ბოლო 30 თუ 20 წელია პოლიტიკურ საჯილდაო ქვად იქცა სასამართლო სისტემა და რა თქმა უნდა მოსამართლე, ეს ერთის მხრივ რა თქმა უნდა იწვევს საზოგადოების ინტერესს მაგრამ მეორეს მხრივ ასევე იწვევს ინსტიტუტის შინაარსის დაკარგვას, რადგანაც: სასამართლო შეუძლებელია იყოს პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ რადგანაც ჩვენი „საბჭოთა წარსული“ ძალზედ მძიმეა ზოგჯერ ისიც არ ვიცით რას ნიშნავს მოსამართლე. ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგია აღიარებს, რომ ადამიანები ვართ ის რაც ვართ და ამ რაც ვართ მათ სჭირდებათ რაღაც ან ვიღაცეები რომლებიც გადაწყვიტვანე რომელი მხარეა მართალი ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს გამოწვეული არ არის იმითი ადამიანები ცუდები ვართ თუ კარგები, რადგანაც ცუდები რომ ვიყოთ სასამართლო არ დაგვჭირდებოდა ისევე როგორც კარგები რომ ვიყოთ;
ქართული წიგნიერების ან უფრორე წარსულის ძიების დროს მთავარი კითხვა რომელსაც ჩვენ სასამართლოზე უნდა ვიკითხოთ არის შემდეგი: გვაქვს თუ არა სადმე რაიმე სახის ლეგენდა, მოთხრობა, გარდამოცემა ან ამის მსგავსი, როცა ჩვენ ქართულად წარმოდგენითი გმირი გვყავს მოსამართლის სახით? ბევრი ძიება არც სჭირდება ჩვენ ასეთი სახის გმირი არ ან ვერ გამოიგონა ქართულმა, რატომ ეს სხვა საკითხია მაგრამ განსხვავებით გამჭრიახი გმირისა (ნაცარქექია) ან შეწირულისა (ზურაბი) ჩვენ „გმირი“ რომელიც მოსამართლეობით გახდა გმირი სამწუხაროდ არ გვყავს და კი ჩვენ ისიც არ ვიცით სინამდვილეში „როგორი უნდა იყოს მოსამართლე“. ამ შესავალსაც იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა არამარტო რეალობაში დავინახო რაღაც არამედ ისიც მივუთითო, რომ ჩვენ ისტორიული მეხსიერებაში არ გვყვას „მოსამართლე გმირი“ და პირიქით არის, ანუ თვითმფრინავის ბიჭებზე როცაა საუბარი (ცალკე საკითხია მათი ქმედების სისწორე თუ არასწორობა) უმაღლესი სასჯელი გამოიტანა „მოსამართლემ“ ისევე როგორც 1924 წლის აჯანყება გაასამართლა „მოსამართლემ“ ისევე როგორც „1937“ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და ასე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი რომელიც ჩვენს უახლოეს ისტორიულ მეხსიერებას უბიძგებს იმისაკენ, რომ „მოსამართლის“ გაგონებაზე ჩვენ არა „სამართლიანობა“ არამედ „კანონიერება“ გვახსენდება და სწორედ აქ უნდა გვსურდეს იმის გაგება რას ნიშნავს მოსამართლე;
პირველი რაზეც ყოველთვის ვსაუბრობ ხოლმე (ვერიდები საჯაროდ ამის განხილვას) არის ის, რომ: მოსამართლეში წმინდანი არ უნდა ეძებოს ადამიანმა, ისევე როგორც არ უნდა ეძებოს მოსამართლეში ადამიანი რომელიც მის მაგივრად იფიქრებს, ასევე ნებისმიერი მოსამართლე ჩვენი საზოგადოების შვილია და კი მასაც ზუსტად ის კარგი და ცუდი ახასიათებს რაც ახასიათებს საერთოდ ჩვენს საზოგადოებას, ამას იმიტომაც ვუთითებ, რომ: ცვლილებებები იწყება საზოგადოებიდან და არა პირიქით. არავინ ცდილობს მით უმეტეს მე ვინმე ან რამე გავამართლო ან დავამუნათო (ეს არა ჩემი საქმე და დამიფაროს ადვოკატის ღირსებამ) მაგრამ არც ისეა მოცემულობა, რომ: ვიღაც ცუდია და მე კარგი ვარ, შესაბამისად ამიტომაც მომინდა დამეწერა წინამდებარე სტატია იმაზე თუ როგორ შეიძლება იქცეს „მოსამართლე სამართლიანობის წყაროდ“;
ბევრჯერ ამიხსნია და კიდევ უფრო მეტჯერ ავხსნი და მწამს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ და ვერ იქნება მხოლოდ პრინციპების წიგნი ის მეტაფიზიკური მოქალაქეების შეთახმებაა რომელიც პირდაპირ და უშუალოდ მოქმედი სამართალია, სწორედ ეს წიგნი უთითებს, რომ „59.1. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოები“ დამოუკიდებლობაში იგულისხმება საფუძველი რომლითაც მოქმედებს სასამართლო ხოლო განხორციელებაში პასუხი უფრო ქვემოთაა „მუხლი 63.1. მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს“ ანუ მოსამართლე მუდამ ყოველთვის ხელმძღანელობს კონსტიტუციით და კანონით, ეს ჩანაწერი როცა სტუდენტი ვიყავი მეგონა „დეკლარაციული“ ხასიათის მაგრამ რაც დრო გადის ვხვდები, რომ არათუ დეკლარაციული ხასიათის არამედ საუკეთესო ჩანაწერია რაც კი შეეძლო კანონმდებელს, რადგანაც „კანონი“ და მისი დანიშნულება ზოგჯერ ვერ მოიცავს სრულებით არსებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს და ამიტომაც მოსამართლე მას იყენებს პირდაპირ და უშუალოდ, ხოლო კონსტიტუცია კი იმდენად მრავლის მომცველია, რომ შეუძლებელია ის იყოს უსამართლო;
სამოქალაქო კოდექსში იშვიათად გვხდება სიტყვა სამართლიანობა ან უსამართლობა (სამართლიანობა სულ 11 ჯერ გვხდება რომელიც ძირითად საშუალებაა და არა საფუძველი მართმსაჯულების განხორციელების ხოლო უსამართლობა 3 ჯერ რომელიც ასევე საშუალებაა მისგან თავდაცვის საშუალებაა და არა საფუძველი). ამასთანავე ძირითადად დებულებებში რომელიც მითითებულია სამოქალაქო კოდექსში ერთის მხრივ მითითებულია საბაზისო საქმიანობის საფუძველი მოსამართლის, რომ:
ა) მუხლი 4.2. სასამართლოს არა აქვს უფლება უარი თქვას კანონის გამოყენებაზე იმ მოტივით, რომ მას კანონის ნორმა უსამართლოდ ან არაზნეობრივად მიაჩნია.
ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნულ მუხლს ავსებს იგივე კოდექსის სხვა ჩანაწერი, კერძოდ:
ბ) მუხლი 5.2. თუ კანონის ანალოგიის გამოყენება შეუძლებელია, ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის ზოგადი პრინციპების საფუძველზე, აგრეთვე სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნების შესაბამისად (სამართლის ანალოგია);
ანუ მოსამართლეს თვითონ კანონი აძლევს საშუალებას, რომ თუ კანონის ანალოგია ვერ გამოიყენა მაშინ ჯერ სამართლის ზოგადი პრინციები გამოიყენოს სადაც მის მიერ საშუალებად არის მითითებული სამართლიანობა როგორც კეთილსინდისიერება ასევე ზნეობის მოთხოვნები;
უპირველესად მივუთითებ თუ როგორ უყურებს აღნიშნულს იურიდიული თეორია, მაგალითად მიჩნეულია, რომ მოსამართლის საქმე არ არის შეაფასოს კანონის სამართლიანობა (მოსამართლის ამოცანა არ არის კანონის სამართლიანობის ან ზნეობრიობის შეფასება. იმ შემთხვევაშიც, როცა კანონი, მოსამართლის აზრით, უსამართლოა ან მორალის ნორმებთან შეუსაბამო, ის ვალდებულია გამოიყენოს ეს კანონი) მაგრამ მეორეს მხრივ თვითონ თეორია უთითებს, რომ კანონი თუ „ძალიან“ ამორალურია ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს მიმართოს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს (თუ კანონი იმდენად უსამართლო და ამორალურია, რომ საეჭვოა მისი შესაბამისობა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებთან, მაშინ მოსამართლეს აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში საკონსტიტუციო წარდგინებით მიმართვის უფლება);
იურიდიული თეორია ძირითადად არსებულ განმარტავს მაგრამ კიდევ უფრო უმეტესად უჭირს ხოლმე გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა „ნორმას მიანიჭოს სიახლის ძალა, ახალი შინაარსი გამოიყვანოს იურიდიული განტოლებიდან“ ეს პრინციპში თეორიის ბრალი არ არის ეს უფრო მოცემულობაა და ამიტომაც გვიჭირს ხოლმე იურისტებს „შინაარსის საზღვრების გაფართოება, რადგანაც იურისპუდენცია სტატიკური მდგომარეობაა იმ მოცემულობით, რომ არსებულ ვიყენებთ და არა იმას რაც გვინდა იყოს“ ამას იმიტომაც ვუთითებ, რომ შინაარსი გაფართოება ეს მოსამართლის შეიძლება ითქვას დანიშნულებაა;
რაც შეეხება პრაქტიკულ მიდგომას ანუ სამოსამართლეო სასამართლოს, აქ სასამართლო უფრო შორს მიდის და სამართლიანობის ცნებას ათავსებს კეთილსინდისიერების პრინციპში (საქმე N საქმე №ას-1114-2020, მიღების თარიღი 24 დეკემბერი, 2020 წელი ქ. თბილისი: თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ-სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია) განსხვავებით თეორიისგან „პრაქტიკას“ შემოაქვს სამართლიანობის მცნება როგორც საშუალება რომელიც იწვევს ძირითადი პრინციპის „კეთილსინდისიერების განვითარებას“ შესაბამისად პრაქტიკა მეტწილად აღიარებს სამართლიანობას როგორც საშუალებას;
თუ კი სასამართლო სამართლიანობას იყენებს როგორც საშუალებას მაშინ უსამართლობას როგორ განმარტავს სასამართლო? ერთ-ერთ საქმეში სასამართლომ უსამართლობის ახსნა განმარტა სწორედ სამართლიანობით ანუ უსამართლოა შედეგი რომელიც სამართლიანი არ არის და ის ასევე კეთილისინდისიერების საპირისპირო მცნებად განმარტა (საქმე №ას-23-18-2011 მიღების თარიღი 24 მაისი, 2011 წელი „კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე“);
ერთის მხრივ თეორია უთითებს, რომ „მოსამართლის საქმე არ არის ეძებოს სამართლიანია თუ არა კანონი“ და ისე მიიღოს გადაწყვეტილება ხოლო მეორეს მხრივ „თვითონ სასამართლო იყენებს სამართლიანობის როგორც განმარტების საშუალებას და აშკარა უსამართლო შედეგისგან აცილების საშუალებად სახავს მას“. ეს დაპირისპირება თოერიასა და პრაქტიკას შორის ახალი არაა და არამგონია როდესმე გადაწყდეს თუმცა უფრო მემგონი არც უნდა გადაწყდეს რადგანაც დაპირისპირება იწვევს სიახლეს ასეთ ვითარებაში ამასთანავე პრაქტიკული მართმსაჯულება უფრო ეხმიანება საზოგადოების ინტერესებს ვიდრე თეორია, მაგალითად ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა, რომ:
- „კეთილსინდისიერების პრინციპის ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს“ შესაბამისად უსამართლო შედეგის თავის აცილება იმიტომაც არის საჭირო, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების (იქ სადაც ყველაზე ნაკლებად ერევა სახელმწიფო) სტაბილურობისათვის საჭიროა „სამართლიანობა იყოს სახეზე“ და არ დაუშვას უსამართლობა სასამართლომ, რომელიც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის არამარტო საზოგადოებას არამედ თვითონ სახელმწიფოსაც კი;
უფრო კარგად რომ ავხსნა როგორ შეიძლება ამ ლაბირინთში იყოს მოსამართლე ვეცდები მაგალითით ავხსნა, კერძოდ: უძრავი ქონების შეძენის დროს ყველას მოეხსენება, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დარეგისტრიდეს საჯარო რეესტრში (სასამართლო პრაქტიკაში იყოს ასეთი შემთხვევა) რათა მოხდეს საკუთრების უფლების წარმოშობა, ამის საფუძველია იგივე სამოქალაქო კოდექსი, სადაც მითითებულია, რომ:
ა) მუხლი 183.1. იყოფა ორ ნაწილად:
ა.ა.) უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება;
ა.ბ.) ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
ანუ კანონი საკუთრების უფლების წარმოშობას აფუძნებს წერილობით ხელშეკრულებაზე და ამ ხელშეკრულების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში; დამატებით ასევე იგივე კოდექსში არის კიდევ ერთი მუხლი სადაც მითითებულია, რომ:
ბ) მუხლი 323. ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული მუხლი უკვე ვალდებულებით ნაწილში გვხვდება განსხვავებით სანივთო ნაწილისან (მოკლედ რომ ავხსნა, თეორიაში სანივთო უფრო მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევა სანივთო ვიდრე ვალდებულებითი ნაწილი, აღნიშნული გამომდინარეობს numerus clausus-ის პრინციპიდან რადგანაც სანივთო ნაწილით ანუ მაგალითად საკუთრების უფლება მხოლოდ ისე გადავა ერთი მხარიდან მეორეზე როგორც გათვალისწინებულია ეს კანონით) შესაბამისად ვალდებულებითი ნაწილი რეგისტრაციას არ უთითებს განსხვავებით სანივთო ნაწილისგან.
მაგრამ როგორც ქართულ რეალობას შეეფერება, მოხდა შემდეგი რამ:
გ) X-მა და Y-მა გააფორმეს წერილობითი ფორმის ხელშეკრულება უძრავი ქონების/ბინის ნასყიდობის შესახებ;
გ.ა.) X-ის არის გამყიდველი ანუ მესაკუთრე ხოლო Y-ი არის მყიდველი ანუ პირი რომელიც უნდა გახდეს მესაკუთრე;
გ.ბ.) X-მა მიიღო თანხა Y-სგან ის რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით;
გ.დ.) მაგრამ X-სა და Y-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;
გ.ე.) Y-მა დაიწყო ცხოვრება ბინაში, ხოლო X-მა წლების მერე მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა რადგანაც მესაკუთრედ ის იყო აღრიცხული საჯარო რეესტრში (რასაც ეძახიან გამოსახლებას);
გ.ვ.) სასამართლოში წარდგენილ იქნა ის ხელშეკრულება რაც გაფორმდა მხარეებს შორი და Y-მა მოითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სადავოდ ქცეული ბინა აღრიცხულიყო საჯარო რეესტრში მის სახელზე;
სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი გამოიყურებოდა შემდეგი სახით:
საჯარო რეესტრში X-ი მართლაც რეგისტრირებულია მესაკუთრედ (ანუ 183.1. მუხლს აკლია მეორე ნაწილი, ხელშეკრულება რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში და Y-ი მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული ხოლო კანონი აუცილებელ დათქმად უთითებს რეგისტრაციის ფაქტს) და სახეზე წერილობითი ხელშეკრულება თავისი შესრულებით (დაცულია მუხლი 323-ის წინაპირობები). ერთის მხრივ სასამართლო თუ წავიდოდა 183.1. მუხლით იქნებოდა კანონიერი ხოლო მეორეს მხრივ თუ არ წავიდოდა 323-ე მუხლით მაშინ იქნებოდა უსამართლო რადგანაც ფაქტი „რეგისტრაცია“ რას უნდა წარმოშობდეს ის უნდა განემარტა;
სასამართლო ამ შემთხვევაში სწორედ იმ მთავარი კითხვის საწყისთან აღმოჩნდა, რომელიც სათაურადაა: მისი გადაწყვეტილება ყველა ვარიანტში იქნებოდა კანონიერი მაგრამ იქნებოდა თუ არა მისი გადაწყვეტილება სამართლიანი აი ეს იყო გადასაწყვეტი. თვითონ ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება ივარაუდება, რომ არის კანონიერი მაგრამ კანონიერება ასევე უნდა ნიშნავდეს „სამართლიანობასაც“, შესაბამისად ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს წყარო „სამართლიანობის“ რომელიც მიიღწევა არა კანონის აღსრულებით არამედ კანონის სამართლიანი აღსრულებით;
დავა რომელიც X-სა და Y-ს შორის მიმდინარეობდა დასრულდა Y-ის დაკმაყოფილებით რადგანაც Y-ის სამართლიანობამ გადაწონა X-ის კანონიერება, შესაბამისად ის გადაწყვეტილება იყო „უკანონო“ (მისი ვიწრო გაგებით რადგანაც არ შესრულებულა ნორმის მოთხოვნები) მაგრამ იყო სამართლიანი რადგანაც ნასყიდობა შედგა, შესაბამისად სწორედ ის გადაწყვეტილება იქცა სამართლიანობის წყაროდ და არა კანონიერ მოცემულობად (ის რა თქმა უნდა სამსჯელოა რამდენად შესაძლებელი იყო რეგისტრაციის გარეშე საკუთრების უფლების აღრიცხვა მაგრამ ეს ცალკე სამსჯელო საკითხია);
ამ მარტივი მაგალითითაც სჩანს, რომ სასამართლოს შეუძლია თავისი გადაწყვეტილება აქციოს სამართლიანობის წყაროდ თვითონ კანონიდან გამომდინარე, მოსამართლის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იქცეს სამართლიანობის წყაროდ ანუ უსამართლობის აღმოფხვრის საშუალებად და არა კანონის მიხედვით მიღებულად, რადგანაც თუ გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის საფუძველზე სამართლიანობას ის ვერ იქნება კანონიერი თავისი სიღრმისეული გაგებით. შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი არ ცვლის მის შინაარსს რომელიც უფრო შორს მიდის და კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საშუალებაა და არა მიზანი, რადგანაც მიზანი არის მოსამართლემ მიიღოს გადაწყვეტილება რომელიც სამართლიანია და ასევე კანონიერია, რადგანაც სხვაგვარად იგივე კომუნისტურ ეპოქაში მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არის კანონიერი მაგრამ არის კი ის სამართლიანი? ანუ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მაგალითად სიკვდილით დასჯის შესახებ არის სამართლიანი? პასუხი ცალსახაა არა.
ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება ანუ მოსამართლის გადაწყვეტილება ისევე როგორც ჩემს მიერ აღწერილ შემთხვევაშია უნდა იქცეს სამართლიანობის წყაროდ ანუ იმ წესრიგის საფუძვლად რომელიც საზოგადოებას სჭირდება, საზოგადოებას მხოლოდ კანონიერება რომ სჭირდებოდეს დღესაც გვქნებოდა ან სამეფო ან/და კომუნიზმი, შესაბამისად მოსამართლე თავისი დანიშნულებით, მისი მოქმედებით და იურიდიული აკორდით „გადაწყვეტილებით“ მისი უმაღლესი საფუძვლით უნდა იყოს სამართლიანობის წყარო;
არ ვიცი რამდენად შევძელი ამეხსნა მოსამართლე სამართლიანობის წყარო რატომ უნდა იყოს მაგრამ იმედი მაქვს მცირედით ის მაინც ავხსენი, რომ უსამართლობა რა შეიძლება იყოს.
ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე;
tel/vibe/ WhatsApp: +995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook; პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!