მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება
17-01-2021 2 678
- წინამდებარე სტატია შეეხება მარტოხელა მშობლის სტატუსის წესსა და პირობებს, სტატია აგებულია კითხვა პასუხის რეჟიმში რათა უფრო მარტივი აღსაქმელი იყოს მკითხველისათვის.
- 1 კითხვა: რა საკანონმდებლო აქტები განსაზღვრავს მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების წესსა და პირობებს?
1 პასუხი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1191.1. მუხლის „მარტოხელა მშობელის“ და საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების №79/№01-18/ნ „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე; - 2 კითხვა: ვინ შეიძლება იყოს მარტოხელა მშობელის სტატუსის მქონე პირი?
2 პასუხი: მარტოხელა მშობელი შეიძლება იყოს, მარტოხელა დედის ან/და მარტოხელა მამის სტატუსის მქონე პირი; - 3 კითხვა: ვინ ითვლება მარტოხელა დედად?
3 პასუხი: მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელსაც ქორწინების გარეშე (ანუ ქორწინების რეგისტრაციის გარეშე) ჰყავს 18 წლის ასაკის შვილის და დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული მამის შესახებ მონაცემები, ასევე მარტოხელა დედად ითვლება პირი რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ბავშვი შვილად და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ანუ კანონი იმისათვის, რომ დედამ მიიღოს მარტოხელა დედის სტატუსი გამოყოფს ორ აუცილებელ პირობას:
- არ უნდა იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში;
- არ უნდა იყოს მითითებული მამის შესახებ დაბადების მოწმობაში; - 4 კითხვა: ვინ ითვლება მარტოხელა მამად?
4 პასუხი: მარტოხელა მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე 18 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს და დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული დედის შესახებ მონაცემები, ასევე მარტოხელა მამად ითვლება პირი რომელსაც ჰყავს 18 წლამდე შვილად აყვანილი ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ანუ კანონი იმისათვის, რომ მამამ მიიღოს მარტოხელა მამის სტატუსი გამოყოფს ორ აუცილებელ პირობას:
- არ უნდა იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში;
- არ უნდა იყოს მითითებული დედის შესახებ დაბადების მოწმობაში (ის სხვა საკითხია შესაძლებელია თუ არა დედის შესახებ მონაცემები არ იყოს ცნობილი გარდა იმ შემთხვევისა თუ ბავშვი მიატოვეს მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა); - 5 კითხვა: რის საფუძველზე შეიძლება გაუქმდეს მარტოხელა დედის სტატუსი?
5 პასუხი: მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია მეორე მშობლის შესახებ ინფორმაციის დაბადების მოწმობაში შეტანა (ანუ რეგისტრაცია) 18 წლამდე ბავშვის/შვილის (შვილად აყვანილის) 18 წლის ასაკის მიღწევა და ასევე სხვა გარემოება რომელიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის არსებობას (სხვა გარემოებასთან დაკავშირებით ქვემოთ გვექნება მოკლედ საუბარი); - 6 კითხვა: ეხება თუ არა მარტოხელა მშობლის სტატუსი ქვრივს/ქვრივებს?
6 პასუხი: დღევანდელი დღის მდგომარეობით მარტოხელა მშობლის სტატუსი არ ეხება ქვრივ მშობელს; - 7 კითხვა: რა სოციალური გარანტიები გააჩნია მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მშობელს?
7 პასუხი: სამწუხაროდ დღევანდელი დღის მდგომარეობით აღნიშნული გარანტიები ერთიან სამართლებრივ სივრცეში მოქცეული არაა თუმცა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აღნიშნული გარანტიებიდან არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე მარტოხელა დედას წლის განმავლობაში 3000 ლარამდე საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების საფუძველი, ანუ წლის განმავლობაში 3000 ლარის მიღების შემთხვევაში მარტოხელა დედა არ იხდის 20% ხოლო 3000 ლარის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში უკვე ჩვეულებრივი სახით იხდის საშემოსავლო გადასახადს (82.2. მუხლის ა) ქვემუხლი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება „შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე“ ა.გ) მარტოხელა დედის შემოსავალი. სამწუხაროდ კანონში მითითებული არ არის მარტოხელა მამას ეკუთვნის თუ არა აღნიშნული შეღავათი რაც დისკრიმინაციული მიდგომაა; - 8 კითხვა: რის საფუძველზე განისაზღვრება მარტოხელა მშობლის სტატუსი?
8 პასუხი: მარტოხელა მშობლის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანების №79/№01-18/ნ „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე; - 9 კითხვა: ენიჭება თუ არა მარტოხელა დედის ან მამის სტატუსი იმ პირს რომელსაც შეეძინა საზღვარგარეთ და არა საქართველოში?
9 პასუხი: არა ბავშვის დაბადება უნდა იყოს რეგისტრირებული აუცილებლად საქართველოში; - 10 კითხვა: თუ დედა ან მამა უთითებს დედის ან მამის მონაცემებს ასეთ შემთხვევაში ენიჭება თ არა მშობელს მარტოხელა მშობლის სტატუსი?
10 პასუხი: აღნიშნული წესი უთითებს, რომ შესაძლებელია მონაცემები მითითებულია დედის ან მამის მიერ, სტატუსის დადგენის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოდგენს ბავშვის დაბადების აქტში მამის ან დედის მონაცემების არსებობა, აგრეთვე მშვილებელი ჩაწერილია თუ არა მშობლად; - 11 კითხვა: ვის აქვს უფლება წარადგინოს განცხადება მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვებისათვის?
- 11 პასუხი: სტატუსის მაძიებელ პირს 16 წლის ასაკიდან, სტატუსის მაძიებელ 18 წლამდე პირის ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს, მხარდაჭერის მიმღებს მხარდამჭერის თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მინდობილ პირს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ პირი იმყოფება მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ;
- 12 კითხვა: რა დოკუმენტებია წარსადგენი მარტოხელა მშობლის სტატუსი მოპოვებისათვის?
12 პასუხი: პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი, ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობას, სტატუსის მაძიებელი პირის დაბადების მოწმობას, თუ სტატუსის მაძიებელი არასრულწლოვანია და განცხადების წარდგენა ხდება კანონიერი წარმომადგენლის მიერ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებას, თუ სტატუსის მაძიებელი პირი არის მხარდაჭერის მიმღები, სხვა დოკუმენტებს, რაც აუცილებელია სტატუსის დადგენისათვის (აღნიშნული შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს როცა ისინი დაბადებულები არიან უცხოეთში და ა.შ.); - 13 კითხვა: ტარდება თუ არა გასაუბრება?
13 პასუხი: საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრებას ატარებს (ატარებენ) სტატუსის დადგენის თაობაზე განცხადების განმხილველი ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი (პირები). გასაუბრების შესახებ დგება ოქმი; - 14 კითხვა: რამდენ ხანში მიიღება გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტატუსი შესახებ?
14 პასუხი: სტატუსის დადგენის შესახებ განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 30-ე დღეს (გამონაკლისია თუ მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტების მოძიება და ის შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში); - 15 კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება განუხილველად იქნეს დატოვებული განცხადება ან შეწყდეს საქმის წარმოება?
15 პასუხი: განუხილველად იქნება დატოვებული განცხადება თუ სტატუსის მაძიებელი თავს არიდებს გასაუბრებაზე გამოცხადებას ან/და იგი არ ასრულებს მისთვის მოთხოვნილ ქმედებებეს, წარმოების დასრულებამდე სამსახურმა ვერ მიიღო გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტი (ინფორმაცია), სტატუსის მაძიებელმა მოითხოვა განცხადების განუხილველად დატოვება. საქმის წარმოება შეწყდება თუ სტატუსის მაძიებელი გარდაიცვალა, გარდაიცვალა ბავშვი, კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლო გადაწყვეტილება, სტატუსის მაძიებლის ან/და ბავშვის გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ; - 16 კითხვა: რის საფუძველზე შეიძლება გაუქმდეს მარტოხელ მშობლის სტატუსი?
16 პასუხი: მუხლი სტატუსის მაძიებელი პირი იმყოფება ქორწინებაში, ბათილად იქნა ცნობილი იმ ბავშვის შვილად აყვანა, ბავშვი გახდა 18 წლის, ბავშვს დაუდგინდა მეორე მშობელი ან გაშვილდა, მოძიებულ იქნა ბავშვის მამის შესახებ მონაცემები, სტატუსის მაძიებელი პირი აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, სტატუსის მაძიებელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან წარადგინა ყალბი დოკუმენტები ან არასწორი ინფორმაცია სტატუსის დადგენისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ; - 17 კითხვა: რა სახით საჩივრდება სტატუსის დადგენაზე განცხადების განუხილველად დატოვების, უარის თქმის ან სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება?
- 17 პასუხი: მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სააგენტოში კანონით დადგენილი წესით, გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში. ხოლო შემდგომში უკვე სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- 18 კითხვა: რომელი სააგენტო უზრუნველყოფს რეესტრის და განცხადების წარმოების წესს?
18 პასუხი: წინამდებარე საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (იუსტიციის სახლი) ან/და მისი ტერიტორიული სამსახურები; - დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით: ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე; tel/vibe/ WhatsApp: 995591976764;mail: guram.kontuadze@gmail.com; facebook;
გახსოვდეთ პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ