საქმეები სამოქალაქო სამართალი

ღირსება და პატივი როგორც ინდივიდის მთავარი ღირებულება

13-07-2022 9 823

  • ღირსება და პატივი როგორც ინდივიდის მთავარი ღირებულება 
    ინდივიდი, როგორც სახელმწიფოს უმთავრესი დაცვისა და ხელშეუხებლობის საზრუნავი ობიექტი, სამართლებრივ სახელმწიფოში შემკულია ბევრი უფლებებით, ერთ-ერთი უმთავრესი რომელიც მთლიანობაში ფარავს ყველა სხვა სამართლებრივ მიმართულებას, იქნება ეს სამოქალაქო თუ სისხლის სამართალი, არის ინდივიდის ხელშეუვალი ბუნებითი (და არა მონიჭებული/მინიჭებული) უფლება, რომელიც ორ ნაწილად იყოფა: ესენია ღირსება და პატივი. ზოგიერთ შემთხვევაში ორივე ერთ მცნებად გამოიყენება როგორც პირად საუბარში ასევე მედია საშუალებებში, თუმცაღა მათ შორის დიდი განსხვავებაა და ამასთანავე მათ ცალ-ცალკე დაცვის დონეები გააჩნიათ, ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით. ამასთანავე უპირველესად ის რაც მოცემულობაა და არასოდეს შეიცვლება არის ის, რომ ადამიანის გარდა აღნიშნული თვისებები არ გააჩნია არავის მათ შორის არც სახელმწიფოს და არც კერძო კომპანიებს, რადგანც ღირსება და პატივი ვერ არსებობს ადამიანის გარეშე, ხოლო თითოეული ადამიანი აღჭურვილია ამ უფლებებით მისი დაბადების მომენტიდან; 
  • სამართლებრივი ბუნებით პატივი ნიშნავს ინდივიდის მიერ ნამოქმედარ ანდა შემდგარი საქმიანობიდან მის მიერ საზოგადოებისაგან ან/და სოციალური ჯგუფებისგან მიღებულ შეფასებას, რომლითაც პირი გარე სამყაროსთან ურთიერთქმედებს და მას მიღებული აქვს საზოგადოებისგან მის მიმართ არსებული დამოკიდებულება. ეს დამოკიდებულება არის ობიექტური და არა ის პიროვნებას რა წარმოუდგენია, არამედ ის რასაც მასზე ფიქრობს საზოგადოება, უფრო მარტივად რომ ვთქვათ პატივი ნიშნავს: ის თუ რას ფიქრობს ჩემზე ხალხი, ამაში შეიძლება მოიაზრებოდეს პირის იმიჯი თუ რა იმიჯით არის ის წარმოდგენილი საზოგადოებაში ან რა ე.წ. „ცხოვრებისეულ კრედოს“ აღქმას ტოვებს საზოგადოებაში ან/და მის მიერ გამოხატული ქმედებები რა ფასეულობებს ემყარება და რომ ის ამ ფასეულობების წარმომადგენლად აღიქმება მესამე პირებისათვის, ამაში ასევე მოიაზრება პირის რეპუტაცია, მისი საქმიანობა, პროფესიული თუ პიროვნული მახასიათებელი რომლითაც ის გამოდის საზოგადოების წინაშე, საზოგადოება კი მას ამ თვისებებს უფასებს და ამ თვისებებით ახდენს მის საკუთარ სოციალურ რიგებში ჩაწერას;
  • ინდივიდი, როგორც სოციალური მოვლენა არამარტო ფიქრობს იმას თუ რას ფიქრობს ის თავის თავზე, არამედ იმაზეც თუ სხვა რას ფიქრობს მასზე,  სამართლებრივი სახელმწიფო ახდენს ამ სამართლებრივი მოცემულობის დაცვას, რადგანაც ინდივიდის განვითარება შეუძლებელია მისი აღიარების გარეშე, რომელიც მოდის მისი მსგავსებებიდან. პატივის სამართლებრივი დანიშნულებაა, პირის როგორც სოციალური მოვლენის ღირებულებათა სისტემის შეუბღალობის დაცვა, რათა სოციალური გარემო იყოს იმ დონის, ინდივიდის რეპუტაცია ქმნიდეს მასზე დასაყრდენს, რადგანაც სამოქალაქო საზოგადოება რომელიც იმართება ინდივიდის ინდივიდობის ნდობის გარეშე, განწირულია დიქტატურისათვის. ნდობის ფაქტორი ინდივიდის მიმართ არის ის, რომ სახელმწიფოს ხელში არ უნდა მოექცეს ინდივიდი ანუ საზოგადოება უნდა წყვეტდეს პირს რა ადგილი მიანიჭოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფრო მეტად საჯარო მორალთან არის დაკავშირებული, პატივი ინდივიდის მიმართ დაცლილი უნდა იყოს როგორც საჯარო ასევე კოლექტიური მორალისგან, რადგანაც პატივი ნიშნავს უფრორე პირის საქმიანობის შეფასებას რომელიც ეყრდნობა სწორ და მართალ ღირებულებათა სისტემას, რომელსაც აფასებს საზოგადოება. 
  • რაც შეეხება ღირსებას, ღირსება არის ის რასაც ინდივიდი ფიქრობს საკუთარ თავზე, მას რა წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მას წარმოდგენილი აქვს, რომ ეს წარმოდგენა არის მისი მთავარი ღირებულებათა სისტემა რომელიც გააჩნია. საქართველოს კონსტიტუცია და მისი 9-ე მუხლი მიუთითებს, რომ „ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“ აღნიშნული ნორმა იყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილი მიუთითებს, რომ ის ხელშეუვალია როგორც სახელმწიფოს ასევე სხვა ინდივიდების მხრიდან, მის დაცვას კი ახორციელებს სახელმწიფო, რადგანაც კონსტიტუცია როგორც სოციალური ხელშეკრულება ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის იწვევს ინდივიდის მიერ თვითსამართლის დაუშვებლობას, აღნიშნულის სანაცვლოდ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას დაიცვას ინდივიდი როგორც თავისი თავისგან, ასევე სხვისგან. ინდივიდის ღირსება ასევე ნიშნავს, რომ თუ მას როგორ წარმოუდგენია, მას როგორ აღიქვამს საზოგადოება ან/და სოციუმი, მისი წმინდა სუბიექტური წარმოდგენა, რომ მას მაგალითად საზოგადოება აღიქვამს როგორც ნეპოტიზმთან მებრძოლ საჯარო მოხელედ ან/და ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლ სამოქალაქო აქტივისტად ან/და პროფესიონალ ადვოკატად და ა.შ. 
  • საინტერესო და საგულისხმოა ასევე ისიც, რომ ღირსების შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს საზოგადოების მხრიდან ეს დამტკიცებულია თუ არა ან/და საზოგადოებას ასე ჰგონია თუ არა, მთავარია ინდივიდის წარმოდგენა აღნიშნულზე და ეს წარმოდგენა მისი სუბიექტური შეხედულებაა სადაც სხვისი მითითება არც არაფერს ცვლის. პირის სუბიექტური წარმოდგენა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საზოგადოების არსებული თუ დაგვიანებული რეაქცია ან/და საერთოდ საზოგადოებისგან დუმილი ამ საკითხზე. აღნიშნული იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სამართლებრივი სახელმწიფო როგორც ინდივიდებზე მდგარი სოციალური ერთობა ეყრდნობა ინდივიდებს, ინდივიდებზე დაყრდნობა ნიშნავს, რომ თითოეულ ინდივიდს წარმოდგენა აქვს მის კუთვნილ ღირებულებებზე/ფასეულობებზე რომლითაც ის მოქმედებს, იქნება ეს უარი კორუფციაზე თუ შუქნიშნის წითელ ფერზე გავლის დაუშვებლობა ან/და უბრალოდ უფრო მარტივად იყოს „სრულფასოვანი მოქალაქე“;
  • სამართლებრივი სახელმწიფოში სადაც სახელმწიფო იმართება სოციალური ჯგუფების არჩეული პირების მიერ შეთანხმებული წესრიგით (კანონებით) და არა კანონის დიქტატით, როგორი უნდა იყოს ინდივიდი?! ინდივიდის ინდივიდუალიზმი შეიძლება მაშინ წაერთვას თუ ის საკუთარ ფასეულობათა სისტემას აყრდნობს რომელიმე ჯგუფს ან/და პირთა ჯგუფს ან/და პირს, შესაბამისად სამართლებრივი სახელმწიფო მის წარმოდგენას მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოდგენა სუბიექტურია ამ წარმოდგენას დაცვის ღირსად თვლის, იცავს მას თავისი თავის ჩარევისგან, ხოლო ჩარევის შემთხვევაში კი ასრულებს სამართლიანობის აღდგენის ფუნქციას (აქაც გარკვეულწილად ისევ ინდივიდს ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგანაც მას უნდა მოუნდეს ღირსების დაცვა, რადგანაც სახელმწიფოს უფლება არ აქვს ინდივიდის მაგივრად  იბრძოლოს მისი ღირსების დასაცავად, თუ ინდივიდს არ სურს აღნიშნული) სამართლიანობის აღდგენის ფუნქცია კი ნიშნავს, რომ მან უნდა უზრუნველყოს ინდივიდი ყველა შესაძლო სამართლებრივი ბერკეტით ხოლო ბერკეტები უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ინდივიდმა უნდა  იბრძოლოს ამ უფლებისათვის, რამეთუ სამართლებრივი ახელმწიფო არ არის დედა ან მამა რომ გრძნობების გამო დამიცვას, მე როგორც ინდივიდი, ის მუდმივი აწმყოს პროცესში მყოფი რეალობაა, რომელიც ცოცხლობს მხოლოდ მაშინ თუ კი ინდივიდი იბრძვის საკუთარი უფლებების გაფართოებისა და დაცვისათვის. თუ ინდივიდი არ ბრძოლობს უფლებების გაფართოებისათვის სამართლებრივი სახელმწიფო ადრე თუ გვიან სჭამს ცოცხალ ინდივიდებს, სახელმწიფო კი ამის შემდგომ იმართება კოლექტიური მორალით,  სამართლებრივად რომ ვთქვათ: სახელმწიფოს დიქტატით;
  • ღირსება და პატივი არის ადამიანის ადამიანობით თანდაყოლილი და მონიჭებული უფლებები, რომლითაც მთლიანობაში ადამიანი ანუ ინდივიდი ინდივიდობს. მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ კავშირშია ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებასთან (იხ. სუსგ №ას-549-517-2010, 19 ოქტომბერი, 2010წ.; №ას-106-101-2014, 2 ოქტომბერი, 2014 წ.) აღნიშნული გადაწყვეტილებებით საქართველოს უზენაესმა სასამართლო ასევე სხვა სამართლებრივი პრიზმიდან განახორციელა ღირსების დამატებითი შევსება, კერძოდ ღირსება ასევე ფარავს ჩვენს საქმიან ანუ შრომით ურთიერთობებსაც შრომითი ანუ საქმიანი ურთიერთობა სხვა არაფერია თუ არა ის რითიც გამოვდივართ ჩვენ როგორც ინდივიდები მესამე უცნობ პირთა წინაშე, სწორედ აქედან იქმნება ჩვენზე წარმოდგენა ჩვენთვის და მესამე პირებისათვის;
  • საინტერესოა ისიც, რომ ინდივიდის როგორც სოციალური მოვლენის ამ უფლების რასაც ქვია ღირსების შელახვის შემთხვევაში მიყენებული ზიანის აღდგენის რა საშუალებები შეიძლება არსებობდეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაზე უფრო ახლოს ალბათ დგას იგივე უზენაესი სასამართლოს ეს განმარტება „უდავოა, - შეუძლებელია ფულით შეფასდეს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, ამიტომაა, რომ მორალური ზიანი გამორიცხავს რესტიტუციას. აღნიშნულის გამო, პასუხისმგებლობას  მორალური  ზიანის ანაზღაურებისათვის საკომპენსაციო ხასიათი აქვს. ფულადი კომპენსაცია, ამ შემთხვევაში, განკუთვნილია დაზარალებულისათვის  მძიმე შედეგების გარკვეულწილად შესამსუბუქებლად, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციისათვის, სწორედ ამიტომ, კონკრეტულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოცულობა უნდა განისაზღვროს არა ეკვივალენტობის პრინციპით, არამედ საქმის ინდივიდუალური თავისებურებიდან გამომდინარე, მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანისა და ხასიათის, ზიანის მიმყენებლისა და დაზარალებულის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულისა და ზიანის მიმყენებელს ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით(იხ.სუსგ №ას-543-518-2016, 23 დეკემბერი 2016წ);“
  • ერთის მხრივ სახეზეა ინდივიდის უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მეორეს მხრივ აქაც კი შემფასებლად სახელმწიფო არა სუბიექტურ არამედ ობიექტურ ფაქტორს გვთავაზობს რომელიც განსახიერდება მოსამართლის სახით, რომელიც როგორც მესამე დამოუკიდებელი პირი ვალდებულია ფაქტების შეფასებით, მათ შორის სოციალური მდგომარეობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ღირსება იმდენად ყოვლისმომცველი სამართლებრივი დასაცავი ობიექტია, რომ ის პირის მიერ აღიარებულ ან/და დადასტურებულ დანაშაულშიც კი ცენტრალურ ფიგურად შემოდის „საფუძველშივე მცდარი და ცინიკურია იმის დაშვება, რომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება მიიღწევა ადამიანის წამებით, არაჰუმანური მოპყრობით, სასტიკი და ღირსების შემლახველი სასჯელებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20);
  • ღირსება ის კატეგორიაა რომელიც ყველა სხვა უფლებების საფუძველია რომელიც წარუვალია და ვერავითარი გამართლება ვერ მოიძებნება რომელიც დასაშვებად მიიჩნევს „ღირსება იქნეს შელახული ინდივიდისთვის, როგორც მთავარი ღირებულებისათვის“. ღირსებას სამართლებრივ სახელმწიფოში სახელმწიფოს შეკავების მთავარი ფუნქცია გააჩნია, სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩათვალოს ინდივიდის ესა თუ ის ღირსება უმნიშვნელოდ ან/და მის მიმართ მისივე აზრების/სიტყვების/განცხადების გამო დაუწესოს რაიმე ზღვარი და დაუწესოს მას შეუსაბამო სასჯელი „სახელმწიფოს არ გააჩნია უფლებამოსილება დაყოს აზრები „მართებულ“ თუ „არამართებულ“, „სასურველ“ თუ „არასასურველ“ და სხვა სახის კატეგორიებად". "თუ ადამიანს, არ შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს ან თუ მას აიძულებენ თქვას ის, რასაც არ ეთანხმება, ამით შეურაცხყოფენ ადამიანის უფლებების საფუძველთა საფუძველს - მის ღირსებას“;
  • „ადამიანის ღირსების პატივისცემა და პიროვნული თავისუფლება კი მის ძირითად უფლებათა პატივისცემაში, მათ ადეკვატურ დაცვასა და განხორციელებაში გამოიხატება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) აღნიშნული განმარტებითაც კი ღირსება არის ის რაც ინდივიდს უქმნის ინდივიდუალიზმის, რომლის საშუალებითაც ჩვენ თითოეული ინდივიდი ვართ განსაკუთრებულები.             
  • ღირსებისა თუ პატივის თაობაზე შესაძლებელია დაუსრულებლად საუბარი, ღირსება როგორც სამართლებრივი მოვლენა უფრო ფართო განმარტების საშუალებაა ვიდრე დღევანდელ დღეს ჩვენ როგორც საზოგადოებას გვაქვს აღიარებული, იმ საზოგადოებაში სადაც ღირსება როგორც ინდივიდის მთავარი ღირებულება არ არის, ინდივიდის ღირსება ან/და პატივი განწირულია არასამართლებრივი/ავტორიტატული სახელმწიფოსკენ სწრაფვაში;   
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება     
    საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;        
    mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!

    ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი  ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება  ბათუმში საადვოკატო მომსახურება  საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება  ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი  თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი   ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი  მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი  მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის  საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო  საქართველოში საადვოკატო ბიურო  რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო  საგარეჯოში საადვოკატო ბიურო  მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა