საქმეები სამოქალაქო სამართალი

საპროცესო კოდექსის "ფილოსოფიური" დანიშნულება

14-02-2021 2 111
  • საადვოკატო საქმიანობის განხორციელების დროს ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერ ქმედებაში იქნება ეს ჩემი ქმედება თუ მოპასუხის ან ბრალდების მხარის ქმედება დავინახო ლოგიკა რომლითაც აღნიშნული ქმედება იმართება, აღნიშნული ალბათ გამოძახილია უკუ პერიოდის რომელიც გავიარე თუმცაღა ზოგიერთ შემთხვევაში ეს ე.წ. „ფილოსოფია“ მისი ყველაზე უფრო ცუდი გაგებით (ანუ სინამდვილეში ჩემთვის ფილოსოფოსები არ არსებობენ როგორც ფილოსოფია და ის მხოლოდ პირობითი მცნებაა და სინამდვილეში არავინ არაფერი არ იცის) მინდა დამეხმაროს რათა გავიხედო კანონის უკან და ვუპასუხო ერთ-ერთ მთავარ კითხვას (ჩემთვის მაინც) რატომ არსებობს ესა თუ ის კანონი? 
  • აღნიშნულის გააქტიურება ბოლო პერიოდში ჩემში გამოიწვია ერთმა საქმემ სადაც მაგალითი მქონდა მძიმე, ანუ კანონიერების მხრივ მე სარჩელს ვერ ვაწარმოებდი მაგრამ სამართლიანობის მიხედვით უნდა მქონოდა ამის უფლება. მოკლე ამბავის ისტორია ასეთია:
    ყაზახეთში მყოფი პირს საქართველოდან დაუკავშირდა ვინმე კახა რომელმაც შესთავაზა, რომ ავტომობილს საქართველოდან ჩაუყვანდა ყაზახეთში, ანახა ავტომობილი და მხარეები შეთანხმდნენ X თანხაზე. პირობითმა კახამ მოითხოვა X-ს თანხის 50% წინსწრებით გადაეხადა ყაზახეთის მოქალაქეს მაგრამ თანხა უნდა გამოეგზავნა კახას მიერ მითითებული პირისათვის, რომელიც აღმოჩნდა ვინმე ნანა. ყაზახეთის მოქალაქემ გამოაგზავნა თანხა ნანაზე და როგორც მოსალოდნელია კახაც და ნანაც დაიკარგნენ, თუმცა ყაზახეთის მოქალაქემ არც ერთის პასპორტის მონაცემები, არც მისამართი არც პირადი ნომერი არ იცის, ტელეფონები გათიშულია და აქვს მხოლოდ თანხის გამოგზავნის ქვითარი და ეს საქმე უნდა ვაწარმოო მე.
  • აქ იწყება მთავარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი რის საფუძველზეც მე უნდა ვაწარმოო საქმე საქმის წარმოებისათვის ორ წინაპირობას აყენებს ანუ სარჩელი წარმოებაში რომ იყოს მიღებული. პირველი ეს არის ფორმალური და მეორე ეს შინაარსობრივი მხარის გადალახვა მოსარჩელეს მიერ.
  • ფორმალური მხარე: ფორმალურ მხარე ასეთია უნდა მივუითო მოპასუხის პირადი ნომერი, მისამართი და საკონტაქტო მონაცემები (ამის გარდა არის ელექტრონული ფოსტა და ა.შ. მაგრამ ვერ გადავდივარ აღნიშნულზე რადგანაც ფორმალურ წინაღობასაც ვერ ვცდები). 
  • ანუ როგორც ადვოკატს არ მაქვს ინფორმაცია მოპასუხის იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემები ხოლო აღნიშნულს ფორმალურად იმპერატიულად ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამასთანავე როგორც ეროვნული ბანკი ასევე ყველა ბანკი თუ მიკროსაფინასო ორგანიზაცია ჩემგან მოითხოვს საქართველოში ვინც ფული გაანაღდა მის მონაცემებს და ასევე მისგან გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს რათა მე მივიღო აღნიშნული ინფორმაცია ანუ ჩაკეტილი წრეა: რადგანაც ისიც არ ვიცი რომელ ბანკში ან რომელ მიკროსაფინანსოში განაღდდა თანხა რათა მოვითხოვო მტკიცებულებათა უზრუნველყოფა ასევე სასამართლოს რომ მივმართო არ მიიღებს წარმოებაში რადგანაც მომთოვს იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს ხოლო სასამართლოს გარეშე ვერ მოვიპოვებ აღნიშნულ ინფორმაციას შესაბამისად აქ გამიჩნდა ყველაზე მთავარი და პირველადი კითხვები: 
    რატომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი?
    მისი დანიშნულება რა არის?
    და შეუძლია თუ არა საპროცესო კოდექსს მისივე მოთხოვნით შემიშალოს მე ხელი უფლების განხორციელებაში?
  • ამას არ ვკითხულობ როგორც კანონის ასე თუ ისე მცოდნე არამედ ვკითხულობ იმიტომ, რომ მაინტერესებს რა არის ამ კანონის შემოქმედის ანუ პარლამენტის მიზანი მოკლედ რომ ვთქვა რატომ შეთანხმდა 150 კაცი, რომ აი ასე უნდა იმოქმედოსო ყველამ საქართველოში თუ დავა სურთ და არა ისე როგორც მოქალაქეს მოუნდება. სასამართლოს არსებობას მაშინ აქვს აზრი თუ მისდამი მიმართვა არის გარანტირებული ნებისმიერი პირისათვის ამასთანავე კანონის დანიშნულება არის ეს მიმართვა იყოს ქმედითი და არა ფორმალური. ამასთანავე ლოგიკურია ის, რომ სასამართლოში დავას იწყებს ის ვინც შემდგომში ეწოდება მოსარჩელე ანუ პირი რომლის უფლებაც შესაძლოა დარღვეულია. ადრეულ პერიოდში ნამდვილად დეკლარაციული ხასიათის ჩანაწერი მეგონა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მითითება, რომ „ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად“ დეკლარაციული მეგონა იმიტომ, რომ ვთვლიდი  ეს იმდენად მარტივი გასაგებია, რომ ვინმემ სად უნდა გამოიყენოს ან/და საერთოდ რატომ უნდა არსებობდეს ეს ჩანაწერი იმასაც ვერ ვხვდებოდი, მაგრამ როცა კონკრეტული საქმე მაქვს და კონკრეტული წინაღობა აღნიშნული პრინციპი გამახსენდა ანუ პრინციპი რომელიც მაძლევს გარანტიას, რომ სასამართლო დავის განხილვა ყველა ვარიანტში არის ჩემი უფლება და ამ უფლების რეალიზაციის საშუალებაა სასამართლო. ამასთანავე ამ მუხლს აქვს საგამონაკლისო წესი კერძოდ „განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით“ ანუ ერთის მხრივ მე როგორც მოსარჩელეს უფლება დარღვეულია ნანა და კახას წინააღმდეგ სანამ პირად ნომრებს „ვერ ვიშოვი“ მანამდე ვერ შევიტან სარჩელს ხოლო მეორეს მხრივ ეს „შოვნა“ კანონიერი გზებით შეუძლებელია სასამართლოს გარეშე (ეხლა ის სხვა საკითხია შეუძლია თუ არა მიმართოს ყაზახეთში გადამრიცხავ კომპანიის წინააღმდეგ) ამიტომაც ერთის მხრივ თუ ასეთი სახის სარჩელს წარვადგენ სასამართლოს სრული კანონის დაცვით მეტყვის სარჩელის წარმოებაში მიღებაზ უარს ხოლო მეორეს მხრივ თუ მე კანონიერი გზით არ შემიძლია ამ ინფორმაციის მოპოვება უსამართლო იქნება თუ სასამართლო წარმოებაში არ მიიღებს სარჩელს (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის);
  • ამიტომაც გამიჩნდა კითხვა საერთოდ ამ კანონის მიზანი როგორ უნდა ავხსნა ისეთი სახით, რომ სასამართლომ შეძლოს და სამართლიანობა დაინახოს და არა კანონიერება. უპირველესად უნდა ავღნიშნო, რომ როცა ეს სარჩელი წარვადგინე არათუ მოსამართლემდე არამედ კანცელარიის თანამშრომლებთან ერთად გავატარე 4 საათი რათა დაერეგისტრირებინათ აღნიშნული სარჩელი, თუმცა უშედეგოდ რადგანაც ბოლო ტელეფონის ზარის მერე მითხრეს, რომ: ჩვენ ამას არ დავარეგისტრირებთ (დაახლოებით ასეთი სტილი იყო: ჯერ პირადი ნომერი და მისამართი იშოვე ბიჭი და მერე შეგვაწუხე). 
  • პრინციპი რომლის ახსნასაც ვცდილობ ახალი დილემა არ არის მთლიანად სამართალში, მაგრამ ძნელია იმიტომაც რომ გიწევს იაზროვნო უცნაურად. უპირველესად სამართლიანობა ან სასამართლო წესით განხილვის უზრუნველყოფა რომელსაც გთავაზობს სახელმწიფო შეუძლებელია არსებობდეს ისეთი სახით, რომ ვერ განახორციელო მიმართვაც კი ამიტომაც შეუძლებელია გამოსავალი არ არსებობდეს იქ სადაც არსებობს გამოსავლის ძებნის სურვილი ანუ ნდომა (საკუთარ თავს შევუთანხმდი იმაზე, რომ):
    1) რა შეზღუდვა აქვს დაწესებული კანონმდებელს ეს სხვა საკითხია და რა შეზღუდვას აწესებს სასამართლო თავისი შეხედულებით ეს სხვა საკითხია, სასამართლო მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლის მიერ დაწესებული დანაწესიდან;                 
    2) პირი ანუ მოსარჩელე რომელიც მიმართავს სასამართლოს დარღვეული უფლების აღსადგენად უფლების არსი, როგორც სასამართლოსადმი მიმართვა არ არის აბსოლიტური თუცაღა იმდენად დიდი უფლებაა, რომელიც სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების მიღების აუცილებლობა იმდენად უნდა იყოს დასაბუთებული, რომ ის არ იძლეოდეს მისი სხვგავარი განმარტების საშუალებას.                        
    3) სასამართლო სასამართლოსადმი მიმართვას ზღუდავს არა იმიტომ, რომ მას ასე უნდა მიაჩნდეს, არამედ იმიტომ, რომ მოსარჩელემ სწორად დაიცვას თავი.
  • მესამე პირობა უფრო მარტივი ენით, რომ განვმარტო არის შემდეგი, რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დანიშნულება ჩემს მიერ უფლების განხორციელების საუკეთესო გზის ჩვენებაა და არა წინაღობა, რომ ამის გარეშე მე ვერ მივმართავ სასამართლოს. საერთოდ ის 150 კაცი ამაზე შეთანხმდა, რომ ვისაც დავა სურს მოდი მათ მივცეთ ასე თუ ისე წესიერი კანონი რათა მერე თვითონ უკეთ შეძლონ თავიანთი უფლებების გამოყენება და არა პირიქით იმ 150 კაცს არამგონია ნდომოდა, რომ თუ მე რაიმე პირობას ვერ ვაკმაყოფილებ მაშინ სასამართლოს უფლება აქვს უარი მითხრას უფლების დაცვაზე“; 
  • შესაბამისად პირადი ნომრისა და მისამართის არსებობა სარჩელში ან შესაგებელში იმის გამო კი არ არის აუცილებელი რომ ამის გარეშე სასამართლო ვერ იმსჯელებს არამედ იმისათვის არის აუციელებელი, რომ მოხდეს იდენტიფიცირება ამ პირის და სასამართლო გადაწყვეტილება არ იქცეს ფარატინა ქაღალდად, მაგრამ იქ სადაც სასამართლო იმოქმედებს კანონიერად ასევე იმოქმედებს უსამართლოდ, რადგანაც კანონის მიზანი მისი შინაარსიდან უნდა იკითხებოდეს და არა მისი სიტყვა სიტყვითი გაგებით;
  • საკონსტიტუციო სასამართლოს მრავალი შესანიშნავი გადაწყვეტილება აქვს მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული ჩანაწერია (რომელიც ასევე ბლანკეტური მეგონა სანამ მე თვითონ არ გამოვიყენე) შემდეგი: "მთავარია შეზღუდვა არ იყოს აბსოლუტური, ბლანკეტური და არათანაზომიერი, არ ახდენდეს მხარის უფლებების ისეთ არსებით შეზღუდვას, რაც პრაქტიკულად მხარის ფუნქციის განხორციელების შეუძლებლობას გამოიწვევს ან აზრს დაუკარგავს დეკლარირებულ უფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27/01/2017წ. გადაწყვეტილება საქმეზე N1/1/650,699; ნ. ხურციძე და დ. ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულ მსჯელობას თუ გავარძელებთ დაახლოებით იმ იდეამდე უნდა მივსულიყავი (თუ სარჩელს არ მიიღებდა წარმოებაში), რომ „სასამართლოს მიერ მოყვანილი შეზღუდვა ეხება საკანონმდებლო ნორმას, რომლის კონსტიტუციურობის საკითხს აყენებდა მოსარჩელე, შესაბამისად ჩვენს შემთხვევაში შეზღუდვა სწორედ სასამართლოს მიერაა ინიცირებული და არა საკანონმდებლო ნორმის მიერ და სასამართლო ახდენს ნორმის ისეთი სახით ინტეპრეტირებას როცა შესაძლებელია მხარის უფლება ისეთი სახით იქნეს დარღვეული, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდეს“; 
  • იგივე აზრი აქვს გატარებული ასევე უზენაეს სასამართლოსაც როცა ის უთითებს, რომ „სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017)“ შესაბამისად ჩემს შემთხვევაში არათუ განხილვამდე არამედ განხილვაზე უარის თქმა იქნებოდა უფლების წართმევა მოსარჩელესთვის;
  • თუმცაღა არსებობს ასევე მეორე შეხედულება სასამართლოსი როცა ის უთითებს, რომ „სარჩელის მიღების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს სარჩელის ფორმალური გამართულობა, რომელიც ამომწურავადაა წარმოდგენილი წინამდებარე საქმეში მოსარჩელეს მიერ, შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი თუ მოსარჩელეს მიერ დაცული არაა აღნიშნული წინაპირობები სასამართლოს არა უფლება არამედ ვალდებულებაა უზრუნველყოს ისეთი სახის განჩინების მიღება რომელიც არათუ დააბნევს მოსარჩელეს არამედ უზრუნველყოფს მოსარჩელეს მიერ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების განხორციელებას“ (საქმეზე  საქმე №2ბ/835-16) ასევე „სასამართლოს მიერ ბუნდოვანი, დაუზუსტებელი სასარჩელო მოთხოვნის წარმოებაში მიღებით და განხილვით საფრთხე შეექმნება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში. თავად მოსარჩელის ინტერესშია გამართული სარჩელის წარდგენა“; 
  • რამდენიმე მცდელობის შემდგომ 1 ინსტანციის სასამართლომ უარი განაცხადა ისეთი სახის სარჩელის მიღებაზე, სადაც მითითებული არ მქონდა მოპასუხის არც მისამართი და არც პირადი ნომერი (მხოლოდ ვიცოდი სახელი და გვარი, ასევე დაყენებული მქონდა 9 შუამდგომლობა აღნიშნულის მოპოვებაში რომ დამხმარებოდა სასამართლო) რასაც პრინციპში ველოდი კიდეც, მაგრამ საჩივარი რომელიც შემდგომში დაკმაყოფილდა ამ იდეით იყო აგებული, რომ:                                                 
    კითხვაზე: რატომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი? პასუხი მქონნდა, რომ ის ჩემი უფლების უკეთესი რეალიზებისათვის არსებობს და არა უფლების განუხორციელებლობა რომ გამოიწვიოს;
    კითხვაზე: მისი დანიშნულება რა არის? პასუხი მქონდა ის, რომ მისი დანიშნულებაა მე დამეხმაროს სწორად ვმართო საქმე მისი დახმარებით ანუ თამაშის წესები ორივე მხარეს ჰქონდეს თანაბარი; 
    კითხვაზე: და შეუძლია თუ არა საპროცესო კოდექსს მისივე მოთხოვნით შემიშალოს მე ხელი უფლების განხორციელებაში? პასუხი მქონდა, რომ თუ მე როგორც მხარე წარმოვადგენ ყველა მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ მე აღნიშნული ვერ მოვიპოვე და ვერც სასამართლოს გარეშე მოვიპოვებ მაშინ სასამართლოს არათუ უფლება არამედ ვალდებულება აქვს დამეხმაროს რათა ჩემი უფლების რეალიზება შევძლო და თუ ფილოსოფიურად მივუდგებით საკითხს მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ: კანონისთვის კი არ არსებობს მოსარჩელე არამედ პირიქით მოსარჩელესათვის არსებობს კანონი და სწორედ კანონის ვალდებულებაა რომლის განხორციელებაც არის მოსამართლე მე დამეხმაროს რათა განხილვის უფლება არ წამერთვას
  • უნდა ავღნიშნო, რომ საქმე რომელზეც ვსაუბრობ ასევე იყოს სხვა პრობლემაც კერძოდ სასამართლომ საქართველსო განსჯადი არ არის საქმეო და შესაბამისად ამის გამო გაუქმდა ერთი კონკრეტული განჩინება, მიუხედავად ამისა სააპელაციო სასამართლო მოერიდა კონკრეტულად ასეთი სახის მსჯელობისთვის ჩემთვის ეპასუხა მაგრამ უფრო მთავარი კი ისაა, რომ: დღეს სასამართლოში არის საქმე სადაც არც მოპასუხის პირადი ნომერი ვიცი არც მისამართი და დაახლოებით 40-მდე ორგანიზაციიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია სასამართლომ, ასევე დაახლოებით 5-მდე საჯრო სამსახურიდან და ა.შ. რათა ვიპოვო ჩემი მოპასუხეები კახა და ნანა, მაგრამ მე რომ კანონიერებით მეხელმძღვანელა საქმეს მივიყვანდი უსამართლობამდე, შესაბამისად მთავარ კითხვაზე მარტივად შემიძლია ვუპასუხო: 
  • რა დანიშნულება აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს?! სამართლიანობის უზრუნველყოფა და არა კანონიერების და კი იქ სადაც კანონი უკანონოდ გეჩვენება შეიძლება ე.წ. „ფილოსოფიური მიდგომა“ დაგჭირდეს მისი ყველაზე უფრო ცუდი გაგებით (ჰო კოგნიტური დისონანსის გარეშე რანი ვართ ადამიანები მათ შორის ადვოკატები);
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე (GGK Lawyer) სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე;     
    Tel/vibe/WhatsApp: +995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook
    პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა