#MeToo მოძრაობა ანუ სახალხო სასამართლო?!
07-05-2021 958
- უკანასკნელი პერიოდის გახმაურებულმა საქმემ რომელიც შეეხებოდა ოჯახურ ძალადობას გადამაწყვეტინა დამეწერა ეს სტატია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში ეცდება განიხილოს თვითონ მოძრაობა #MeToo-ს როგორც უარყოფითი და ასევე მისი დადებითი მხარეები, ასევე აღნიშნული სტატია არ ემსახურება არც ერთი მხარის არც მხარდაჭერას არც იმას, რომ გაამართლოს ძალადობა, ძალადობა არ მართლდება ისევე როგორც ძალადობა არ მოსულა;
- მოძრაობა #MeToo დაიწო აშშ შტატებში 2017 წლის ოქტომბრის თვეში, როცა ჰარვი ვაინშტეინის (ცნობილ ჰოლივუდელი კინოპროდიუსერს) წინააღმდეგ განცხადება გააკეთა ალისა მილანომ (ჰოლივუდელი მსახიობი) და მოუწოდა ყველას აღნიშნული ჰეშთეგის საშუალებით #MeToo - თი გაეზიარებინათ თავიანთი სამწუხარო / ძალადობრივი სექსუალური გამოცდილება. სწორედ აღნიშნულის შემდგომ ანუ ჰარვი ვაინშტეინის საქმის შემდგომ Bloomberg-ის მონაცემებით 429 ადამიანმა საჯაროდ განაცხადა მისი ისტორიის შესახებ, თუმცაღა Forbes-მა 700 ადამიანის ციფრი დაასახელა. ასეა თუ თუ ისე აღნიშნული მოძრაობის დაწყებიდან #MeToo უკვე გახდა ერთგვარი სიმბოლო როგორც ძალადობის ასევე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგობის;
- ეხლა ქართული სამართლებრივი რეალობაში რომ დავბრუნდეთ უპირველესად საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას მოშველიებ თუ როგორ უპირისპირდება ერთამენთს საჯარო და კერძო ინტერესი, კერძოდ „სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია იმის მოლოდინი, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთმიმართება სამართლიანი იქნება“ (მართალია აღნიშნული მიემართება უფრო სახელისუფლებო შტოს მაგრამ საინტერესო ახსნაა) საჯარო და კერძო ინტერესი იმიტომაც გვაქვს #MeToo-ს მოძრაობაში, რომ აღნიშნულის შემდგომ როცა კი ხორციელდება ამა თუ იმ საკითხის საჯაროდ გამოტანა იწყება ე.წ. საზოგადოებრივი მსჯელობა ეს მოხდა თუ არა ან თუ მოხდა რა უნდა მოხდეს შემდგომში და განსაკუთრებით სასამართლომდე ეწყობა თუ არა სასამართლო;
- „სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ ქვეყნის სამართალი უზრუნველყოფდეს ადამიანის ძირითადი უფლება-თავისუფლებების სრული მოცულობით აღიარებასა და მათი დაცვის ყველა საჭირო გარანტიის შექმნას“ აღნიშნული ჩანაწერი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდანაა სადაც საუბარია, რომ ნებისმიერ ადამაინს იქნება ეს ბრალდებული თუ დაზარალებული მათ უნდა გააჩნდეთ ყველა ე.წ. საჭირო გარანტია, საჭირო გარანტია არ იქმნება მხოლოდ დაზარალებულისათვის ის ასევე აუცილებელია ბრალდებულებისათვის, რადგანაც ზოგიერთ შემთხვევაში უფლების დაცვა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თვითონ ბრალდება ან/და დანაშაულის დადგენა, ეს უფრო რომ გადავთარგმნო ნიშნავს იმასაც რომ უფლების დაცვის სტანდარტი ის უცილობელი ზღვარია რომელმაც უნდა იარსებოს რათა არ მოხდეს ე.წ. სახალხო მართმსაჯულების განხორციელება. რატომ სახალხო მართმსაჯულება? მარტივად ავხსნათ:
- კომუნისტების პერიოდში ჩვენ გარდა მოსამართლეებისა ასევე გვყავდა მსაჯულები რომელსაც ირჩევდა მოსახლეობა (ნუ ეგ რამდენად იყო არჩევა ცალკე საკითხია) თუმცაღა ამითი ხორციელდებოდა ე.წ. სახალხო „სჯის“ გამოტანა. ამიტომაც როცა ვსაუბრობთ ჩვენ სამართალსა და მის აღსრულებაზე უპირველესი დანიშნულება სამართლის არის არა დამნაშავის განსჯამდე მისი განსჯა არამედ მთავარი დანიშნულება სამართლის სამართლებრივი სიკეთეების დაცვაა, როგორიცაა: დანაშაულის გამოვლენა, დაზარალებულის უფლების აღდგენა და რაც არ უნდა საოცარი იყო ბრალდებულებისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფაა, ეს კი სხვა არაფერია რომ საკითხს წყვეტს გვინდა თუ არა მოგვწონს თუ არა გვსურს თუ არა შესაძლებელი არის თუ არა სასამართლო;
- საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მიხედვით „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“;
- „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით“;
- ზოგიერთ შემთხვევაში მოქალაქეებს კონსტიტუცია წარმოუდგენიათ როგორც ე.წ. მარტივი წიგნი რომელიც არ მოქმედებს პირდაპირ და უშუალოდ არადა სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, რადგანაც კონსტიტუცია ის საბაზისო მცნებებია რომელიც არ ჯდება მხოლოდ სამართლებრივ ცნებებში და ის სცდება „მეტაფიზიკურ“ დანიშნულებას. ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპი დაცვის უფლება გარანტირებულია მიემართება ბრალდებულს ანუ მას რაც არ უნდა დანაშაული ან შესაძლო დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი, უფლება აქვს დაიცვას თავი და თავის დაცვის უფლება გარანტირებულია. გარანტირებას იმიტომაც აძლევს სახელმწიფო პირს, რომ „ნეიტრალურმა“ შტომ ანუ სასამართლომ გადაწყვიტოს ამ პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული. დანაშაული როგორც მოცემულობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი კარგია თუ ცუდია (ეს სამართლებრივი მოცემულობაა) დანაშაული ნიშნავს იმ სოციალური და სამართლებრივი წესრიგიდან გადახვევას რომელზეც ქვეყნის მოქალაქეები შეთანხმდნენ არაპირდაპირი დემოკრატიის გზით და დანაშაულისათვის პასუხისგებას აქვს რამდენიმე დანიშნულება:
- სისხლის სამართლის კოდექსი უთითებს „კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა“ მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ის არ შეიძლება მხოლოდ ამ ორი ნაწილით შევზღუდოთ რადგანაც როცა ხორციელდება ერთი პირის მიერ მეორე პირის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა აქ ასევე შემოდის დაზარალებულის უფლების აღდგენა, ასევე სასჯელის მიზანი ანუ ქმედების გამო პირის პასუხისგებაში მიცემის დანიშნულებაა „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია“ ანუ ერთის მხრივ კი განსხვავდება მაგრამ სასჯელი როგორც ადეკვატური ზომა ქმედებისა ასევე მოიცავს, რომ მსჯავრდებულის რესოციალიზაცია უნდა მოხდეს ანუ მან იგივე აღარ გაიმეოროს და უფრო მთავარია ის საზოგადოების ნაწილს რომელსაც გამოეყო იმ საზოგადოებას უნდა დაუბრუნდეს „გაკათარზისებული“;
- საქართველოს კონსტიტუცია როგორც ყველა კონსტიტუცია უთითებს, რომ „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“ ესეც ერთ-ერთი მეტაფიზიკაა კონსტიტუციის ანუ სასამართლოს გარეშე არავის შეიძლება ეწოდოს მსჯავრდებული და მასზე არავის შეუძლია თქვას მან ჩაიდინა თუ არა აღნიშნული, აღნიშნული ერთის მხრივ არის სამართლებრივი კატეგორიის საკითხი ანუ მიესაჯა თუ არა პირს და მეორე მხრივ ეს მუხლი ასევე მიემართება საზოგადოებას ანუ საზოგადოებამ კეთილი უნდა ინებოს და როცა კი საკითხი დგება იმაზე ვინმემ ჩაიდინა თუ არა მან რაიმე სახის დანაშაული აუცილებელია ხაზს ვუსვავ სახეზე იყოს უკვე სასამართლო გადაწყვეტილება რომელიც დაადასტურებს, რომ პირი არის დამნაშავე;
- ზოგიერთ შემთხვევაში ევროპის სასამართლო საინტერესოდ აფასებს ხოლმე საკითხებს რომელიც ეხება ხოლმე საზოგადოებისათვის მგრძნობიარე საქმეებს და მიუთითა „მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებასთან დაკავშირებით საზოგადოების სენსიტიურობის გაზრდა ამართლებდა მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულების გამოჩენისთვის მინიჭებულ მნიშვნელობას (Kress v. France [GC], § 82; Martinie v. France [GC], § 53 ; Menchinskaya v. Russia, § 32) ანუ მართმსაჯულების სამართლიანი განხორციელება როცა კი სახეზე შეიძლება იყოს დიდი ინტერესი ამართლებს სასამართლოს ეფექტს, გარდა ამისა რადგანაც თვითონ სასამართლო სხდომა ან ნებისმიერი ესეთი სხდომა არის ღია „სამართალწარმოების ღიაობისა და საქვეყნოობის შეზღუდვა შესაძლებელია, მოწმეთა უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დასაცავად, აგრეთვე, მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, ინფორმაციისა და მოსაზრებების თავისუფლად გაცვლის ხელშესაწყობად (,,ბ. და პ. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ’’ (B. and P. v. the United Kingdom, § 38; Osinger v. Austria, § 45)“;
- ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია უდანაშაულობის პრეზუმცია, რომელიც სამართლიანი სასამართლო უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილია. კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს წინასწარი აზრის გამოხატვას, რომ პირი ,,რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში’’ დამნაშავეა, მანამ სანამ კანონის შესაბამისად არ დადგინდება მისი დამნაშავეობა. ეს აკრძალვა აგრეთვე ვრცელდება ხელისუფლების წარმომადგენლებზეც;
- მიმდინარე სისხლისსამართლებრივ გამოძიებასთან დაკავშირებით მათ არ უნდა გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებიც საზოგადოებას ბრალდებულის დამნაშავეობაში დაარწმუნებს (ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ) ბათიაშვილის საქმე იმითაც არის საინტერესო, რომგარკვეულ წილად საქართველოს ხელისუფლების არგუმენტი, რომ აუდიო ჩანაწერი მართალია ხელისუფლებისგან გადაეცა ტელევიზიას მაგრამ ტელევიზიამ ეთერის შეზღუდულობის გამო შეამოკლა ჩანაწერა / დაამონტაჟა არ გაიზიარა და მიუთითა, რომ „სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ორივე არგუმენტზე. პირველ რიგში, ის არგუმენტი, რომ ტელევიზიას შეზღუდული საეთერო დრო ჰქონდა არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან იმ ჩანაწერის ხანგრძლივობა, რაც ტელევიზიით გადაიცა, ერთი წუთი და ორმოცი წამი იყო. იმ ჩანაწერის ხანგრძლივობაც, რომლის ტრანსკრიპტიც მოცემული იყო სისხლის სამართლის საქმეში, იდენტური იყო. რაც შეეხება იმ ზოგად არგუმენტს, რომ ტელევიზიას შეეძლო ეთერში გაეშვა დიალოგის ის ნაწილი, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევდა, ეს არ შეესაბამება სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მთავრობის მიერ წარდგენილ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობდა ჩანაწერის მხოლოდ ერთი ვარიანტი“;
- აქ საინტერესოა, რომ მართალია სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა პრესაზე მაგრამ აღარ იმსჯელა უკვე პრესას აქვს კი აღნიშნული უფლება შემქნას ის ფონი როცა პირს სასამართლომადე შეიძლება ვინმემ პირს შეუქმნას ყველა ის გარემოება რომ საზოგადოებამ იფიქროს პირის დამნაშავეობაზე? თუმცა მაინც საინტერესო ჩანაწერია იგივე ბათიაშვილის საქმეზე სადაც მითითებულია, რომ „ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენა გაცდა აუდიო ჩანაწერის მედიისთვის გადაცემის ფაქტს და გაგრძელდა დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში“ ანუ მედიაში ხელისუფლების მხრიდან შექმნილი და გადაცემულმა იმოქმედა პირის დამნაშავედ წარმოჩენაზე;
- შესაბამისად ვუბრუნდებით მთავარ საკითხს რა დოზით შესაძლებელია მოძრაობა #MeToo-მ იკისროს ე.წ. სახალხო სასამართლოს როლი როცა კი ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და პირის ბრალეულობა არაა დადგენილი თუმცაღა ამ პირის მიმართ გაღჟერებული ბრალდების გამო მან შეიძლება დაკარგოს სამსახური, წავიდეს პროფესიიდან დაკარგოს შემოსავლის წყარო და ა.შ. არავინ არ შეიძლება ისაუბროს იმაზე, რომ:
- - უნდა ისაუბრონ თუ არა მსხვერპლებმა ამაზე?
- პასუხი ცალსახაა ამაზე რაც შეიძლება მეტი საუბარი უნდა იყოს;
- უნდა დაისაჯოს თუ არა მოძალადე?
- პასუხი ცალსახაა უნდა დაისაჯოს;
- უნდა იყოს თუ არა მკაცრი სასჯელი ძალადობაზე?
- პასუხი ცალსახაა კი უნდა იყოს;
- და ვინმე შეიძლება მარტივად: გავანთავისუფლოთ სამსახურიდან ამ ბრალდების გამო სანამ არ იქნება მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება? ან უბრალოდ მასზე როგორც მოძალადეზე ვისაუბროთ? - - მემგონი ზემოთ ყველაფერზე რაზეც ვისაუბრე პასუხი უკვე გავეცი, რადგანაც შეუძლებელია სახალხო სასამართლო იყოს გამოსავალი გამოსავალია დაზარალებულის მაქსიმალური დაცვა და მხარდაჭერა და ასევე საჭიროა მაქსიმალურად იქნეს უზრუნველყოფილი ბრალდებულების უფლებებიც, რადგანაც ჩვენ სასამართლოს არ ვქმნით ან არ ვემორჩილებით იმიტომ რომ ის გვინდა არამედ იმიტომ რომ აუციელებელია რათა იყოს სამართლებრივ სახელმწიფოში მთავარი:
- - სამართლიანობა!
- ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე;
tel/vibe/ WhatsApp: +995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ