საქმეები

1921 წლის კონსტიტუცია ანუ ქართული სამართალი

12-12-2021 773

  • როცა ჩვენ ვსდაუბრობთ საბჭოთა მმართველობაზე და მის მიერ დამყარებულ ტოტალიტარულ რეჟიმზე რომელმაც არაერთი მილიონი განსხვავებული ინდივიდის ფიზიკური განადაგურება გამოიწვია უპირველეს ყოვლისა ასევე აუცილებელია ჩვენს მიერ როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეების მიერ გააზრებული იყოს რა შეცვალა ან რა წესი და წყობილება შეცვალა საბჭოეთმა, საბჭოეთი თავისი შინაარსით აღმოჩნდა მიუღებელი მათ შორის იმითი, რომ აკრძალული იყო საკუთრება, აკრძალული იყო ბიზნეს საქმიანობა აკრძალული იყო პოლიტიკური საქმიანობა პოლიტიკური პარტიები, აკრძალული იყო მიმოსვლის თავისუფლება აკრძალული იყო სახელმწიფოს გარეშე გეწარმოებინა საქმიანობა, აკრძალული იყო შეკრება და მანიფესტაცია პროტესტიც კი აკრძალული იყო ანუ წარმოიდგინეთ სახელმწიფო სადაც ყველა და ყველაფერი გაჟღენთილი იყო სახელმწიფოს დიქტატით და გინდოდა თუ არა მხოლოდ სახელმწიფოს უნდა დამორჩილებოდი ანუ ინდივიდი როგორც მოცემულობა ან ინდივიდი როგორც ყველაზე დიდი სამართლებრივი სიკეთე ანუ ადამიანი როგორც დაცვის უმაღლესი პირი საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ინდივიდის წინ ან მის უფლებებზე წინ მუდმივად იდგა სახელმწიფო ან სახელმწიფო ინტერესები, დღეს შესაძლებელია მოგეჩვენოთ სასაცილოდ მაგრამ საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო ნებართვის გარეშე კარატეს სწავლება, წარმოიდგინეთ სამართლებრივი მოცემულობა როცა სახელმწიფო ამისათვის კი ითხოვდა ეს ცოდნოდა მას და მისი ნებართვით უნდა განგეხორციელებინა ეს მხოლოდ, ამის საპირისპიროდ კი ჩვენ 1921 წელს მივიღეთ კონსტიტუცია რომლის საფუძველზეც არსებობის შემთხვევაში სხვა ქვეყანა ვიქნებოდით, სხვა ქვეყანა იმ გაგებით, რომ აუცილებლად გვეცოდინება ისტორიული მახსოვრობა შეიქმნებოდა დამოუკიდებელი სასამართლოსი, ადვოკატთა კორპუსის, საკუთრების და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენი 1921 წლის კონსტიტუცია ადასტურდება საქართველოს მოქალაქეების მიმართ და შესაბამისად საბჭოთა კავშირმა ისეთი საყრდენები როგორიცაა სასამართლო, პროკურატურა, ადვოკატურა, სასჯელის აღსრულება სრულიად შეითავსა და ინდივიდი დარჩა პირისპირ სახელმწიფოს წინაშე ამიტომაც ვეცდები მინიმალურად ავხსნა 1921 წლის კონსტიტუციის ღირსებები და ის თუ რა უფლებებს დაადასტურდება ის ინდივიდისათვის ანუ საქართველოს მოქალაქეებისათვის; 
  • უპირველესად შევეხები სასამართლოს როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს 1921 წლის კონსტიტუციის. 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით არსებობდა ერთი უმაღლესი სასამართლო ეს იყო სენატი რომელიც საკასაციო წესით განიხილავდა საქმეებს და მას აკომპლექტებდა პარლამენტი (სარწმუნოა რომ ჩვენ დაახლოებით 1 საუკუნე დაგვჭირდა, რომ იგივე წესი დაგვებრუნებინა ჩვენს სამართლებრივ სივრცეში);  
    საკასაციო სასამართლოს კომეტენციას განკუთვნება ორი საკითხი:                 
    ა) თვალყური ადევნოს კანონის დაცვასა (დღევანდელი დღის სიტყვებით რომ ვთქვათ საკასაციო სასამართლო საქმეს განიხილავდა მხოლოდ იმ საფუძვლით თუ კანონი იქნებოდა დარღვეული ანუ საკასაციო სასამართლო არა ფაქტების შემფასებელი სასამართლო არამედ კანონის განმმარტებელი სასამართლოს ფუნქცია ჰქონდა);     
    ბ) განაგოს სასამართლო ნაწილი, როგორც საკასაციო სასამართლომ (აღნიშნულში იგულისმხება ის პრინციპი, რომ მან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენა უნდა განხორციელებულიყო  ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით) გარდა ამისა 1919 წლის შემდგომ სენატი შედგებოდა საზოგადო კრებისაგან, შეერთებული საკრებულოსაგან, სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საკასაციო დეპარტამენტისაგან. სამოქალაქო სამართლის საკასაციო დეპარტამენტში შედიოდა საადმინისტრაციო განყოფილება.                                       
    გარდა ამისა საქართველოს სენატის უმაღლესი სტრუქტურული ორგანო იყო საზოგადო კრება (დღევანდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაპარი), რომელიც უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ახორციელებდა. იგი უფლებამოსილი გახლდათ, საქართველოს საერთო სასამართლოებში დაენიშნა მოსამართლეები, სასამართლოთა თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, განეხორციელებინა დისციპლინური წარმოება მოსამართლეების, მათ შორის სენატორების მიმართ და ასევე განსაკუთრებული წესით განეხილა საქმეები. ყველაზე რთული საკითხები განიხილებოდა სენატორთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის მიერ საკასაციო დეპარტამენტთა საზოგადო კრებაზე;
  • სამართლის მიმართულება სამ ნაწილად იყო დაყოფილი: სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალი;
  • რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას კონსტიტუციის მიხედვით სასამართლო ემორჩილებოდა მხოლოდ კანონს და ის დამოუკიდებელია ნებისმიერი სახელისუფლებო შტოსგან ამასთანავე სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ თვითონვე სასამართლოს კანონმდებელს ანუ პარლამენტს, აღმასრულებელი ხელისუფლებას და ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეეძლოთ აღნიშნული (ესეც სამართლებრივი პრინციპების გამოძახილია რომელიც შემდგომში კვლავ აისახა საქართველოს ახალ 1995 წლის კონსტიტუციაში);                                  გასაოცარი შეიძლება იყოს დღეს ამაზე საუბარი მაგრამ, ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა იყო არჩევითი მომრიგებელი მოსამართლეების ჩამოყალიბება. 1919-1921 წლების დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოსამართლეებს ხალხი ირჩევდა. მოსამართლეთა არჩევითობა იყო უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ და დღესაც უპრეცედენტოდ რჩება. 
  • გარდა ამისა არსებობდა ასევე ნაფიცმსაულთა ინსტიტუტი (მძიმე სისხლის სამართლის, და აგრეთვე, პოლიტიკურის და ბეჭდვითი დანაშაულისათვის არსებობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი) გარდა ამისა სასამართლოს სხდომა იყო საჯარო გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა;
  • წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ 1921 წელს საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულ იქნა, რომ პირის დაკავების შემთხვევაში ის წარდგენილი უნდა ყოფილიყო სასამართლოში დაუყონებლივ მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა (საგამონაკლისოდ შეიძლება 48 საათის განმავლობაში) ამის შემდგომ კი სასამართლოს უნდა ემსჯელა პირის პატიმრობა გაეგრძელებინა თუ არა (დღევანდელი ევროპული სტანდარტზე უფრო მაღალი სტანდარტი) იმ შემთხვევაში თუ კი არ იქნებოდა ეს ვადა მოსამართლე უფლებამოსილი იყო დაუყონებლივ გაენთავისუფლებინა დაკავებული (განსხვავებით საბჭოთა რეალობისგან როცა წინასწარი დაკავების ვადა შეიძლება ყოფილიყო 10 დღე); 
  • შესაძლებელია დღეს ნორმალურად გვეჩვენებოდეს მაგრამ ერთი საუკუნის წინაც კი ჩვენს კონსტიტუცია აღიარებდა იმას, რომ შესაძლებელია ის პრინციპები რაც არ არის წერილობით მითითებული კონსტიტუციაში არსებობს და ეს გამომდინარეობს თვითონ კონსტიტუციებიოს პრინციპებიდან მაგალითად:კონსტიტუციაში ჩამოთვლილი გარანტია და უფლება არ უარყოფს სხვა გარანტიასა და უფლებას, რომელიც იქ არ არის მოხსენებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის მიერ აღიარებული პრინციპებისაგან;
  • გარდა ამისა გაყოფილი იყო ასევე სახელმწიფო ეკლესია ისევე როგორც შემდგომში მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ გააკეთა კერძოდ სახელმწიფო და ეკლესია გაიყო კონსტიტუციურ დონეზე (მუხლი 142. სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან) არც ერთი სარწმუნოება არ სარგებლობდა უპირატესობით და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩანაწერი რომელიც დღევანდელ კონსტიტუციაშიც კი არ არის ასახული იყო შემდეგი სახის: ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია.
  • როცა კი ჩვენ ვეხებით რწმენით ან რელიგიურ საკითხებს უპირველესად უნდა გვახსოვდეს და ეს აუცილებელია გავიაზროთ, რომ როცა კი რელიგია და სახელმწიფო დებენ შეთანხმებას ეს შეთანხმება აუცილებლად მიგვიყვანს სამართლებრივი სახელმწიფოსგან გაქრობისკენ რამეთუ თანხის გადახდა და რელიგიური ორგანიზაციებიდან ამის სანაცვლოდ მხარდაჭერის მიღება იწვევს ურთიერთდამოკიდებულებას რომელსაც აუცილებლად მივყავართ თეოკრატიული სახელმწიფოსკე რომელიც არ ცნობს ინდივიდის როგორც ყველაზე მთავარს.
  • თუ 1921 წლის კონსტიტუცია იცნობდა ადმინისტრაციულ წარმოებას, ადმინისტრაციული წარმოება ნიშნავდა, რომ სახელმწიფოს ქმედება შეგეძლო გაგესაჩივრებინა სასამართლოში და სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებას სწორედ მოიქცა თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება, უფრო გავამარტივოთ თქვენ გინდათ ააშენოთ სახლი და ამაზე უარი გითხრათ მერიამ ან მუნიციპალიტეტმა ამ უარის გასაჩივრების უფლებას გაძლევდათ ეს კონსტიტუცია მაგრამ საბჭოთა კონსტიტუციამ განაცხადა, რომ:         
    ა) მიწა არის სახელმწიფოს საკუთრება და შესაბამისად მოქალქეს საკუთრების უფლება მხოლოდ შენობაზე აქვს;                               
    ბ) არათუ მშენებლობის ნებართვის არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედების გასაჩივრების უფლება არ გქონდა;  
  • წარმოიდგინეთ სამართლებრივი მოცემულობა როცა სახელმწიფო უარს ამბობს სასამართლომ შეამოწმოს სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული სამართალი საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ანუ არათუ უსამართლო თუ სამართლიანი გადაწყვეტილება არამედ უსამართლო სასამართლოს უფლებაც კი არ ქონდა ინდივიდს საბჭოთა კავშირში;  
  • თუ კი 1921 წლის კონსტიტუცია აღიარებდა მაგალითად საკუთრების უფლებას და საკუთრების უფლების იძულებით ჩამორთმევას არ უშვებდა გარდა საგამონაკლისისა საბჭოთა კონსტიტუცია სპობდა საკუთრების უფლების კლასიკურ გაგებას, თუ კი 1921 წლის კონსტიტუცვია კრძალავდა სიკვდილის დასჯას საბჭოთა კავშირმა პირიქით დაუშვა ე.წ. ტროიკა და სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივი სასჯელის სახედ იქნა აღიარებული.             
  • თუ კი ნებისმიერ დროს ნებისმიერ ვითარებაში დამოუკიდებლობა როგორც მოცემულობა საჭიროა ინდივიდისათვის აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ის რასაც 1921 წლის კონსტიტუცია იძლეოდა იყო ინდივიდის განვითარება აქვე არსებობს ბევრი სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, ეს რას ცვლის საზოგადოებისათვის ცვლის ყველაფერს ცვლის იმ გაგებით, რომ თუ უფლება გერღვევა შენ უნდა გქონდეს სასამართლო რათა სახელმწიფოსგან დაიცვა თავი, თუ შენ არ გაძლევენ სამუშაოს უფლებას შენ უნდა შეგეძლოს დაიცვა თავი სახელმწიფოსგან;
  • წარმოიდგინეთ 1921 წლის კონსტიტუცია უფლებას აძლევდა 50 000 ადამიანს მიემართა პარლამენტისათვის რათა მომხდარიყო კონსტიტუციის გადასინჯვა, უფრორე კიდევ სხვა მასშტაბის ჩანაწერი იწვევს გაოცებას (რომელიც დღევანდელ დღესაც კი არ გვაქვს ჩვენ კონსტიტუციაში), რომ „მთავრობას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს პარლამენტი ერთი წლის ვადით. ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედი ზედ მხოლოდ ორჯერ.“ ანუ იმისათვის, რომ არ განხორციელებულიყო ერთი პირის ხელში რაიმე სახის ძალაუფლების კონცენტრაცია კონსტიტუცია კრძალავდა ორჯერ მეტი ხნით პირის დანიშვნას მთავრობის მეთაურად ანუ ეს ბერკეტი წმინდა დემოკრატიული პრინციპი იყო რომელიც თავიდანვე იყო ჩადებული კონსტიტუციაში რომლის მოცემულობაც კი დღეს ჩვენ არ გვაქვს. 
  • დღევანდელ დღეს ბევრი საუბარია სასამართლო სისტემაზე მაგრამ უდიდესი ღირებულება რაც კი 1921 წლის კონსტიტუციას გააჩნდა იყო ის, რომ მოსამართლის არჩევა შესაძლებელი იყო ინდივიდების მიერ (მომრიგებელ მოსამართლეებს ირჩევდა ადგილობრივი თვითმმართველობა: თბილისში მათ ირჩევდა ქალაქის საბჭო, ხოლო მაზრებში მაზრის (ოლქის) საერობო კრება) როცა კი ჩვენ ვსაუბრობთ თუ რა არის საქართველოს ან ქართული სამართლებრივი სისტემის მახსოვრობა ან/და რა შეიძლება იყოს იქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ 1921 წელს ჩვენ როგორც ქვეყნის მოქალაქეებს გვქონდა უფლება მოსამართლეების არჩევის და ეს უფლება კონსტიტუციური უფლება იყო ჩვენი რომელიც დღევანდელ დღეს არ გვაქვს, შესაბამისად როცა კი ჩვენ ვსაუბრობთ 1921 წლის კონსტიტუციაზე ის უფროა არის ჩვენთვის ტრადიციული და სწორედ ეს ტრადიციულობა ნიშნავს ერთ-ერთი მთავარს, მოსამართლის არჩევის უფლება უნდა ჰქონდეს ინდივიდს.
  • ამის გარდა შესაძლებელია მრავალი სხვადასხვა ღირსებაზე საუბარი რომელიც გააჩნია 1921 წლის კონსტიტუციას თუმცაღა ის მცირე ჩამონათვალიც კი რომელიც აქაა მითითებული (მათ შორის სქესთა შორის თანასწორობა, ქალებისათვის ხმის უფლების მიცემა) გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი წინაპრები მათ შორის სამართლებრივმა წინაპრებმა აირჩიეს დაახლოებით ის სახელმწიფო წყობა რომელიც დღეს გვაქვს: დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო სადაც ყველა სამართლის წინაშე თანასწორია და რაც მთავარია ინდივია მთავარი შესაბამისად სწორედ ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ტრადიცია, სამართლებრივი ტრადიცია, რომლის არსებობის საშუალებაც არ მოგვცა საბჭოთა კავშირმა. 
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება
    საქართველოს მთელ ტერიტორაზე tel/vibe/WhatsApp:+995591976764;
    mail:guram.kontuadze@gmail.com;
    facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!

Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა