თვითსამართალის დაუშვებლობა თუ სწრაფი მართლმსაჯულება?!
14-02-2021 1 820
- საქართველოს კონსტიტუცია ანუ კანონთა კანონი, როგორც სხვა კონსტიტუციები უმეტესწილად „დამოუკიდებელ ცხოვრებას“ არის მიჩვეული ანუ ის როგორც კი მტკიცდება და იძენს კონსტიტუციის ძალას ის დამოუკიდებლად ცხოვრობს. მისი 4 მუხლი უთითებს, რომ „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“ ყველაზე უფრო საინტერესო ამ ჩანაწერში ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის არის „ცნობს და იცავს“ ანუ ცნობა ნიშნავს უკვე არსებულის დადასტურება ხოლო დაცვა ნიშნავს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური დაცვა. მთლიანობაში კონსტიტუცია სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არის „ხალხის შეთანხმება“ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე (მახსოვს ერთ-ერთი ჩემთვის მისაბაძი კონსტიტუციონალისტი კონსტიტუციას შიშების წიგნსაც უწოდებდა, რადგანაც უმეტესად საზოგადოების და ხალხის უფლებების შეზღუდვის საპირისპირო პრონციპები გვაქვს ხოლმე კონსტიტუციებში), ამასთანავე აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია თუ არა ეს სხვა საკითხია მაგრამ ის, რომ კონსტიტუცია რაღაც საზღვრებს აწესებს ეს კი ცნობილია;
- საკითხები რომელთანაც ყოველდღიურად თითოეულ ჩვენგანს უწევს შეხება აუცილებლად ეხება/იკვეთება სახელმწიფოსთან ანუ ჩვენს მიერ იურიდიულად შექმნილ ფანტომთან. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო ჩვენ წარმოგვიდგენია განზე მყოფ რაიმე შენობად რომელიც არ იმართება ჩვენგან და შესაბამისად მის წინაშე ან მორიდება ან უარეს შემთხვევაში დაყოლიება გვმართებს. სახელმწიფოებრიობა უპირველესად ხალხის ნების განხორციელებაა და არა პირიქით სახელმწიფოს ნება ახორციელოს ხალხმა. სიმარტივისთვის კი ისიც კმარა, რომ სახელმწიფოს შეუძლია თუ არა ადამიანის გარეშე არსებობა? პასუხი რა თქმა უნდა უარყოფითია შესაბამისად თუ ადამიანთა ჯგუფი ქმნის სახელმწიფოს ესეიგი სახელმწიფო არის ხალხი. ეს რა თქმა უნდა დაღეჭილი თემაა, რომ სახელმწიფო ხალხია და ა.შ. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მისი პრაქტიკული რეალიზება ძნელია ხოლმე, რადგანაც დღესაც კი საზოგადოება ან მასმედია რაიმე სახის პროექტს მოიხსენიებს ხოლმე „სახელმწიფო დაფინანსება“ „სახელმწიფო ბიუჯეტი“ „სახელმწიფო უზრუნველყოფს“ და ა.შ. როცა ეს ყველაფერი ლამაზად შეფუთული ტყუილია რადგანაც არ არსებობს არავითარი „სახელმწიფოს“ რაიმე თანხა არსებობს მხოლოდ ხალხის (ანუ გადასახადის გადამხდელების) ფული;
- სათაურში გამოტანილი შეკითხვა თუ პასუხი სწორედ იმიტომაც ვსვავ, რომ ერთის მხრივ სახელმწიფო ჩვენ გვეუბნება თვითსამართალი არ შეიძლება ხოლო მეორეს მხრივ კი წლობით იწელება ხოლმე პროცესები და შესაბამისად უფლება აქვს კი სახელმწიფოს პირველი დამიშალოს და მეორე კი ვერ უზრუნველყოს? (ზოგჯერ თუ არა უმრავლეს შემთხვევაში არ მაინტერესებს ხოლმე რუსო ან ვოლტერი რას წერდა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგად ვიცი რადგანაც არ არსებობს ვინმე რომელმაც ზუსტად იცის რაიმე ბოლომდე შესაბამისად თუ კი ამაზე პასუხი გაქვთ თქვენი ნებაა ენდოთ ერთს ან მეორეს მაგრამ არამგონია სახელმწიფოში მცხოვრები მოქალაქის დანიშნულება ეგ იყოს);
- უპირველესად თვითსამართალი ანუ ქმედება რომელიც გამომდინარეობს ადამიანისგან და იმართება მისივე მორალით „აკრძალულია“ თუ ის ლახავს სხვის უფლებებებს მარტივად რომ ვთქვათ „ძალადობა ტეხავს“ და ის შეუძლებელია იყოს გამართლებული რადგანაც შეუძლებელია ორ ინდივიდს ჰქონდეს ერთი და იგივე მორალი ყველა საკითხთან მიმართებაში ამიტომაც არის როცა კი ჩვენ ვიბადებით გვეძლევა რაიმე პასპორტი რომელიც ადასტურებს ჩვენს სამართლებრივ კავშირს სახელმწიფოსთან ანუ იმ ხალხთან ვისთანაც ერთად უნდა შევძლო ურთიერთობა ამასთანავე რადგანაც ვიბადები და ივარაუდება, რომ მათი მორალით გავიზრდები ამიტომაც ივარაუდება, რომ მორალური საკითხები უკვე გადაწყვეტილი აქვს ამ ხალხს საკანონმდებლო დონეზე და შესაბამისად მე მინდა თუ არა აღნიშნული სამართლებრივად დაბადებიდანვე მერთმევა უფლება თვითსამართალის მაგრამ მეძლევა მეორე უფლება უზრუნველყოფილი ვიყო ამავე ხალხისგან, რომ თუ ჩემი უფლებები დაირღვევა მაშინ მივმართო სასამართლოს პროკურატურას მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვცადო თვითსამართალი რადგანაც სამართალი ინკვიზიციის გარეშე უბრალოდ რეკომენდაციაა;
- რაც შეეხება მორალის ან ზნეობის საკითხს აღნიშნული ასახვას პოვებს სხვა და სხვა კანონში და უფრორე კი სამოქალაქო კოდექსში სადაც კეთილსინდისიერების პრინციპი არის პრინციპთა პრინციპი მაგრამ კეთილსინდისიერება ცვალებადია ანუ რამდენადაც განვითარებულია საზოგადოება ანუ ხალხი იმდენად შეიძლება გუშინ რაც მიღებული იყო საზოგადეობისთვის დღეს მისაღები არ იყოს ამიტომაც არის, რომ კეთილსინდისიერების განმარტება სხვადასხვა დროს სხვადასხვაა, შესაბამისად აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი კი ხალხს აძლევს უფლებას რაც ერთმანეთში დაამკვიდრეს ის სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნეს როგორც საკანონმდებლო ნორმა და ასეთი გზით ხალხის მიერ დადგენილი „წესი“ მისაღები გახდეს ყველასთვის და იყოს გამოყენებადი. თვითონ იურიდიული ფილოსოფია ჩემთვის იწყება იქ სადაც ნებისმიერი იურისტი უნდა საუბრობდეს მთავარზე „სახელმწიფო ეს ხალხია“ და არა პირიქით. ამას იმიტომაც ვუთითებ, რომ ჩემთვის როგორც ადვოკატისთვის გადაწყვეტილება რომელიც გამოაქვს სასამართლოს უნდა ეწეროს საქართველოს მოქალაქეების ან ხალხის სახელით და არა საქართველოს სახელით, რადგანაც თუ მისი საფუძველი არ ვიცით ივარაუდება, რომ ჩვენ „იურიდიული ფანტომი“ გვმართავს;
- ლიბერალურ და ლიბერტალიანული აზროვნება (რომელიც პრინციპში ჩემთვის ანარქისტული პოლიტიკური მოძღვრების დანაყოფია) უთითებს, რომ „სახელმწიფო ეს არის აუცილებელი ბოროტება“ აუცილებელი ბოროტების ქვეშ მოიაზრება ის, რომ „სახელმწიფოს მე ვაძლევ უფლებას იყოს რეპრესიული მაგრამ ის რეპრესიული უნდა იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში“ (ეხლა გერმანული, ავსტრიული და ა.შ. სკოლებს რომ ეძახიან მაგაზე არც მაქვს საუბარი რადგანაც არ არსებობს ჭეშმარიტება რაიმე მოძღვრებაში);
- რეპრესიულობა სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშანია და ის რეპრესიული მეთოდით ცდილობს ყოველთვის მართოს მისივე ხალხი, საკითხი და დემოკრატიის ინდექსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს რეპრესიულობა იქამდე არ მივიდეს, რომ „ხალხს მიეცეს აჯანყების უფლება“. ამდენი ახსნაც (ჩემეული) სწორედ იმიტომაც მჭირდება, რომ მთავარ კითხვაზე სანამ ჩემს პასუხს გავცემ ყველა შესაძლო ვარიანტის დაპირისპირება უნდა იყოს სახეზე (რა თქმა უნდა მცირე სტატიაში);
- ერთი სიტყვით კონსტიტუციური ჩანაწერი იმასთანა დაკავშირებით, რომ მე მაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება (ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია) არ ნიშნავს, რომ მე ეს უფლება მომენიჭა არამედ აღნიშნული უფლების დადასტურება ხდება ანუ სახელმწიფო ერთის მხრივ უთითებს, რომ მე ეს უფლება მაქვს მაგრამ აღნიშნული ჩანაწერი ასევე ნიშნავს იმასაც, რომ „თვითსამართალი“ მოქალაქის მიერ დაუშვებელია ანუ იმისათვის, რომ შენი უფლება იქნეს დაცული რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება დარღვეული რადგანაც სხვაგვარად შეუძლებელია მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით შეგიძლია აღნიშნული უფლების აღდგენა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ „თამაში წესები“ განსაზღვრა კონსტიტუციამ და ამ თამაშის წესებს ემორჩილები რადგანაც მორალურობა თუ ამორალურობა კონსტიტუციის მიერ ასეთი სახით იქნა გადაწყვეტილი.
- ეხლა ავიღოთ მეორე საკითხი ანუ სწრაფი მართლმსაჯულება აღნიშნული უფლება არის ჩემი მოსაზრებით ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამართალწარმოების დროს რადგანაც დროში გაწელილი გადაწყვეტილება ზოგჯერ ფარატინა ქაღალდი უფროა ვიდრე სასამართლოს მიერ გამოცემული ახალი კანონი (ამაზე ირიბად უთითებს სამოქალაქო კოდექსი მუხლი სადაც ვალდებულების წარმოშობის კანონისმიერ დანაწესში არ არის მითითებული სასამართლო გადაწყვეტილება მაგრამ სასამართლო გადწყვეტილება ყოველთვის არის ახალი კანონი რადგანაც პრინციპში არაფრით განსხვავდება კანონისგან);
- სწრაფი მართმსაჯულება მოკლედ რომ ავხსნათ არის ის, რომ მხარემ იქნება ეს მოსარჩელე მოპასუხე თუ ბრალდებული სასამართლოსგან უნდა მიიღოს რაც შეიძლება მალე გადაწყვეტილება ისეთი სახით, რომ განხორციელდეს ჯეროვანი განხილვა. ანუ სრწაფი მართმსაჯულება არ გამორიცხავს განხილვის შეყოვნებას და მტკიცებულებათა ობიექტურ და სრულ გამოკვლევას მაგრამ ეს არც იმას ნიშნავს, რომ საქმეები წლობით გაიწელოს. მაგალითად სამოქალაქო დავაში თუ მხარეები უარს იტყვიან მტკიცებულებათა გამოკვლევაზე სასამართლო გამოკვლეულად ჩათვლის მტკიცებულებებს ისევე როგორც თუ დაცვის მხარე უდავოდ ხდის პროკურატურის მტკიცებულებებს, ანუ კანონი თავის თავში ითვალისწინებს მთავარს სისწრაფე მართმსაჯულების ყველაზე მნიშვნელოვანია თუ კი სახეზეა აუცილებლოა აღნიშნულის საჭიროება;
- სწრაფი მართმსაჯულების გამოძახილია მაგალითად: დაუყონებლივი აღსრულება როცა 1 ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ელოდება მესამე ინსტანციას და ის უკვე აღსასრულებელია და ა.შ. კანონის დანიშნულება ერთის მხრივ მიდის იქითკენ, რომ თუ მიმართავ სასამართლოს ე.ი. ივარაუდება, რომ უფლება დაგერღვა და ის საჭიროებს სწრაფად აღდგენას აქ და ეხლა და არა წლების მერე. ამასთანავე ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფო სასამართლო გადაწყვეტილების ნაწილად თვლის მის აღსრულებას ანუ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა თუ არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან ივარაუდება, რომ სახელმწიფო არ ასრულებს თავის დანიშნულებას და შესაბამისად იბადება პრობლემა რომელიც სახელმწიფოს მიერ არის ინიცირებული და იწვევს პირის სწრაფი მართმსაჯულების პრინციპი დარღვევას;
- ერთი შეხედვით აღნიშნული პრინციპი და მისი განხორციელება არის ძალიან მარტივი ანუ სასამართლო უნდა ეცადოს სწრაფად და ხარისხიანად განიხილოს საქმე და რაც შეიძლება მალე გასცეს გადაწყვეტილება მხარეებს მაგრამ მაგალითის სახით შემიძლია წარმოვადგინო შემთხვევა და ვნახოთ რამდენად არის სწრაფი მართმსაჯულება დღევანდელ საქართველოში თუ კი მე მერთმევა თვითსამართალი ხოლო სახელმწიფო კი არ ასრულებს მის დანიშნულებას. წარმოებაში მაქვს საქმე სადაც 2018 წლიდან მესაკუთრეს სურს შევიდეს თავის სახლში (საკითხი არ ეხება იპოთეკით დაზარალებულებს ნუ ეს საერთოდ ცალკე საკითხია არსებობს თუ არა იპოთეკით დაზარალება) მაქვს სასამართლო გადაწყვეტილება მაგრამ არ აღსრულებულ ჯერ კიდევ, მაქვს წარმოებაში საქმე სადაც ორწელიწად ნახევარია სასამართლო არ ნიშნავს სხდომას შრომით დავაზე, მაქვს დავა სადაც პირს შეიძლება უძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინონ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეცდომის გამო და წელიწადნახევარია პროცესი არ დაინიშნა ანუ არამარტო მე არამედ ყველა ადვოკატს აქვს ასეთი სახის საქმეები და არ გვაქვს პასუხები;
- ეხლა ისევ დავუბრუნდეთ მთავარს: სახელმწიფო მეუბნება, რომ მე მესაკუთრეს არ მაქვს უფლება თვითსამართალით ვაიძულო სხვა პირი გამოვიდეს ჩემი საკუთრებიდან და მე უნდა მივმართო სასამართლოს ავიღო გადაწყვეტილება და დაველოდო სახელმწიფოს მიერ აღნიშნულის განხორციელებას მაგრამ ეს განხორციელება უკვე 3 წელია არ დადგა. თუ კი მე გამოვიყენებ თვითსამართალს ანუ მაგალითად მოვინდომებ ძალით გამოვიყვანო უკანონოდ მყოფი პირი ჩემი საკუთრებიდან მაშინ სახელმწიფო ჩემს მიმართ გამოიყენებს რეპრესიულ მანქანას ანუ ბრალს წამიყენებს სისხლის სამართლის კუთხით მაგრამ თუ სახელმიწფოს მიერ დაწესებული წესებით მივყვები უნდა დაველოდო და ისიც არ ვიცი რამდენი ხანი.
- ან უფრო უკეთესი მაგალითი ავიღოთ: შრომით დავაზე თუ კი დაინიშნება სხდომა და მე არ გამოვცხადდები მაშინ სასამართლოს უფლება ექნება გმოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მაშინც როცა ის სამი წელი არ ნიშნავდა სხდომას, ანუ მე (ამ შემთხვევაში) კლიენტმა არ უნდა მიმართოს თვითსამართალს მაგრამ სასამართლოს უფლება აქვს თუ კი მე არ გამოვცხადდები საერთოდ უარყოს ჩემი სარჩელი და მასზე მეორედ ვეღარ ვიდავებ. ანუ სახელმწიფო ერთის მხრივ მაძლევს სასამართლოს თვითსამართალის სანაცვლოდ მაგრამ მეორეს მხრივ არ ხდება „სრწაფი მართმსაჯულება“ ხოლო თვითსამართალის განხორციელების შემთხვევაში კი აამოქმედებს რეპრესიულ მანქანას და ჩემს ქმედებას დაარქმევს „დანაშაულს“ მაგრამ იგივე სასამართლო ამ მსჯელობას არ გაიზიარებს რადგანაც „მე უნდა დავლოდებოდი“;
- მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი მართმსაჯულება წარმოადგენს სასამართლოს ქვაკუთხედს ის ჩემი მოსაზრებით მაინც არ არის მხოლოდ სასამართლოს საკუთრება რადგანაც ის უპირველეს იმ ხალხის საკუთრებაა რომელმაც კონსტიტუციით თქვა უარი თვითსამართალზე ნაცვლად სწრაფი მართმსაჯულებისა, რადგანაც შეუძლებელია სისხლის სამართლის საქმე იხილებოდეს სამი წელი და ეს არ იყოს დასჯადი რადგანაც სამი წელი თუ პირს ბრალი არ უმტკიცდება აღნიშნული სამი წელი უბრალოდ „ჰუმანური წამებაა“ პირის;
- ბოლოსკენ იმასთან დაკავშირებით რომელი უფრო აღმატებულია თვითსამართალის დაუშვებლობა თუ სრწაფი მართმსაჯულება, რა თქმა უნდა არსებობს და იარსებებს თვითსამართალის დაუშვებლობა და აღნიშნული სწორიცაა მაგრამ როცა სახელმწიფო და მათ შორის სასამართლო ვერ ახერხებს სწრაფი მართმსაჯულების განხორციელებას სასამართლო ვალდებულია იგივე პრინციპის დაცვა არ მოთხოვოს მხარეს ასევე თუ მხარე ვერ იღებს სასამართლო გადაწყვეტილების სწრაფ აღსრულებას ამაზე პასუხისმგებელი პირები უნდა იყვნენ აუცილებლად კანონის წინაშე პასუხისმგებლები, რადგანაც „იურიდიული ფანტომი“ სინამდვილეში კი ამ სახელმწიფოს მოქალაქეები იმსახურებენ ამას და თუ კი სწრაფი მართმსაჯულება შეუძლებელია მაშინ თვითსამართალის რაიმე დოზით არსებობა უნდა იყოს გამართლებული, ხოლო მოსამართლეს კი უნდა გააჩნდეს სამართლიანობის განცდა, რომ მან როგორც ხელისუფლების შტომ ვერ უზრუნველყო სისწრაფე ხოლო ამან კი გამოიწვია თვითსამართალი შესაბამისად სახელმწიფოც პასუხისმგებელია ამაზე ისევე როგორც თვითსამართალის შემოქმედი პირი;
- მახსენდება ერთი შემთხვევა როცა სტრასბურგმა საქართველო გაამტყუნა რადგანაც „საქართველომ“ ვერ უზრუნველყო სწრაფი მართმსაჯულება და სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობდა 5 წლის განმავლობაში, მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თვითონ სტრასბურგმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო საჩივრის მიღებიდან 6 წლის მერე, ასე რომ ზოგჯერ ყველა იურიდიულ კაზუისტიკას ჯობია სამართლიანობა როგორც ბუნებითი მოვლენა;
- ადვოკატი გურამ კონტუაძე (GGK Lawyer) სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე;
Tel/vibe/WhatsApp: +995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook;
პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!