ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის მოქალაქეობა ანუ გზა არსაით
25-01-2021 2 574- წინამდებარე სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა ერთმა შემთხვევამ, როცა ერთ-ერთ ფორუმზე აფხაზ თანატოლს კითხვა დავუსვი "რის საფუძველზე არ შემიძლია ვიყო ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის მოქალაქე"? მან მიპასუხა, რომ „ქართველ ფაშისტებს არ აქვთ უფლება იყვნენ აფხაზეთის მოქალაქეები“. აღნიშნულის შემდგომ დავინტერესდი ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის მოქალაქეობაზე, ასევე დავინტერესდი მათ კონსტიტუციაზე და ვფიქრობ საინტერესო იქნება ის რასაც ქვემოთ წაიკითხავთ (დანარჩენ ნაწილში ნახსენები არ იქნება ფრაზა "ე.წ." რადგანც გადაიტვირთება სტატია, მაგრამ რა თქმა უნდა იგულისხმება).
- აფხაზეთის კონსტიტუცია მიღებულია 1994 წლის 26 ნოემბერს 12-ე საერთო სესიაზე, რომელიც დამტკიცებულია 1999 წლის 03 ნოემბრის საერთო სახალხო რეფერენდუმით.
- 1. კონსტიტუციის პრეამბულაში საუბარია მშვიდობასა და სხვა ხალხებთან ურთიერთობაზე, ხოლო პირველივე მუხლში მითითებულია, რომ აფხაზეთი და აპსნი ერთი და იგივე მნიშვნელობის ტერმინია აფხაზეთის რესპუბლიკისათვის;
- 2. აფხაზეთის რესპუბლიკა შედგება 6 რაიონისგან და 7 ქალაქისაგან. ხოლო ყველაზე საინტერესო იწყება ამ კონსტიტუციის 6 მუხლით, რადგანაც მითითებულია, რომ რუსული ენა აფხაზურ ენასთან ერთად ითვლება სახელმწიფო ენად (ისე საინტერესოა დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, რომელიც მისი მეზობლის ენას იყენებს სახელმწიფო ენად, თუმცაღა დამოუკიდებელ სუბიექტად უთითებს თავს კონსტიტუციაში);
- 3. აფხაზეთის სახელმწიფო (მუხლი 6) აღიარებს ყველა ეთნიკური ჯგუფის უფლებას გამოიყენოს მისი მშობლიური ენა (ამაზე საინტერესო განმარტება გააკეთა ერთ-ერთმა ფორუმელმა როცა მიუთითა, რომ ქართველებს და მეგრელებს ხომ აქვთო უფლება ისაუბრონ მათ მშობლიურ ენაზეო, ჩემს შეკითხვაზე თუ საიდან დაასკვნა, რომ ეს ორი ტერმინი ერთი და იგივეს არ ნიშნავს პასუხი ვერ მივიღე) ასევე იმავე კონსტიტუციის 10 მუხლით დედაქალაქად გამოცხადდა სოხუმი ანუ აკუა (Акуа);
- 4. აღნიშნული მუხლების შემდგომ უკვე ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს ეთმობა (დაახლოებით 35 მუხლი), თვითონ აფხაზეთის მოქალაქეობის საკითხს სულ სამჯერ ეხება კონსტიტუცია: პირველად მითითებაა მასზე, რომ აფხაზეთის მოქალაქისთვის მოქალაქეობის წართმევა არ შეუძლია სახელმწიფოს, პრეზიდენტის უფლებამოსილებებშიც არის მოქალაქეობის მინიჭება და მოქალაქეობის მინიჭების საკანონმდებლო უზრუნველყოფას ახდენს;
- 5. მოქალაქეობის მიღების საკითხს აფხაზური კონსტიტუცია უკვე აღარ ეხება. აღნიშნულ საკითხს უკვე დამატებით არეგულირებს კანონი „აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ“. პირველი რაც ყველაზე თვალში საცემია არის ის, რომ აღნიშნული კანონი ცნობს და ხელსუწყობს უცხოეთში მცხოვრებ დიასპორის უფლებას მათ მიერ მოქალაქეობის მიღებაზე (აქ უკვე თავის თავს უწოდებენ აბაზებს/აბაზა);
- 6. პირველი და ყველაზე თვალში საცემი რაც ამ კანონში შემდგომში გვხდება არის ის, რომ ის ძირითადად არ ეხება არც ერთ თარიღს გარდა 1999 წლისა ანუ 1999 წლამდე არსებული ვითარება სრულებით არის უგულველყოფილი. რაც შეეხება ყველაზე უფრო საინტერესოს აღნიშნული იწყება 5-ე მუხლის ა ნაწილიდან სადაც (სიმართლე გითხრა ნამდვილად არ მოველოდი თუ ასეთი სახის განმარტება შეიძლება არსებობდეს და მას კანონმდებელი იყენებდეს) „აფხაზი ეროვნების პირი / лица абхазской национальности (абаза)“ აბაზი პირის ადგილსამყოფელის მიუხედავად ითვლება აფხაზეთის მოქალაქედ. გარდა ამისა გამონაკლისია (ანუ არ ითვლებიან მოქალაქეებად): პირები რომლებიც ანტიკონსტიტუციური მეთოდებით ცდილობენ აფხაზეთის სტატუსის შეცვლას ან/და ცდილობდნენ. აღნიშნული პირდაპირ ნიშნავს, რომ ჯერ პირველი სრულებით უცნობია რას ნიშნავს ეს ტერმინი და როგორ უნდა იქნეს აფხაზი ეროვნების პირი დადასტურებული და მეორე აღნიშნული ჩანაწერი პირდაპირ მიმართულია მოსახლეობის იმ ნაწილისკენ, რომლებიც ღია საომარ ეპიზოდებში მონაწილეობდნენ ანუ იცავდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთს საქართველოს აფხაზეთის ომში;
- 7. მეორე ყველაზე უფრო საინტერესო კი კვლავ ამ 5 მუხლის ბ ნაწილია, სადაც აფხაზეთის მოქალაქედ ითვლებიან ის პირები რომლებიც 1999 წლის 12 ოქტომბრამდე (დამოუკიდებლობის აქტის მიღებამდე) მინიმუმ 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე და არ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა გარდა რუსეთის ფედერაციისა (როგორი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომ ორმაგი მოქალაქეობაც კი რუსეთის შეიძლება ჰქონდეს). გარდა ამისა გამონაკლისია (ანუ არ ითვლებიან მოქალაქეებად): პირები რომლებიც ანტიკონსტიტუციური მეთოდებით ცდილობენ აფხაზეთის სტატუსის შეცვლას ან/და ცდილობდნენ.
- 8. ამასთანავე აფხაზეთის მოქალაქეს შეუძლია მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა ქონდეს, ანუ აფხაზეთის მოქალაქე გარდა რუსეთის მოქალაქეობის მიღებისა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობა არ აქვს;
- 9. დამატებითი კიდევ რამდენიმე ბერკეტია კანონში მითითებული, მაგალითად: არათუ მოქალაქეობა არამედ იმ პირების მიმართვას არ განიხილავს რომლებიც ანტიკონსტიტუციური მეთოდებით ცდილობენ აფხაზეთის სტატუსის შეცვლას ან/და ცდილობდნენ;
- 10. ეხლა დავუბრუნდეთ მთავარ საკითხს: კანონში თითქმის არაფერია ნახსენები იმ პირების შესახებ, რომლებიც მაგალითად ისევე როგორც მე დაიბადნენ 1988 წელს და იძულებით გადაადგილებულ პირად ვითვლები ან/და ითვლებიან. 1999 წლის 15 ოქტომბერი მითითებულია სპეციალურად, რომ მე არ მქონდეს (ეს ცალკე საკითხია რამდენად მინდა) საკანონმდებლო საშუალება, რომ მივმართო აფხაზეთის მოქალაქეობაზე. კანონის ძალით თავისივე დაწესებული შეზღუდვების საფუძველზე იმ პირებს რომლებიც ცხოვრობდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე აუკრძალეს ნებისმიერი სახის საშუალება რათა ისინი არათუ დაბრუნდნენ საკუთარ სახლში არამედ ჩაითვალონ ოდესმე იაფხაზეთის მოქალაქეებად (ცნობისათვის ზოგიერ ოფიციალურ დოკუმენტში სამამულო ომის სახელწოდება აქვს 1992-1993 წლების მოვლენებს);
- 11. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აი ამ მარტივ საკითხშიც არის ის, რომ აფხაზური კონსტიტუციით გარანტირებულია ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (მათ შორის საცხოვრებელი ადგილის და ა.შ.) ამასთანავე ის ცნობს გაეროს დეკლარაციას ადამიანის უფლებების შესახებ, ის უკვე კანონის ძალით ღიად სრულებით ღიად ტოვებს უკვე 1994 წლამდე არსებულ მდგომარეობას. გარდა ამისა ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზეც კი აღიარებულია „აფხაზი ეროვნების პირი“;
- 12. სტატიის მიზანი არ არის, რომ ვინმემ მიიღოს ე.წ. აფხაზური მოქალაქეობა სტატიის მიზანი იყო მარტივად ამეხსნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ კი აფხაზეთი შეიძლება ვინმემ ჩათვალოს სამართლებრივ სახელმწიფოდ მგონია იმედგაცრუება ელის რადგანაც იმ პირების შესახებ (დაახლოებით 300 000 ათასამდე) რომლებიც ეთნიკურად ქართველები იყვნენ საკანონმდებლო დონეზე არც კია მათზე რაიმე სახის მინიშნება, თითქოს სამართლებრივ რეალობაში ისინი არც არსებობდნენ;
ადვოკატი თბილისში ადვოკატი საქართველოში ადვოკატი რუსთავში ადვოკატი თელავში ადვოკატი მარნეულში ადვოკატი ზუგდიდში ადვოკატი ქუთაისში ადვოკატი ბათუმში ადვოკატი სურამში ადვოკატი ვაკეში ადვოკატი ვერაზე ადვოკატი ციხეზე ადვოკატი წალკაში ადვოკატი საბურთალოზე ადვოკატი ვარკეთილში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი ახალ რუსთავში ადვოკატი დმანისში ადვოკატი ბოლნისში ადვოკატი საგარეჯოში ადვოკატი მიწის სამოქალაქოს ადვოკატი საადვოკატო მომსახურება თბილისში საადვოკატო მომსახურება რუსთავში საადვოკატო მომსახურება თელავში საადვოკატო მომსახურება მარნეულში საადვოკატო მომსახურება ზუგდიდში საადვოკატო მომსახურება ქუთაისში საადვოკატო მომსახურება ბათუმში საადვოკატო მომსახურება საგარეჯოში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში საადვოკატო მომსახურება ახალ რუსთავში იურისტი ახალ რუსთავში იურისტი დმანისში იურისტი თბილისში იურისტი საქართველოში იურისტი რუსთავში იურისტი ბათუმში იურისტი ქუთაისში იურისტი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი სისხლის სამართლის ადვოკატი ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი მიწის საკითხებზე მომუშავე ადვოკატი განქორწინებაზე მომუშავე ადვოკატი ქონებაზე მომუშავე ადვოკატი ქონების ადვოკატი ადვოკატი სამოქალაქო საქმეზე ადვოკატი სისხლის სამართლის საქმეზე განქორწინების შემდგომ რა ხდება განქორწინების შედეგები ადვოკატი სამოქალაქო საკითხებში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საქართველოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ზუგდიდში სამოქალაქო საქმის ადვოკატი ბათუმში სამოქალაქო საქმის ადვოკატი საგარეჯოში სამოქალაქო საქმის ადვოკატი მარნეულში სამოქალაქო საქმის ადვოკატი თელავში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი თბილისში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი საქართველოში ადმინისტრაციული საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საქართველოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი რუსთავში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ზუგდიდში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი მარნეულში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი თბილისში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი ბათუმში სისხლის სამართლის საქმის ადვოკატი საგარეჯოში ბიზნეს ადვოკატი რუსთავში ბიზნეს ადვოკატი თბილისში ბიზნეს ადვოკატი ბათუმში ბიზნეს ადვოკატი ქუთაისში სტარტაპ ადვოკატი თბილისში საადვოკატო ბიურო თბილისში საადვოკატო ბიურო საქართველოში საადვოკატო ბიურო რუსთავში საადვოკატო ბიურო ზუგდიდში საადვოკატო ბიურო საგარეჯოში საადვოკატო ბიურო მარნეულში საადვოკატო ბიურო თელავში advokati tbilisshi advokati rustavshi advokati saqartveloshi advokati bolnisshi advokati marneulshi advokati qutaisshi advokati zugdidshi advokati walkashi advikati marneulshi advokati dmanisshi advokati telavshi sisxlis samartlis advokati samoqalaqo samartlis advokati administraciuli samartlis advokati адвокат в Тбилиси адвокат в Грузии Адвокат в Рустави Адвокат в Батуми Адвокат в Ваке Адвокат в Телави Адвокат по гражданским делам iuristi tbilisshi iuristi saqartveloshi sasamartlos iuristi sasamartlo advokati სასამართლო ადვოკატი ადვოკატი სასამრთლოში


