საქმეები სისხლის სამართალი

Contra Legem ანუ სამართლიანობა უპირველეს ყოვლისა

21-11-2021 1 615

  • Contra Legem (ქართულად უფრო შეეფერება კონტრა ლიგემ) სიტყვა სიტყვითი მნიშვნელობით უფრო ნიშნავს: მიუხედავად კანონის ნორმისა. აღნისნული პრინციპი ახალი არაა სამართლისათვის და ის ჯერ კიდევ რომაული სამართლიდან იღებს საფუძველებს კერძოდ მასზე ჩანაწერები გვხდება 27 წიგნში იუსტინიანეს დიგესტში სადაც მითითებულია, რომ „ის რაც დადგენილია როგორც კანონი სამართლის აზრის/არსის საპირისპიროდ ჩვენ არ შეიძლება მივდიოთ/დავემორჩილოთ როგორც იურიდიულ წესს“ მოსამართლე ემორჩილება კანონს მაგრამ მოსამართლეს ასევე ეძლევა უფლება იმოქმედოს კანონის საწინააღმდეგოდ, ერთის შეხედვით შესაძლებელია აღნიშნული იწვევდეს გაკვირვებას მაგრამ ამ უფლების აღუჭურველობის გარეშე მოსამართლე ერთმევა ის უფლება რაც ქართულად, რომ ვთარგმნოთ შეიძლება იწოდებოდეს „განაჩინოს სამართლიანობა“ (იგივე რაც „ქმნა მართლისა სიმართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“) სამართლიანობა არ არის მდგომარეობა ის მუდმივი სწრაფვაა უსამართლობიდან სამართლიანობისაკენ, სამართლიანობა როგორც ობიექტური მოცემულობა შეუძლებელია არსებობდეს მუდმივად შესაბამისად უფრო მარტივად რომ ითქვას, რომ სამართლიანობის განმარტება შეუძლებელია თვისობრივად უსამართლობის გარეშე ამიტომაც „უსამართლობაა ის რაც არ არის სამართლიანობა“ ან „სამართლიანობა ის რაც არ არის უსამართლობა“ ამასთანავე თუ კი „ობიექტურად შეუძლებელია არსებობდეს ყველასათვის ერთი და იგივე სამართლიანობა“ რამეთუ სამართლიანობა არა საზოგადოებრივი მოვლენა არამედ პიროვნული მოვლენაა ამ პრინციპის დამოკლეს მახვილიც სწორედ მისი განპიროვნებაა როცა ინდივიდს წინამდებარე შემთხვევაში კი მოსამართლეს ეძლევა საშუალება დამოუკიდებლად მის მიერ განვლილი ცხოვრების, სოციალურ თუ კულტურულ გავლენათა მეშვეობით მან დამოუკიდებლად თქვას, რომ მართალია კანონი არის მაგრამ ეს კანონი არ იმსახურებს მის გამოყენებას თავისივე წარმოდგენილი დანიშნულებით და იმსახურებს მის საპირისპირო განმარტებას მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ემორჩილება კანონს; 
  • „როდესაც სამართლის ნორმის სიტყვასიტყვით განმარტებას უსამართლო შედეგამდე მივყავართ, ასეთ შემთხვევაში სამართლისშემფარდებელი უფლებამოსილია ნორმა contra Legem, ანუ მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის საწინააღმდეგოდ განმარტოს და ამით სამართლიანობის პრინციპი დაიცვას. აღნიშნული ხორციელდება არა მოსამართლის სუბიექტური შეხედულების საფუძველზე, არამედ მოქმედი მართლწესრიგის ფარგლებში და მისი დაცვის მიზნით“ (გადაწყვეტილება საქმეზე საქმე №1/5326-19 ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  ელენე გოგუაძე) საქართველოს კონსტიტუციის 61.1. მუხლის მიხედვით „მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს“ უპირველესად ყურადსაღებია, რომ კანონმდებელმა უმაღლეს კანონთა წიგნში პირველ რიგში არა კანონი არამედ კონსტიტუცია დააყენა და შემდგომ უკვე კანონი, აპრიორი მიღებულია, რომ „ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს სამართლიანობას" მაგრამ ნორმათა უსაშველო წყებები რომლის მიღებასაც ახორციელებს პარლამენტი შეუძლებელია არ გააჩნდეს ან ხარვეზი ან შეცდომა ან შეუსაბამობა კონსტიტუციასთან შესაბამისად მოსამართლე მოქმედებს კანონის საფუძველზე მაგრამ თუ მისივე შეხედულებით ეს კანონი ეწინააღმდეგება „კონსტიტუციური მართლწესრიგის პრინციპებს“ ის არათუ უფლებამოსილია არამედ ვალდებულებია უზრუნველყოს არა კანონის არამედ კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გამომდინარე „სამართლიანობა“ რათა ინდივიდის კონსტიტუციური უფლებები სახელმწიფოს მხრიდან კანონის საფუძველზე არ იქნეს შერყეული რამეთუ მთავარი შეთანხმება სახელმწიფოსა და ინდივიდს შორის არის კონსტიტუცია და არა კანონი, კანონი შეიძლება ითქვას კონსტიტუციური უფლებების განხორციელების საშუალებაა მაგრამა არავითარ შემთხვევაში ინდივიდისათვის აღნიშნულ უფლებათა განუხორციელებლობის დამაბრკოლებელი საშუალება; 
  • ამასთანავე აუცილებელია ისიც იქნეს განმარტებული, რომ აღნიშნული პრინციპის დაცვით არ შეიძლება იქნეს გამართლებული „კანონის წინასწარ განზრახვით ბოროტად გამოყენება“ რამეთუ ეს პრინციპი Contra Legem საპირისპიროდ კანონის შინაარსის დანიშნულების იცავს როცა ბოროტად გამოყენებად კანონს უკანონობად აქცევს ამასთანავე ეს პრინციპი უფრო მოსამართლის ღირებულებათა სისტემის გამოძახილი უფროა ვიდრე კანონმდებლის ნება რამეთუ ასეთი განმარტების დროს ჩნდება/ისახება რა ღირებულებები გააჩნია მოსამართლეს როგორც ინდივიდს ამა თუ იმ კონკრეტულ შესაფასებელ ფაქტთან რომელიც მისთვის ძნელად გადასაწყვეტია რამეთუ კანონიერება სჭამს სამართლიანობას;
  • „როდესაც მოსამართლეს უწევს კანონის ტექსტისგან განსხვავებული განმარტების გაკეთება, მას შეიძლება გაუჩნდეს იმის განცდა, რომ ამ ფორმით „უპირისპირდება“ მართლწესრიგს – ეს კი არ არის იურისტის ბუნებრივი და ნორმალური მდგომარეობა (ხუბუა გ., განმარტება Contra Legem, ჟურნ. „სამართლის მეთოდები“, N2, 2018)“
  • ამასთანავე ისიც საინტერესო საკითხი შეიძლება იყოს, რომ მოსამართლე თუ იყენებს აღნიშნულ პრინცპის ის აღნიშნულ იყენებს როგორც უმრავლების ნებას თუ იყენებს უმცირესობისათვის რათა უმრავლესობის დიქტატმა არ წაშალო ზღვარი ინდივიდის უფლებასა და უმრავლესობას შორის? მოსამართლის კონსტიტუციური ჯანყი შეიძლება კი არსებობდეს სამართლებრივ სახელმწიფოში თუ კი მის მიერ გამოსაყენებლი ნორმა იმთავითვე მას ინდივიდის წინააღმდეგ უსამართლობას უტოვებს და უფრორე აჩენს განცდას ნორმის მიერ ინდივიდის უფლების ისეთ „შეჭმას“ რომელსაც გამართლება არ აქვს?            
  • ავიღოთ მაგალითი: პირმა შეიტანა სარჩელი განქორწინებაზე სასამართლომ მიიღო სარჩელი წარმოებაში თუმცაღა სასამართლოზე არ გამოცხადდა და შესაბამისად გამოვიდა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ერთის მხრივ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამბობს, რომ ერთი და იგივე მხარეებს შორის ერთი და იგივე საგანზე ერთი და იგივე საფუძვლით დაუშვებელია მეორეს მხრივ კი პირი არ შეიძლება იყოს იძულებით ქორწინებაში! ანუ შეუძლია თუ არა პირმა განმეორებით რომ მიმართოს სასამართლოს რათა არ იყოს იძულებით ქორწინებაში თუ უკვე არსებობდეს სასამართლო გადაწყვეტილება განქორწინებაზე უარის თქმის თაობაზე? (აქ მეორე ვარიაცია შეიძლება იყოს მიუთითოს, რომ მან გადაწყვეტილების მიღების მერე კვლავ გადაწყვიტა განქორწინება ანუ სხვა საფუძველი გაუჩნდა განქორწინების). 
  • თუ მოსამართლე კანონს განმარტავს კანონის მიხედვით პირი დარჩება იძულებით ქორწინებაში მაგრამ თუ პირს სარჩელს მიიღებს ის დაიცავს ინდივიდის კონსტიტუციურ უფლებას არ იყოს იძულებით ქორწინებაში რამეთუ ქორწინების უფლება ასევე მოიცავს განქორწინების უფლებასაც შესაბამისად კანონის სიტყვა სიტყვით განმარტების საპირისპიროდ მიუხედავად კანონისა ასეთი სახის ჯანყი მოსამართლისა კანონის წინააღმდეგ აბსოლიტურად გამართლებულია თუ კი აღნიშნულით ის აფართოებს „ინდივიდის უფლებას“ სხვაგვარად რომ ვთქვათ „მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იურიდიული არგუმენტების მეშვეობით“ (ხუბუა გ., განმარტება Contra Legem, ჟურნ. „სამართლის მეთოდები“, N2, 2018)“;
  • შესაძლებელია Contra Legem ასევე იქ იქნეს გამოყენებული თუ კი იცვლება საზოგადოებრივი ურთიერთობები ისეთი სახით როცა კი აუცილებელია სასამართლომ ნორმას შესძინოს განსხვავებული ხასიათი რომლითაც ის საზოგადოებაში დადგენილ ნორმებს რომელზეც არსებობს „ფართო საზოგადეობრივი კონსესუსი“ ჯერ ასახული არ არის კანონმდებლობაში მაგრამ ის საჭიროებს სასამართლოს მხრიდან რეაგირებას რამეთუ უზრუნველყოს მისი როგორც მოცემულობის დადასტურება; 
  • შესაძლებელია სხვა მაგალითიცი იყოს განხილული მაგალითად სახეზეა ვინდიკაციური სარჩელი (უძრავი ქონების გამოთხოვა უკანონო მფლობელობიდან) ასეთ შემთხვევაში თუ პირი შეიტანს სარჩელს მაგრამ შემდგომ მის წინააღმდეგ გამოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება პირს აქვს კი უფლება კვლავ განმეორებით მიმართოს? (აქაც შესაძლებელია ვარიაცია, რომ მას სასამართლო გადაწყვეტილების მერე გაუჩნდეს უკვე მეორე ახალი პრეტენზია ანუ შეიცვალა საფუძველი) მაგრამ თუ სასამართლო უარს იტყვის სარჩელის მიღებაზე ის ამით საკუთრების უფლებას გაუქრობს მოსარჩელეს და შესაბამისად ნორმის განმარტება სიტყვა სიტყვით გამოიწვევს უკვე უსამართლობას რამეთუ საკუთრების უფლება ეს „კონსტიტუციური უფლებაა“ რომელიც ვერ შეიზღუდება კანონით რამეთუ ასეთი შეზღუდვა გამოიწვევს აშკარა უსამართლო შედეგს;
  • სადავო საკითხია მაგალითად პირმა ჯერ იდავოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობაზე და შემდგომში მაგალითად იგივე ხელშეკრულებაზე იდავოს ნასყიდობის საფასურის გადახდაზე, შეუძლია თუ არა? ერთის მხრივ საფუძველი იცვლება მაგრამ მეორეს მხრივ მიღებული გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია და ეფუძნება იმ ხელშეკრულებას ანუ მისი ნაწილია და შესაბამისად თუ კი სასამართლო ასეთ სარჩელს მიიღებს მაშინ მოპასუხისათვის დაარღვევს თუ არა კანონს რამეთუ მან უკვე იდავა მის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა? 
  • საკითხის სადავოობა გამოარჩევს სწორედ ამ პრინციპს რომელიც იმდენად დიდი იარაღია მოსამართლის ხელში რომ შესაძლებელია მისმა გამოყენებამ აიძულოს კანონმდებელი კანონშემოქმედის როლი დაუთმოს მის და უნებურად მოსამართლეს ანუ კანონშემფარდებელს (ამ ორი ცნების აღრევა უმეტესად იწვევს ხოლმე დიქტატურას ან ავტოკრატიას რამეთუ დემოკრატია იწვევს ლეგალურ კონკურენციას ხელისუფლებათა შტოებს შორის რათა ინდივიდი იქნეს ცენტრად მიჩნეული სახელმწიფოსი) თუ უფრო შორს წავალთ თუ კი იქნება სიკვიდილით დასჯა როგორც ნორმა შემოღებული ან თუ კი მაგალითად პარლამენტი აკრძალავს სიტყვის თავისუფლებას ყველა მედიასთვსი და დატოვებს მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს და კრიმინალიზირებულად გამოაცხადებს მედიის საქმიანობას მოსამართლეს მიერ ასეთი საქმის სასამართლოში წარმართვის დროს პირი რომ დასაჯოს საინფორმაციო საშუალების გამოყენებისათვის იქნება კი სამართლიანი ან გამოიყენოს სიკვდილით დასჯა?
  • საკითხი შეიძლება სხვაგავარად იქნეს დანახული თუ კი სასამართლო ამ მეთოდს არ იყენებს შეიძლება ითქვას, რომ მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას (საუბარი არ არის მის ყოველდღიურ გამოყენებაზე საუბარია მის გამოყენებაზე როცა ეს საჭიროა) და როცა კი სასამართლო ამას იყენებს ეს პირდაპირი ინდიკატორი შეიძლება იყოს იმისა, რომ სასამართლო რეალურად დამოუკიდებელია სხვა დანარჩენი სახელისუფლო შტოებისგან;        
  • სამართალი და მისი პროფესიები არის სტატიკური მდგომარეობა ანუ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით სამართლის პროფესიები იყენებენ არსებულს და ვერ გამოიყენებენ არარსებულს ხოლო პოლიტიკოსები მუდმივად მომავალზე არარსებულზე აკეთებენ და განმარტავენ მას, ამასთანავე ერთადერთი რომელიც ამ სტატიკური მდგომარეობიდან გამოდის და „პოლიტიკური იურისტი“ ხდება მისი საუკეთესო გამოვლინებით არის მოსამართლე როცა ის ნორმის შინაარს უახლოებს სამართლიანობას და ამით არ ჯერდება არსებულს რამეთუ მისთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციური მართლწესრიგის უზრუნველყოფა;
  • ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განმარტება Contra Legem-ის შემთხვევაში სახეზეა კონფლიქტი ნორმის სხვადასხვა მიზანს შორის. მართლწესრიგი უნდა იყოს სამართლიანი. განმარტება Contra Legem უპირატესობას ანიჭებს სამართალს, რომელიც გამომდინარეობს კონსტიტუციური მართლწესრიგიდან და უზრუნველყოფს კონკრეტული ურთიერთობის სწორ, სამართლიან გადაწყვეტას. ამ „სამართლის“ მოძიება და კონკრეტულ გადაწყვეტილებებში  რეალიზაცია არის მართლმსაჯულების ფუნქცია.  განმარტება Contra Legem შეუძლია არა „ჩვეულებრივ“ სამართლის შემფარდებელს, არამედ მხოლოდ მოსამართლეს. მოსამართლემ უნდა იმოქმედოს არა სამართლიანობის სუბიექტური შეხედულებების საფუძველზე, არამედ მხოლოდ მოქმედი მართლწესრიგის ფარგლებში, იმ ღირებეულებების მიხედვით, რომელიც საფუძვლად უდევს სამართლის სისტემას.“ (გადაწყვეტილება №ას-559-2019) (სისხლის სამართლის საქმეებზე და ადმინისტრაციულ საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ასეთი სახის განმარტება არ მოიპოვება); 
  • მოსამართლე მართალია ყოველთვის წყვეტს ერთ საქმეს და ამით ის პასუხს აბრუნებს მხოლოდ ამ საქმეზე მაგრამ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ და ვერ იქნება ერთჯერადი ხასიათის რამეთუ ის თავისივე გადაწყვეტილებით თავისივე არგუმენტებით პასუხს სცემს ასევე საზოგადოებას თუ რას ფიქრობს ის როგორც სოციალური მოვლენა საზოგადოებაში, შესაბამისად ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება მოსამართლის გამოძახილია რომელიც მიემართება არამარტო პირებს არამედ მთლიანად ყველა ინდივიდს თუ კი იმ ინდივიდების საქმეს მას ასევე ექნება განსახილველი; 
  • მიუხედავად კანონის ნებისმიერი ნორმისა არსებობს უფრო მაღალი ღირებულება ვიდრე შეიძლება იყოს კანონი მაგრამ არარსებობს იმაზე მეტი დაწერილი ღირებულება ვიდრე კონსტიტუციაა შესაბამისად თუ კი კონსტიტუცია ეფუძნება სამართლიანობას და სამართლიანობაა მთავარი სამართლებრივ სახელმწიფოში მოსამართლისათვისაც გადაცემული ეს ლეგიტიმური უფლება იმსხურებს არათუ არსებობას არამედ მის მრავალჯერ გამოყენებას რამეთუ სხვაგვარად ჩვენ არ დაგვჭირდებოდა მოსამართლე რომელმაც უნდა განაჩინოს სამართალი (და არა კანონიერება), Contra Legem-ზე კი დაუსრულებლად შეიძლება საუბარი აქ მხოლოდ მცირედი ნაწილია მითითებული; 
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება
    საქართველოს მთელ ტერიტორაზე; tel/vibe/WhatsApp:+995591976764; 
    mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ! 
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა