საქმეები სამოქალაქო სამართალი

მოსამართლის აცილების საფუძვლები

13-01-2021 3 167
  • წინამდებარე მოკლე სტატიის დაწერა ერთმა შემთხვევამ რომელიც უკავშირდება ჩემს საადვოკატო საქმიანობას, სადაც კლიენტს აინტერესებდა შეძლებდა/შევძლებდით თუ არა მოსამართლის აცილებას, ჩემს პასუხზე რომ აღნიშნულს წყვეტს/გადაწყვეტტდა ის მოსამართლე რომლის წინაშეც აღნიშნულ შუამდგომლობას დავაყენებთ (საქმე ეხებოდა 1 ინსტანციის საქმეს რომელიც მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში) კლიენტის პასუხი ჩემს პასუხზე იყო „გაოცებული სახე“. აღნიშნულ შესავალს იმიტომაც ვიყენებ, რომ მინდა მარტივად ავხსნა აცილების საფუძვლები და ასევე დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც ადვოკატის, რომელიც თვლის რომ შესაძლო ცვლილებებისთვის საზოგადოება უკვე მზადაა (აქვე ვუთითებ, რომ აცილების საფუძვლები შეეხება მხოლოდ სამოქალაქო საქმეების პირველი ინსტანციის განხილვაზე).
  • „მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს“  საქმეზე ას-932-872-2017 (2017 წლის 17 ოქტომბერი,  საკასაციო პალატამ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ  საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017); 
  • სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი სახის განჩინება ან გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს კანონს და კონსტიტუციას, რაც შეეხება აღნიშნულ დანაწესს ეს ფართო განმარტების საგანია რაც ნიშნავს, რომ მხარისათვის კანონი ვერ უნდა იქცეს დაბრკოლებად თუ მისი უფლება დარღვეულია, კანონის მიზანი არის არა ის, რომ სასამართლომ ფორმალური თვალსაზრისით უარის თქვას სარჩელის მიღებაზე/გადაწყვეტილების გამოტანაზე/მოსამართლის აცილებაზე, არამედ მან აღნიშნული მხოლოდ მაშინ უნდა განახორციელოს თუ სასარჩელო მოთხოვნა ანდა სადავოდ ქცეული უფლების აღდგენა უკეთესი საშუალებით შეუძლია. სასამართლო დავას არ იხილავს მხოლოდ იმის გამო, რომ კანონი მას ავალდებულებს არამედ იმიტომაც იხილავს, რომ ნებისმიერის უფლება იქნეს უზრუნველყოფილი მიმართოს სასამართლოს. 
  • სასამართლოს როლი არ და ვერ გამოიხატება იმაში მან მიუთითოს რა მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს მოსარჩელემ ან/და მოპასუხემ, ან/და რა ფაქტობრივი გარემობები უნდა მიუთითოს რომელიმე მხარემ, ეს არ არის სასამართლოს საქმე, სასამართლოს საქმეა შეფასება მოახდინოს  ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და ასე მიიღოს გადაწყვეტილება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა რომელიც ეხება ბავშვის უფლებებს, საოჯახო საქმეებს და ა.შ.) რადგანაც „სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“.  უპირველესად მხარეს რომელიც სურს, რომ აიცილოს მოსამართლე მან უნდა მიმართოს განმხილველ მოსამართლეს/სასამართლოს და აირჩიოს რომელიმე საფუძველი რომელიც მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 31-ში, კერძოდ (არ ვეხებით მოსამართლის თვითაცილების საკითხს) მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის:
  • ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს (აღნიშნული საკითხი ფართო განმარტების საგანია რადგანაც მაგალითად საქართველოში სულ არის 20-მდე ბანკი, შესაბამისად თუ მოსამართლეს აქვს კრედიტი რომელიმე ბანკში, რომელი ბანკიც მსესხებლის მიმართ აწარმოებს დავას და ეს დავა ამავე მოსამართლის წარმოებაშია არის თუ არა ეს აცილების საფუძველი? დღევანდელი პრაქტიკის მიხედვით აღნიშნული არ არის აცილების ობიექტური მიზეზების გამო რადგანაც საბანკო სექტორი არ არის უსაშველოდ დიდი, ამასთანავე აღნიშნულს გავლენა არ აქვს მოსამართლე, სხვა საკითხია რამდენად სწორი პრაქტიკაა); 
  • ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად (აქ მემგონი მარტივი გასაგებია კანონის მიზნის);
  • გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია (მეუღლე; დანიშნული;     პირდაპირი ხაზის ნათესავები;    და-ძმა; დისშვილები და ძმისშვილები; მშობლების და-ძმები; დანათესავებულები (მოყვრები); პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახური ურთიერთობით არიან დაკავშირებულნი);
  • დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში (აღნიშნული მუხლი ყველაზე უფრო გამოყენების საგანია და მასზე არ არსებობს დადგენილი კონკრეტული პრაქტიკა და ყველაფერი დამოკიდებულია ისეთი სახის ფაქტობრივი გარემოებების არსებობაზე რომელიც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებებით, ამასთანავე ნორმა განუსაზღვრელია და ეჭვი შეუძლებელია იყოს საკანონმდებლო ტერმინი რადგანაც ეჭვი შეფასების საგანია და არა ფაქტი);    
  • ე) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე (აღნიშნული ცვლილება 2019 წელს განხორციელდა შესაბამისი მედიაციის კანონის მიღების შემდგომ);
  • იმ შემთხვევაში თუ პირს სურს აიცილოს მოსამართლე პირველი საკითხია მან მიუთითოს საფუძველი რომელიც მას აძლევს ამ საშუალებას კერძოდ კონკრეტული ნორმა ანუ ფაქტობრივი გარემოება რომელიც სახეზეა (ფესიბუქზე საერთო მეგობარი ან/და ფესიბუქ მეგობრობა არ არის აცილების საფუძველი ისევე როგორც მაგალითად ნათლი-მირონობა, კურსელობა, მეზობლობა და ა.შ. აცილების საფუძველი არის ამომწურავი თუმცაღა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოს თავს იზღვევს და წინასწარ აცხადებს მაგალითად ნათელ-მირონობის შესახებ რადგანაც სხვა საკითხია უკვე არის თუ არა ეს კავშირი კანონისთვის ნათესაობა). აცილებასთან დაკავშირებით პირველი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ მოსამართლემ უნდა გააკეთოს თვითაცილება თუ სახეზე არის აცილების საფუძვლები ხოლო მეორე საკითხია როცა მხარე მიმართავს სასამართლოს. მხარე როცა კი მიმართავს სასამართლოს რათა მან აიცილოს მოსამართლე აუცილებელია ეს იყოს წერილობითი ფორმის, არგუმენტირებული და ის უნდა გაკეთდეს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დროს (სამოქალაქო სპროცესო კოდექსის 33 მუხლი); 
  • მას შემდგომ რაც უკვე მხარემ მიმართა სასამართლოს აცილების თაობაზე სასამართლოს უფლება აქვს მოუსმინოს მხარეს ხოლო შემდგომ უკვე მოსამართლე აღნიშნული შესახებ განჩინებას იღებს ადგილზევე ან/და სათათბირო ოთახში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34 მუხლი 1 და 2 ნაწილი). ეხლა კი ყველაზე საინტერესო სწორედ აცილების გადაწყვეტის დროს შეიძლება იყოს რადგანაც:
    - თუ აცილება განუცხადეს მოსამართლეს, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს საქმეს, აცილების საკითხს წყვეტს თვით ეს მოსამართლე. 
    - თვითაცილების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. 
  • მარტივად, რომ ვთქვათ მხარეს რომელსაც „ეჭვი“ აქვს, რომ არსებობს მოსამართლის აცილების საფუძველი და აღნიშნულის შესახებ აყენებს შუამდგომლობას მოსამართლის წინაშე თვითონ ეს მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას აიცილოს თუ არა აღნიშნული საქმე, ანუ კიდევ უფრო, რომ გავამარტივოთ პირმა რომელმაც უნდა განიხილოს თქვენი საქმე აღნიშნულმა პირმა არ განახორციელა თვითაცილება და მასვე უნდა დაუმტკიცოთ, რომ არსებობს აცილების საფუძველი ხოლო გადაწყვეტილებას ისევ ეს მოსამართლე იღებს. ერთი შეხედვით თითქოს დანაწესი საკმაოდ უცნაურია მაგრამ რადგანაც ივარაუდება, რომ მოსამართლე არის დამოუკიდებელი და ობიქტური, რამდენად არის შესაძლებელი ბოლომდე „ობიექტურობა“ იყოს სახეზე, როცა პირმა რომელმაც არ აიცილა საქმე და თხოვთ აიცილოს საქმე, მანვე გადაწყვიტოს ობიექტურად აიცილოს თუ არა ის?
  • მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს რომ მისი ქცევა როგორც სასამართლოში, ასევე მის გარეთ იცავდეს და ამაღლებდეს მოსამართლის და სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ ნდობას, როგორც საზოგადოების, ასევე იურიდიული პროფესიების და მხარეების მხრიდან (სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპები) სამოსამართლო მოვალეობის შესრულებისას მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარ შექმნილი აზრის ან შეხედულებისაგან. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას, რომელსაც პროცესის მონაწილენი ან საზოგადოება აღიქვამს წინასწარ შექმნილ შეხედულებად (საქართველოს სამოსამართლო ეთიკის წესები) აღნიშნული დანაწესები მოსამართლეს ზღუდავენ მისივე „თავისაგან“ ანუ მოსამართლე რომელიც უნდა იყოს კანონიერებისა და სამართლიანობის გარანტი, აღნიშნულის განხორციელების მიზნით მის საქმიანობის ისეთი სახით უნდა ემსახუროს, რომელიც გამოურიცხავს მხარეებს ნებისმიერი წინასწარ შეხედულებას. წინასწარი შეხედულება შესაძლებელია იყოს შეფასებითი კატეგორია.
  • ისევე  სამოსამართლო ქცევის ბანგალორის პრინციპებს, უნდა დავუბრუნდეთ:             
    მუხლი 2.5. მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც მას არ შესწევს უნარი საქმე განიხილოს მიუკერძებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოებლად განხილვის უნარი. ასეთი შემთხვევები მოიცავს, მაგრამ არ ამოიწურება ისეთი საქმეებით, რომლებშიც:                             
    მუხლი 2.5.1. მოსამართლე რეალურად გადახრილია ან წინასწარ განწყობილია რომელიმე მხარის საწინააღმდეგოდ, ან აქვს პერსონალური ინფორმაცია სადაო ფაქტებთან დაკავშირებით;
  • მოსამართლე მართლმსაჯულების განხორციელებისას დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის შესაბამისად, აღნიშნული დანაწესი ბოჭავს მოსამართლეს მაგრამ ამასთანავე თუ მხარეს აღნიშნულში მაგალითად ეჭვი შეაქვს წერილობითი მტკიცებულებების გზით, მიუხედავად იმისა მოსამართლეს აქვს თუ არა ეს ობიექტურობის განცდა უნდა აიცილოს თუ არა საქმე მოსამართლემ?
  • ან მაგალითად სარჩელის მიღებაზე უარის თქმა, როცა მოსამართლე უთითებს განხილვის გარეშე თუ რომელი „სამართლებრივი ნორმა მიაჩნია“ გამოსაყენებლად ან/და უთითებს მოთხოვნის სხვა საფუძველს  წინასწარ არის თუ არა მოსამართლის აცილების საფუძველი? (მიუხედვად იმისა, რომ სამართალში დამკვიდრებული პრინციპი _ „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი) საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული (პრაქტიკის თვალსაზრისით მრავალთა შორის იხ. სუსგ-ეგები: №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი; Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი, ასევე, სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
  • მოსამართლის აცილების დროს მთავარია აცილება ემსახურებოდეს მართმსაჯულების განხორციელების მიზნებს და ხოლო აცილებაზე უარი მოსამართლის მხრიდან არ უნდა ემსახურებოდეს იმის დადასტურებას, რომ მიუხედავად დაყენებული შუამდგომლობისა ან/და მის მიერვე მიღებული უარისა  ის მაინც შეძლებს მიუკერძოებლად განიხილოს საქმე რადგანაც „მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს რომ მისი საქციელი გონიერი დამკვირვებლის თვალში იყოს უმწიკვლო“. ფაქტები რომელსაც შესაძლებელია მხარე აწვდიდეს სასამართლოს რათა მოსამართლემ აიცილოს თავი უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ „მართმსაჯულების განხორციელება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე აცილება ან არ აცილების საკითხის გადაწყვეტა“ და მისგან გამომდინარე შედეგები რადგანაც „გადაწყვეტილება“ რომელსაც არ აქვს მოსამართლის მიმართ ნდობა მუდამ დატოვებს/მოუტანს მართმსაჯულებას ზიანს;   
  • ეხლა დავუბრუნდეთ იმ საკითხს თუ ვინ უნდა განიხილოს მოსამართლის უარი, რომ ის თვლი რომ მან არ უნდა აიცილოს საქმე. აღნიშნულზე პასუხს სცემს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36 მუხლი სადაც მითითებულია, რომ „სასამართლო განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით“ ანუ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეს უფლება არ აქვს, ვიმეორებ უფლება არ აქვს გაასაჩივროს მოსამართლის აღნიშნული განჩინება, ანუ მხარეს უფლება არ აქვს მოსამართლის განჩინება გაასაჩივროს სხვა მოსამართლესთან და ის უნდა გასაჩივრდეს აუცილებლად გადაწყვეტილებასთან ერთად. ასევე საინტერესო საკითხია ისიც, რომ საქმისთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებული სამეცნიერო განმარტებები მიკერძოებულობის საფუძველია (BVerfGE 98, 134; BVerfGE 102, 122; BGH NJW 2002, 2396);
  • რაც შეეხება 377 და 404 მუხლს აღნიშნული უკვე სააპელაციო და საკასაციო შემოწმების არეალს განსაზღვრას გადაწყვეტილებისას, ამასთანავე თუ მხარეს აქვს გონივრული ეჭვი ან შესაძლებელია ჰქონდეს მაგალითად აცილების მტკიცებულებაც კი მხარეს კანონისმიერი საშუალება არ აქვს სწორედ მართმსაჯულების მიზნებისათვის მოიპოვოს/აიცილოს მოსამართლე და ის მხოლოდ ზემდგომი სასამართლოს იმედზე რჩება, რომელიც შესაძლებელია უკვე წლების შემდგომ გახდეს შემოწმების საგანი;
  • აღნიშნული საკითხის მხოლოდ კანონისმიერი დანაწესით შეხედვა არ არის სასარგებლო რადგანაც კანონმდებლის სავარუდო მიზანი სწორედ სწრაფი მართმსაჯულება იყო როცა აღნიშნული დანაწესი ასეთი სახით გაჩნდა, რომ მხარეს უფლება აქვს დააყენოს აცილება მაგრამ ასევე ივარაუდება , რომ მოსამართლე არის დამოუკიდებელი და შესაბამისად მანვე უნდა გადაწყვიტოს აიცილოს თუ არა, მაგრამ მიზანი მართმსაჯულების თუ უფრო ფართოა?
  • ანუ მთლიანობაში მიზანი, ხომ  სასამართლოს ნდობის გაზრდაა საზოგადოების თვალში,  შესაბამისად  რამდენად არის საჭირო, რომ არსებოდეს პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარის უფლება მოსამართლის მიერ მიღებულ აცილებაზე უარის განჩინება იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლემ განიხილოს?                                 
  • რადგანაც სასამართლოს მთელი დანიშნულება ხომ მისი დამოუკიდებლობაა ხოლო თუ თვით მოსამართლის გადაწყვეტილების შემოწმების 2 ეტაპიანი სისტემა გვაქვს რატომ არ უნდა იყოს იგივე მცირე ეტაპის შემოწმების საშუალება 1-ვე ინსტანციაში? 
  • აცილება ხომ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია და განსხვავდება ისეთი უფრო მცირე ზომის საკითხებისგან როგორიცაა მაგალითად, მტკიცებულების შეფასების, მოწმის დაკითხვის ან სხვა ისეთი სახის საკითხისგან, რომელიც ისეთივე ძირეულად ვერ ცვლის მოპასუხის თუ მოსარჩელის მიმართებას/ნდობას თვით სასამართლოსადმი?                                 
  • რადგანაც სასამართლო ხომ მხოლოდ მოსამართლის ან ადვოკატის საკუთრება ხომ არაა, რომ ის განყენებულად აღიქმებოდეს, რადგანაც სასამართლო ემორჩილება მხოლოდ კანონს მაგრამ ეს კანონი სამართლიანობის საფუძველზეა მიღებული და შესაბამისად საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარანტირებული საშუალება აცილების შუამდგომლობის უარი გაასაჩივროს სწრაფად და დამოუკიდებლად რადგანაც სხვაგვარად მართმსაჯულების უპირველესი მიზანი „სამართლიანობა“ ან კითხვების არ არსებობა მოსამართლის საქმიანობისადმი აუცილებლად იქნება ასეთივე დონის.
  • რაც შეეხება გამოსავალს ან რომელიმე მხარის მიერ ასეთი უფლების მინიჭების შემთხვევაში მის ბოროტად გამოყენებას, კი შესაძლებელია იყოს მრავალი გამოსავალი მათ შორის სპეციალიზირებული მოსამართლის განწესება მხოლოდ ამ საქმეებზე ან სააპელაციო მოსამართლესთან გაგზავნის საშუალება, ან ლეგიტიმური შეზღუდვა ერთი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში მისი მეორედ დაყენების დაუშვებლობა ა.შ. თუმცაღა ის კი ნამდვილად ვიცი, როგორც ადვოკატმა, რომ საკანონმდებლო დანაწესი არასოდეს ნიშნავს სამართლიანობას.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით: ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე; Tel/Viber/WhatsApp/Telegram: +995591976764; mail: guram.kontuadze@gmail.com; facebook
    გახსოვდეთ პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!     
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა