საქმეები საკონსტიტუციო სამართალი

სსრკ ანუ ანტისამართლებრივი სახელმწიფო

12-01-2023 277

  • სსრკ-სა და სამართლებრივ სახელმწიფოს შორის განსხვავება    
  • ზოგიერთ შემთხვევაში როცა სსრკ-ზეა საუბარი ან მის წყობაზეა საუბარი, უმეტესწილად შინაარსის გარეშეა საუბარი, უშინაარსობაში იგულისხმება ის ნარატივი, რომ საბჭოთა კავშირი რომ „ცუდია“ ეს ცხადია მაგრამ რატომ არის ის ცუდი ამაზე შინაარსობრივი ან/და სამართლებრივი მსჯელობა ნაკლებად არის გაშლილი. შინაარსობრივ მსჯელობაში აუცილებლად იგულისხმება ის პირობები რა პირობები არსებობდა ინდივიდისთვის მაშინ და რა პირობები არსებობს დღევანდელ დღეს ინდივიდისთვის, საბჭოთა კავშირი ეს ქართული სახელმწიფოს წარსულია რომელზეც საუბარი მხოლოდ „ცუდის“ ან/და „კარგის“ დაძახება საკმარისი არაა ის შინაარსობრივად უნდა იქნეს გაგებული, რომ იგივე დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოში აღარ განმეორდეს. წინამდებარე სტატიით შევეცდები როგორც ადვოკატი მცირედით მაინც განვმარტო მისი შინაარსი. 
  • როგორც ყველა სახელმწიფოს ასევე საბჭოთა საქართველოსაც  გააჩნდა კონსტიტუცია, ის რამდენჯერმე იქნა მიღებული საქართველოს ანექსიის შემდგომ 1922, 1927, 1937 და 1977 წლებში, საუბარი გვექნება ბოლო 1977 წლის კონსტიტუციაზე რომელიც ძირეულად ფართომაშტაბიანად განსხვავდება საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციისგან (და მისი ბოლო 2018 წლის შესწორებისგან). კონსტიტუცია იწყება არა ისე როგორც დღევანდელი ქართული კონსტიტუცია (ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა) არამედ „დიდი ოქტომბრის რევოლუციაზე საუბრით“ ამასთანავე უმნიშვნელოვანესია, რომ 1921 წლის 25 თებერვალს (საქართველოს ანექსიის თარიღს) უწოდებს „საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებას“ უპირველესად დასაწყისისთანავე სჩანს ტყული კონსტიტუციის რადგანაც სხვა ქვეყნის ანუ რუსეთის 11 არმიის შემოსვლა არსად სჩანს მაგრამ ამას 1977 წლის კონსტიტუცია არ იმჩნევს. კონსტიტუციის პირველივე მუხლი მიუთითებს, რომ „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არის სოციალისტური სახელმწიფო რომელიც გამოხატავს მუშების/დასაქმებულების, გლეხებისა და ინტელიგენციის ინტერესებს“ ეს მნიშვნელოვანი საკითხია იმითაც, რომ საინტერესოა რატომ ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ 3 შტოს და არა ყველა საქართველოს ყველა მოქალაქეს?! საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია არ გამოყოფს არც ერთ ნაწილს მისი საზოგადოების რომელთაც ის ეყრდნობა ის მიუთითებს, რომ მისი ყველა მოქალაქე მისი მოქალაქეა რადგანაც ადამიანი დაბადებიან მოიპოვებს იმ უფლებებს რაც მას ისედაც აქვს და ამას კონსტიტუცია ადასტურებს თუმცაღა საბჭოთა კონსტიტუცია განასხვავებს და მხოლოდ იმ პირებს ეყრდნობა რომელიც მისთვის არის მისაღები და ესენია დასაქმებული, გლეხი და ინტელიგენცია. საინტერესოა რომ შემდგომში ჩანაწერი/განმარტება ინტელიგენციის თაობაზე არსად არ გვხდება შესაბამისად ეს ერთგვარად შეფასებითი კატეგორია შეიძლება იყოს ანუ ხელისუფალი მისი აღმასრულებელი შტო განსაზღვრავს ვინ არის ინტელიგენტი ანუ ინტელიგენციის წარმომადგენელი და ამასთანავე სწორედ მას ეყრდნობა მისი ძალაუფლების განხორციელების დროს;
  • საგულისხმოა ასევე ისიც, რომ ამ ჩანაწერით საბჭოთა კავშირი არ ტოვებს სხვა პირებისათვის ადგილს იგულისხმება მაგალითად თავისუფალი მოქალაქის მცნება რომელიც არც ერთს არ მიაკუთვნებს თავს ის არც დასაქმებულად ანუ მუშად შეიძლება თვლიდეს თავს არც გლეხად და მითუმეტეს არც ინტელიგენტად მაგრამ სახელმწიფო მას სხვა ადგილს მისი განვითარებისათვის არ უტოვებს შესაბამისად პირველივე მუხლით ინდივიდისათვის ადგილი თავისუფალი მოქალაქის ადგილი სამართლებრივ კატეგორიაში არ არსებობს. პირს შეუძლია იყოს ის ვინც მას სურს, ეს გამოიხატება მის როგორც სოციალური ასევე პოლიტიკური მდგომარეობით შეუძლებელია კონსტიტუციამ განსაზღვროს მე რა ადგილი უნდა მეჭიროს საზოგადოებაში ან/და კონსტიტუცია განსაზღვრავდეს ჩემს ადგილს საზოგადოებაში როცა კი მოქალაქე უკვე ნიშნავს საზოგადოების წევრს და მისი დაყოფა არ შეიძლება თუმცაღა 1977 წლის კონსტიტუცია მხოლოდ ამ სამ ე.წ. ხალხს ეყრდნობა და შესაბამისად ინდივიდი იძულებულია იყოს ან ერთ-ერთი ან/და არ იყოს სამართლებრივ სივრცეში როგორც მოვლენა;
  • იმავე კონსტიტუციის 6 მუხლი მიუთითებდა, რომ „კომუნისტური პარტია განაგებს მთავარ მიმართულებას/მიმართულებებს საზოგადოების განვითარებისათვის“ თავდაპირველად ამ კონსტიტუციამ ხომ მხოლოდ 3 ხაზად დაყო საზოგადოება თუმცაღა შემდგომში უკვე უთითებს, რომ მხოლოდ პარტია განსაზღვრავს საზოგადოების განვითარების როგორც მიმართულებას ასევე განვითარების მასშტაბს. პარტია არამარტო თავის წიაღში მყოფ პირებზე აკეთებს აქცენტს არამედ კონსტიტუციით იმყარებს პრინციპს, რომ მხოლოდ მან იცის როგორი უნდა იყოს საზოგადოება და ასევე მისი მაშსტაბები, კითხვაზე თუ კი ინდივიდი არ ეთანხმება პარტიის მიერ დასახულ მიზანს? მაგალითად ის არ თვლის, რომ პარტიამ უნდა მისცეს მას დავალება საზოგადოების რომელ ნაწილს მიაკუთვნოს თავი? მაგალითად ის არ თვლის თავს არც მუშად, არც გლეხად არც ინტელიგენტად მაშინ აქვს კი ინდივიდს თავისუფალი არჩევანი? არსებობს კი თავისუფალი არჩევანი ამ შემთხვევაში? კონსტიტუციის იმავე მუხლი მნიშვნელოვნად აცხადებს „კომუნიზმის გამარჯვებას“ და არა ინდივიდის როგორც ყველაზე მნიშვნელოვანის არსებობას;
  • იმავე კონსტიტუციის 3 თავი მიუთითებს, რომ „საბჭოთა სოციალისტურ საფუძველს წარმოადგენს მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციის კავშირი“ სიმართლე უნდა ითქვას ძნელია განიმარტოს რას უნდა ნიშნავდეს თანამედროვე ეპოქაში „სოციალური საფუძველი“ სამართლებრივ სახელმწიფოში, მაგრამ იმავე თავის 19 მუხლი აცხადებს, რომ უნდა წაიშალოს კლასობრივი ზღვარი ქალაქსა და სოფელს შორის, გონებრივ შრომასა და ფიზიკურ შრომას შორის და ამით უნდა გაძლიერდეს ე.წ. ერთგვაროვანი სოციალისტურობა ანუ დაპირისპირებას ქმნის თვითონვე კონსტიტუცია, ამ დაპირისპირების მხარეებსაც არჩევს, დაპირისპირების საფუძველსაც უთითებს როგორც „კლასობრივ ბრძოლას“ და საზოგადოებას სადაც მხოლოდ სამ ნაწილს აღიარებს მართავს ამ დაპირისპირებით. ამასთანავე იმავე კონსტიტუციის 2 თავის 10 მუხლი აღიარებს მხოლოდ და მხოლოდ სოციალისტურ საკუთრებას როცა სახელმწიფო ფლობს ყველა ძირითად საშუალებას. დაპირისპირება საზოგადოებას შორის ან ამ დაპირისპირების გაჩენა საზოგადოებაში ყოველთვის არის დიქტატურის ან ავტორიტარიზმისათვის აუცილებელი რამ, როცა ის ყოფს საზოგადოებას რამდენიმე ნაწილად იქნება ეს კულტურული, სოციალური თუ პოლიტიკური ნიშნით, ამ დაპირისპირებაში კი აღარ ტოვებს ინდივიდის ადგილს რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება, განსხვავებული შეხედულება არ უნდა არსებობდეს ეს არის ის რასაც კლასთა შორის ბრძოლის ეგიდით იყენებს ეს კონსტიტუცია;
  • ძირითად საშუალებებს რაც შეეხება ყველაფერს ფლობს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ანუ მაგალითისთვის პირს უფლება არ აქვს ჰქონდეს საკუთარი საწარმო, საკუთარი საამქრო და ა.შ. ეს ყველაფერი ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს და როგორც კონსტიტუცია აცხადებს ყველას საკუთრებად შესაბამისად არავის საკუთრებად. ინდივიდის განვითარებისათვის აუცილებელია მას გარდა იმისა, რომ ადამიანია ჰქონდეს საკუთარი ანუ არსებობდეს საკუთრების უფლება, საკუთრების უფლება სხვა არაფერია თუ არა „მე ვბატონობ იმაზე რაც ჩემია“ ანუ სრულუფლებიანი განმგებელი ვარ ყოველგვარი ნივთისა თუ უფლებისა რომელიც ჩემია და შესაბამისად თუ ვფლობ მას ვანვითარებ მას ისე როგორც მე მსურს, მაგალითისთვის მე შეიძლება საკუთრებაში მქონდეს ავტომობილი მაგრამ ამ ავტომობილის ბედი მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია მინდა ვივლი ამ ავტომობილით მინდა არ ვივლი ან მინდა სულ დავშლი ნაწილებად, მაგრამ ეს კონსტიტუცია ამასაც უარყოფს საზღვრავს საკუთრების უფლებას ისე როგორც მას სურს, საკუთრების უფლება თანამედროვე სახელმწიფოში მართალია არ არის აბსოლიტური უფლება მაგრამ ეს ის უფლებაა რომლის გარეშეც ადამიანი ვერ და არ შეძლებს განვითარებას როგორც ინდივიდი, დღევანდელი სამართლებრივი სახელმწიფო აღიარებს რომ საკუთრება თავისი შინაარსით არანაკლები უფლებაა ვიდრე წამების აკრძალვა მაგრამ მისი ჩამორთმევა ანუ უფლების დაკარგვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს საშუალებით ისიც გამონაკლის შემთხვევაში, ხოლო 1977 წლის კონსტიტუცია კი მიუთითებს, რომ „საკუთრების საფუძველია შრომითი ანაზღაურება“ ამასთანავე აკეთებს ჩამონათვალს თუ რა შეიძლება ჰქონდეს ინდივიდს საკუთრებაში ესენია „პირადი გამოყენების ნივთები, საოჯახო მეურნეობის ნივთები, საცხოვრებელი სახლი და შრომითი დეპოზიტები“ დამატებით ასევე შეიძლება იყოს მიწის ნაკკვეთი რომელიც დამხმარე საშუალებაა;
  • 13 მუხლში კი საინტერესო ჩანაწერია საკუთრებაზე „ქონება რომელიც იმყოფება პირის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში, არ უნდა ემსახურებოდეს არაშრომითი ანაზღაურების მიღებას და არ უნდა გამოიყენებოდეს საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ“ ეს მარტივ ენაზე რომ ავხსნას დღევანდელ დღეს წარმოუდგენელია მაგრამ მაშინდელი ლოგიკით მე თუ მეყოლებოდა მაგალითად ავტომობილი და მსურს ამ ავტომობილით მივიღო შემოსავალი მე უფლება არ მქონდა ამ ავტომობილით ტაქსაობისგან მიმეღო შემოსავალი ან მაგალითად მე ვარ მკერავი და ვაქირავებ კაბას და აქედან ვიღებ შემოსავალს ესეც დაუშვებელი იყო, მაგალითი ბევრი შეიძლება იქნეს მოყვანილი მაგრამ მთავარი პრობლემა/გამართლება კონსტიტუციისთვის ის იყო, რომ ამითი მე ვნებ საზოგადოებას;
  • როგორც ყველა დიქტატურა ან/და ავტორიტარიზმი საუბრობს საზოგადოების სახელით არა ვინმე გიორგის არამედ საზოგადოების სახელით, რადგანაც საზოგადოება ეს არის ის რაც მასისთვის აუცილებელია რათა ყოველგვარი უსამართლობა გაამართლო, დღევანდელ დღეს წარმოუდგენელია აკრძალული იყოს ტაქსისტობა მაგრამ საბჭოთა კავშირი ამასაც კი არ უშვებდა, რატომ? აქ სამართლებრივზე უფრო დოქტრინალური თეორია შემოდის, რადგანაც თუ პირი ასეთი საქმიანობით მიიღებს თანხას ე.ი. მას უჩნდება მისი ფული ანუ შემოსავალი რომელსაც ის არ გამოიმუშავებს სახელმწიფოსგან ან ის მინიმალურად დამოუკიდებელი ხდება სახელმწიფოსგან, თუ კი პირი დამოუკიდებლობის პირველ ნაბიჯს გადადგავს მას მოუნდება და ეს ადამიანურია მიიღო მეტი შემოსავლი ანუ მეტად იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან თუ ის დამოუკიდებელი იქნება ეკონომიკურად ის დაუკვეთევას სახელმწიფოს რა უნდა იყოს რათა მიიღოს მეტი შემოსავალი შესაბამისად სახელმწიფო კი არ მართავდეს იქნება ინდივიდს არამედ პირიქით რაც ახასიათებს სამართლებრივ სახელმწიფოს ინდივიდი ხმის საშუალებით მართავს ხოლო ამას კი არ პატიობს, არ გუობს საბჭოთა კონსტიტუცია;
  • იმავე კონსტიტუციის 11 მუხლი უთითებდა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში შეიძლება იყოს მიწა, მისი წიაღისეული და ტყე, ხოლო საბჭოთა მოქალაქეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ მისი გამოყენების/მფლობელობის უფლება, მაგალითისთვის რომ წარმოიდგინოთ ცხოვრობთ მიწაზე სადაც აქამდე თქვენი 3 თუ 4 თაობა ცხოვრობდა, მოდის კონსტიტუცია და გეუბნებათ, მართალია ამ მიწას შენ უვლი, შენ მარგლავ, შენ მოგყავს აქ მოსავალი, შენ უმატებ მას სასუქს, შენ აფხვიერებ მაგრამ ის შენ არ გეკუთვნის ის ეკუთვნის სახელმწიფოს ანუ არავის და ამასთანავე იქიდან მიღებული შემოსავალიც ან/და მიღებული მოსავალიც არ არის შენი რადგანაც ეს მიწა სახელმწიფოისა, ანუ ინდივიდი შრომობს მიწაზე, უვლის მიწას, აშენებს ამ მიწაზე სახლს, ცხოვრობს ამ მიწაზე მის მეტი აღნიშნულს არავინ პატრონობს მაგრამ მოდის სახელმწიფო და აცხადებს რომ ეს არ ეკუთვნის ინდივიდს ვინც პატრონობს ამ მიწას, არამედ ეკუთვნის სახელმწიფოს. საინტერესოა რატომ აცხადებდა კონსტიტუცია რომ ეკუთვნის სახელმწიფოს? უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო ეს არის იურიდიული ფანტომი რომელიც წარმოდგენილია განყენებულად მდგომ პირად რომელსაც ყოველთვის უნდა და არასოდეს არ გასცემს, საბჭოეთი არ დაუშვებდა საკუთრება არსებობდეს რაიმეზე რომელსაც გააჩნია ღირებულება, მართალია მთავარი ლოზუნგი საბჭოეთის იყოს „მიწა გლეხს“ მაგრამ სწორედ მიწაზე საკუთრება აუკრძალა მას რადგანაც საკუთრების არსებობა გამოიწვევდა ინდივიდის განვითარებას;
  • იმავე კონსტიტუციის 6-ე თავს აქვს შემდეგი დასახელება „ძირითადი უფლებები, თავისუფლება და ვალდებულებები საქართველოს საბჭოთა სოციალისტური კავშირის მოქალაქეების“ დღევანდელი საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს მხოლოდ უფლებებს რომელიც გააჩნია ადამიანებს რადგანაც კონსტიტუცია აკავებს აღმასრულებელ შტოს ადმიანის უფლებებში ჩარევისგან მაგრამ 1977 წლის კონსტიტუცია პირიქით ვალდებულებებს უწესებს პირებს. მაგალითად 57 მუხლი უთითებს, რომ „უფლებები და თავისუფლებები განუყოფელი ვალდებულებებისგან“ ხოლო ვალდებულებები შემდეგია ანუ კონსტიტუცია იქვემდებარებს ინდივიდს და უწესებს შემდეგ ვალდებულებებს ესენია „დაიცვას სსრკ-ს კონსტიტუცია, საბჭოთა კანონები, პატივისცეს სოციალისტურ თანაცხოვრებას და ღირსეულად ატაროს საბჭოთა მოქალაქის სახელი“ გარდა ამისა ასევე ჩამონათვალი გრძელდება ისეთით როგორიცაა დაიცვას სოციალისტური საკუთრება, ვალდებულია იმუშაოს, დაიცვას საბჭოთა სახელმწიფოს ინტერესები და მისი დიადი ინტერესები, მოკლედ საბჭოთა მოქალაქეს ბევრი ვალდებულებები ჰქონდა მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ კონსტიტუცია ინდივიდს უწესებს ვალდებულებას უყვარდეს/ენდობოდეს/მოსწონდეს და ის რასაც ის იტყვის ის ჩათვალოს მისაღებად, ანუ კანონი უნდა დაიცვას არა იმიტომ, რომ ეს სოციალური კონტრაქტი მისთვის მისაღებია არამედ დაიცვას იმიტომ, რომ ამას კონსტიტუცია ავალდებულებს;
  • პირველ ეტაზე ზედაპირულად ამაზე შეიძლება მინიშნებების გაკეთება, მაგრამ ასევე საინტერესოა 1977 წლის კონსტიტუცია რა ადგილს უჩენს სასამართლოს როცა კი მხოლოდ და მხოლოდ პროკურატურის უმაღლეს საზედამხედველო ფუნქციაზე საუბრობს. საბჭოთა კავშირი თავისი არსით იყო ინდივიდის წინააღმდეგ მიმართული რომელიც აქ მოტანილი მაგალითებითაც სჩანს რომ აკნინებდა ინდივიდის როლს და ტოვებდა სახელმწიფოსთან მარტო, თუნდაც ის რად ღირს, რომ საბჭოთა კავშირის დროს არ არსებობდა ადმინისტრაციული კოდექსი რადგანაც ითვლებოდა, რომ საბჭოთა კავშირს როგორც სახელმწიფოს არასოდეს დაუშვია შეცდომა მისი მოქალაქის მიმართ და არც შეკავების ელემენტია საჭირო კანონის სახით და არც სასამართლო რომელიც შეამოწმებს სწორად მოიქცა თუ არა სახელმწიფო;
  • წარსული რომელიც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაა არის ჩვენი ისტორია რომლისგანაც უნდა ვისწავლოთ რა არ უნდა იყოს ინდივიდისთვის, ის ვინც იყურება წარსულში დაკარგავს ერთ თვალს ის ვინც არ იყურება ორივე თვალს; 
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება   
    საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
    mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა