საქმეები სამოქალაქო სამართალი

გამოხატვის თავისუფლება ოკუპაციის პირისპირ

21-07-2022 955


  • თუ კი რაიმე უფლება არსებობს რომელიც ადამიანს დაბადებიდან აქვს და ექნება და ის ერთ-ერთი უმთავრესი უფლებაა არის გამოხატვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ინდივიდს როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარი ზრუნვის საგანს უფლება აქვს ისაუბროს შეაფასოს გამოთქვას საკუთარი აზრები ისე, რომ ის აღნიშნულის გამო არ იქნეს დევნილი, ნებისმიერი ტოტალური სახელმწიფო ყალიბდება მაშინ როცა ინდივიდები აღარ საუბრობენ კრიტიკულად, არ აკრიტიკებენ ერთმანეთს და რაც მთავარია კრიტიკას ურჩევნიათ ხელისუფლების ნებისმიერი სახის პროპაგანდა, როცა ინდივიდი თავისუფალი ინდივიდი ემორჩილება საბჭოურ მცნებას „რომ არ შეიძლება ხელისუფლების კრტიკა“ იწყება ტოტალიტარიზმი. იმისათვის, რომ აღნიშნული უფლება ქართულ სინამდვილეში დაცული იყოს რამდენიმე გარანატია გვაქვს მათ შორის საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 17.1. „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“ საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ თვით სამოქალაქო საპროცესო კოდექსიც სხვანაირად უდგება საკითხს რადგანაც საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის მოქმედებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.4. მუხლი რომლითაც „არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე“;
  • საკანონმდებლო გარანტირება გამოწვეულია როგორც ახალგაზრდა დემოკრატიის საფუძვლის შექმნით ასევე სახელმწიფოს შეკავების პრინციპით რადგანაც „ვინც ყველაზე მეტს საუბრობს თავისუფლად ის ყველაზე მეტად აინტერესებს ძალაუფლების მქონეს“. არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო რომელსაც არ გააჩნია პრობლემატიკა რომელიც დაკავშირებულია ჟურნალისტურ საქმიანობასთან ამაში იგულისხმება ისიც, რომ აღნიშნული კანონი რომელიც ჩვენ გვაქვს ზოგიერთ შემთხვევაში არის განხილვისა და კრიტიკის საგანი რადგანაც ყველა მოითხოვს ე.წ. ცილისწამებაზე პასუხისმგებლობას. უფრორე თუ ჩვენ სამართლებრივ წარსულში გავიხედავთ ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი გვქონდა ასეთი რამ „მუხლი 148. ცილისწამება ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით“ რომელიც ისჯებოდა ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე"; 
  • აღნიშნული მუხლი კი ამოღებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსიდან საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №224 – სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.80 ანუ 2004 წელს საქართველოს სამართლებრივმა სივრცემ შეცვალა მიდგომა და გარდა იმისა, რომ ამან გზა გაუხსნა ჟურნალისტურ გამოძიებებს ასევე 2004 წლის 24 ივნისს მიღებულ იქნა წმინდა ამერიკული ხაზის მქონე კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლო სამართლებრივ მანტრასავით იმეორებს და უნდა იმეორებდეს კიდევაც, რომ „გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის“ ყველა გადაწყვეტილებაში ეს ხაზია გატარებული მოსამართლეების მიერ და ვგონებ ყველასთვის მისაღები ფორმულირებაა რამეთუ ინდივიდის რეალიზაცია მისი საუბრის უფლების გარეშე არის შეუძლებელი ხოლო წარმატებული სახელმწიფო დგას წარმატებულ და რეალიზირებულ ინდივიდებზე;
  • საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“ იქვე „საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით“ ამასთანავე 2008 წლის საქართველო რუსეთის ომით საქართველოს სახელმწიფოს მოუწია მიეღო 2008 წლის 23 ოქტომბერს კანონი „საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ აღნიშნული კანონის მიზნად მითითებულია „ამ კანონის მიზანია განსაზღვროს იმ ტერიტორიების სტატუსი, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, დაადგინოს ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი“. კანონი ამომწურავად განსაზღვრავს წესებს რომელიც ვრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამასთანავე ოკუპირებული ტერიტორიებზე შესვლის წესს, იქ ეკონომიკური საქმიანობის განუხორციელებელ წესს, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტს და მისი დარღვევის შემთხვევაში ოკუპანტის პასუხისმგებლობას, გარდა აღნიშნულისა არის რიგი სხვა ნორმები რომელიც ასევე სისხლის სამართლებრივად დასჯადა თუ პირი საქართველოს ტერიტორიიდან არ შედის ოკუპირებულ რეგიონში და ა.შ. ერთი სიტყვის ჩვენს საკანონმდებლო დონეზე ისევე როგორც საერთაშორისო დონეზე გვაქვს სამართლებრივი მოცემულობა როცა კი რუსეთის მორდორის იმპერია აღიარებულია ოკუპანტს ქვეყნად, ამასთანავე ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა და ჩვენთან საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფილია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • აი აქ იბადება ჩემთვის მთავარი კითხვა, რომელზე მსჯელობაც მე ნაკლებად მინახავს როგორც პოლიტიკურ ასევე სამეცნიერო წრეებში კითხვა კი შემდეგია: ოკუპაციის პირობებში ის ოკუპანტის ხაზის გატარება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხაზით ექვემდებარება თუ არა შეზღუდვას? სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ იცავს თუ არა კანონი პირს რომელიც ამართლებს ოკუპაციას ან/და 2008 წლის ომის დაწყებას აბრალებს ქართულ სახელმწიფოს სარგებლობს თუ არა იგივე უფლებით რითიც სარგებლობს მაგალითად პირი რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას? საკითხი მარტივი გადასაწყვეტი არ ყოფილა არ არის და არც იქნება, რადგანაც სიტყვის უფლება გამოხატვის თავისუფლება უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი უფლება ამითი ჩვენ როგორც სოციალური მოვლენები ვახერხებთ ერთმანეთთან ურთიერთობას, ვქმნით სოციალურ კავშირებს, ვახმოვანებთ ჩვენს აზრებსა და ვაბავთ სოციალურ კავშირებს ანუ ვრეალიზდებით, შესაბამისად ეს უფლება ჩვენთვის არა სხეულის არამედ სულიერი/შინაგანი/რწმენითი საზრდოა, ამიტომაც ამ უფლების შეზღუდვა რისკიანი და ინკვიზიციური საქმეა სახელმწიფოს მხრიდან თუმცაღა მეორეს მხრივ უნდა დაისვას საკითხი შემდეგი სახით: ერთი და იგივე სტანდარტი უნდა იყოს თუ არა ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ქვეყანაში? 
  • როგორც უმრავლეს შემთხვევაში სამართალს არ უყვარს პირდაპირი კითხვები და ის მოითხოვს მსჯელობას მსჯელობას რომელსაც უნდა ქმნიდეს არგუმენტები და ეს არგუმენტები სამართლებრივი სიკეთეების შეჯახების შედეგად უნდა დგებოდეს, თუმცაღა არის თუ არა რაიმეს შეზღუდვის აუცილებლობა აპრიორი სასამართლოს შესაფასებელია ამაზე ვთანხმდებით მაგრამ ისევე როგორც დემოკრატია ასევე სასამართლო ეს ხანგრძლივი პროცესია რომელიც ნიშნავს მტკიცებულებების შეფასებას გამოკვლევას შინაგან რწმენას შემდგომ გადაწყვეტილების აღსრულებას და ა.შ. ამასთანავე ამ სამართლებრივ სივრცეში გვინდა თუ არ გვინდა იკარგება „მართმსაჯულების სისწრაფე“ ხოლო მეორეს მხრივ ნებისმიერ პირს უფლება აქვს კი გამოვიდეს ტელევიზიით ან/და დაარსოს ტელევიზია და „რუსეთის მორდორის იმპერიას უწოდოს არა ოკუპანტი არამედ მეგობარი და გაატაროს იდეოლოგია რომელიც ანიადაგებს ოკუპაციის გაგრძელებას“?                                 
  • ზემოთ ვახსენე რომ სამართლებრივი გაგება რომელიც ამერიკულია ამერიკაში რა თქმა მისაღებია რადგანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ისევე როგორც ბრიტანეთს ანდა გერმანიას უზრუნველყოფილი აქვს მისი უსაფრთხოება მაგრამ იმ ქვეყანას რომელსაც არ აქვს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და ოკუპირებულია აი იქ რა უნდა ხდებოდეს ან რა უნდა იყოს?   
  • აკრძალვათა ხაზი უმთავრესად იწვევს საპირისპირო შედეგს თუ კი აკრძალვის არ უდევს უფრო დიდი სიკეთე რომელსაც იცავ აღნიშნულით, მაგალითად მკვლელობის გამართლება შეუძლებელია და არამგონია რომელიმე ჯანმრთელ ადამიანს მოსწონდეს ამაზე ისაუბროს ან გაამართლოს თუ პირი უბრალოდ სხვა ადამიანს ართმევს სიცოცხლეს და ეს მისაღები იყოს ჯანსაღი საზოგადოებისათვის, ამიტომაც სამართლებრივი სიკეთეებია ყველაზე მნიშვნელოვანი რათა არა პასუხები არამედ მსჯელობებით ვიმართებოდეთ არა გამზადებული ნორმები არამედ ნორმებამდე მათი შინაარსით.
  • სახელმწიფო როგორც ინდივიდების სამართლებრივი მოვლენა სახელმწიფოს რამდენიმე დანიშნულებას ანიჭებს ანუ ერთნაირი ინდივიდები რომლებიც ერთმანეთს მიაკუთვნებენ თავს სურთ შექმნან კონსტრუქცია როცა გარკვეული უფლებები ინდივიდის გადავა სახელმწიფოს ხელში სამაგიეროდ სახელმწიფოს აქვს როგორც პოზიტიური ვალდებულებები ასევე ნეგატიური ანუ სახელმწიფომ უნდა დაიცვას როგორც ინდივიდის სიცოცხლე ასევე მანვე არ უნდა ხელყოს ეს უფლება, ეს სოციალური კონტრაქტი მრავალმხრივია და ამაზე არ შევჩერდები თუმცაღა სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა უზრუნველყოს ამ ინდივიდების უსაფრთხოება, ეს ნიშნავს რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს რათა არ იყოს ოკუპაცია და თუ კი ოკუპაცია არის სახეზე მაშინ რა ხდება? უსაფრთხოება როგორც მთავარი ნიშანი სახელმწიფოსი თუ საფრთხის ქვეშაა ყოველდღიურად თუ ამ ინდივიდებს იურიდიულ კონსტრუქციას სუვერენიტეტს ებრძვის ოკუპანტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სახელით?
  • ბრძოლაში როგორც ყოველთვის ყველა საშუალბა მისაღებია მაგრამ უმთავრესი მაინც არის ის, რომ რუსული პროპაგანდა სწორედ ამ კანონზე დაყრდნობით ავრცელებს საქართველოში ნარატივს, რომ „აგვისტოს ომი საქართველოს დაიწყო“ „ომი დაიწყო მაშინდელმა პრეზიდენტმა და არასახელმწიფომ (ეს საერთოდ საოცრებაა ქვეყანას წარმოადგენს აღმასრულებელი ორგანო და შესაბამისად ისინი ვერ გაიმიჯნებიან“ აუცილებელია „კონსტიტუციური ნორმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ამოსაღებია“ „საქართველო უნდა შეეგუოს ოკუპაციას და ცნოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა“ „რუსული სამხედრო ბაზების სანაცვლოდ გაიცვალოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება“ და ა.შ. ეს გზავნილები ძალიან ძალიან ბევრია და ის გარკვეულ სეგმენტზე მუშაობს მათ შორის იმაზეც, რომ „ოკუპაციის ხაზს ოკუპანტი იმიტომ ავლებს, რომ საქართველოს იცავს“ „ერთმორწმუნებ ოკუპაციით გვიცავს“ და ა.შ. ეს გზავნილები სასაცილოა თუმცაღა მათი გაღჟერება მაინც ხდება და ეს ხდება სოციალური ქსელით, მედიით ტელევიზიებით და ა.შ. ამ დროს ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამას უსმენს ხოლო აღმასრულებელი ან/და საპარლამენტო არ მუშაობს ამის წინააღმდეგ, როცა კი მათ ხელშია როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ძალაუფლება. 
  • ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ... [არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას]“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19);
  • ერთის მხრივ მიუხედავად ოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის უდიდესი სამართლებრივი სიკეთეობისა არ შეიძლება აღნიშნული განმახორციელებელი პირის მიმართაც კი არაადამიანური მოპყრობა ხოლო მეორეს მხრივ კი „საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დასახელებული უფლებების შეზღუდვა დასაშვები და გამართლებულია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ნათელია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გამოხატვის თავისუფლების ზემოაღნიშნული ასპექტების შეზღუდვას დასაშვებად მიიჩნევს, თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად, მხოლოდ კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნის დაცვითა და მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად (იხ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“);
  • უფრო მარტივად რომ ვთქვათ იმისათვის, რომ შეიზღუდოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია:თანაზომიერების დაცვა (ანუ ოკუპანტის წარმომადგენლის ან ოკუპანტის ხაზის გამტარებლის სიკვდილით დასჯა არ შეიძლება ასეთი საქციელისათვის) მხოლოდ კანონით მოწესრიგების ფორმალური მოთხოვნის დაცვითა (აუცილებელია აღნიშნულისათვის არსებობდეს ზუსტი კანონი რომელიც მოაწესრიგებს აღნიშნულს) და მკაფიოდ და ამომწურავად განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად (ლეგიტიმური მიზანი რა შეიძლება იყოს? რა თქმა უნდა დეოკუპაცია ანუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა);
  • აუცილებელი არ არის ვეძებოთ ახალი სამართლებრივი ველოსიპედი კარგი მაგალითია როცა გერმანიაში ჰოლოკოსტის უარყოფა სისხლისსამართლებრივად დასჯადია, ვერავინ იტყვის რომ გერმანია არის არადემოკრატიული მაგრამ გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა უფრო დიდი სიკეთით მაგრამ კანონით ზუსტად გაწერილ შემთხვევაში ამასთანავე აღნიშნულზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა აღმასრულებელი ორგანო, შესაბამისად ქართული მოდელი ანუ ქართული სამართლებრივი მოდელი დეოკუპაციის მიზნისათვის უნდა არსებობდეს რადგანაც სუვერენიტეტი არის ყველაზე მძლავრი სურვილი ინდივიდებისა იცხოვრონ სამართლებრივ სახელმწიფოში რომელსაც უზრუნველყოფილი აქვს უსაფრთხოება ხოლო უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმდენად დიდი ღირებულებაა, რომ მას უნდა იცავდეს კანონი რადგანაც თუ კი არ არის დაცული სუვერენიტეტი ვერ იქნება დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სუვერენიტეტი გვჭირდება იმისათვის, რომ დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და არა პირიქით;
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება     
    საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/viber/WhatsApp/telegram/signal:+995591976764;        
    e.mail:guram.kontuadze@gmail.com;
    facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ! 
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა