საქმეები სამოქალაქო სამართალი

მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი

01-10-2020 2 255

  • 2020 წლის 08 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ (საქართველოს იუსტიციის ავტორობით) საქართველოს პარლამენტში წარადგინა მაშსტაბური ცვლილებათა პაკეტი კანონპროექტი №07-2/519/9 ახალი „მეწარმეთა შესახებ კანონი“. კანონპროქეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა 2013 წლიდან, იმავე განმარტებითი ბარათის მიხედვით ცვლილებათა პაკეტის დანიშნულება/მიზანი იყო, ერთის მხრივ გაეძლიერებინა ავტონომიის პრონციპი ხოლო მეორეს მხრივ შეესრულებინა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
  • უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტით შემოდის დისპოზიციური და იმპერატიული ნორმები (პირველი შეიძლება ითქვას თავისუფლებას აძლევს მხარეებს როგორც სურთ ისე დაარეგულირონ ურთიერთობა ხოლო მეორე კი თავის მხრივ არ იძლევა სხვაგვარად რეგულირების საშულებას), მაგალითად: 
    - სააქციო საზოგადოებების შემთხვევაში, დისპოზიციურია მხოლოდ ის ნორმა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს აქციონერების მიერ სააქციო საზოგადოებისთვის სხვაგვარი რეგულაციის შეთანხმების შესაძლებლობაზე (ანუ თუ კანონი პირდაპირ არ მიუთითებს სხვაგვარად დარეგულირების შესაძლობას ე.ი. მეწარმეს/პარტნიორს უფლება არ აქვს სხვგვარად დაარეგულიროს სამართლებრივი ურთიერთობა პარტნიორებს ან/და მეწარმესა და პარტნიორებს შორის); 
    - სხვა სამეწარმეო საზოგადოებების შემთხვევაში (იქნება ეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კომანდიტური საზოგადოება თუ სხვა) , დისპოზიციურია ყველა ნორმა, გარდა იმ ნორმებისა, რომლებიც უშუალოდ ეხება მესამე პირთა ინტერესებს (ანუ ნებისმიერი ნორმა რომელიც არეგულირებს სააქციო საზოგადოების/მეწარმის გარდა ურთიერთობებს ცვალებადია მხარეთა ნების გამოვლენის შემთხვევაში გარდა ნებისმიერი პირისათვის);
  • კანონპროექტი საკმადო მოცულობითია (256 მუხლია მთლიანობაში) შესაბამისად მისი განმარტება შეუძლებელია ერთი სტატიის მეშვეობით, თუმცაღა ვეცდები ყურადღება გავამახვილო მხოლოდ მნიშვნელოვან ცვლილებებზე და განვმარტო რამდენიმე სტატიით. წინამდებარე სტატია არის პირველი სტატია.     
  • 1. სიახლე ინდივიდუალური მეწარმე (მუხლი 2.5.): ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიან ურთიერთობაში თავის უფლებებს ახორციელებს და მოვალეობებს ასრულებს, როგორც ფიზიკური პირი. ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით, თუ მასსა და კრედიტორს შორის შეთანხმებით  (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;        
    1. სიახლის არსი: კანონმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურმა მეწარმემ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში არ აგოს კრედიტორის წინაშე პასუხი თუ ამაზე მხარეები შეთანხმდებიან წინასწარ, ანუ თუ ინდმეწარმე თავის კრედიტორს შეუთანხმდება, რომ ის შეასრულებს სამუშაოს მაგრამ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ის მთელი თავისი ქონებით (როგორც ფიზიკური პირი) არ აგებს პასუხს ასეთი ნების გამოვლენა ძალაში იქნება. აქვე რა თქმა უნდა არის გამონაკლისი რომელიც შეეხება სტანდარტულ პირობებს, სავარაუდოდ აღნიშნული გამონაკლისის დაშვება უფრო მსხვილი მეწარმეებს ინტერესების დაცულობაა, რადგანაც სტანდარტული პირობები ეს არის ძლიერი მხარის მიერ წინასწარ შემუშავებული ხელშეკრულება (რომელსაც იყენებს ბანკი მიკროსაფინანსო და ა.შ.);
  • 2. სიახლე თავისუფალი პროფესიები (მუხლი 3.3.): თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ ამ კანონით გათვალისწინებული მეწარმეთა სამართლებრივი ფორმები;        
    2. სიახლის არსი: თვითონ კანონში განმარტებული არ არის რა ითვლება, თუმცაღა სავარაუდოდ აქ ივარაუდება მაგალითად ისეთი პროფესია როგორიც არის ადვოკატობა (ადვოკატთა შესახებ კანონის 1.2. მუხლი   ადვოკატი არის თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში) ამასთანავე შესაძლებელია მეორე მხრივაც იქნეს განხილული აღნიშნული ცვლილება და ის იმავე 3 მუხლი პირველი ნაწილი „სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, მედიატორის, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა) საქმიანობა“  თუმცაღა აქ მეორე საკითხი შემოდის, რომ სამეწარმეო საქმიანობად არ ითვლება აღნიშნული საქმიანობები. ეს აქამდეც შესაძლებელი იყო თუმცაღა ალბათ ეს უფრო ფორმალური ხასიათის დაზუსტებაა;
  • 3. სიახლე სადამფუძნებლო შეთანხმება (მუხლი 5.1.) სამეწარმეო საზოგადოების დასაფუძნებლად აუცილებელია სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება;
    3. სიახლი არსი: დღეს არსებული პარტნიორთა შეთანხმების/წესდების ნაცვლად შემოდის ტერმინი სადამფუძნებლო შეთანხმება, ერთი შეხედვით ფორმალური ხასიათის თუმცაღა ამ ფორმალურს შემდგომში ებმის თვითონ შემდგომ ცვლილებებს რადგანაც კანონი სადამფუძნებლო შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი ეს არის წესდება და მეორე ეს არის კანონის 6 მუხლის სავალდებულოდ მოთხოვნილი კანონისმიერი სავალდებულო მონაცემები (მუხლი 6.1. სადამფუძნებლო შეთანხმება შეიცავს წესდებას და ამ მუხლით განსაზღვრულ მონაცემებს, ისეთი როგორიცაა მაგალითად: საფირმო სახელწოდება, იურიდიულ მისამართი, ყოველი პარტნიორის/დამფუძნებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელს, გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს და პირად ნომერს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი იურიდიული პირია - მის საფირმო სახელწოდებას, იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს და ა.შ.); 
  • 4. სიახლე ნოტარიული წესი (მუხლი 5.3.): სადამფუძნებლო შეთანხმებაზე ხელმოწერა მოწმდება სანოტარო წესით. სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ ხელმოწერა დადგენილი წესით დამოწმებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  (შემდგომ - მარეგისტრირებელი ორგანო) ან მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ან სხვა პირის მიერ ან ხელმოწერა შესრულებულია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;        
    4. სიახლის არსი: უბრალოდ კანონში აისახება, რომ ნოტარიუსთან მეწარმის დაფუძნების წესი შესაძლებელია ანუ მხარეებს (უკვე კანონისმიერი ნორმით მანამდე ჩვეულებრივი ხელმოწერის დამოწმების წესით ხდებოდა, თუმცა უცნობია აღნიშნული გამოიწვევს თუ არა ასევე ნოტარიუსთა ინსტრუქციის ცვლილებას) შეუძლიათ ნოტარიუსთან შეადგინონ სადამფუძნებლო შეთანხმება ან/და ისევ მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით, ამასთანავე დასაშვები ხდება ელექტრონული ხელმოწერით აღნიშნულის შესრულება (ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ კანონის საფუძველზე). ასევე იგივე კანონის 3.4. მუხლი უთითებს, რომ „დასაშვებია სადამფუძნებლო შეთანხმების ხელმოწერა წარმომადგენლის მეშვეობით. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოითხოვს სანოტარო წესით დამოწმებას ან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერას“ ასევე კანონპროექტს შემოაქვს მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონული პორტალის, როგორც ერთიანი ელექტრონული სივრცის, ცნება. ელექტრონული პორტალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება,   მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების გასაჯაროება, მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის სივრცის მეშვეობით მეწარმესთან ოფიციალური გზით კომუნიკაცია და მისთვის სხვადასხვა ელექტრონული სერვისის მიწოდება;
  • 5. სიახლე სტანდარტული წესდება (მუხლი 6.3.): იმ შემთხვევაში, თუ დამფუძნებლების მიერ არ არის შემუშავებული წესდება, სტანდარტული წესდება ჩაითვლება სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილად და (მუხლი 7.2.) 2. სტანდარტულ წესდებებს საზოგადოებების ფორმების მიხედვით ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი  ( შემდგომ - მინისტრი). მინისტრის მიერ სტანდარტულ წესდებაში ცვლილების განხორციელება ან მისი გაუქმება არ გამოიწვევს იმ სამეწარმეო საზოგადოების წესდების ცვლილების საჭიროებას, რომელსაც რეგისტრაციის მიზნებისთვის გამოყენებული ჰქონდა იმ მომენტისათვის მოქმედი სტანდარტული წესდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წესდებაში ცვლილების განხორციელების/გაუქმების მიზეზს კანონის შესაბამისი ცვლილება წარმოადგენს, რომელიც ავალდებულებს სამეწარმეო საზოგადოებას წესდება მოიყვანოს კანონის იმპერატიულ მოთხოვნასთან შესაბამისობაში;        
    5. სიახლის არსი: უპირველეს ყოვლისა თვითონ კანონს შემოაქვს აღნიშნული დანაწესი და ის სიახლეა (თუმცაღა აქამდე რაც პრაქტიკა მინახავს იშვიათ შემთხვევაში თუ ფუძნდება მეწარმე შაბლონური ტექსტის გარეშე), ამასთანავე კანონპროექტი ადგენს სამეწარმეო საზოგადოების წესდების, როგორც სადამფუძნებლო შეთანხმების ნაწილის, მინიმალურ შინაარსს და შემოიფარგლება სამი მონაცემით: სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის საგანი და წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ერთი შეხედვით აღნიშნული არ წარმოადგენს რაიმე სახის რევოლუციურ ცვლილებას, თუმცაღა თუ აღნიშნულ წესდებაზე არ იმუშავებს პირი მასზე ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტექსტი, შესაბამისად აღნიშნული ერთის მხრივ მეწარმეს შეიძლება ხარჯებს არიდებდეს თუმცაღა დავის ან/და პრეტენზიების დროს დავას დაარეგულირებს უკვე მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული პირობები, შესაბამისად ეს უკვე შეფასებითი კატეგორიაა რამდენად უნდა ჰქონდეს მინისტრს კერძო ურთიერთობაში ჩარევის ასევე მინისტრის ბრძანების შემთხვევაში ასევე წესდება მოითხოვს ცვლილებას; 
  • 6. სიახლე იურიდიული მისამართი (მუხლი 6.10.): იურიდიული მისამართი არის მეწარმის ფაქტობრივი მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე;  6. სიახლის არსი: ერთი შეხედვით უმნიშვენლო ცვლილებაა, თუმცაღა კანონმა იურიდიულ მისამართად (ისევე როგორც ფიზიკური პირის მიმართ) განსაზღვრა მისი ფაქტობრივი მისამართი, აღნიშნული სავარაუდოდ გამოწვეული შემდგით, რომ მეწარმე ვალდებული იქნება არა კორპუსის ბინაში მესამე პირის საკუთრებაში არჩეული მისამართი აიღოს იურიდიულ მისამართად არამედ მისი ფაქტობრივი მისამართი (დამატებით იგივე კანონის 19.3. მუხლით ზუსტდება შემდეგი  „იურიდიული მისამართისა და ელექტრონული მისამართის სტანდარტის განსაზღვრისა და ამ სტანდარტის შესაბამისად რეგისტრაციისთვის გამოიყენება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ინსტრუქციით დადგენილი წესები“) ასევე აღნიშნულთან ერთად ასევე შემოდის გაცნობის წესი მუხლი 19.1. მუხლი  „მარეგისტრირებელი ორგანოს შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მეწარმის მიერ მისი გაცნობისთანავე, იურიდიულ მისამართზე ჩაბარების მომენტიდან ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-15 დღეს, თუკი არ დასტურდება ელექტრონულ მისამართზე განთავსებული შეტყობინების ადრესატის მხრიდან უფრო ადრე გაცნობა“, მოკელდ კი იურიდიულ მისამართად მეწარმემ მარეგისტრირებელ ორგანოში უნდა მიუთითოს ის ფაქტობრივი მისამართი, რომელზეც შესაძლებელია საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობა და რომელზე მისული შეტყობინებაც ჩაბარებულად ჩაითვლება;  
  • 7. სიახლე საქმიანობის საგანი და პარტნიორი (მუხლი 7.1.ბ): საქმიანობის საგნად შეიძლება მიეთითოს, როგორც ზოგადი სამეწარმეო საქმიანობა, ისე კონკრეტული საქმიანობის საგანი და (მუხლი  8.1.)  პარტნიორი პარტნიორი არის პირი, რომელიც არის სამეწარმეო საზოგადოების წილის მესაკუთრე;        
    7. სიახლის არსი: უპირველესად სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი უთითებს, რომ (მუხლი 25.2.) „კერძო სამართლის იურიდიულ პირს (სამეწარმეოს თუ არასამეწარმეოს (არაკომერციულს)) უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული“ თუმცაღა მეწარმეთა შესახებ კანონი კონკრეტულად ერთი საქმიანობის საგნის დაწერის შესაძლებლობას იძლევა (როგორც აქამდე), მაგრამ აღნიშნულის უფრო გასაგები ხდება შემდეგი დანაწესით: იგივე კანონის (მუხლი 146.1.ა.)  პარტნიორს აძლევს საშუალებას გავიდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან  თუ „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის საგანი მნიშვნელოვნად შეიცვალა“ ანუ აღნიშნული ნიშნავს თუ მეწარმე საქმიანობდა საცალო გაყიდვებში და ის ცვლის საქმიანობის საგანს მაგალითად ხდება მენარდე/მშენებელი პარტნიორი უფლებამოსილია გავიდეს პარტნიორობიდან;   
  • 8. სიახლე რეგისტრაციის სავალდებულოობა (მუხლი 9.3.): რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი/დამფუძნებელი;        
    8. სიახლის არსი: მიუხედავად არა ერთი მცდელობისა აღნიშნული მუხლის დანაწესის განვრცობა მოცემული არ არის კანონში, ანუ რეგისტრაციის დაქვემდებარება შეეხება მხოლოდ ასეთი სამართლებრივი ფორმის მეწარმეებს მაგრამ სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის შემთხვევაში კი შეიძლება ითქვას კიდევ უფრო მეტი თავისუფლება შემოდის; 
  • 9. სიახლე მოწონება (მუხლი 11.2.): სამეწარმეო საზოგადოების სახელით მის რეგისტრაციამდე მოპოვებული უფლებები და ნაკისრი ვალდებულებები სამეწარმეო საზოგადოების მიერ მოწონების შემთხვევაში იქცევა სამეწარმეო საზოგადოების უფლებებად და ვალდებულებებად. ასეთ შემთხვევაში, სამეწარმეო საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორები და იმ მოქმედების შემსრულებლები, რომელმაც გამოიწვია უფლებების ან/და ვალდებულების წარმოშობა, თავისუფლდებიან ვალდებულებისგან, თუ კრედიტორთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული;        
    9. სიახლის არსი: აქამდე არსებული ჩანაწერის მიხედვით (მუხლი 2.2.) „თუ რეგისტრაციამდე მეწარმე სუბიექტის სახელით რაიმე მოქმედება შესრულდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და საწარმოს დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის შემდეგაც“ საგამონაკლისო შემთხვევები არ იყო სახეზე, აღნიშნული ჩანაწერიდან გამომდინარე კანონმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ მომავალმა პარტნიორებმა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში არ აგოს კრედიტორის წინაშე პასუხი თუ ამაზე მხარეები შეთანხმდებიან წინასწარ, ანუ თუ პარტნიორი/პარტნიორები თავის კრედიტორს შეუთანხმდება, რომ ის შეასრულებს სამუშაოს მაგრამ მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში ის მთელი თავისი ქონებით (როგორც ფიზიკური პირი) არ აგებს პასუხს ასეთი ნების გამოვლენა ძალაში იქნება;
  • 10. სიახლე პერსონალური მონაცემები (მუხლი 14.3.): „რეგისტრაციის პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონული ასლები განთავსებულია მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე და საფასურის გადახდის გარეშე ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. რეგისტრაციის მოთხოვნა ითვლება შესაბამისი პირის მიერ თანხმობად პერსონალური მონაცემების ამ მუხლით განსაზღვრულ დამუშავებაზე“;     
    10. სიახლის არსი: შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული უფრო ფორმალური დანაწესია რადგანაც საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ისედაც განსაზღვრდა აღნიშნულის საჯაროობას, თუმცაღა კანონის დაკონკერეტება განხორციელდა. 
  • წინამდებარე სტატიით ვეცადე მოკლედ პირველი 14 მუხლის ცვლილებებზე მესაუბრა, შემდგომში ვეცდები მთლიანად მოვიცვა ცვლილებათა პაკეტი და განვმარტო. 
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით: ადვოკატი გურამ კონტუაძე, სრული იურიდიული და საადვოკატო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორაზე; Tel/Viber/WhatsApp/Telegram: +995591976764;mail: guram.kontuadze@gmail.com; facebook; გახსოვდეთ პრეცედენტებს ვქმნით ჩვენ!   
Powered by Flesh. ყველა უფლება დაცულია. მასალის კოპირება მკაცრად აკრძალულია.
დახურვა