახელმწიფო გულისხმობს არამარტო უფლების არსებობას არამედ უფლების დაცვის საშუალებას როცა ინდივიდი როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კანონის საფუძველზე ითხოვს იმას რაც მას ეკუთვნის და უარის შემთხვევაში ამისი შემოწმება ხდება სასამართლოს გზით, „დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში… დემოკრატია, პირველ რიგში, სწორედ სახალხო სუვერენიტეტის რეალიზებით ვლინდება, რადგან ხალხის მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში არის დემოკრატიის ძირითადი არსი, საფუძველი და მიზანი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/3/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარალმენტის წინააღმდეგ“, II-9);
შესაძლებელია უსასრულოდ იქნეს განამრტებული თუ როგორი უნდა იყოს სასამართლო თუმცაღა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ წინამდებარე სტატიით ადვილი გასარკვევია მინიმალურად მაინც, როგორი არ უნდა იყოს სასამართლო;
ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო
მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!