საქმეები

კონფლიქტი ინდივიდის თავისუფლებასა და მართლწესრიგს შორის

31-01-2021 801

  • წინამდებარე სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა რამდენიმე ფაქტორმა, პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაწილისათვის უცნობია პოლიციის უფლებამოსილების შესახებ მეორე ნაწილისათვის მნიშვნელოვანია თუმცაღა ზოგიერთ შემთხვევაში არასაკმარისი ინფორმაციაა არის მიწოდებული მათთვის და მესამე ვისაც ჰქონდათ აღნიშნული შემთხვევა მაგრამ არც იცოდნენ, რომ ამ კონფლიქტში მიიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ ვერ გახდა „საქართველოს კონსტიტუცია“ როგორც პირდაპირ და უშუალოდ მოქმედი კანონი. პოლიციის შესახებ კანონი რომელიც მოქმედია მიღებულ იქნა 2013 წლის 28 ოქტომბერს. საპოლიციო ღონისძიებები (რომლის საფუძველზეც შესაძლებელია განხორციელდეს პირის შეჩერება, შეზღუდვა კონტროლი და ა.შ.) იყოფა რამდენიმე სახედ, ესენია:
  • ა) პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები;         
    ბ) პირის გამოკითხვა; 
    გ) პირის იდენტიფიცირება;     
    დ) პირის მოწვევა;     
    ე) ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება;    
    ვ) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება;     
    ზ) სპეციალური საპოლიციო კონტროლი;                            
    თ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა;     
    ი) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა;    
    კ) ავტომატური ფოტოტექნიკის (რადარის) და ვიდეოტექნიკის გამოყენება;         
    ლ) ტექნიკური საშუალებების შექმნა და გამოყენება;     
    მ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება;
  • როგორც ვხედავთ მთლიანობაში საპოლიციო ღონისძიებების ჩამონათვალი შედგება 12 საშუალებისაგან (ამის გარდა არსებობს იძულებითი ღონისძიებების გამოყენების საფუძველი და ასევე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების და მისი შეზღუდვის საფუძვლები და ა.შ.);
  • უპირველესად რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ ნებისმიერი სახის შეზღუდვას ანუ საპოლიციო ღონისძიებას რომელსაც იყენებს პოლიცია და ამასთანავე ის ზღუდვას მოქალაქისათვის კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებს უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ კანონიდან ანუ დაუშვებელია პოლიციამ იმოქმედოს კანონის გარეშე (მუხლი 10. საპოლიციო ღონისძიების განხორციელება, რომელიც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას, დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე). გარდა აღნიშნულისა თვითონ პოლიციის კანონით მოქმედებს რამდენიმე პრინციპი, რომლის საფუძველზეც მოქმედებს პოლიცია ესენია:
  • ა) პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები;     
    ბ) ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი;     
    დ) კანონიერების პრინციპი დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი თანაზომიერების პრინციპი;     
    ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პრინციპი;     
    ვ) პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი;     
    ზ) პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპი;
  • აღნიშნული პრინციპები პოლიციისათვის არის პირდაპირ და უშუალოდ მოქმედი პრინციპი, გარდა აღნიშნულისა თვითონ კანონის მიზანი რომელიც მისი პირველივე მუხლიდან სჩანს არის „უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა“;
  • 1) უპირველესად ყველაზე საყურადღებო რაც შესაძლებელია იყოს წინამდებარე კანონში არის ის, რომ პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი პრინციპი არის საქართველოს კონსტიტუცია, აღნიშნული ჩანაწერი არ არის დეკლარაციული ხასიათის ეს კი მარტივად რომ ავხსნათ კანონისმიერი შეკავების მექანიზმია მოქალაქისათვის სახელმწიფოს მიმართ ანუ სხვა თუ არაფერი ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს კონსტიტუცია გამოიყენოს როგორც პირდაპირ და უშუალოდ მოქმედი კანონი, კონსტიტუცია არ და ვერ იქნება ცალკე მდგომი კანონი ის პირდაპირი და უშუალო კანონია რომელსაც ახასიათებს ყოვლისმომცველობა; 
  • 2) ასევე უნდა მივუთითოთ, რომ ნებისმიერი სახის საპოლიცო ღონისძიება რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს აუცილებლად იწვევს საზოაგდოებრივ მართლწესრიგსა და ინდივიდის თავისუფლებას (კონსტიტუციურ უფლებათა) შორის კონფლიქტს, აღნიშნული კონფლიქტი ახალი არაა და უმრავლეს შემთხვევაში ჩემთვის როგორც ადვოკატისათვის უფრო მნიშვნელოვანი ინდივიდის თავისუფლებაა მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სახეზე შეიძლება იყოს „მართლწესრიგის“ დარღვევის საშიშროება რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის ფუნდამენტია ამ დროს კანონი აღნიშნულ კონფლიქტს წყვეტს პოლიციის სასარგებლოდ მაგრამ წყვეტს იმდაგვრად, რომ ის მხოლოდ კანონით გათვალისწინებულის გამოყენების საშუალებას უტოვებს პოლიციას. ზოგიერთ შემთხვევაში პირი რომელიც აკრიტიკებს საპოლიციო მოქმედებას ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია მანვე იცოდეს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების შეზღუდვის საშუალება ეძლევა კანონით პოლიციას და მისი ინდივიდუალური თავისუფლება იბოჭება უფრო დიდი სიკეთით (ეხლა ის სხვა საკითხია რომელი უფრო მნიშვნელოვანი სიკეთეა რადგანაც აღნიშნული უფრო პოლიტიკური თეორიის საკითხია ვიდრე სამართლებრივი); 
  • 3) ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ თუ ხდება პოლიციის მხრიდან ასეთი სახის ჩარევა ანუ კონფლიქტი ინდივიდის თავისუფლების მიმართ რა სახის ინტენსივობის ჩარევა უნდა იყოს სახეზე, რომ ის იყოს გამართლებული ან გაუმართლებელი? უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩარევის ხანგრძლივობა შეფასებითი კატეგორიაა მაგრამ ის არ უნდა იყოს გრძელვადიანი ანუ დროში გაწელილი პროცესი ეს ნიშნავს შემდეგს, მაგალითზე რომ ავხსნათ: იგივე კანონის 22 მუხლი რომელიც შეეხება პირის შემოწმებას და დათვალიერებას უთითებს, რომ: 
    3.1.) პირის შეჩერება არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს (პირის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეჩერების მომენტიდან 30 წუთს);
    3.2) პოლიცია ვალდებულია პირს მისცეს საშუალება გონივრულ ვადაში უზრუნველყოს მისი იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენა (პირის იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე ამ პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა);                     
    3.3) ამის გარდა ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ძალის გამოყენებამდე პოლიცია ასევე ვალდებულია მისცეს გონივრული ვადა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად პირს;         
    3.4) მოწვევის შედეგად პირთან გასაუბრების დრო არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს ხოლო არასრულწლოვანისათვის 2 საათს; 
  • 4) აღნიშნული მაგალითები ნათელია მაგალითია იმისა, რომ ერთის მხრივ თუ სახელმწიფო აღიარებს კონფლიქტს ინდივიდის თავისუფლებასა და პოლიციას შორის მეორეს მხრივ ის ასევე უთითებს იმ ინტენსივობას რომელიც დასაშვებია ამ კონფლიქტის გადაწყვეტისათვის და ეს ინტენსივობა არის ხანმოკლე. ეხლა სხვა საკითხია რამდენად შესაძლებელია ეს ხანმოკლე პერიოდი რამდენი ვადის შეიძლება იყოს თუმცა აღნიშნული დამოკიდებულია ფაქტობრივ გარემოებებზე;
  • 5) მიუხედავად იმისა, რომ საპოლიციო ღონისძიების რა სახე და როგორი სახით ხორციელდება ის აუცილებლად უნდა იყოს მიმართული გონივრული ეჭვის დადასტურებისათვის ან გამორიცხვისათვის, სხვაგვარად რომ ვთქვათ ეჭვის საფუძველი იწვევს საპოლიციო მოქმედებას ხოლო მოქმედებას ორიდან ერთი უნდა დაადასტუროს, კერძოდ ან დადასტურდეს ეჭვი ან გამოირიცხოს. აღნიშნული იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ მიზანი თითოეული საპოლიციო ღონისძიების უნდა მომდინარეობდეს ობიექტური აღქმიდან და არა სუბიექტური აღთქმიდან. ზოგიერთ შემთხვევაში საერთო სასამართლოები ასევე სუბიექტური აღქმის პრინციპსასც იყენებენ აღნიშნულის განსამარტავად მაგრამ ჩემი შეხედულებით სუბიექტრი აღქმაში მაშინ ასევე უნდა მივუთოთოთ: ინტუიცია, პროფესიონალიზმი, გამოცდილება და ა.შ. შესაბამისად სუბიექტური აღქმის კატეგორია კიდევ უფრო დიდი საფრთხის მატარებელი შეიძლება გახდეს დროთა განმავლობაში ვიდრე ხანმოკლე ჩარევა რადგანაც: სუბიექტური კატეგორია კანონისმიერი დათქმა ვერ იქნება და შესაბამისად ის შეიძლება ყოველ შემთხვევაში განსხვავებული იყოს ვიდრე კანონი;
  • 6) იმავ კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო საშუალებად იგივე კანონი გვთავაზობს თანაზომიერების პრინციპს ანუ: 
    6.1.) საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს:
    6.2.) გამოსადეგი (ანუ შესაბამისი მიზნისათვის შესაბამისი ღონისძიება იქნა შერჩეული:                                                     
    6.3.) აუცილებელი (აუცილებლად ჩაითვლება, თუ ვერ იქნება გამოყენებული სხვა საშუალება, რომელიც ლეგიტიმური მიზნის მიღწევისას უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებდა როგორც ღონისძიების ადრესატს, ისე სხვა პირს);                                
    6.4.) პროპორციული (საპოლიციო ღონისძიება დააკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნებს, თუ კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთისათვის მიყენებული ზიანი, არ აღემატება იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც ის განხორციელდა);
  • 7) გარდა ამისა თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ  სახეზე იყოს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე (საკონსტიტუციო სასამართლოს 26.07.2012წ. გადაწყვეტილება საქმეზე დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ §60) ანუ შესაძლებელია და მუდამ ასეა როცა კი ხორციელდება საპოლიციო ღონისძიება, რომ ინდივიდის თავისუფლება რომელიც გარანტირებულია არ უნდა იყოს მომეტებული თუმცა მცირეხნიანი ჩარევა კანონის მიხედვით გამართლებულია;  
  • 8) გარდა ზემორე აღნიშნულისა ზოგჯერ სახეზე ასევე გვაქვს გადაუდებელი აუცილებლობა თუმცაღა გადაუდებელი აუცილებლობის განმარტებისათვსი შეიძლება მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, რომელიც უთითებს, რომ „ გადაუდებელი აუცილებლობის“ შინაარსი კი დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით - „გადაუდებელი აუცილებლობა“ გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული საჯარო ინტერესის მიღწევა, რეალურად არსებული ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელია კერძო ინტერესების დაუყოვნებლივი, მყისიერი შეზღუდვის გარეშე. ამასთან, ძალზე მკაფიო, ნათელი და ცალსახა უნდა იყოს, რომ კონსტიტუციის ფარგლებში, საჯარო ინტერესის სხვაგვარად დაცვის მცირედი ალბათობაც არ არსებობს. გადაუდებლობა მიუთითებს დროის სიმცირეზე, რაც უფლების შესაზღუდად მოსამართლის ბრძანების მოპოვების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას“ ანუ გადაუდებელი აუცილებლობა რომელიც შესაძლებელია იყენებდეს პოლიცია მასვე ეკისრება აღნიშნული გადაუდებლობის დამტკიცება იმითი, რომ თითოეული ფაქტობრივი გარემოება: შეეძლო თუ არა მიემართა სასამართლოსათვის მიეღო მოსამართლის განჩინება, საჯარო ინტერესის დაცვა სხვაგვარად შეეძლო თუ არა, დაცვის სხვა საშუალების გამოუყენებლობა უნდა იყოს დამაჯერებელი მკაფიო და ა.შ;
  • წინამდებარე სტატიის მიზანი ძირითადად თოერიულ დონეს მიემართა შემდეგში ვეცდები კონკრეტული საპოლიციო ღონისძიები დაშვების შესაძლებლობასა და შეუძლებლობაზე ვისაუბრო; 
  • ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე;
    tel/vibe/ WhatsApp: +995591976764; mail:guram.kontuadze@gmail.com; facebook;
    პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა