საქმეები

ვაქცინაცია: უფლება თუ ვალდებულება?

14-08-2021 586

  • ბოლო დღეები თუ არა ბოლო თვეებია უფრო აქტიური ხდება საკითხი იმასთან დაკავშირებით ვაქცინაცია უნდა იყოს თუ არა სავალდებულო და თუ უნდა იყოს ვისთვის უნდა იყოს ან თუ პირს აქვს უფლება ვაქცინა არ გაიკეთოს მაშინ რა უფლება აქვს თვითონ საზოგადეობას რამეთუ „უფლება, ვალდებულება და პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან ვერ იქნება განცალკევებული. საზოგადოებაში, საზოგადოების წევრად ცხოვრება გარდაუვლად იწვევს პირის ვალდებულებას, პასუხისმგებლობას და პირის უფლებასაც.1“; საკითხის შემოფარგვლა ძნელია ინდივიდის პრიზმიდან თუ კი საკითხი ეხება არა მორალურ არამედ სამართლებრივ ჭრილს რამეთუ უფლება არ არსებობს დამოუკიდებლად ვალდებულებისა და პირიქით, შესაბამისად ვეცდები ვიმსჯელო სამართლებრივი კუთხით და არავითარ შემთხვევაში მორალური პრიზმიდან რადგანაც მორალის კოლექტიურ საშუალებად გადაქცევა იწვევს ყველა იმ უარყოფით შედეგს; 
  • „იძულებითი ვაქცინაცია - როგორც იძულებითი მკურნალობა იწვევს პირად ცხოვრებაში შეჭრას რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის დარღვევას, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 8.1. მუხლით. 2“; 
  • 2021 წლის 27 იანვარს ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას 3. რომელიც გარკევულ სამართლებრივ შეჯერებულ გზას წარმოადგენს მისი წევრი ქვეყნებისათვის. აღნიშნული რეზოლუცია ერთის მხრივ სახელმწიფოებს ავალდებულებს შექმნას შემდეგი პირობები, კერძოდ:     
    7.3.1. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს,  რომ მისი მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულები, რომ ვაქცინაცია არ არის სავალდებულო, რომ არავინ არ შეიძლება პოლიტიკური, სოციალური ან სხვა სახის ზეწოლით იყოს ვაქცინირებული თუ კი პირი არ არის თანახმა;                    
    7.3.2. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ არავინ არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი იმის გამო, რომ მას არ გაუვლია ვაქცინაცია შესაძლებელი რისკის, ჯანმრთელობის ან/და თუ სურვილი არ აქვს ვაქცინირების;                     
    7.3.3. ადრეულ პერიოდზე მიიღოს ყველა ეფექტური ღონისძიება რათა აღკვეთილ იქნეს არასანდო ინფორმაცია, დეზინფორმაცია Covid-19 ვაქცინების მიმართ;                 
    7.3.4. გაავრცელოს საჯაროდ და ღიად ინფორმაცია რომელიც შეეხება როგორც ვაქცინის უსაფრთხოებას ასევე შესაძლო გვერდით რისკებს, იმუშაოს რა სოციალური ქსელების პლატფორმებთან და დაარეგულიროს მათი საქმიანობა რათა აღკვეთილ იქნეს დეზინფორმაცია;                      
    7.3.5. ღია იყოს ხელშეკრულების პირობები ვაქცინის მწარმოებლებთან და უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებების როგორც საპარლამენტო ასევ საზოგადოებრივი კონტროლისათვის.
  • უპირველესად მომყავს ის საკითხები რომელიც ასე თუ ისე თანხმობაშია თვითონ ინდივიდის უფლებასთან რომლის სხეული ან ჯანმრთელობა ეხება მხოლოდ მას, ამასთანავე ნებისმიერი ინდივიდის ან ინდივიდების დაცვის უფლება იწყება არა უმრავლესობიდან არამედ უმცირესობიდან შესაბამისად საპარლამენტო რეზოლუციის მიზანი არ არის უმრავლესობა რომელსაც ისედაც უნდა ვაქცინირება ისევე როგორც მთლიანობაში სამართლის, რეზოლუცია რა თქმა უნდა აღიარებს უფლების აუცილებლობას და ეს შეუძლებელია არ იქნეს ცნობილი თუმცა ამასთანავე ის სახელმწიფოს ავალდებულებს მიიღოს ყველა ზომა რათა დეზინფორმაცია არ იქნეს გავრცელებული სახელმწიფო, დეზინფორმაციისაკენ ბრძოლის აუცილებლობას იწვევს სწორედ სწორი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება კერძოდ თუ პირი აცხადებს რომ მას არ სურს ვაქცინირება რამეთუ მაგალითად მას ვინმემ უთხრა სახელმწიფოს როლი იწყება სწორედ აქედან რომ „დეზინფორმაციის დაუშვებლობით“ მხოლოდ ლოგიკური არგუმენიტრებით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს პირის მიერ მისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება. 
  • ამასთანავე ძალიან საინტერესო ჩანაწერია ამ რეზოლუციაში 7.3.6. პუნქტის მიხედვით კერძოდ 4: 
    7.3.6. სახელმწიფო ვალდებულებია ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან/და სხვა ადგილობრივ საინიციატოვო ჯგუფებთან მარგინალიზებული ჯგუფების დასახმარებლად;
  • ერთის მხრივ ევროპარლამენტი ხვდება და ეს სავსებით მისაღებია, რომ უმრავლესობა ელოდება ვაქცინას და მზადაა იქნეს ვაქცინირებული მაგრამ მეორეს მხრივ ის სახელმწიფოს მოუწოდებს „მარგინალიზებული ჯგუფების“ დასახმარებლად, შეიძლება ითქვა ცნობიერების ამაღლებისათვის იმუშაოს, შესაბამისად მხოლოდ ის ჩანაწერი რომელიც მიუთითებს უფლებაზე არ მუშაობს ასევე სახელმწიფოა ვალდებული ასეთ ჯგუფებს რომელთა წარმოდგენა ან არგუმენტი ვერ უძლებს კრიტიკას კი არ გარიყოს არამედ უზრუნველყოს მათი ცნობიერების ამაღლება;
  • საკმადო საინტერესოა, რომ აღნიშნული რეზოლუცია დათქმას აკეთებს ასევე სხვა რეზოლუციაზე რომელიც მიღებულ იქნა 2020 წელს და შეეხება დემოკრატიის როლს პანდემიის დროს 5. მასში მრავალი ჩანაწერია თუმცაღა საინტერესო იმით არის, რომ რამდენიმე პასაჟია პანდემიის გამოყენებაზე როგორც საშუალების მაგალითად: 
    ა) დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებული კანონის უზენაესობის პრინციპი უზრუნველყოფს დაიცვას ინდივიდუალურ თავისუფლებაში ჩარევა სახელმწიფოში და მისი შეკავება/შეზღუდვა, რომლებიც სცდებიან იმ საზღვრებს რომელიც აუცილებელია რათა შეკავდეს პანდემია;
    ბ) მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება ენდო სახელმწიფო მონაცემებს ვირუსის მასშტაბების თაობაზე და პანდემიის გავლენას საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე; 
    გ) დემოკრატიას საფრთხე ემუქრება და ადამიანებმა, რომელთათვის სულერთი არაა ის უნდა გამოავლინონ ნება, დისციპლინა და სოლიდარობა მის დასაცავად. თავისუფლება, ჯანმრთელობა და ადამიანის ღირსება საფრთხეშია მსოფლიო მასშტაბით; 
  • 2014 წლის 01 დეკემბერს ევროსაბჭო გამოაქვს დასკვნა, რომ „ ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც გამოყენებულ იქნა საზოგადოების ვაქცინაციის პროცესში შეძლეს დაეცვათ ადამიანები ავადმყოფობისგან, ამასთან ერთად ამავდროულად, პათოგენების მიმოქცევის შეწყვეტა ეგრეთ წოდებული „ჯოგური იმუნიტეტის“ საშუალებით არის მოვლენა რომელიც ხელს უწყობს უფრო ჯანმრთელი გლობალური საზოგადოების არსებობას. გამომდინარე აქედან საზოგადოების იმუნიტეტი შეიძლება იქნეს მიჩნეულ იქნეს ვაქცინაციის ნაციონალური მიზნად“; 
  • გარდა ზემორე აღნიშნულისა რომ პირს აქვს უფლება არ იყოს ვაქცინირებული მისი განმარტებაც წარმოადგენს აუცილებლობას, კერძოდ 7.3.6. რომელიც შეეხება სახელმწიფოს უზრუნველყოფას რათა ამ უკანასკნელმა უზრუნველყოს ინფორმირებულობა წარმოადგენს სწორედ სახელმწიფოს ვალდებულებას მაგრამ ვალდებულებას წარმოადგენს იმ ჭრილში, რომ ზეწოლის განხორციელება არის დაუშვებელი, ზეწოლა ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან არ იქნეს გამოყენებული ის ბერკეტები რომელიც მას აქვს რამეთუ ეს პირდაპირ კორელაციაში საფრთხესთან რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს დემოკრატიას, თუმცაღა აქ შემოდის სხვა საკითხი რომელზეც ასევე სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს, კერძოდ: 
  • თუ პირი არის პედაგოგი სახელმწიფოს მოუწოდებ მასზე არ განახორციელო ზეწოლა და კი ზეწოლა არ შეიძლება იქნეს განხორციელებული, თუმცაღა პირს არგუმენტის გარეშე არ სურს ვაქცინაცია და ამ პირს დღეში სახელმწიფოს სახელით 100-ით ადამიანთან აქვს შეხება საბოლოო პასუხისმგებელი ამ პირისგან თუ გავრცელდება ან გადაედება ვირუსი ვინ შეიძლება იყოს? რესპირატორული და სწრაფად გავრცელებადი ვირუსის დროს საკითხის მხოლოდ ზეწოლით ახსნა არ შეიძლება თუმცაღა დაცვის უფლება აქვს თუ არა მაგალითად პირს რომელიც იღებს მომსახურებას სახელმწიფოსგან? ან სად გადის მისი უფლების ზღვარი სხვასთან? აქვს კი მაგალითად კოვიდ უსაფრთხოდ მიიღოს მომსახურება სახელმწიფოს ნებისმიერი დაწესებულებიდან? ზეწოლის დაუშვებლობა ეს არის ინდივიდის თავისუფლებაში არ ჩარევა მაგრამ ოქროს შუალედია საინფორმაციო კამპანიის ჩატარება თუმცაღა თუ საკითხს ასეთი სახით დავსვავთ მაგალითად თუ ის უარს აცხადებს ვაქცინაზე ეს მისი უფლებაა მაგრამ აქვს სახელმწიფოს იმის უფლება ეს პირი გაანთავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან რათა სხვის ჯანმრთელობაზე იზრუნოს?  იძულებითი ვაქცინაცია დაუშვებელია და ეს აპრიორი ასეა კიდეც მაგრამ უფლება სახელმწიფოსი იმოქმედოს იკარგება თუ არა?
  • შესადარებლად შესაძლებელია ავიღოთ მაგალითი: ავიღოთ მაგალითად პირს რომელიც მუშაობს და აქვს შეხება დღიურად ათეულობით ადამიანთან ეს ადამიანი უარს აცხადებს იყოს ვაქცინირებული რადგანაც მას არ სურს ან პედაგოგი ავიღოთ რომელიც საბავშვო ბაღში მუშაობს და უარს აცხადებს იყოს ვაქცინირებული თუმცაღა დღიურად ათეულობით ბავშვთან აქვს შეხება ან მაგალითად ავიღოთ ლექტორი რომელსაც ათეულობით სტუდენტთან აქვს ურთიერთობა უარს აცხადებს გაიკეთოს ვაქცინა, მხოლოდ მისი უფლებაა მთავარი თუ ბაღის მშობელს, მომხმარებელს ან მაგალითად სტუდენტს აქვს კი უფლება მიიღიოს კოვიდ უსაფრხოება? (ამაზე მარტივი პასუხი ან სამართლებრივად გამართულ პასუხს ალბათ რამდენიმე წელში მივიღებთ);
  • დასაწყისში ნახსენები „საზოგადოებაში, საზოგადოების წევრად ცხოვრება გარდაუვლად იწვევს პირის ვალდებულებას, პასუხისმგებლობას და პირის უფლებასაც.1“ სწორედ აქ უნდა ვეძებოთ პასუხები რამეთუ არ არსებობს ვალდებულება უფლების გარეშე და პირიქით შესაბამისად იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვსაუბრობთ უფლებებზე უფლებათა რეალიზაციის საშუალება არ ვრცელდება მხოლოდ მცირე ჯგუფებზე ის ვრცელდება ყველაზე ნებისმიერი საზოგადოების წევრზე, ამასთანავე თუ ვინმეს უფლება აქვს არ იყოს ვაქცინირებული დამსაქმებელს რისი უფლება შეიძლება ჰქონდეს?
  • შესაძლებელია პირს ჰქონდეს ისეთი სამუშაო რომელიც მიუთითებს, რომ შესაძლებელია ის დისტანციურ სამუშაოზე იქნეს გადაყვანილი მაგრამ თუ კი შეუძლებელია მაშინ პირს ვისაც არ სურს მისით მიიღოს რაიმე სახის მომსახურება მიიღოს რისი უფლება აქვს? უპირველესად ისევ ვუბრუნდებით იმ საკითხს, რომ „არავინ არ უნდა გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი იმის გამო, რომ მას არ გაუვლია ვაქცინაცია შესაძლებელი რისკის, ჯანმრთელობის ან/და თუ სურვილი არ აქვს ვაქცინირების“ თუმცაღა აღნიშნულ ვალდებულებას სწორედ სახელმწიფოს აკისრებს ანუ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ:
    ა) არ იყოს მის მოქალეებს შორის განსხვავება არის თუ არა ვაქცინირებული მოსწონდა თუ არა ვაქცინაცია ან იყო თუ არა მომხრე მასობრივი ვაქცინაციის და ა.შ;  
    ბ) პირი რომელიც შესაძლებელია დაინფიცირდება მაგრამ უარს ამბობდა ვაქცინაზე არ უნდა ეთქვეს უარი მის მოვლაზე და ა.შ;  
    გ) ამ ნიშნით არ განხორციელდეს მაგალითად საგადასახადო შეღავათები ვაქცინირებულსა და არავაქცინირებულს შორის და ა.შ; 
  • მაგრამ სახელმწიფომ რა სახით უნდა უზრუნველყოს, რომ კერძო პირებს შორის არ იქნეს დაშვებული „დისკრიმინირება“ ვაქცინირებულისა და არავაქცინირებულს შორის? ანუ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს     კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში? აქვს კი სახელმწიფოს იმის უფლება რათა განსაზღვროს, რომ პირს რომელსაც არ სურს მიიღოს არავაქცინირებული დაწესებულებიდან ან პირიდან მომსახურება ეს ნიშანი იქნება თუ არა გამართლება განსხვავებული მოპყრობის, რადგანაც სწორედ ეს ნიშანი გაყოფს ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ დამოკიდებულებას რადგანაც ვაქცინაცია შესაძლებელია ჩემი უფლებაა მაგრამ ასევე ჩემი უფლებაა თუ არა უარი ვთქვა ასეთი პირისგან მომსახურების მიღებაზე და მე არ ვიყო პირი რომელმაც დისკრიმინირება გავუკეთე სხვა პირს ამ ნიშნის გამო? 
  • ოვიედოს კონვენცია ერთის მხრივ მიუთითებს, რომ (5-ე მუხლი) „სამედიცინო ჩარევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესებული პირი მისცემს ნებაყოფლობით წერილობით თანხმობას ამაზე“ ხოლო მეორეს მხრივ ინდივიდის ასეთი სახის უფლება არის თუ არა აბსოლიტური? გამონაკლისია მხოლოდ იგივე კონვენციის 8 მუხლი „საგანგებო სიტუაციის დროს თუ შესაბამისი თანხმობა შესაბამისი პირის თანხმობის მიღება შეუძლებელია, ყველა ჩარევა, რომელიც აუცილებელია პირის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის დაუყონებლივ შეიძლება იქნეს განხორციელებული“ აღნიშნული მუხლიც კი ვერ იქნება მაიძულებელი იძულებითი ვაქცინაციის შემთხვევაში 6. 
  • მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არის ჩამონათავლი გვაქვს ასევე კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ რომლის 5.1 ნაწილი 1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია 7:                            
    ვ) სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას;                                                
    გარდა ამისა იგივე კანონის ჩანაწერია, რომ:   
    2. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა:
    ბ) უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;   
  • მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ე.წ. განსხვავებული აზრი მაგალითად: შესაძლებელი არის თუ არა პირს ვუთხრა უარი დასაქმებაზე თუ კი ის არ არის ვაქცინირებული ერთის მხრივ შემოდის განმასხვავებელი ნიშანი რომელიც არის „არავაქცინირებულობა“ თუმცაღა ესეც გამოსარკვევია პირი სრულებით აცხადებს უარს ვაქცინაზე თუ ვერ მოახერხა მეორეს მხრივ მე როგორც დამსაქმებელს ასევე მაქვს ვალდებულება შევუქმნა ჩემს სხვა დასაქმებულებს უსაფრთხო გარემო  „45.1. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოთი. 8“ ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ რადგანაც ჯერჯერობით „სავალდებულო არ არის ვაქცინა“ არავის აქვს უფლება განსხვავებული ნიშანი გამოიყენოს ნაადრევია რამეთუ ინდივიდი როგორც საზოგადოების წარმომადგენელი მხოლოდ მის ქმედებებზეა პასუხისმგებელი მაგრამ ასევე სხვა ინდივიდსაც აქვს უფლება მისი:
    ა) დასაქმების ადგილი;     
    ბ) საკუთრება;  
    გ) ჯანმრთელობა;  
    დ) ნებისმიერი მისი საქმიანობის დროს; 
    იყოს დაცული რადგანაც მხოლოდ უფლება არ შეიძლება მოდიოდეს ან იკავებდეს წინა ადგილს თუ კი სახეზეა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობა, ამასთანავე ამ უფლების განხორციელება შეუძლებელია ერთნაირი სტანდარტით იქნეს განხილული ან შეფასებული რამეთუ ასეთი სახის უფლების მიცემა ნებისმიერი პირისა თუ ორგანიზაციისათვის გამოიწვევს უკუ შედეგს რადგანაც არ არსებობს კანონი რომელსაც ძლიერი მხარე არ იყენებს სათავისოდ ამასთანავე არ არსებობს საქმე რომელიც იდენტურია, შესაბამისად ხელაღებით იმის თქმა, რომ არის თუ არა დისკრიმინირება შეუძლებელია რადგანაც თითოეული შემთხვევის უკან დგას ობიექტურ ან სუბიექტურ ფაქტორთა ერთობლიობა რომელიც საბოლოო ჯამში იძლევა პასუხს: 
  • კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული პირის უფლება არ იყოს ვაქცინირებული რჩება მის უფლებად მაგრამ ამასთანავე ის რაც შესაძლებელია მოყვეს მის უფლებას ასევე არის პასუხისმგებლობა რომელიც თითოეულ საზოგადოების წევრს როგორც ვალდებულება ისე დაგვყვება და სწორედ ამათი შეჯერების გარეშე შეუძლებელია ვისაუბროთ არის თუ არა ეს ასე.  
  • თავში დასმულ კითხვაზე ვაქცინაცია არის ვალდებულება თუ უფლება? დღევანდელი დღის მოცემულობით არის უფლება მაგრამ ამ უფლების განხორციელებას აქვს სუბიექტური ფაქტორები, რომელიც მარტივად რომ ავხსნათ არის შემდეგი: სრული პასუხისმგებლობის აღება ქმედებაზე, რამეთუ სხვასაც აქვს უფლება იყოს ვაქცინირებული და მიიღოს კოვიდ უსაფრთხო გარემო და ასევე მიიღოს კოვიდ უსაფრთხო გარემოება. უკანასკნელი პერიოდია უკვე მიდის ევროპაში მიდის აქტიური საუბარი სავალდებულო ვაქცინაზე ამასთანავე საფრანგეთი მზადაა ის დაიწყოს საექიმო დაწესებულებებიდან ხოლო გერმანია კი უარს აცხადებს (სტატია 9), შესაბამისად ასეთი სამართლებრივი კულტურის ქვეყნები თუ ვერ თანხმდებიან მაშინ ამ სტატიასაც ნუ მოთხოვთ საბოლოო სამართლებრივი პასუხი გასცეს, თუმცაღა თუ კი მე ვინმე შემეკითხება ჩემთვის ინდივიდის თავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანია რომელიც შესაძლებელია იმაზეც კი გადიოდეს რომ „ვაქცინაცია არ გსურს მისი ნებაა“ ვთვლი, რომ:
    ა) ინდივიდს უფლება აქვს იყოს არავაქცინირებული;                        
    ბ) ინიდივიდის ეს უფლება უნდა იყოს საჯარო;                             
    გ) მაგრამ მე როგორც ინდივიდს უფლება მაქვს მის მომსახურებაზე ვთქვათ უარი თუ კი მე მაქვს საფრთხე ან უბრალოდ არ მსურს ან უბრალოდ არ მინდა, რომ საფრთხე შევუქმნა ჩემს ჯანმრთელობას, რადგანაც ვთვლი, რომ განმასხვავებელი ნიშანი ამართლებს მოპყრობას;     ამაზე ადრე თუ გვიან იქნება დავები და სასამართლო უფრო მეტის თქმას შეძლებს მაგრამ ალბათ იქნება უამრავი მსჯელობა სამართლებრივი, ხოლო მორალური ეს უკვე სამართლის საქმე არაა.
  • პ.ს. რაც შეეხება სტატიის ავტორს კი ბატონო სინოვაკით ავიცერი და კი საბოლოო პასუხს ალბათ ვერავინ გასცემს ამ კითხვას სამართლებრივ ჭრილში რადგანაც სამართალში არ არსებობს ჭეშმარიტება...
  • წყაროები:
    1. ევროსაბჭო რეზოლუცია №1845 მიღების თარიღი 2011 წლის 25 ნოემბერი
    2. საქმე სალვეტი იტალიის წინააღმდეგ N42197/98. მიღების თარიღი 05.05.1998
    3. Covid-19 ვაქცინები: ეთიკური, სამართლებრივი და პრაქტიკული მოსაზრებები
    4. Covid-19 ვაქცინები: ეთიკური, სამართლებრივი და პრაქტიკული მოსაზრებები
    5. დემოკრატიები კოვიდ -19 პანდემიის წინაშე დგანან;
    6. ოვიედოს კონვენცია
    7. საქართველოს კანონი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ
    8. საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსი
    9. უნდა გახდეს თუ არა მედპერსონალის აცრა სავალდებულო?
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე;
    tel/vibe/WhatsApp:+995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; 
    პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა